ნიჟარების ბილიკი

14,90 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

220

ISBN

9789941378294

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

არტიკული: 9789941378294 კატეგორია:
აღწერა

ანდრეა ტექნოლოგიებზე დამოკიდებული, სოციალური ქსელებით შეპყრობილი და რეალურ სამყაროზე გულაცრუებული ბიჭია. მეტავერსით გატაცებულმა, ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც მშობლებმა „სასჯელი“ მოუფიქრეს – ზურგჩანთამოკიდებულმა, ათი დღის განმავლობაში ოჯახის უცნაურ მეგობართან ერთად წმინდა იაკობის გზის ასობით კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს, თანაც – ტელეფონის გარეშე!..

გზა ნამდვილი კოშმარივით იწყება, მაგრამ ყოველი ახალი ნაბიჯი, ახალი ადგილი და ახალი გამოცდილება ანდრეას საკუთარ თავთან აახლოებს – იმასთან, ვისაც აქამდე ვერ ამჩნევდა.
ერთი შეხედვით, დაუძლეველი დაბრკოლებები, ახალგაცნობილი თანატოლი თუ ბევრად უფროსი თანამგზავრები, პირველი სიყვარული და მოულოდნელი სირთულეები ანდრეას ასწავლის მეგობრობას, თავმდაბლობას, თანაგრძნობას და იმას, რომ პასუხისმგებლობა სასჯელი კი არა, განვითარებისა და ზრდის საყრდენია; რომ ზოგჯერ საკმარისია ერთი გზა, ერთი ადამიანი და ერთი გაკვეთილი, რომ შენი ცხოვრება ახალ კურსს დაადგეს და იპოვო საკუთარი ხმა სამყაროში, რომელშიც ყველაზე მძაფრად სწორედ შენი სიჩუმე ისმის.