სიკვდილის დროს ყველა მარტოა
18,00 ₾
| ავტორი | ჰანს ფალადა |
|---|---|
| მთარგმნელი | ნოდარ რუხაძე |
| გამომცემლობა | პალიტრა L |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2026 |
| გარეკანი | მაგარი |
| გვერდების რაოდენობა | 629 |
| ISBN | 9789941386060 |
| წიგნის სერია | ომებსა და ადამიანებზე |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
“გასული საუკუნის 40-იანი წლები, ფაშიზმის ზეობის ხანა. ნაცისტები ზედიზედ იპყრობენ ევროპას, უკვე პარიზშიც შევიდნენ და გერმანელები ზეიმობენ _ მათი ფიურერი უძლეველია, ის დღენიადაგ თავის ხალხზე ფიქრობს, იმ დღეზე ოცნებობს, როცა არიელები მსოფლიოზე გაბატონდებიან. ჯერი ახლა ინგლისზეა და მასაც მოუვლის. აი, ასეთ დროს ერთი უბრალო მუშის ჩუმი ამბოხი მოსვენებას დაუკარგავს მესამე რაიხის დიდჩინოსნებს. ვინ არის ეს თავხედი, რომ დადის და აღმაშფოთებელი მოწოდებებით აჭრელებულ ღია ბარათებს ავრცელებს?! შეშლილია თუ მავნებელი?! ოტო კვანგელმა ერთადერთი ვაჟი დაკარგა ნაცისტების წამოწყებულ ამ სასტიკ ომში და ცოლთან ერთად ომი გამოუცხადა ნაციზმს, მაგრამ მის თანამემამულეებს დახშული აქვთ ყური და დაბრმავებული აქვთ თვალები… ჯერჯერობით. ჰანს ფალადას კვანგელების ისტორია არ გამოუგონებია _ ის ღია ბარათები გესტაპოს არქივშია შემონახული.”
