სკოლას

17,95 

ავტორი
გამომცემლობა
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
გვერდების რაოდენობა460
ISBN9789941313615
წიგნის სერია

არ არის მარაგში

არტიკული: 13943 კატეგორია:
აღწერა

„არის ნიჭი მწერლისა და არის ნიჭი მკითხველისა. მკითხველის ნიჭი არანაკლებ საჭიროა, ვიდრე მწერლისა. რა დიდებული წიგნიც უნდა დაწეროს მწერალმა, მნიშვნელობა არა აქვს, თუ მას ნიჭიერი მკითხველი არ კითხულობს“, – აკაკი ბაქრაძე

აკაკი ბაქრაძე ყველგან და ყოველთვის მოვლენის არსს სწვდება და წარმოაჩენს. ამავე დროს, აკაკი ბაქრაძისათვის მხატვრული ტექსტი ერთგვარი საყრდენია, რათა მისი მეშვეობით საკუთარი სათქმელი თქვას, მოვლენისა თუ ფაქტისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს. ამას იგი ნათელი სტილითა და სანიმუშო სისადავით აღწევს. ამიტომაც არის აკაკი ბაქრაძე ნებისმიერი მკითხველისათვის ერთნაირად საინტერესო და გასაგები.

„სკოლას“– აკაკი ბაქრაძის წერილების კრებული ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელოა ქართულ ლიტერატურაში საშუალო სკოლების მოსწავლეთათვის. „ამ წიგნის გამოცემის მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების სიმწირეს განვიცდით და ეს ხარვეზი უნდა შეივსოს. ჩვენ ღრმადა ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ აკაკი ბაქრაძე ჩვენს ლიტერატურისმცოდნეობაში აზროვნების ახალ მანერას ამკვიდრებს, ახლებური ინტერპრეტაციაა აქ ჩვენი მწერლობისა. ეს ნარკვევები აზროვნების სხვაგვარი თავისუფლებით სუნთქავს. აზროვნებისა და ინტერპრეტაციის ამგვარი მანერა გვსურს გაითავისოს ახალგაზრდობამ“.