უკანასკნელი დონი
16,95 ₾
| ავტორი | |
|---|---|
| მთარგმნელი | |
| გამომცემლობა | |
| ენა | |
| გამოცემის წელი | |
| გარეკანი | |
| გვერდების რაოდენობა |
559 |
| ISBN |
9789941384172 |
| წიგნის სერია |
იკითხე კლასიკა |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
დიდი მაფიოზური ოჯახის ისტორიის ცენტრშია ასაკში შესული და ძალადობით დაღლილი დონი,რომელიც ცდილობს ოჯახის სისხლიანი საქმეები სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს,თავის ბიზნესს ლეგალური სახე მისცეს,თუმცა მის სურვილებს წითელ ლაქად გასდევს წარსული ძალადობისა და კლანის შიგნით არსებული კონფლიქტების კვალი.,,უკანასკნელი დონის” მთავარი წინააღდეგობა ძველსა და ახალ თაობებს შორის არსებული განსხვავებული ხედვებია,რომლებიც ვლინდება ისეთ სამყაროში,სადაც ძალადობა,ერთგულება,შურისძიება და ძალაუფლების დინამიკა განსაზღვრავს
მკითხველები ასევე ირჩევენ
მედეა. ხმები
18,95 ₾კრისტა ვოლფი თავის რომანში „მედეა. ხმები“ არგონავტების ცნობილი მითის დეკონსტრუქციას გვთავაზობს, ნაწილ-ნაწილ შლის მას და მითის ყველა მთავარ მონაწილეს აძლევს საშუალებას ამოიღოს ხმა და მომხდარის საკუთარი ვერსია გვიამბოს (სწორედ ამიტომ ჰქვია რომანს „მედეა. ხმები“). ჩვენ თვალწინ ცოცხლდებიან მედეა, იასონი, კოლხეთის მეფე აიეტი და დედოფალი იდია, კორინთოს მეფე კრეონი და მისი პირველი ვარსკვლავთმრიცხველი აკამასი. ვხედავთ, რა აღელვებთ მათ, რისკენ ისწრაფვიან, როგორ იბრძვიან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის… და ამ ფონზე ვხედავთ მედეას, ძლიერ, დამოუკიდებელ ქალს, რომელსაც სურს ჩასწვდეს სამყაროს და ადამიანების მოწყობის საიდუმლოს, ქალს, რომელიც ყოველთვის სინდისის კარნახით მოქმედებს და აზროვნების ახალ სტანდარტს უწესებს მაშინდელ ავტორიტარულ სასახლის კარს, პატრიარქალურ საზოგადოებას…
პირანეზი
16,95 ₾სიუზანა კლარკის „პირანეზი“ მკითხველს უნიკალურ, იდუმალ სამყაროში ამოგზაურებს. ეს უზარმაზარი სახლია, რომლის ქვედა სართულებიც ოკეანის საუფლოა, ზედა კი — ღრუბლებისა და ფრინველების საბრძანებელი. აქ დარბაზები სავსეა მშვენიერი ქანდაკებებით — ისინი, დროსთან ერთად გაქვავებულები, წყლის მოქცევის დროს უსიტყვო მცველებად დგანან. პირანეზი, რომლის ამბავიც დღიურების სახითაა მოთხრობილი, ამბობს, რომ სახლში სულ თხუთმეტნი არიან, რომელთაგანაც მხოლოდ ორია ცოცხალი, თვითონ და კიდევ ერთი — სხვა, შუახნის მამაკაცი, რომელიც დიადი საიდუმლოს ამოხსნას, დაკარგული ცოდნის პოვნას ცდილობს. სხვას პირანეზიც ეხმარება, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე იძაბება. პირანეზი ეჭვობს, რომ სახლი რეალურ სამყაროსთაა დაკავშირებული და ვინ იცის, იქნებ თავადაც სხვა, დავიწყებული ცხოვრების ნაწილი აღმოჩნდეს…
არიადნე
18,95 ₾“არიადნემ თეზევს მიწისქვეშა ჩახლართული ლაბირინთის გასავლელი გზა ასწავლა და ნახევრადადამიანი და ნახევრადხარი, მინოტავროსი, დაამარცხებინა. კრეტის უძლეველი მეფე მინოსის ქალიშვილმა უღალატა სამშობლოს და ოჯახს და თავადაც სიყვარულის მსხვერპლი გახდა — ის მიატოვა მისმა რჩეულმა გმირმა და უკაცრიელ კუნძულზე სიკვდილისთვის გაწირა. მაგრამ მხსნელად მუდამ მხიარული ღმერთი დიონისოსი მოევლინა და ბედნიერება მოუტანა, თუმცა არიადნე მოკვდავია, დიონისოსი კი — უკვდავი. რამდემდე გაგრძელდება ოლიმპოსელი ღმერთის ერთგულება?! ნუთუ არიადნემ ისევ ღალატის სიმწარე უნდა იგემოს?!”
მოახლის საიდუმლო
16,95 ₾მოახლემ ერთი წესი აუცილებლად უნდა დაიცვას _ არასოდეს არ უნდა შეიჭყიტოს და არც შევიდეს იმ ოთახში, სადაც შესვლა აკრძალული აქვს, თორემ შეიძლება ოთახის კარი კი არ შეაღოს, არამედ პანდორას ყუთი გახსნას და ეს სანანებლად გაუხდეს. მაგრამ მილი წესებს არ ემორჩილება, კარს შეაღებს და დამქირავებლის მეუღლეს გაიცნობს, ნაცემ ქალს, რომელსაც სიკვდილივით ეშინია სასტიკი ქმრის, და მილი მის გადარჩენას გადაწყვეტს… სულ მალე კი თავად იქნება გადასარჩენი.
მკვლელობა შუა ზამთარში
15,95 ₾ზამთარი – შესანიშნავი დრო შეუდარებელი აგათა კრისტის დეტექტივების წასაკითხად აგუზგუზებული ბუხრის წინ, ცხელი სურნელოვანი ჩაის ფინჯნით ხელში. თქვენთან ერთად იქნებიან შესანიშნავი მეგზურები: პატარა ბელგიელი, მაძებარი ერკიულ პუარო, გონიერი მოხუცი მის მარპლი, ჯენტლმენი მისტერ სატერთუეიტი, გულუბრყვილო და თავდაჯერებული ინსპექტორი ჯეპი, ენერგიული ცოლ-ქმარი ტომი და ტაპენსი ასევე დანაშაულების მონაწილე არაერთი საინტერესო გმირი. მაშ, წაიკითხეთ დეტექტივების დედოფლის განუმეორებელი მოთხრობების კიდევ ერთი კრებული – „მკვლელობა შუა ზამთარში””.
