ქართული ენის გრამატიკა ზარმაცების(ა)თვის

20,00 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

204

ISBN

9789941983108

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

SKU: 98509 კატეგორია:
აღწერა

წიგნი – „ქართული ენის გრამატიკა ზარმაცების(ა)თვის“ – გრამატიკის კურსის ადვილად ათვისებაში დაეხმარება დაინტერესებულ პირს ან, უბრალოდ, მკითხველს. მუდმივად გვესმის, რომ ქართული ენის გრამატიკა რთულია, ბავშვები (და არა მარტო ისინი) ამ საგანს ან არ, ან ვერ სწავლობენ. ამის გამო მშობლები, მასწავლებლები (მაყურებელი, მკითხველი) წუწუნებენ, ქართული არ იციანო. იქმნება უამრავი სახელმძღვანელო, მაგრამ შედეგი თითქოს არ გვაქვს. ამ წიგნით მე არც „ველოსიპედი აღმომიჩენია“ და არც ნოვატორობის პრეტენზია მაქვს. ვფიქრობ, წიგნის ასეთი სათაურიც არ გაგაღიზიანებთ. უბრალოდ, ვისაც არ სჭირდება ან ეზარება ამა თუ იმ საგნის სიღრმისეულად შესწავლა და სწრაფად და ადვილად სურს მინიმალური ინფორმაციის მიღება, ურჩევნია, მარტივი და გასაგები ენით შეისწავლოს ის, რაც საჭიროების შემთხვევაში გამოადგება. რას მოიცავს ეს წიგნი? მეტ-ნაკლებად ყველაფერს, რაც კი უკავშირდება ენას, სიტყვას, მეტყველების კულტურას. წიგნი დაყოფილია რამდენიმე კარად, თითოეულ მათგანში მოკლედ არის გადმოცემული ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, პუნქტუაციის, სტილისტიკის საკითხები.