ბედნიერების ხელოვნება
14,95 ₾
| ავტორი | რამაზ გიგაური |
|---|---|
| გამომცემლობა | პალიტრა L |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2023 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 301 |
| ISBN | 9789941356056 |
| წიგნის სერია | ლურჯი ოკეანე |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
ბედნიერებისკენ ყოველი ჩვენგანი ისწრაფვის, მაგრამ იყო ბედნიერი, იოლი როდია. ხშირად ბედნიერების განცდაში წვრილმანი და უმნიშვნელო ფაქტორები გვიშლის ხელს. ზოგჯერ რაღაცას ვკარგავთ და მხოლოდ მაშინ ვიგებთ, რომ ბედნიერები ვყოფილვართ, უბრალოდ ვერ ვხედავდით და ვერ ვაფასებდით. ეს წიგნი სწორედ “ბედნიერების ხელოვნებას” გვასწავლის. ამ წიგნის თითოეული თავი დაგვეხმარება პოზიტიური აზროვნების გამომუშავებაში, ჩვენი ქვეცნობიერის სიღრმეებში ჩაწვდომაში. ასევე, სტრესული სიტუაციების დროს ემოციების მართვასა შინაგანი რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, გავიაზროთ ბედნიერება.
მკითხველები ასევე ირჩევენ
გაცნობიერებული ცხოვრების საფუძვლები – ცხოვრება ტანჯვის გარეშე
40,00 ₾რატომ გადავწყვიტე ამ წიგნის დაწერა? მე მიყვარს ადამიანები და პროფესიიდან გამომდინარე, დიდი ხანია ვამჩნევ იმას, რომ ისინი იტანჯებიან, როცა ტანჯვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ცხოვრება არ არის ტანჯვა, თუმცა ის სწორედ ასეთ სახეს იღებს, თუ ადამიანი გაუცნობიერებლად ცხოვრობს. ზოგჯერ რაკურსის მცირე ცვლილებაც კი საკმარისია ხოლმე იმისთვის, რომ ადამიანმა ტანჯვა წარსულს მიაბაროს და აღმოაჩინოს, რომ თურმე მის გარეშე ცხოვრება სავსებით შესაძლებელი და მეტსაც გეტყვით, ბუნებრივი ყოფილა. თავისი არსით, ემოციები ბუნებრივია, ტანჯვა – არაბუნებრივი, თუმცა ტანჯვა გაუცნობიერებლად ცხოვრების ბუნებრივი შედეგია.
რეალობა მრავალკომპონენტიანია. რაც უფრო ნაკლებ კომპონენტს ხედავს ადამიანი, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ის დაიტანჯება ან მინიმუმ, უკმაყოფილო იქნება საკუთარი ცხოვრებით.
წიგნის მიზანია, მკითხველში განავითაროს ის შტრიხები, აქცენტები და ხედვა, რომლებსაც ის შემდგომში, ცხოვრების ბოლომდე გამოიყენებს და გააფართოებს იმისთვის, რომ მეტი გაცნობიერებულობა შეიტანოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფსიქოლოგიის მოკლე კურსი
25,00 ₾სახელმძღვანელოში განხილულია ფსიქოლოგიის განვითარების ისტორია. მის დამოუკიდებელ მეცნიერებამდე განვლილი ორი ეტაპი: მეტაფიზიკური ფსიქოლოგია და ემპირიული ფსიქოლოგია. კვლევის
მეთოდები, ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები. მაგ. სიღრმის ფსიქოლოგია, კლასიკური ბიჰევიორიზმი, პოსტფროიდიზმი, კოგნიტური და ჰუმანისტური ფსიქოლოგია. ცალკე თავი აქვს დათმობილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიას.
წიგნში განხილულია პიროვნების ცნება ფსიქოლოგიაში, ფსიქიკური პროცესები და ფსიქიკური თვისებები, ქცევის ფსიქოლოგია.
ნაშრომი განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისთვისაც საინტერესოა ფსიქოლოგიის მეცნიერება.
