ჰილდა და კლდის ტროლი
16,90 ₾
| ავტორი | ლუკა პირსონი |
|---|---|
| მთარგმნელი | თინათინ კიკალიშვილი |
| გამომცემლობა | მატარებელი კომიქს |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2026 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 44 |
| ISBN | 9789941884306 |
მარაგში
გაიცანით ჰილდა – მოუსვენარი და თავგადასავლების მაძიებელი გოგონა.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე კომიქს-სერია პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე.
მოხეტიალე ზღვის სული, დაკარგული გოლიათი თუ ტყის უცნაური ბინადარი ბატონი მერქანა – მიუხედავად იმისა, რომ ჰილდას სამყარო უჩვეულო ამბებითა და არსებებითაა სავსე, კლდის ტროლთან გადაყრა მაინც მოულოდნელი და ხიფათიანი რამაა. მაგრამ როგორც თავად ჰილდა ამბობს “ასეთია თავგადასავლების მაძიებლის ცხოვრება!“
ბრიტანელი მწერლისა და ილუსტრატორის, ლუკ პირსონის კომიქსების სერია ჰილდა გამოსვლისთანავე იქცა პატარების საყვარელ საკითხავად და მსოფლიო ბესტსელერად. მოუსვენარი გოგონას თავგადასავლები უდიდესი სიყვარულით სარგებლობს მრავალ ქვეყანაში.
„ჰილდას სამყარო დიდებული, ამაღელვებელი და ხიფათებით სავსე ადგილია, რომლისკენაც ბავშვები მთელი გულით მიილტვიან“
– NEW YORK TIMES
