წიგნების კატალოგი
მკვდარი სულების მყიდველი
19,95 ₾ჩირილო დოკორე – ოცდაათი წლის და დაბადებისთანავე მიტოვებული, ამჟამად კი ერთი უბრალო გადამწერი, ცხოვრებაშიც და ქველმოქმედების სამეფო საზოგადოებაშიც უჩინარი ჭანჭიკი – ჯერ კიდევ ამაოდ მოელის, რომ მას ვინმე იშვილებს. ერთ დღესაც მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა ქალაქში ხმა გავარდება, თითქოს ჩირილო ძილში ლოტოს მოგებიან ციფრებს ხედავს. გაკოტრებული დონ ეტორინო მას იშვილებს, ჩირილო კი გენიალურ გეგმას შეიმუშავებს ახალი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – ჩირილო გადაწყვეტს, სახელმწიფოს მიცვალებულთა სულები მიჰყიდოს.
გარიბალდის შემოსვლის მოლოდინსა და აბსურდულ ბიუროკრატიას შორის, ჩირილო მკვდარი სულებით ვაჭრობისას მოულოდნელ სიყვარულსაც გადაეყრება.
აქამდე ფლორენციის არქივებში დამალული სტეფანო დ’არიგოს „მკვდარი სულების მყიდველი“ იტალიაშიც ახლახან გამოქვეყნდა. ნიკოლაი გოგოლის „მკვდარი სულებით“ შთაგონებული სტეფანო დ’არიგო, შეუდარებელი ოსტატობით, გოგოლის უკვე კლასიკურ სიუჟეტს ახლებურ ელფერსა და იტალიურ სულს სძენს.
დღეები მორისაკის წიგნის მაღაზიაში
17,95 ₾მორისაკის წიგნის მაღაზია მართლაც ძვირფასი და დაუვიწყარი ადგილია.
მას შემდეგ, რაც ტაკაკოს შეყვარებული გამოუცხადებს, რომ სხვა მოჰყავს ცოლად, ტაკაკოს ცხოვრება თავდაყირა დადგება.
ყველაფერი იცვლება, როცა ტაკაკოს ძია სატორუ დაურეკავს და თავის წიგნის მაღაზიაში საცხოვრებლად გადასვლას შესთავაზებს. გულგატეხილი ტაკაკო გადაწყვეტს, დათანხმდეს უცნაური ბიძის კიდევ უფრო უცნაურ შემოთავაზებას. ძველი ფურცლების სურნელი და წიგნებით სავსე თაროები კი ტაკაკოს გატეხილ გულს მალევე გაამთელებს და სრულიად შეცვლის მის სამყაროს.
„დღეები მორისაკის წიგნის მაღაზიაში” მსოფლიო ბესტსელერია. ეს არის ამბავი სიყვარულზე, გულგატეხილ ადამიანებსა და წიგნების ჯადოსნურ ძალაზე
შუნიასარი
12,00 ₾XIX საუკუნის დასაწყისის ინდოელი პოეტ-ფილოსოფოსის, ბახტავარის მიერ დაწერილი ფილოსოფიურ-ეზოთერული პოემა ცნობილია სახელწოდებით “შუნიასარი”, სადაც ავტორი ინდური სანტების (პოეტ-მისტიკოსების) ტრადიციაზე დაყრდნობით წარმოადგენს და ინტერპრეტირებას უკეთებს ძველი ინდური დიალექტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ კატეგორიას — შუნიას (śūnya – მოძღვრებასი სიცარიელის შესახებ). ნაწარმოებში სიცარიელე გააზრებულია არა როგორც უბრალო არარსებობა, არამედ როგორც ყოვლისმომცველი პირველსაწყისი (რომელიც ეხმიანება “რიგვედას” კოსმოგონიურ ჰიმნებს), ხოლო ეს კონცეფცია სიღრმისეულად არის გაშლილი ნატურფილოსოფიურ, ეზოთერიკულ და ეთიკურ დონეებზე — მატერიალური სამყაროს წარმოშობისა და ილუზორულობის გააზრებით, დაფარული მისტიკური ცოდნისა და სულიერი პრაქტიკების წვდომით, ასევე ეგოსა და ვნებებისგან გათავისუფლებით შინაგანი ჰარმონიის მისაღწევად.
აბსურდონავტები – უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე
16,00 ₾ამბობენ, ყველა დღე სადღაც ცხოვრობს. პარასკევი ყოველთვის ხმაურიან ადგილებს ეტანება, კვირა ძილსა და მოგონებებს შორის დაბორიალობს, სამშაბათი საქმიან კაცს ჰგავს, რომელსაც მუდამ სადღაც ეჩქარება, ხოლო ორშაბათი…
ნისლშობილი
45,00 ₾ათასი წლის განმავლობაში ზეციდან ფერფლი ცვიოდა და არცერთ ყვავილს არ უყვავილია. ათასი წლის განმავლობაში სკაა მონურ სიღატაკესა და გამუდმებულ ძრწოლაში ცხოვრობდა. ათასი წლის განმავლობაში მბრძანებელი, „უსასრულობის ნამსხვრევი“, აბსოლუტური ძალაუფლებითა და თავზარდამცემი ტერორით მართავდა სამყაროს, ღვთიურად უძლეველი. მაგრამ ერთ დღეს, მბრძანებლის ყველაზე ჯოჯოხეთური საპყრობილის წიაღში, საზარელი ნაიარევებით დასერილმა, გულმოკლულმა შერეულსისხლიანმა სკაამ უეცრად კვლავ იპოვა დიდი ხნის წინ ჩამქრალი, ადამიანების მეხსიერებიდან თითქოსდა სამუდამოდ ამოშანთული იმედი. იპოვა და გააცოცხლა. კელსიერი „გატყდა“ და საკუთარ თავში ნისლშობილის ძალები აღმოაჩინა. სწორუპოვარმა ქურდმა და პირველობისთვის დაბადებულმა, თავისი ელვარე ნიჭი უდიდესი საქმისკენ მიმართა, რომლის მთავარი სამიზნე თავად მბრძანებელია.
კელსიერმა იატაკქვეშეთის ელიტა – ყველაზე ჭკვიანი და სანდო ალომანტები შეკრიბა; თითოეული მათგანი მისი – ნისლშობილის – მრავალი უნარიდან ერთს ფლობს და ყველას უყვარს სახიფათო გამოწვევები. მერეღა გაამხელს კელსიერი თავის სანუკვარ ოცნებას – არა მხოლოდ ისტორიაში უდიდეს ქურდობაზე, არამედ ღვთიური ტირანიის დამხობაზე ოცნებას.
მაგრამ ყველა დროის საუკეთესო კრიმინალური გუნდითაც კი, კელის გეგმა თითქმის შეუძლებელ ავანტიურას ჰგავს, სანამ ბედისწერა მის ცხოვრებაში ვინს, გულჩათხრობილ, ჩამოძენძილ გოგონას არ შემოიყვანს. კელსიერის მსგავსად, ისიც შერეულსისხლიანი ობოლია, თუმცა ბევრად უფრო სასტიკ და უმოწყალო პირობებში გაზრდილი. ვინმა ისწავლა, რომ არასოდეს არავის ენდოს, რომ ღალატს ყველასგან ელოდოს, და ასეც ხდებოდა. ხოლო ახლა მან ნდობა უნდა ისწავლოს, რათა კელსიერი დაეხმაროს იმ ძალების დაუფლებაში, რომლებზეც ოცნებასაც კი ვერ გაბედავდა.
ეს საგა სვამს მარტივ კითხვას: რა მოხდება, თუ წინასწარმეტყველების გმირი დამარცხდება?
ვეფხისტყაოსანი მეგრულად
99,00 ₾„1921 წელს თებერვალში, აფხაზეთში ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარის დივიზია შემოიჭრა. კაკა ჟვანია თავისი 80-კაციანი რაზმით უკან იხევდა, თან მტრის მოქმედებას სწავლობდა. ენგურთან თავისი რაზმით სოფელ ჯვარისკენ გაემართნენ, ტყეებში მორები დაჭრეს, ტივები შეკრეს და მორების განასხვლევი ტოტები ზედ ტივების ერთ ბოლოში დაალაგეს!
რუსებმა მდინარის გადმოლახვა კილომეტრნახევრიან ფონზე შუაღამეს დაიწყეს. როცა დივიზიის პირველი ჯგუფები გადავიდნენ ნაპირზე რუხის ციხესთან, სწორედ მაშინ დაეშვნენ კაკა ჟვანიას ქართველი ჯარისკაცები ცეცხლმოკიდებული ტივებით, ხუთვაზნიანი შაშხანების გრიალით და ყიჟინათი! გაყინულ წყალში, სწრაფი დინების პირობებში, ხელჩაკიდებული ოკუპანტები დაიბნენ, მწყობრი რიგები აერიათ, ხელები გაუშვეს ერთმანეთს და… ორი კვირის მანძილზე გამოჰქონდა მდინარეს და ზღვას დამხრჩვალი ბოლშევიკი ჯარისკაცები. დივიზიამ 3 ათასამდე მებრძოლი დაკარგა! სამეგრელოში კი ხმა გავარდა: კაკა ჟვანიამ კაციჭამია ბოლშევიკები ამოხოცაო!
კაკა ჟვანია გადაურჩა 1924, 1937-1938 წლების რეპრესიებს, 1952 წლის მეგრელთა საქმეს. იცოცხლა 1973 წლამდე. ბოლშევიკების წინააღმდეგ ჩატარებული მისი ბრწყინვალე სამხედრო ოპერაციაზე საუბარიც კი აიკრძალა. მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში დაიწერა მისი გმირობის ამბავი!
კაკამ 80 წლის ასაკში დაიწყო ვეფხისტყაოსნის მეგრულად თარგმნა. 1966 წლის რუსთაველის საიუბილეო თარიღისთვის დაასრულა, თუმცა სიკვდილამდე მის სრულყოფაზე ზრუნავდა. მისი ნაშრომით აღფრთოვანებული კონსტანტინე გამსახურდია თარგმანის წიგნად გამოცემას შეჰპირდა. არ გამოვიდა! და აჰა, იბეჭდება კაკა ჟვანიას თარგმნილი ყილოშტყებამი!“ – ვახში ჟვანია.
ჩვენი კავკასია
39,95 ₾ეს წიგნი პირველი მხატვრულ-შემეცნებითი ნაწარმოებია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთლიანად კავკასიას, მის ხალხებს, კულტურასა და ბუნებას რომ ეძღვნება. წიგნის მთავარი გმირები, და-ძმა პაულა და ალექსი, ბერლინიდან კავკასიაში მიემგზავრებიან, რათა ბრძენი იორგ იორანდოს უცნაური სურვილი შეასრულონ და იპოვონ იდუმალი „ოქროს შემცველი მდინარე“. მათთან ერთად მოგზაურობენ ყველგანმავალი მანქანა იოჰენი და წიგნი-ნავიგატორი აჰმა, რომლებიც ბავშვებს კავკასიის საოცარ სამყაროს აცნობენ. მოგზაურობისას ისინი სტუმრობენ კავკასიის სხვადასხვა ქვეყანასა და კუთხეს, იძენენ ახალ მეგობრებს, ეცნობიან ხალხურ ტრადიციებს, ლეგენდებს, მუსიკას, ხელოვნებასა და ბუნების უნიკალურ სილამაზეს.
ეს არის წიგნი მეგობრობაზე, ერთმანეთის პატივისცემაზე და კავკასიის ხალხების უკეთ გაცნობაზე. საინტერესო თავგადასავლების ფონზე მკითხველი აღმოაჩენს, რომ ამ რეგიონის ყველაზე დიდი სიმდიდრე ოქრო კი არა, მისი ხალხები, მათი კულტურა, ენები და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებია. წიგნი ბავშვებსა და მოზარდებს ჩაუნერგავს კავკასიის სიყვარულს და აჩვენებს, რომ განსხვავებული ხალხები მშვიდობით, მეგობრობითა და საერთო მომავლის რწმენით შეიძლება იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.
სამი მოთხრობა
14,00 ₾წიგნი წარმოადგენს ფრანგი კლასიკოსის, ონორე დე ბალზაკის (1799-1850) მოთხრობების კრებულს, რომელშიც შესულია სამი მოთხრობა „იესო ქრისტე ფლანდრიაში“, „დრამა ზღვის პირას“ და „ვნება უდაბნოში“.
სამი ნაშრომი
18,00 ₾წიგნი წარმოადგენს ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს (ძვ.წ. 384-322) ნაშრომების კრებულს, რომელშიც შესულია ფილოსოფოსის სამი ნაშრომი „ძილისა და ღვიძილის შესახებ“, „სიზმართა შესახებ“ და „ძილში წინასწარმეტყველების შესახებ“.
ცხოვრების ამაოება და სიმწარენი
37,00 ₾წინამდებარე წიგნი დიდი გერმანელი ფილოსოფოსის – არტურ შოპენჰაუერის ე.წ. მცირე თხზულებათა კრებულია, მისი მთარგმნელის – ზურაბ ხასაიას კომენტარებითურთ. ზურაბ ხასაიამ 2012 წელს გამოსცა შოპენჰაუერის რამდენიმე თხზულების კრებული, რომლის სათაურად გამოტანილი იყო წიგნში მოთავსებული ერთერთი თხზულების სათაური – „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები“.
იმ კრებულში შოპენჰაუერის ხსენებული სახელგანთქმული ქმნილების მხოლოდ ნახევარი იყო წარმოდგენილი. ამ წიგნში კი ეს თხზულება სრულადაა თარგმნილი და, შესაბამისად, დამატებულია სათანადო კომენტარები. აგრეთვე დამატებულია შოპენჰაუერის ორი სხვა თხზულება მთარგმნელის კომენტარებითურთ. მათ შორის ერთი („ქალებისთვის“) დამატებულია იმ მოტივით, რომ იგი მთარგმნელს განსაკუთრებით აქტუალურად მოეჩვენა ჩვენი დროისთვის. ამ წიგნში ერთმანეთს ერწყმის სამი სიკეთე.
პირველი: თარგმნილია მსოფლიოს ფილოსოფიური საგანძურის ნამდვილი მარგალიტი – გენიალური ფილოსოფოსის და კალმოსანის წიგნი-შედევრი, რომელშიც აზრის სიღრმე და სინათლე თანაბრად ანცვიფრებს ადამიანს. მეორეა თარგმნის უაღრესად დახვეწილი ხელოვნება, რასაც გვთავაზობს ზურაბ ხასაია – ცნობილი ფილოსოფოსი და პოეტი.
მკითხველი ამ წიგნის ნებისმიერი ადგილის კითხვისას დარწმუნდება, რომ კითხულობს დედანს და არა თარგმანს. ეს არის შოპენჰაუერის ამეტყველება ქართულად. და ბოლოს: მთარგმნელისეული კომენტარები აზროვნების სიღრმითა და სინათლით სრულიად შეეფერება გერმანელი ფილოსოფოსის დიდებულ ტექსტს და ამშვენებს მას. ეს ყოველივე გვაძლევს საფუძველს გვწამდეს: წიგნი „ცხოვრების ამაოება და სიმწარენი“ ძვირფასი საჩუქარია ჭეშმარიტი ქართველი მკითხველისთვის.
потеют розы
30,00 ₾– череда жестоких и безумных событий, следующая за непростительной банальностью романтики.
Герои произведения раздражают и отталкивают, сюжет непрерывно давит и мучает, а объяснение хаоса прячется за стеной гротеска. Человеческая природа вновь смердит с завидным успехом.
И меньше слов, больше платков. Розы начинают потеть.
оковы вишневые
41,70 ₾«Оковы вишнёвые» — вторая крупная работа В. Уварашвили, современного грузинского автора. Она плавит и лихорадит, представляя собой скорее акт саботажа, чем привычный литературный текст. В ней нет опор и компромиссов, тбилисская беззаботность уступает место оголённому нерву постсоветского кошмара.
разведчик, разведчик, разведчик!
28,35 ₾Пьеса о страхе, коллективном самообмане, насилии и хрупкости человеческой идентичности в мире, где правда не имеет значения
პარალელური წრფეები
18,00 ₾თათამ, რომლის ცხოვრებაც მოჩვენებითი, ფასადური ბედნიერებაა, წარმატებით მოირგო ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის როლი. ახლობელი ადამიანის უეცარი გარდაცვალება მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს და წარსულიდან აბრუნებს ნიკოს — კაცს, რომელიც ცდილობს გააღვიძოს ის გოგო, რომელსაც წლების წინ იცნობდა. გარემოებების გამო, თათასა და ნიკოს ერთად უწევთ მუშაობა საერთო პროექტზე — სვანური სოფლის, ხალდეს, აღდგენასა და რეაბილიტაციაზე. სოფლის აღმოჩენა და მისი აღდგენა თანდათან უფრო ემსგავსება გაცილებით მეტს, ვიდრე მხოლოდ არქიტექტურულ პროექტს. წლების წინ, ბრძოლაში გმირულად დაცემულმა ძველმა ხალდელებმა დაიბარეს მხოლოდ ერთი — ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ახლა კი დროა, თათამ თავად გადაწყვიტოს — გაბედავს თუ არა, ტოქსიკურ ურთიერთობას შეჩვეულმა, მიიღოს ბედნიერება და სიმშვიდე მისი ყველაზე ჯანსაღი ფორმით. პარალელური წრფეები ერთმანეთს არასდროს კვეთენ, თუმცა ზოგჯერ შეუძლებელი გეომეტრიაც კი შესაძლებელი ხდება მაშინ, როცა იბრძვი და იცი — ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ოდისეა
29,95 ₾დასრულდა ილიონის ომი – დაეცა ტროის წმინდა ციხესიმაგრე და გამარჯვებული ბერძნები სამშობლოსაკენ მიემართებიან. მხოლოდ ოდისევსი რჩება გზაში – გმირი, რომელსაც უკიდეგანო ზღვის ტალღები შორს, თავისი მშობლიური ითაკისგან უსასრულოდ შორს მიაქანებენ. ბედისწერისა და ღმერთების ნებით იგი კაცთათვის უცნობ, ზღაპრულ ქვეყნებში აღმოჩნდება, სადაც არაერთ განსაცდელს, ცდუნებასა და საფრთხეს გადაეყრება. სწორედ მის ხანგრძლივ და ფათერაკებით სავსე მოგზაურობას, მის თავგადასავლებსა და შინ დაბრუნების შეუპოვარ სურვილს ეძღვნება მთელი „ოდისეა”.
მე, ვისაც კაცი არასდროს მიცნია
16,95 ₾„ჩემი მეხსიერება ჩემივე ბრაზით იწყება””, — აცხადებს ტექსტში მთხრობელი, რომელმაც გვიან გაიაზრა, რომ მასაც შესძლებია ჰყვარებოდა, შესძლებია დატანჯულიყო და, ბოლოს და ბოლოს, მასაც ადამიანი ერქვა. გალიაში ოცდაცხრამეტ უცხო ქალთან ერთად გაურკვეველი მიზეზითა და განუსაზღვრელი ვადით გამომწყვდეულს, პატიმართაგან ყველაზე უმცროსს, გისოსებს მიღმა ცხოვრება არასდროს უნახავს. „ძალიან დიდხანს დღეები ერთმანეთის მსგავსად გადიოდა, შემდეგ ფიქრი დავიწყე და ყველაფერი შეიცვალა””, — წერს იგი. ეს არის ამბავი ქალზე, რომელმაც აბსურდულ არსებობაში რაღაც მოულოდნელი გამოიგონა, ქალზე, რომელიც სიცოცხლის შეგნებული გზით გაგრძელების ან, გნებავთ, სიცოცხლის დამორჩილების სურვილმა აანთო და მოძრაობა აიძულა.
რა იცის მდინარემ
19,00 ₾შეუძლია თუ არა ერთადერთ წერილს შეცვალოს ადამიანის ცხოვრება? ინეს ოლივერამ ზუსტად იცის – შეუძლია. ეგვიპტის უკიდეგანო უდაბნოში მშობლების დაღუპვის ამბავმა გოგონას სახიფათო მოგზაურობა გადააწყვეტინა – ალექსანდრიაში, ბიძასთან… თუმცა იქ არავინ ელის, მაგრამ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩაებმება უძველესი არტეფაქტების საძებნელ რბოლაში, რათა იპოვოს პასუხები კითხვებზე, და ამ რბოლაში უახლოესი ადამიანის ღალატსაც გამოცდის და დიდ სიყვარულსაც იპოვის
დაუსრულებელი
30,00 ₾დევიდ გოგინსის მემუარულმა ბესტსელერმა „ვერ გამტეხ”” მსოფლიოს დაანახვა, რამდენად ულევია ადამიანის პოტენციალი – არადა, ეს მხოლოდ შესავალი იყო გონების ნამდვილი ძლევამოსილების აღმოჩენის გზაზე. „დაუსრულებელში” გოგინსი მკითხველს ეპატიჟება საკუთარ „გონების ლაბორატორიაში”” — იქ, სადაც ჩამოაყალიბა ფილოსოფია, ფსიქოლოგიური მიდგომები და პრაქტიკული სტრატეგიები, რომლებმაც დაანახვა, რომ საკუთარი შესაძლებლობების დასასრულად მიჩნეული ზღვარი სინამდვილეში, მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან სიდიადისკენ სწრაფვა არასოდეს სრულდება. ეს გულწრფელი, მოურიდებელი და შთამბეჭდავი მოგონებების წიგნი მხოლოდ ისტორიების კრებული არ გეგონოთ — ეს არის პრაქტიკული გზამკვლევი მათთვის, ვისაც სურთ ცხოვრების ყველაზე დაბალი წერტილიდან იმ სიმაღლეებზე აიჭრან, რომლებიც ოდესღაც მიუღწეველი ეგონათ. თუ გრძნობ, რომ ცხოვრების გზას აცდი, თუ გსურს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება ან მზად ხარ გაარღვიო ის უხილავი „შუშის ჭერი””, რომელიც შენ წინ აღმართულა, „დაუსრულებელი”” სწორედ ის წიგნია, რომელიც ამ გზაზე ყველაზე მეტად გამოგადგება.
Disney – 100 ამბავი
18,00 ₾100 საყვარელი პერსონაჟი და 100 ზღაპარი. ვის აღარ შეხვდები ამ წიგნში: სიმბასა და ნალას, ლილოსა და სტიჩს, მამაც მოანას, მიკისა და მის მეგობრებს… და კიდევ, ძალიან ბევრს. წინ დიდი თავგადასავლები გელის, წიგნის ყოველ გვერდზე ახალი, ჯადოსნური ამბავი დაგხვდება.
ნამდვილი ადამიანის ამბავი
17,00 ₾ბორის პოლევოის „ნამდვილი ადამიანის ამბავი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, შთამაგონებელი და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ნაწარმოებია. წიგნში აღწერილია საბჭოთა სამხედრო მფრინავის, ალექსეი მერესიევის (პროტოტიპი ალექსეი მარესევი) წარმოუდგენელი ისტორია, რომლის თვითმფრინავიც მტერმა ჩამოაგდო.
ორივე ფეხმოკვეთილი მფრინავი, რომელსაც ექიმები სიცოცხლის იმედსაც ძლივს აძლევდნენ, მხოლოდ საკუთარი უდრეკი ნებისყოფის, ადამიანური სულისა და მიზანსწრაფვის წყალობით, არა მხოლოდ გადარჩება, არამედ ახერხებს პროტეზებით კვლავ დაუბრუნდეს საყვარელ საქმეს — ფრენას. ეს არის წიგნი ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმუმზე, თავგანწირვაზე, სიცოცხლის სიყვარულსა და ბრძოლაზე, რომელიც ნებისმიერ მკითხველს დაანახებს, რომ ბარიერები მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს.
ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს საათები, დღეები, წლებიც კი, როდესაც იგი მარტო აღმოჩნდება განსაცდელის, ერთი შეხედვით, გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე, საიდანაც ხსნა არ არის და მასაც აღარაფერი დარჩენია, დანებების გარდა… თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან სინამდვილეში ადამიანს, რომელსაც შესწევს ძალა, გაიმარჯვოს საკუთარ თავზე მაშინ, როდესაც ვერავინ უწვდის დახმარების ხელს და აღარც არავის სჯერა მისი, ყველაფრის მიღწევა ძალუძს… ასეთი „ნამდვილი ადამიანის“ ამბავია მოთხრობილი ამ წიგნში, რომელშიც არაფერია გამოგონილი – ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, ჯერ თავი გადაირჩინა იქ, სადაც შეუძლებელი იყო გადარჩენა, შემდეგ კი საყვარელ საქმესაც დაუბრუნდა და კვლავ ღრუბლებში გაინავარდა…