წიგნების კატალოგი
დაღთა მემკვიდრე
27,00 ₾თანამედროვე ქართული პროზაული ნაწარმოები „დაღთა მემკვიდრე“ ჟანრობრივად სცილდება ტრადიციული ნარატივის ჩარჩოებს და გვევლინება, როგორც კრიმინალური დრამის, ფსიქოლოგიური რეალიზმისა და მითოსურ-ალეგორიული რომანის სინთეზი. ტექსტი გამოირჩევა რთული სტრუქტურული არქიტექტონიკით, მრავალშრიანი პერსონაჟთა სისტემითა და ეგზისტენციალური ფილოსოფიით. წინამდებარე რეცენზია მიზნად ისახავს ნაწარმოების მხატვრულ-ესთეტიკური, სტრუქტურული, ფსიქოლოგიური და მეტრული მახასიათებლების ანალიზს, რათა წარმოაჩინოს ტექსტის ღრმა შინაარსობრივი პლასტები.
ეკლის სახარება
15,00 ₾ავტორი ფსევდონიმის ქვეშ – მარტოხელა, მკითხველმა უკვე კარგად გაიცნო წინა ორი რომანის – „კატა, რომელიც ქალს უსმენდა“ და „დანიელის“ მეშვეობით, რომლებიც განსხვავებული შინაარსისა და ლიტერატურული ხერხების შემცველი ნაწარმოებებია, ხოლო ამ წიგნით იგი კიდევ სხვა განზომილებაში გადავიდა. დღევანდელ მწერლობაში რელიგია, ჯერ კიდევ, ტაბუდადებული თემაა და იშვიათად თუ შევხვდებით რომელიმე ავტორის შემოქმედებაში, რასაც მარტოხელამ ერთხელ უკვე შებედა და საკმაოდ თამამი რომანიც შემოგვთავაზა „დანიელის“ სახით, თუმცა ახლა მან ქრისტიანული რელიგიის პირველწყაროზე გადაინაცვლა და ქრისტეს ჯვარცმის შესახებ გვთავაზობს ნაწარმოებს, მაგრამ არათუ ადამიანის, არამედ ისეთ შემსწრეთა თვალით, რომლებისთვისაც ისტორიას დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ამ ამბის აქტიური თუ პასიური მონაწილენი იყვნენ და მოვლენებს თავიანთი ვიწრო აღქმით აკვირდებოდნენ.
ფსიქოლოგიის მოკლე კურსი
25,00 ₾სახელმძღვანელოში განხილულია ფსიქოლოგიის განვითარების ისტორია. მის დამოუკიდებელ მეცნიერებამდე განვლილი ორი ეტაპი: მეტაფიზიკური ფსიქოლოგია და ემპირიული ფსიქოლოგია. კვლევის
მეთოდები, ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები. მაგ. სიღრმის ფსიქოლოგია, კლასიკური ბიჰევიორიზმი, პოსტფროიდიზმი, კოგნიტური და ჰუმანისტური ფსიქოლოგია. ცალკე თავი აქვს დათმობილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიას.
წიგნში განხილულია პიროვნების ცნება ფსიქოლოგიაში, ფსიქიკური პროცესები და ფსიქიკური თვისებები, ქცევის ფსიქოლოგია.
ნაშრომი განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისთვისაც საინტერესოა ფსიქოლოგიის მეცნიერება.
მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე & წერილი შემწყნარებლობის შესახებ
28,50 ₾წიგნში შევიდა დიდი ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის (1632-1704) ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაშრომი.
პირველი (მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე), აყალიბებს ძირითად პრინციპებს, რასაც თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია ემყარება.
მეორე უფრო მცირე ზომის (წერილი შემწყნარებლობის შესახებ), ასაბუთებს სეკულარიზმს, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის აუცილებლობას როგორც გამართული სახელმწიფო წყობის, ისე ქრისტიანული (ან სხვა) რელიგიისთვის.
My Georgian Flavors
67,00 ₾“წიგნში თავმოყრილია 40-ზე მეტი საოჯახო რეცეპტი. კულინარიის სიყვარული დედისგან და ბებიებისგან გადმომეცა. რეცეპტები დაყოფილია სექციებად – სტარტერები, ცხელი კერძები, სოუსები, სალათები და ა.შ. წიგნი ილუსტრირებულია როგორც ფოტოებით, ასევე პატარა, ხელით შესრულებული ილუსტრაციებით.” – ირმა ლაღაძე