წიგნების კატალოგი
მზიანი ზღაპრები ბავშვებისთვის
15,00 ₾ზღაპრის ბოლოს შეკითხვები დაგეხმარებათ შინაარსის უკეთ გაგებასა და მხიარული დასკვნების გამოტანაში
ტყის ბაღის ზღაპრები
20,00 ₾3 წლის წინ, მოულოდნელად, ტყის საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა აღმზრდელ-პედაგოგად ანუ ტყედაგოგად. ამ წიგნით ტყეში ნანახი ამბების გაზიარება მოვინდომე, ცოტა ფანტაზიაც დავამატე და ამ მომენტისთვის ეს გამოვიდა. ალბათ კიდევ გავაგრძელებ…
მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ჩემი პატარა მეგობრების და ყველა იმ ადამიანის, ვისაც ტყის ბაღის სამყაროს არსებობისთვის ოდესმე ერთი აგური მაინც დაუდია. ასაწყობი ფაზლივით სულ ნაწილებად ვაგროვებდი ყველა სითბოსა და სიყვარულს, რომელიც ტყის ბაღის ,,ველური ბავშვებისგან“ იფრქვეოდა.
ქართული უტოპია – საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური მწერლობა
20,00 ₾სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი ქართულ მწერლობაში საბჭოთა რეჟიმის პერიოდში გამოჩნდა და მჭიდროდ დაუკავშირდა სოცრეალისტურ ლიტერატურას. სწორედ ეს გარემოება აქცევს ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანებსა და მოთხრობებს ღირებულ ისტორიულ წყაროდ, რადგან მათი მეშვეობით ქვეყნის უახლოეს წარსულს უნიკალური პერსპექტივიდან შეგვიძლია შევავლოთ თვალი.
ნექსუს საინფორმაციო ქსელების მოკლე ისტორია ქვის ხანიდან ხელოვნურ ინტელექტამდე
27,90 ₾ამბებმა გაგვაერთიანა.
წიგნები იდეებისა და მითოლოგიების გავრცელებაში დაგვეხმარა.
ინტერნეტმა უსასრულო ცოდნის საცავი გაგვიხსნა.
ალგორითმმა ჩვენი საიდუმლოებები შეისწავლა.
რა ცვლილებებს მოიტანს ხელოვნური ინტელექტი?
Nexus მოგვითხრობს საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის ისტორიას ქვის ხანიდან ხელოვნურ ინტელექტამდე და გვიჩვენებს:
როგორ აყალიბებდა ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებებს
და პოლიტიკურ სისტემებს;
როგორ აკონტროლებს, ავრცელებს და თავის სამსახურში აყენებს ინფორმაციას ძალაუფლება;
როგორ მივიდა საზოგადოება დეზინფორმაციის უკონტროლო გავრცელებისა და პოპულიზმის აღზევებამდე.
ავტორი იკვლევს ინფორმაციისა და სიმართლის, ბიუროკრატიისა და მითოლოგიის, სიბრძნისა და ძალაუფლების რთულ ურთიერთობას და ცდილობს აგვიხსნას, რა გამოწვევების წინაშე დგას კაცობრიობა, როცა მთელ თავის ინფორმაციას ახალ, ყოვლისმომცველ და „მოაზროვნე“ საინფორმაციო ქსელს, ხელოვნურ ინტელექსტს ანდობს.
ისტორიკოსის და ფილოსოფოსის, იუვალ ნოახ ჰარარის ბესტსელერები: „საპიენსი“, „ჰომო დეუსი“; „21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის“, „საპიენსის“ ციკლის გრაფიკული რომანები, თარგმნილია მსოფლიოს 65 ენაზე და გაყიდულია 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
იუვალ ნოახ ჰარარი ისრაელში დაიბადა, დოქტორის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. ასწავლიდა იერუსალიმის უნივერსიტეტში, ამჟამად კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კითხულობს ლექციებს საკუთარ წიგნებში განხილულ თემებზე.
დამკვირვებელი
16,90 ₾„მე ვბრუნდებოდი 24 წლის შემდეგ, მაგრამ არა საქართველოში, არამედ მის ნარჩენში და ყოფილში, როგორც აქ უწოდებდნენ იმას, რაც ადრე საქართველო იყო.“
დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა მმართველობამ ამ ქვეყნისგან მხოლოდ აჩრდილი, ზონებად დანაწევრებული და იდიოტებით დასახლებული ტერიტორია დატოვა. უცვლელობის, მიწისქვეშ მალვისა და სიყალბის ოცდაოთხმა წელიწადმა ქართველებს – ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – მომავლის შეგრძნება დაუკარგა. თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, ქვეყნის მკვიდრნი კი ზეცად ამაღლებულ ბაბას ეთაყვანებიან. ამ ვითარებაში, თითქოს მოულოდნელად, არჩევნების არჩევნები ინიშნება – გამოკითხვა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, სურს თუ არა, არჩევნები იმართებოდეს. ამ პროცესზე დასაკვირვებლად კი მსოფლიოში გაბნეულ ქართველებს იწვევენ. მათ საკუთარი თვალით უნდა იხილონ სამშობლო, რომლის მცხოვრებლებიც აღარ აღიქმებიან თანამემამულეებად; დედაქალაქი, რომლისგანაც ძველებური თითქმის აღარაფერია შემორჩენილი; ენაც კი, რომელიც ყველას ერთი ჰქონდა, სხვაგვარად ჟღერს.
„დამკვირვებელი“ აღწერს დრო-სივრცეში დაკარგულ რეალობას, რომელსაც არა დისტოპიის, არამედ შავბნელი სარკის ეფექტი აქვს და დამთრგუნველი სიმძაფრით გვიჩვენებს დიდ გეოპოლიტიკურ ქარცეცხლებს შორის მოქცეული პატარა ქვეყნის პერსპექტივას.