წიგნების კატალოგი
ძენი და წერის ხელოვნება
16,95 ₾„ძენი და წერის ხელოვნება“ შთამბეჭდავი წიგნია, რომელშიც განუმეორებელი რეი ბრედბერი გვიზიარებს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და გამოცდილებას. ამ წიგნში შესული ესეები ოცდაათი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროსაა დაწერილი, განსაკუთრებული აღმოჩენების გამოსახატად. აქ წაიკითხავთ პრაქტიკულ რჩევებს წერის ხელოვნების შესახებ – როგორ ვიპოვოთ ორიგინალური იდეები, როგორ დავხვეწოთ საკუთარი სტილი და ხმა. გარდა ამისა, რეი ბრედბერი გვიზიარებს საინტერესო ამბებს საკუთარი ცხოვრებიდან და კარიერიდან – როგორი იყო რომანების, მოთხრობების, ლექსების, ფილმებისა და პიესების ავტორის გრძელი და უჩვეულო გზა. „ძენი და წერის ხელოვნება“ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სახელმძღვანელო დამწყები მწერლებისთვის: ესაა წერით მოგვრილი სიხარულის შესახებ დაწერილი წიგნი, რომელიც შთაგვაგონებს და გვახსენებს ლიტერატურის მნიშვნელობასა და ძალას. იგი ერთდროულად აღვიძებს ჩვენში მწერალს, რომელიც მზადაა, წეროს გატაცებით და მკითხველს, რომელიც ახალ ტექსტებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება. „როდესაც სიკვდილი სხვებს შეაჩერებს, თავ-პირის მტვრევით გავარდით საბეჭდი მანქანისკენ.“
უცნობი ქალის წერილი
11,95 ₾უცნობი ქალის წერილი” მე-20 საუკუნის უდიდესი მწერლის, შტეფან ცვაიგის, ყველაზე პოპულარული მოთხრობაა. მთელი მოთხრობა ერთი წერილია – ცნობილ მწერალ რ-ზე შეყვარებული უცნობი ქალის გულიდან ამოთქმული და ათრთოლებული ხელით დაწერილი წერილი. ვინ არის ეს ქალი? ბნელით მოსილი, ვნებით შეპყრობილი გოგონა წარსულიდან თუ, უბრალოდ, იდუმალი, უცნობი ქალი? ქალი, ვისთვისაც საყვარელ მამაკაცთან მორიგი შეხვედრისას ყველაფერი ნაცნობი და ამავე დროს, გამაოგნებლად ახალია..
ჰაიკუ
19,95 ₾იაპონური ჰაიკუ, მეჩვიდმეტე საუკუნეში შექმნილი იაპონური ტრადიციული ლექსი, მთელ მსოფლიოში დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. წიგნში წარმოდგენილია ჰაიკუს ოთხი უდიდესი ოსტატის – მაცუო ბაშოს. იოსა ბუსონის, კობაიასი ისას და მასაოკა შიკის ქართული თარგმანები. კრებულში მკითხველი არა მხოლოდ გაეცნობა უდიდესი პოეტების ნამუშევრებს, არამედ თვალს მიადევნებს ჰაიკუს თემატურ და ჟანრობრივ ცვლილებებს. ერთი შეხედვით მარტივი პოეტური ფორმა გამოხატავს პოეტის თვალით დანახულ სამყაროს, მის იმწამიერ შთაბეჭდილებას, მკითხველი კი თავად აკეთებს მოცემული სურათის ინტერპრეტაციას. სწორედ ამიტომ, ჰაიკუ ყოველი წაკითხვისას მკითხველში განსხვავებულ ემოციასა და ახალ-ახალი ინტერპრეტაციის სურვილს იწვევს.
მეზღაპრის გზა
14,95 ₾„მეზღაპრის გზა”” ზაალ სამადაშვილის უკანასკნელი წიგნია, რო მელიც თავად შეადგინა, როგორც ერთ გრძელ ისტორიად წა საკითხი ამბების კრებული. ასეც გამოვიდა — „მეზღაპრის გზა~ ამბების წიგნია, მთელი ცხოვრების განმავლობაში გადახდენილი, განცდილი და მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი ამბების წიგნი. მის გვერდებზე შემო ნახულია ადამიანები და მათი ხასიათები, შენობები, უბნები და ქუჩები და მათი — დღეს უკვე მხოლოდ ძველი თაობის თბილი სელებისთვის ნაცნობი — სახელები, ქალაქი, რომელშიც მიედინებოდა მწერლის ბავშვობა, სიჭაბუკე და სიჭარმაგე, ადგილები, რომელთა სახება ხან სიზმრებად მოფარფატდება მას თან, ხან სევდიან ფიქრებად, ხან მონატრებად და ხანაც დაუძლეველ სურვილად, სამუდამოდ აღბეჭდოს ისინი ტექსტებში, შეინახოს თავისთვის და შთამომავლობისთვის, ახალთაობელებისთვის. მერე კი გვამოგზაუროს ამ ამბებში „მალაკნის ბაზრიდან”” „ჩაის სახლამდე~, „ხაზის რადიოდან”” აუდიოკასეტაზე ჩაწერილ ტომ უეიტსის მუსიკამდე და თავად იყოს მეგზური გრძელ გზაზე, რომელიც გაიარა სასურველი მიზნის მიღწევამ
ოქტომბრის ერთ ეულ ღამეს
27,95 ₾“„ოქტობრის ერთ ეულ ღამეს“ ფანტასტიკური და იდუმალი სამყაროს კარიბჭე გაიხსნება და მკითხველი ალუზიების, ჯადოსნობის, მისტიკის, იუმორისა და ლიტერატურული მითების ნაირფერ სამყაროში აღმოჩნდება. ეს წიგნი ჰელოუინისთვის არის დაწერილი – სავსე მისტიკური ატმოსფეროთი, კაშკაშა ირონიითა და მაგიური ისტორიებით; ამ ამბის ყოველი გმირი საიდუმლოს მალავს, ხოლო ყოველი ღამე ახალი გამოცდის დასაწყისია… დიდი შერკინება ახლოვდება ბნელი კარიბჭის გამხსნელებსა და დამხურავებს შორის, მაგრამ მანამდე უნდა გაირკვეს, ვინ გამღებია და ვინ დამხურავი. ამის გასარკვევად მთხრობელს – ერთგულ, გონებამახვილ, ზოგჯერ ბრაზიან ძაღლს უნდა დაემგზავროთ ლონდონის მრავალსუნიან და ნისლიან გარეუბნებში, დღისით თუ ღამით… თუმცა, უფრო ღამით. უნდა შეხვდეთ იდუმალ, თუმცა ნაცნობ პერსონაჟებს (თქვენ აუცილებლად ამოიცნობთ მათ), რომლებიც ამ ამბავში თავ-თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად მონაწილეობენ. ჰელოიუნის ღამე ახლოვდება და… მაშ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება როჯერ ზელაზნის მისტიკურ და ჯადოსნურ სამყაროში!
შემოდგომის სიცივეები
15,95 ₾აგათა კრისტის, დეტექტიური ჟანრის აღიარებულ მწერალს, შესანიშნავად იცნობს ჩვენ მკითხველი. მის წიგნებს ყველა ასაკის დეტექტივების მოყვარული კითხულობს, ასეთი პოპულარობის საიდუმლო კი მის სამწერლო ოსტატობაშია. დეტექტიური პროზის დედოფალმა ლიტერატურული მოღვაწეობის 50-ზე მეტი წლის განმავლობაში სამოცზე მეტი დეტექტივი, უამრავი მოთხრობა და რამდენიმე პიესა დაწერა. მისი მოთხრობები, რომანებისგან განსხვავებით, არც ისე ცნობილი იყო და იშვიათადაც ითარგმნებოდა, თუმცა ავტორის დიდ ნაწარმოებებს არც ერთი არ ჩამოუვარდება არც სიუჟეტის სიმძაფრით და არც მაძებრების გამჭრიახობით. ამ კრებულში გამოქვეყნებული მოთხრობები სწორედ ამის დასტურია. თქვენ კვლავ შეხვდებით შეუდარებელ ერკიულ პუაროს, გონიერ მის მარპლს, უშიშარ ტომისა და ტაპენსს თუ დინჯ ჯენტლმენ სატერთუეითს.
მარცხი და ამბოხი
18,95 ₾“დედაქალაქი დაეცა. ბნელკაცი ჩრდილის ტახტზე ზის და რავკას მართავს. ახლა ქვეყნის ბედი მზის გამომწვევლის, დევნილი მეკვლისა და ოდესღაც დიადი და მაგიური, ახლა კი დანაწევრებული არმიის ნარჩენებზეა დამოკიდებული. ალინას მოუწევს ახალი კავშირების დამყარება, სანამ მალთან ერთად მოროზოვას უკანასკნელ გამაძლიერებელს იპოვის. ამასობაში ბნელკაცის საიდუმლოების ამოხსნისას აღმოაჩენს წარსულს, რომელიც სამუდამოდ შეცვლის იმ კავშირებსა და ძალას, რომელსაც ფლობს. მხოლოდ ფასკუნჯი დგას რავკასა და ნგრევას შორის და რომ იპოვოს კიდეც, შეიძლება იმ მომავლად დაუჯდეს, რომლისთვისაც იბრძვის. “
ჩამოყალიბდით
29,95 ₾თქვენ ხართ თქვენი ბრენდის საუკეთესო სტრატეგი! დიდი იდეების უმეტესობა დიდ ბრენდებად იმიტომ ვერ იქცევა, რომ ადამიანებმა არ იციან, საიდან დაიწყონ ან, უბრალოდ, ჩამოუყალიბებლად იწყებენ და საკუთარ ბედს ნაუცბათევ გადაწყვეტილებებს მიანდობენ ხოლმე. სუნ ძი „ომის ხელოვნებაში“ ამბობს, გამარჯვებული რაზმები ბრძოლას შეტაკებების წინ იგებენ და არა მათი მიმდინარეობისასო. ასეა ბრენდინგშიც – რაც უფრო უკეთ მომზადებული ხვდებით ბრძოლას, მით მეტია თქვენი ბიზნესიდეის დიდ ბრენდად ქცევის შანსი. ბრენდის სტრატეგიის ეს პრაქტიკული გზამკვლევიც სწორედ ამ ბრძოლისთვის თქვენს მზადებას ემსახურება.
აღთქმები
23,95 ₾„აღთქმები“ გაგრძელებაა 1985 წელს გამოქვეყნებული და მთელ მსოფლიოში აღიარებული დისტოპიისა „მხევლის წიგნი“, მისი დაწერა მწერალს გადააწყვეტინა, მისივე სიტყვებით, მკითხველთა აურაცხელმა გამოხმაურებამ და იმ სამყარომ, რომელშიც ვცხოვრობთ. უამრავი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის ამ უმნიშვნელოვანეს რომანს 2019 წელს ბუკერის პრემია მიენიჭება. „მხევლის წიგნმა“ გალაადის პირქუშ კედლებში მოქცეული სულის შემხუთველი და ძალ- მომრეობით სავსე სამყაროს ხმები დაუტოვა მკითხველს. ოცდაათი წლის შემდეგ და- წერილ „აღთქმებში“ ამ კედლების შიგნით უცნაურად გადაიკვეთება ისტორია სამი ქა- ლის, რომლებიც, თითქოს სხვადასხვა გზით მიდიან, მაგრამ ერთ დიდ საიდუმლოში ერ- თიანდებიან. ეს საიდუმლო ძალაუფლების მრუდე სახის გამოაშკარავებაა, რაც წარმო- უდგენელ გაბედულებას და თავგანწირვასაც კი მოითხოვს. მარგარეტ ეტვუდი გალაადში გვაბრუნებს და გვიჩვენებს, რომ სიმართლე ყოველთვის პოულობს გზას, თუმცა ძალადობრივ სისტემაში ეს განსაკუთრებით ძვირად ფასობს. „აღთქმები“ სამი დაუმორჩილებელი ქალის მიერ მოყოლილი ერთი ამბავია სიმამაცეზე, ძალაუფლებასა და იმედზე.
მსჯელობანი ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ
23,00 ₾ნაშრომი აანალიზებს ძველი რომის პოლიტიკურ გამოცდილებას. ავტორი განიხილავს სახელმწიფოს მმართველობის პრინციპებს, თავისუფლებას და მოქალაქეობრივ ვალდებულებებს. წიგნი ასწავლის აზროვნების სიღრმეს და პოლიტიკური პროცესების გააზრებას.
ჭეშმარიტების სამყაროში
12,00 ₾დიდი მოაზროვნის, გიორგი გურჯიევის წიგნი „ჭეშმარიტების სამყაროში“ სრული სახით პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე. იგი წარმოადგენს გამომცემლობა „სფინქსის” მიერ 1982 წელს შვეიცარიაში გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის სრულ ქართულ თარგმანს.
ამ თხზულებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გიორგი გურჯიევის შემოქმედებაში – მასში მკითხველი გაეცნობა ავტორის მსოფლმხედველობას, მის შეხედულებებს, სამუშაო პრინციპებსა და მეთოდებს.
ეს წიგნი მკითხველს დიდ სარგებლობასა და სიკეთეს მოუტანს; ავტორისეული გამოცდილების, რჩევა-დარიგებებისა და მითითებების გათვალისწინება მას დაეხმარება ყოველდღიური საქმიანობის უკეთ წარმართვაში, ცხოვრებისეული პრობლემებისა თუ მისთვის საინტერესო მრავალი საკითხის წარმატებით გადაწყვეტაში.
განწყობის ფსიქოლოგია
19,20 ₾წიგნი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის ძირითადი ნაშრომია, რომელშიც ჩამოყალიბებულია განწყობის ფსიქოლოგიის მთავარი დებულებები. დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიურმა მემკვიდრეობამ ფართო აღიარება მოიპოვა როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ და ხელი შეუწყო ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებას მრავალ ქვეყანაში. ეს გამოცემა ძვირფასი შენაძენია ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
ზილხა
19,95 ₾ათასწლოვანი მუხის ფესვებქვეშ საიდუმლოს სძინავს და არავინ იცის რა მოხდება, თუ ერთ დღეს გაიღვიძებს. პატარა ზილხა უდარდელად ცხოვრობს და არ სჯერა ბებიის, დიდი ზილხას, უძველესი ამბების. მისთვის ეს
მხოლოდ ზღაპრებია.მაგრამ, ერთხელაც, სიმშვიდე ირღვევა – მიწისქვეშეთში იღვიძებს ის ძალა, რომელიც სამყაროს განადგურებით ემუქრება. იმ დღიდან ზილხას ცხოვრება იცვლება. სამყაროსთან მარტოდმარტო დარჩენილი გოგონა აღმოაჩენს, რომ ბებიის მონათხრობი ამბები უბრალო ზღაპრები კი არა, სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ცოდნა ყოფილა.
ზილხა მოგზაურობს სამყაროში, სადაც ცადაწვდენილი ტოტები და მიწისგულამდე ჩასული ფესვები ერთმანეთს ერწყმის, სადაც ვეებერთელა ხეები ტყეს რიგ-რიგობით იავნანათი აძინებენ, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უცნაურზე უცნაური არსებები ცხოვრობენ, სადაც ლეგენდა რეალობად იქცევა და ბავშვური სიზმრები –
საგმირო საქმეებად. ზილხამ უნდა დაიჯეროს, რომ ერთი უსუსური პატარა გოგონა არ არის – საკუთარ თავში სამყაროს გადასარჩენად საჭირო ძალა უნდა მოიძიოს. „პატარა ზილხას დიდი თავგადასავალი“ – ფენტეზის ჟანრშია დაწერილი და დაფუძნებულია აფხაზურ მითოლოგიასა და იმ ჭეშმარიტებაზე, რომ ყველაზე დიდი ძალა საკუთარი თავის რწმენაა
ოთხი კვარტეტი
24,95 ₾1943 წლის ოქტომბერში, როცა გამომცემლობამ Faber & Faber ტომას სტერნზ ელიოტის „ოთხი კვარტეტი“ გამოსცა, ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო მიმდინარე მსოფლიო ომის ბედი, ჯერაც რეალური იყო ლონდონის განადგურების საფრთხე, რომელსაც თითქმის ყოველღამ ბომბავდნენ გერმანული მოიერიშე თვითმფრინავები. ამ დროისთვის ტომას ელიოტი უკვე მოიაზრებოდა ანგლოამერიკული ლიტერატურული მოდერნიზმის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად, რომელიც დიდწილად განსაზღვრავდა დასავლური პოეზიის ტენდენციებსა და იერსახეს. ავტორის ასეთი რეპუტაციის წყალობით „ოთხი კვარტეტი“ გამოცემისთანავე იქცა განსაკუთრებული ყურადღებისა და განხილვის საგნად, პირველივე წლებში ითარგმნა მსოფლიოს თითქმის ყველა დომინანტ ენაზე, ისწავლებოდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში, თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს იყო 55 წლის ავტორის უკანასკნელი პოეტური ნაწარმოები.
რაც იყო, იყო
19,95 ₾„ყველა ქუჩა, შესახვევი, ადამიანი, რომელიც მეხსიერებამ მნიშვნელოვნად მიიჩნია, ბელამ საკუთარი ამბის ნაწილად აქცია. თანაც წერა ისე ეხერხება, რომ იმთავითვე გრძნობ, რამე ზერელე დოკუმენტურ საარქივო იძულებას კი არა, მაღალმხატვრულ ლიტერატურას კითხულობ. აგერ მაგალითად: „ნატო ბებომ შელოცვა იცოდა, ტკბილად მახსენდება მისი ჩიფჩიფი. სიცხიანი ვწევარ
და გაურკვეველი სიტყვები ნანასავით ჩამესმის… ნეტავ რას ამბობს? ნახშირიანი დანა უჭირავს… მერე მეძინება“. ეს მაგიური სცენა საკუთარი გამოტოვებით გიბიძგებთ გაიხსენოთ ყველა ლოცვა და შელოცვა, რაც გსმენიათ და წაგიკითხავთ. ეს იძულებაა ლიტერატურის ძალა“.
გიორგი კეკელიძე
MEMENTO MEMORIAS
19,95 ₾ეს წიგნი არ არის ქრონოლოგიური ამბების ჯაჭვი. ეს უფრო მეხსიერების ფრაგმენტებია: ზოგჯერ ლექსი, ზოგჯერ ჩურჩული, ზოგჯერ სიმღერა, ზოგჯერ – უცხო ქალაქის კაფედან წამოღებული შაქრის ციცქნა შეკვრა, ზოგჯერ კი კარის ხმაურით დაკეტვა.
დემენცია აქ არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზია, არამედ ლექსად ქცეული სიჩუმეც, რომელიც შლის დედისა და შვილის საერთო ენას. და რადგან სიჩუმეს სიტყვა ვერ ერევა, მწერალი აშიშვლებს ერთადერთ იარაღს – წერას. წერა, როგორც უმნიშვნელოვანესის დამოწმება, რომ სიყვარული მაშინაც ცოცხალია, როცა სახელიც არ გვახსოვს მისი, ვინც გვიყვარდა.
ნატო ინგოროყვას პოეზია არ ცდილობს დაგვამშვიდოს. ის არ გვპირდება გამოსავალს. პირიქით – ის გვაჩვენებს, როგორ შევეჩვიოთ გარდაუვალს, როგორ დავიტიროთ ხმამაღლა და ვილაპარაკოთ უხმოდ. როგორ გავიხსენოთ ისინი, ვინც ჯერ გვახსოვს და როგორ ვწეროთ მათზე, ვისაც აუცილებლად დავივიწყებთ.
Memento Memorias – ეს არის წიგნი, რომელიც გვასწავლის: ის, ვინც დავიწყებას ებრძვის, ჯერ კიდევ სრულად ცოცხალია. შესაბამისად, პოეზია უკვდავებისთვისაა განწირული.
ეს წიგნი არ არის ქრონოლოგიური ამბების ჯაჭვი. ეს უფრო მეხსიერების ფრაგმენტებია: ზოგჯერ ლექსი, ზოგჯერ ჩურჩული, ზოგჯერ სიმღერა, ზოგჯერ – უცხო ქალაქის კაფედან წამოღებული შაქრის ციცქნა შეკვრა, ზოგჯერ კი კარის ხმაურით დაკეტვა.
დემენცია აქ არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზია, არამედ ლექსად ქცეული სიჩუმეც, რომელიც შლის დედისა და შვილის საერთო ენას. და რადგან სიჩუმეს სიტყვა ვერ ერევა, მწერალი აშიშვლებს ერთადერთ იარაღს – წერას. წერა, როგორც უმნიშვნელოვანესის დამოწმება, რომ სიყვარული მაშინაც ცოცხალია, როცა სახელიც არ გვახსოვს მისი, ვინც გვიყვარდა.
ნატო ინგოროყვას პოეზია არ ცდილობს დაგვამშვიდოს. ის არ გვპირდება გამოსავალს. პირიქით – ის გვაჩვენებს, როგორ შევეჩვიოთ გარდაუვალს, როგორ დავიტიროთ ხმამაღლა და ვილაპარაკოთ უხმოდ. როგორ გავიხსენოთ ისინი, ვინც ჯერ გვახსოვს და როგორ ვწეროთ მათზე, ვისაც აუცილებლად დავივიწყებთ.
Memento Memorias – ეს არის წიგნი, რომელიც გვასწავლის: ის, ვინც დავიწყებას ებრძვის, ჯერ კიდევ სრულად ცოცხალია. შესაბამისად, პოეზია უკვდავებისთვისაა განწირული.
ქალი სამრეკლოზე
19,95 ₾ქალი სამრეკლოზე“ ალეკო შუღლაძის ხუთ მოთხრობას აერთიანებს. წიგნის პერსონაჟები, რთული და მოწყვლადი ადამიანები, ხშირად თავადაც ვერ აცნობიერებენ, შემდეგ გვერდზე რას მოიმოქმედებენ. ჩიხში მოქცეულებს რთული არჩევანი უდგათ და ასე ზღვარზე მყოფნი დიდხანს ვერ გაძლებენ. სასპენსის სტილი სათქმელს ამძაფრებს, თუმცა თრილერის ფორმა ავტორის თვითმიზანი არ არის.
სიუჟეტური ჩარჩოების ნგრევა და დრამატურგიული ცდები მოთხრობებს განსაკუთრებულ სახეს სძენს. ადამიანების ერთმანეთთან და სამყაროსთან ურთიერთობა რთულ რეალობას ადგენს და ახლა პირიქითი რამ ხდება, უცნობი და გაუსაძლისი ჭკუისმიერი ტანჯვები გმირების ყოფაში იჭრება და ფესვებს იდგამს. პირადი განცდები იმდენად მძაფრია, რომ ზოგადსაკაცობრიობო საკითხებისთვის ადგილი აღარ რჩება, ის პარანოიკული თვითგვემით ნაცვლდება. ირაციონალური წიაღსვლები ალეკო შუღლაძის საყვარელი ხერხია. თითქოს მწერალი ქართულ ლიტერატურაში არსებული ამ სიცარიელის შევსებასაც ცდილობს.
მშვიდობით, მისტერ სოულ
19,95 ₾„მშვიდობით, მისტერ სოულ“ ირაკლი ჯაფარიძის პირველი პროზაული კრებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ავტორს უკვე კარგად გამოკვეთილი ხელწერა აქვს, რაც მის მოთხრობებს ადვილად გამოარჩევს. წიგნში გადმოცემული ამბები ყოველდღიურობის ისეთი მცირე დეტალებითაა სავსე, რომლებსაც ადამიანთა უმრავლესობა შეიძლება ვერც კი ამჩნევდეს, თუმცა, ეს დეტალები ხშირად მეტაფორებია და სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ. მოთხრობების გმირები ხშირად განზე მდგომი ადამიანები არიან, რომლებსაც ღრმა ემოციები და სამართლიანობის განცდა ახასიათებთ. მათ გზაზე ბევრი იმედგაცრუება ხვდებათ, თუმცა, ისინი ყოველთვის საკუთარი თავისა და თავიანთი შინაგანი სამყაროს ერთგულები რჩებიან. „მშვიდობით, მისტერ სოულ“ არის კრებული მათთვის, ვინც უბრალო საგნებში მეტაფორებს ეძებს, ვისაც სჯერა, რომ რეალობის მიღმაც არსებობს რაღაც, რის შეცნობასაც, უპირველესად, სულიერი გაზრდა სჭირდება.
მზესუმზირა
15,95 ₾უკვე ქართველი კაცებიც კი აღიარებენ, რომ ქართველი ქალები ძალიან ყოჩაღები არიან, მაგრამ ქართველი ქალები თუ ნიუ-იორკსაც ასე მოკლე დროში დაიპყრობდნენ, ჩვენც არ გვეგონა. არადა, მანჰეტენზე პირველი “Chama Mama” – ს გახსნიდან ძალიან მალე, ყველაფერ ქართულზე ისეთი მოთხოვნა გაჩნდა, რომ თამარ ჩუბინიძემ მეორე ქართული რესტორანიც გახსნა და მერე მესამეც და ახლა ამერიკაში უკვე ამ სახელწოდების მთელი ქსელი არსებობს.
თუმცა “ჩამა მამა” სინამდვილეში არა რესტორანი, არამედ ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიის ცოცხალი მუზეუმია და განსაკუთრებით მყუდრო, წერისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო (ჩემი სუბიექტური აზრით) მაინც ბრუკლინის “ჩამა მამაა” მონტეგის ქუჩაზე.
შექსპირის მიხედვით, რომეოც მონტეგების გვარს ეკუთვნოდა (ზოგ თარგმანში მონტეკებსაც უწოდებენ ქართველები) და ჩემი ნება რომ იყოს, ვიჯდებოდი იმ კედელთან, რომელსაც გალაკტიონის მზის სადარი სიტყვები ამშვენებს (ან ვიჯდებოდი ფანჯარასთან) და როცა წერისგან დავიღლებოდი, სანაპიროსკენ გავისეირნებდი.
იმ სანაპიროდან (იქამდე დაახლოებით სამასი ნაბიჯია) მარჯვნივ ჩანს ბრუკლინის ლეგენდარული ხიდი, პირდაპირ ქვემო მანჰეტენის სასწაული და მარცხნივ კი ის კუნძული, სადაც სხვა ემიგრანტებთან ერთად, ზურაბ აბდუშელმაც გაიარა სავალდებულო კარანტინი 1945 წელს, როცა ამერიკას მიადგა.
სწორედ იქ ვნახე ძალიან ასაკოვანი წყვილი, ქალი და კაცი, რომლებიც ისხდნენ ბაღის სკამზე, მზესუმზირას მიირთმევდნენ და იმავე ელისის კუნძულს გაჰყურებდნენ (რომელსაც მე) და უცებ ვიფიქრე, რომ მათ ერთმანეთი, სწორედ იქ, კარანტინის დროს გაიცნეს ოდესღაც და უცებ მომინდა მზესუმზირასავით წიგნი დამეწერა.
რა უნდა იყოს წიგნი-მზესუმზირა – არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ აკნატუნებ და არ მთავრდება, უფრო სწორად კი, არ გინდა რომ დამთავრდეს, მიუხედავად იმისა, რომ გზაში დაწერილია და ავტორიც მწერალს კი არა, მგზავრს უფრო ჰგავს…
მანდარინის კასტეტი
16,95 ₾ლადო კილასონია საქართველოს ოც წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ქართულ ლიტერატურაში 2008 წელს გამოჩნდა, არის პრემია „საბას“ ხუთგზის ფინალისტი; პრემია „ლიტერას“ ფინალისტი; „ერთი მოთხრობის“, „ლიტბუნიობის“, „გურამ რჩეულიშვილის“ სახელობის კონკურსების პრიზიორი და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული. ეს მისი მეათე წიგნია.
მთავარი პერსონაჟის შვილს კლასელი ჩაგრავს. მჩაგვრელის მამა მმართველი პარტიის მაღალჩინოსანია. ამ თითქოსდა არაფრით გამორჩეული ამბის ფონი კი ჩვენი დედაქალაქია – თავისი ბოლო დროს შეცვლილი და მაინც უცვლელი სახითა და დაუწერელი წესებით, რომლებიც არ მოგვწონს, მაგრამ გათვალისწინება მაინც გვიწევს… მოკლედ, ეს თბილისური ამბავია: დასაწყისით, შუა ნაწილით, თითქოს ბოლოთიც და მაინც, დასასრულის გარეშე.
კიბე
29,95 ₾ტოლიკმა ახლახან აიხდინა ცხოვრების მთავარი ოცნება: იყიდა სახლი, რომელშიც ყველაფერი მხოლოდ ისე უნდა მოეწყო, როგორც სურდა, თანაც თავისი მომაბეზრებელი ოჯახისგან ოთხი ათასი კილომეტრით შორს. თუმცა, ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მას თავს დაესხა მთელი სანათესავო – დედა, ცალფეხა ბიძა, შორეული ნათესავი თავისი ცუგით, რომელსაც მუდამ დორბლი სდიოდა, ტოლიკის და, თავისი დეპრესიული მეგობრით, ფისოებიც კი.
მაშინ, როდესაც უკრაინაში დაბომბვის ტალღები ფანჯრებს ლეწავს და ასობით, ათასობით ადამიანს იწირავს, ტოლიკისთვის ომი სანგრებში კი არა, ადამიანების ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო დეტალებშია. ისინი ცდილობენ უცხო ქვეყანაში მოიწყონ დროებითი სამყოფელი, სადაც გამუდმებით პომიდვრის სურნელი იტრიალებს. აქ იმ ადამიანების ყოველდღიურობის აუტანელი სიმარტივეა, რომელთა გულებიც სახლში, უკრაინაში დარჩა, მაგრამ ომი მუდამ თან სდევთ. მათი ცხოვრება კიბესავითაა, რომელსაც მრავალი საფეხური, განზომილება და სიმაღლე აქვს.
წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით.
თბილისი – XVII საუკუნის გზამკვლევი ჟან შარდენის მიხედვით
15,95 ₾1672 წლის 17 დეკემბერს, როცა მთელი დღის განმავლობაში ბარდნიდა და თოვლი მძიმედ ეფინებოდა ქართლის სამეფოს დედაქალაქს, ალბათ, ცოტა თუ შენიშნავდა კაპუცინელ ბერებთან ერთად თბილისში შემოსულ უცხოელ მოგზაურს, ნელ-ნელა რომ მიიკვლევდა გზას ვიწრო ქუჩებში. ეს იყო ჟან შარდენი, ოცდაცხრა წლის ფრანგი იუველირი და ვაჭარი, რომლის მახვილი თვალი და დაკვირვებული გონება დაგვიტოვებს თბილისის შესანიშნავ აღწერას, თავისი მოსახლეობით, ბაზრებით, ეკლესიებით, სასახლეებითა და რაც მთავარია, თბილისის ხედის საუცხოო ჩანახატით.
ამ უნიკალურ დოკუმენტზე დაყრდნობით ვეცადეთ ხელახლა წარმოგვედგინა, როგორი იქნებოდა თბილისი XVII საუკუნის მიწურულს. ეს, ერთდროულად, ისტორიული რეკონსტრუქციაცაა და გზამკვლევიც, რომლის მიზანია, თანამედროვე მკითხველს დროში მოგზაურობისკენ უბიძგოს, რათა ერთად მოვინახულოთ ძველი თბილისი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე მდგარი ქალაქი – ხალხმრავალი, მრავალფეროვანი და ისტორიით მდიდარი.
საბჭოთა საქართველოს ქრონიკები. 1921-1922
15,95 ₾გერმანელი ვიცე-კონსულის, თეოდორ მუთის ჩანაწერები გადმოსცემს იმ გარემოს, რომელიც დამყარდა 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ. ჩანაწერები შედგება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი ნაწილისგან. პირველში გადმოცემულია რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის პერიოდი; მეორე ჩანაწერი აღწერს ჩეკას მიერ დაწყებულ ტერორს გასაბჭოებულ საქართველოში; მესამე კი ასახავს ბოლშევიკების უშიშროების ორგანოების მუშაობას გერმანული დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ თბილისში.
თეოდორ მუთის ჩანაწერებს ერთვის ისტორიკოს გიორგი ასტამაძის სამეცნიერო სტატია, რომელიც ჩანაწერებში გადმოცემულ მოვლენებს საარქივო მასალაზე დაყრდნობით განიხილავს, ამტკიცებს შინაარსის ავთენტურობას, ათავსებს იმ დროის პოლიტიკურ კონტექსტში და ხსნის ბოლშევიკების ქმედებების მოტივებს.
გალაკტიონო – უჩვეულო და ჩვეულებრივი
24,95 ₾გალაკტიონის ცხოვრება განსხვავებული და უცნაური რომ იყო, ეს მკითხველმა კარგად იცის. მაგრამ სად გადის ზღვარი მოარულ ლეგენდებსა და სინამდვილეს შორის? ამ კითხვაზე პასუხს ვერც პოეტის ოფიციალურ ბიოგრაფიებში იპოვით და ვერც მის შესახებ შეთხზულ მითებში.
ჩვენი წიგნის პერსონაჟი რეალური, მიწიერი გალაკტიონია – არა მარადისობის ბინადარი, არამედ – ადამიანი „რწმენით და იჭვით“.
დოკუმენტური მასალის – პოეტის დღიურების, ჩანაწერებისა და თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით შექმნილი ამბები გალაკტიონის ცხოვრების მოულოდნელ ეპიზოდებს გაგაცნობთ და ამ ფონზე წარმოგიდგენთ პიროვნებას, რომელიც არსებობას პერფორმანსად გარდაქმნიდა, რათა როგორმე გამკლავებოდა მარტოობას, უსამართლობას, შიშს…
„გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი“ ფართო სპექტრით წარმოაჩენს იმ შემოქმედს, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დასტამბული „არტისტული ყვავილებით“ ახალგაზრდობაშივე დაიპყრო პოეზიის თვალშეუდგამი მწვერვალები, შემდეგ კი სამშობლოში დატრიალებულ ქარიშხალთან განრიდება არც უფიქრია – ტოტალიტარულ სახელმწიფოში ისე იცხოვრა, „ერთი დღეც არ ჰქონია მშვიდი, უსატკივარო“.
ნათელი გზა (ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ამბავი)
29,95 ₾საპყრობილე, რეალურად საკონცენტრაციო ბანაკი, წამების შემზარავი მეთოდებით, თანამედროვე უკრაინაშია. მისი რკინის ღობის მიღმა არ მოქმედებს არანაირი კანონი. ცხოვრება აქ სულ სხვაგვარად მიდის: დაუსრულებელი შიში, გაურკვევლობა, სხეულზე ჭრილობები და დამწვრობის კვალი, დამტვრეული ძვლების ტკივილი და კიდევ უფრო მეტად გატეხილი სული და ცნობიერება, ტყვეთა ყოველდღიურობის თანმდევია.
უკრაინელმა ჟურნალისტმა სტანისლავ ასეევმა წიგნი საკონცენტრაციო ბანაკის ჯოჯოხეთში თავის გადასარჩენად დაწერა. გულახდილ, ემოციურ, სიღრმისეულ ნაამბობში უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი, რადგან საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ ადამიანების ცხოვრება სამუდამოდ გაიყო ორად – ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ.
წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით.
ქალბატონი იგნორა (პირველი ოთხი ამბავი)
29,95 ₾ქალბატონი იგნორა შუქურაში სრულიად მარტო ცხოვრობს.
ამ წიგნში შეგიძლია წაიკითხო იგნორას შესახებ დაწერილი ოთხი ამბავი:
ქალბატონი იგნორა ფეთქდება;
ქალბატონი იგნორა სკოლის ეზოში;
ქალბატონი იგნორა და ვარსკვლავებიანი ცა;
ქალბატონი იგნორა შეყვარებულია.
დიუნის მესია
29,00 ₾„კვლავ იწყება დრამა“, – თქვა მაშინ პოლმა. მუად’დიბის ჯიჰადს უკვე ათეულობით პლანეტა და მილიარდობით ადამიანი ჰყავს წალეკილი. ღმერთს გასჩენია მეხოტბები, მომლოცველები, ფანატიკოსები და განდგომილები. მან იცის მომავალი და მისი ტყვეა. მტრებად ჰყავს ბედისწერა, ვალდებულება და სამყაროს უძველესი, უძლიერესი ორდენები; მოკავშირეებად ჰყავს ისინი, ვისაც უყვარს იგი.
„დიუნის მესიის“ წაკითხვამდე აუცილებლად უნდა იცნობდეთ სერიის პირველ წიგნს, „დიუნს“. მეორე წიგნი არის საფეხური, რომელიც ამ საკულტო ნაწარმოებს ფანტაზიის სიმაღლეებიდან ფილოსოფიის სიღრმეებისკენ ატრიალებს, თუმცა არც პირველს აკლია მეორე და არც მეორეს – პირველი. ატრეიდესების საოცარი საგა უჩვეულოდ გრძელდება, როგორც უნდა გაგრძელდეს ამბავი მისი, ვინც არის
„სალოსი წმინდანი,
ოქროს მგზავრი უცხო მხარიდან,
სამარადჟამოდ
დასახლებული გონის კიდეზე“.
დიუნი (II ნაწილი)
27,00 ₾ესაა წიგნი მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება; ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი.
ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავალის კვალდაკვალ, სადაც აღწერილ მოვლენებს სუნელთა-სუნელ მელანჟის გონების გამბასვრელი ზემოქმედება ახლავს. უდაბნოში სიცოცხლე სწრაფი და შემძლე უნდა იყოს, გადარჩენა თუ უნდა, მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრით ცხოვრება კი მისტიკას ადვილად მისაღებს და გასაგებს ხდის. უდაბნოში ულმობლობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და აქ სიტყვები ფაქიზ, ზუსტ მნიშვნელობებს გამოხატავენ. კულ ვაჰად! – ასე იტყოდნენ უდაბნოელი ფრემენები წიგნზე, რომელიც „დიუნის“ სახელითაა ცნობილი.
დიუნი (I ნაწილი)
29,00 ₾ესაა წიგნი მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება; ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი.
ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავალის კვალდაკვალ, სადაც აღწერილ მოვლენებს სუნელთა-სუნელ მელანჟის გონების გამბასვრელი ზემოქმედება ახლავს. უდაბნოში სიცოცხლე სწრაფი და შემძლე უნდა იყოს, გადარჩენა თუ უნდა, მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრით ცხოვრება კი მისტიკას ადვილად მისაღებს და გასაგებს ხდის. უდაბნოში ულმობლობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და აქ სიტყვები ფაქიზ, ზუსტ მნიშვნელობებს გამოხატავენ. კულ ვაჰად! – ასე იტყოდნენ უდაბნოელი ფრემენები წიგნზე, რომელიც „დიუნის“ სახელითაა ცნობილი.
კატა, რომელმაც წიგნები გადაარჩინა
19,00 ₾რა მოხდება, თუკი წიგნებს შენი დახმარება სჭირდებათ?
სოსუკე ნაცუკავას საერთაშორისო ბესტსელერი, რომელიც 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და რომელსაც კრიტიკოსები ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის „პატარა უფლისწულს“ და ჰაიაო მიაძაკის „Spirited Away“-ს ადარებენ, გულითადი იაპონური იგავია კატებზე, წიგნებსა და იმ უხილავ მაგიაზე, რომელიც ჩვენს სულებს აერთიანებს.
თუკი გჯერა, რომ კატები საიდუმლოებებს ინახავენ, და რომ წიგნებს შეუძლიათ სამყაროს გადარჩენა – მაშინ ამ მოგზაურობას უნდა აჰყვე.
ჯადოსნურ ჯოხს მიღმა
29,00 ₾რა ხდება მაშინ, როცა ისტორია სრულდება, ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის კარი იხურება და საკუთარი თავის პოვნა გიწევს სამყაროში, სადაც ჯადოსნური ჯოხი ვეღარაფერს წყვეტს?
პირველად ქართულ ენაზე, ტომ ფელტონი – დრაკო მალფოის როლის შემსრულებელი – იუმორით, სევდითა და წარმოუდგენელი გულწრფელობით გვიყვება, თუ რა სიგიჟე და ქაოსი ახლდა მის ცხოვრებას – და როგორ ისწავლა, ყოფილიყო უბრალოდ ტომი და არა დრაკო მალფოი.
„ჯადოსნურ ჯოხის მიღმა“ – ეს ის წიგნია, რომელიც ერთდროულად ნოსტალგიასაც მოგგვრით და სიახლეებითაც გაგაოცებთ. ის შეგახსენებთ, რატომ შეგიყვარდათ პოტერიადას სამყარო და ამავდროულად, გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო და ახლა იმაზე ბევრად საინტერესო ადამიანია, ვიდრე წლების წინ, როცა ჯადოსნური სამყაროს „ცუდი ბიჭის“ როლს ასრულებდა.
ფავნის ლაბირინთი
29,00 ₾ზღაპრები სტყუიან! ყოველ შემთხვევაში, ის ზღაპრები, რომლებსაც ბავშვობაში გვიყვებოდნენ. ისინი გვიმალავდნენ სიმართლეს, რომ სამყარო არ არის შავ–თეთრი, რომ ურჩხულები ხშირად ადამიანის სახით ჩნდებიან და არჩევანი ზოგჯერ წარმოუდგენლად რთულია. მაგრამ არსებობს ზღაპრები, რომლებიც სარკესავითაა – ისინი სასტიკ, მაგრამ აუცილებელ სიმართლეს გვიყვებიან. „ფავნის ლაბირინთი“ სწორედ ასეთი სარკეა. ის არ გპირდებათ კომფორტს, ის გპირდებათ სიმართლეს – მტკივნეულ, მაგრამ განმწმენდელ სიმართლეს ადამიანური სულის ბუნებაზე.
ეს უბრალოდ წიგნი როდია. ეს იშვიათი ლიტერატურული მოვლენაა, სადაც ბნელი ფენტეზი, ისტორიული დრამა და ფილოსოფიური იგავი ერთმანეთს ერწყმის და ქმნის შედევრს, რომელიც თაობებს შთააგონებს – გილიერმო დელ ტოროს გენიალური წარმოსახვა და კორნელია ფუნკეს უბადლო პროზა ძერწავს სამყაროს, რომელიც ერთდროულად სასტიკიცაა და მშვენიერიც, ტრაგიკულიც და იმედით სავსეც. ეს არის გამოცდა, რომელიც თქვენს წარმოდგენებს სიკეთესა და ბოროტებაზე თავდაყირა დააყენებს. და ის თქვენ გელით.
მეოთხე ფრთა
45,00 ₾ოცი წლის ვაიოლეტ სორენგეილი მწიგნობრობისთვის ემზადებოდა, სურდა, წიგნებს შორის ეცხოვრა და ისტორია ეკვლია, მაგრამ ნავარის არმიის გენერალ-მაიორმა, მისმა უდრეკმა და შვილისთვისაც კი ულმობელმა დედამ მას სხვა ბედი არგუნა: ვაიოლეტი უნდა ჩადგეს ასობით სხვა კანდიდატს შორის, რომლებიც ნავარის ელიტის, დრაკონის მხედრების რიგებში მოსახვედრად იბრძვიან.
როცა სხვებზე პატარა და მყიფე ხარ, ყოველ ნაბიჯზე სიკვდილია ჩასაფრებული და შეიძლება, ყოველი ამოსუნთქვა უკანასკნელი იყოს. დრაკონები სუსტ ადამიანებს არ ირჩევენ – ისინი მათ ფერფლად აქცევენ.
კადეტების უმეტესობა ვაიოლეტს სასიკვდილოდ გაიმეტებდა, მეტოქე რომ ჩამოეშორებინა და ამით თავისი შანსები გაეზარდა. ზოგი კი იმიტომ ემტერება, რომ ის დედამისის შვილია. მათ შორისაა ზეიდენ რიორსონი – მხედართა კვადრანტის ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი ფრთამეთაური.
გადასარჩენად ვაიოლეტს სწორედ ის იარაღი დასჭირდება, რასაც სხვებზე უკეთ ფლობს – განსწავლულობა და გონიერება. მაგრამ კოლეჯის კედლებს გარეთაც ომი სულ უფრო მძვინვარებს, სამეფოს დამცავი ბარიერები სუსტდება და ვაიოლეტი ხვდება, რომ მმართველები საზარელ საიდუმლოსა და ღალატს მალავენ. ასეთ დროს სამყაროსა და ადამიანს მხოლოდ საარაკო თავგანწირვა, მეგობრობა და სიყვარული თუ იხსნის.
ბასგიათის სამხედრო სასწავლებლიდან გამოსასვლელად კი მხოლოდ ორი გზა არსებობს: იფრინო ან მოკვდე.
დოგმენი ველურ გარემოში (წიგნი მეექვსე)
14,90 ₾ყველა გიჟდება დოგმენზე!
მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია! დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.
ინტერმეცო
26,90 ₾პიტერ და აივენ კუბეკებს ძმობის გარდა თითქმის არაფერი აქვთ საერთო.
პიტერი ოცდაათს გადაცილებული დუბლინელი იურისტია. ის წარმატებული, კომპეტენტური და შეუვალია, თუმცა მამის გარდაცვალების შემდგომ წამლების გარეშე ვერ იძინებს და ვეღარც ორ ძალიან განსხვავებულ ქალთან ურთიერთობას ალაგებს. მისი პირველი სიყვარული მშვიდი, დინჯი და განათლებული სილვიაა, ნაომი კი სტუდენტია, რომლისთვისაც ცხოვრება ერთი დიდი ხუმრობაა.
აივენი ოცდაორი წლის პროფესიონალი მოჭადრაკეა, რომელსაც თავი ყოველთვის უცნაური და მარტოსული წარმოედგინა, უფროსი ძმისგან რადიკალურად განსხვავებული. გლოვის პირველ კვირებში აივენი მარგარეტს გაიცნობს, თავისზე უფროს ქალს, რომელსაც თავის მხრივაც რთული წარსული აქვს.
ორი მგლოვიარე ძმისა და მათი საყვარელი ადამიანებისთვის ეს ახალი ინტერლუდია ერთგვარი შანსია იმის გამოსარკვევად, თუ რამდენის დატევა შეუძლია ერთ ცხოვრებას ისე, რომ არავინ დაზიანდეს.