წიგნების კატალოგი
ჩაკრები
29,00 ₾ჩარლზ ვ. ლედბიტერის „ჩაკრები“ არის წიგნი, რომელიც გვთავაზობს ადამიანის სხეულში არსებული უძველესი და მისტიკური ენერგეტიკული ცენტრების სიღრმისეულ შესწავლას. ავტორი გვიზიარებს თავის უნიკალურ შეხედულებებს და გამოცდილებას ჩაკრების შესწავლისას და აერთიანებს აღმოსავლურ სულიერ ტრადიციებს დასავლურ ეზოთერულ ცოდნასთან.
ავტორი „ჩაკრაში“ განმარტავს სასიცოცხლო ენერგიის ცენტრების ბუნებას, ფუნქციას და მნიშვნელობას, რაც მკითხველს აძლევს დეტალურ ცოდნას მათი როლის ფიზიკური, ემოციური და სულიერი კეთილდღეობის შესახებ. მისი მკაფიო და ხელმისაწვდომი ნაწერი რთულ მეტაფიზიკურ ცნებებს გასაგებს ხდის, როგორც ახალბედებისთვის, ასევე სულიერი კვლევების გამოცდილი პრაქტიკოსებისთვის.
„ჩაკრები“ აუცილებელი საკითხავია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ადამიანის სხეულის რთული ენერგეტიკული სისტემების გაგება და მათი ღრმა გავლენა ჯანმრთელობასა და ცნობიერებაზე. ჩარლზ ვ. ლედბიტერის ავტორიტეტული და გამჭრიახი ნაშრომი კვლავაც ქვაკუთხედია ეზოთერული ანატომიის და სულიერი განვითარების შესწავლაში.
ამ წიგნის ქართულ ენაზე გამოჩენა მართლაც რომ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან საქართველოში ქართულ ენაზე ჩაკრების შესახებ ნაშრომი ფაქტობრივად პირველად გამოიცა.
დაბნელება (ბინდის საგა წიგნი 3)
22,90 ₾სტეფანი მეიერის „ბინდი“ ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ბესტსელერია, რომელმაც გამოცემისთანავე დაიპყრო ახალგაზრდების გულები. საგა XIX საუკუნიდან გადმოსული მომხიბლავი ვამპირისა და XXI საუკუნის თინეიჯერი გოგონას ამაღელვებელ სიყვარულზე მოგვითხრობს.
„სამარისებურ სიჩუმეში უეცრად გონება გამინათდა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. ჩემთვის ცხადი გახდა: ის, რაც ედვარდს არ უნდოდა, რომ მე მცოდნოდა; რასაც ჯეიკობი არ დამიმალავდა… ალბათ ეს ყველაფერი არასდროს დასრულდებოდა, არა?“
როგორ ვაქციე ჩემი ცხოვრება წიგნად
12,90 ₾კატინკას ჰგონია, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ჩვეულებრივია – სკოლა, ვარჯიში, მამა, ძმა. მაგრამ როცა გადაწყვეტს, მწერალი გახდეს, ის, რაც ჩვეულებრივი ეგონა, არაჩვეულებრივი ხდება.
რა უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად? – რა თქმა უნდა, მწერლებივით წერა უნდა ისწავლოს. ვინ იცის ეს საქმე ყველაზე კარგად? – რა თქმა უნდა, მწერალმა. და კატინკაც დაემოწაფება მეზობელ ლინდას, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ბესტსელერების ავტორია.
კატინკა სწავლობს და აღმოაჩენს, რომ წერა მხოლოდ სიტყვების დაწყობა კი არა, სამყაროს დანახვის, საკუთარი გრძნობების გაგებისა და გადმოცემის ხელოვნება ყოფილა. შეგიძლია მკითხველს შენი სამყარო აჩვენო და გარშემომყოფები პერსონაჟებად გადააქციო.
აი, ეს ყოფილა წერა.
ასე რომ, ამბავი იმაზე, თუ როგორ აქცია კატინკამ თავისი ცხოვრება წიგნად, მათთვისაა, ვისაც გულწრფელი ისტორიები უყვარს; ვისაც არ შეეშინდება, საკუთარ თავგადასავალს მოჰყვეს, საკუთარი განცდები აჩვენოს, გზადაგზა შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ საბოლოოდ საკუთარი სათქმელი და ხმა იპოვოს.
ჩვენი ცხოვრების ფილმი
12,90 ₾12 წლის ოლივია ბარსელონაში, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. თავად რომ ჰკითხოთ, მისი ცხოვრება არაფრითაა გამორჩეული; როგორც ყველა მისი თანაკლასელი, თვითონაც საღამოობით საშინაო დავალებებს ასრულებს. თუმცა, ერთ საღამოს, როდესაც ოლივიას საკლასო პროექტისთვის ინტერნეტ-სტატია აქვს წასაკითხი, სახლში ელექტროენერგია ითიშება და კომპიუტერიც ირთვება. ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ამბის შემდეგ, ოლივიას და მისი ოჯახის „არაფრით გამორჩეულ“ ცხოვრებაში მოულოდნელი ამბები იწყება, რაც ოლივიას ნამდვილ გმირად აქცევს.
ოლივიას ტელევარსკვლავი დედა ჰყავს, თუმცა ბოლო დროს არც სერიალებში და არც რეკლამებში აღარ იწვევენ. საქმე იმდენად ცუდადაა, რომ მალე მათ პატარა ოჯახს ბინიდან გამოსახლება დაემუქრება. როგორ უნდა მოიქცეს 12 წლის გოგონა იმისათვის, რომ პატარა ძამიკო ვერაფერს მიხვდეს? საგონებელში ჩავარდნილ ოლივიას გენიალური იდეა დაებადება – კინოში ხომ ყველაფერი ხდება და მათი ცხოვრებაც ფილმივითა…
კიდობანი საკურა
20,90 ₾კობო აბეს რომანი „კიდობანი საკურა“ – ეს არის სიურრეალისტური, გროტესკული ანტიუტოპია პარანოიაზე, მარტოობასა და მოსალოდნელი აპოკალიფსისგან თავის დაღწევის მცდელობაზე. მკითხველები ხშირად ახასიათებენ მას, როგორც „ატმოსფერულ“, კოშმარულ სიზმარს, სავსეს სიმბოლოებით, მდორე სიუჟეტით და პერსონაჟის შინაგან სამყაროში ღრმად წვდომით.
მწერალი გვაოცებს თავისი ბედოვლათი გმირით, რომლის ბავშვობა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. ის მუდმივად არის სიტუაციაში, როცა აუცილებელია არჩევანის გაკეთება და ყოველი ასეთი სიტუაცია მკითხველს ღრმად დააფიქრებს. წმინდა წყლის ფილოსოფიური მსჯელობა არც ისე ბევრია, რაც მკითხველს წიგნზე არ ჩააძინებს. რომანის კითხვის პროცესშიც და მისი დამთავრების შემდეგაც გრჩება ერთგვარი სევდა – პირველ რიგში, ეს არის სიბრალული მთავარი გმირის მიმართ და გამოუვალი მდგომარეობის განცდა.