წიგნების კატალოგი
თორმეტი გასაღები
15,00 ₾ბასილ ვალენტინის „თორმეტი გასაღები“ თავდაპირველად მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნდა. იგი თორმეტ ნაწილად (გასაღებად) იყოფა, რომელთაგან თითოეული მათგანი ალქიმიური პროცესის კონკრეტულ ეტაპს განასახიერებს.
ტექსტში მოცემულია სიმბოლური აღწერილობები და ინსტრუქციები, რომელიც სხვადასხვა ნივთიერების განწმენდას და ფილოსოფიური ქვის ძიებას ეხება. ნაშრომს გამოარჩევს მისტიკურ-ალეგორიული ენა, რომელიც ერთგვარ საბურველს წარმოადგენს მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობის გასაგებად. ტექსტის ინტერპრეტაცია რამდენიმე საფეხურზე შეიძლება, რაც მკვლევართათვის ნაშრომს ერთნაირად მიმზიდველ და გამომწვევ ელფერს ანიჭებს.
„თორმეტი გასაღების“ შესწავლას სხვადასხვა ეპოქაში დიდ დროს უთმობდნენ ისეთი მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ ისააკ ნიუტონი, ელიფას ლევი და კარლ გუსტავ იუნგი. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ნაშრომი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ალქიმიის ისტორია, ფილოსოფია და მისი სიმბოლური ენა აინტერესებს.
დაღთა მემკვიდრე
27,00 ₾თანამედროვე ქართული პროზაული ნაწარმოები „დაღთა მემკვიდრე“ ჟანრობრივად სცილდება ტრადიციული ნარატივის ჩარჩოებს და გვევლინება, როგორც კრიმინალური დრამის, ფსიქოლოგიური რეალიზმისა და მითოსურ-ალეგორიული რომანის სინთეზი. ტექსტი გამოირჩევა რთული სტრუქტურული არქიტექტონიკით, მრავალშრიანი პერსონაჟთა სისტემითა და ეგზისტენციალური ფილოსოფიით. წინამდებარე რეცენზია მიზნად ისახავს ნაწარმოების მხატვრულ-ესთეტიკური, სტრუქტურული, ფსიქოლოგიური და მეტრული მახასიათებლების ანალიზს, რათა წარმოაჩინოს ტექსტის ღრმა შინაარსობრივი პლასტები.
ეკლის სახარება
15,00 ₾ავტორი ფსევდონიმის ქვეშ – მარტოხელა, მკითხველმა უკვე კარგად გაიცნო წინა ორი რომანის – „კატა, რომელიც ქალს უსმენდა“ და „დანიელის“ მეშვეობით, რომლებიც განსხვავებული შინაარსისა და ლიტერატურული ხერხების შემცველი ნაწარმოებებია, ხოლო ამ წიგნით იგი კიდევ სხვა განზომილებაში გადავიდა. დღევანდელ მწერლობაში რელიგია, ჯერ კიდევ, ტაბუდადებული თემაა და იშვიათად თუ შევხვდებით რომელიმე ავტორის შემოქმედებაში, რასაც მარტოხელამ ერთხელ უკვე შებედა და საკმაოდ თამამი რომანიც შემოგვთავაზა „დანიელის“ სახით, თუმცა ახლა მან ქრისტიანული რელიგიის პირველწყაროზე გადაინაცვლა და ქრისტეს ჯვარცმის შესახებ გვთავაზობს ნაწარმოებს, მაგრამ არათუ ადამიანის, არამედ ისეთ შემსწრეთა თვალით, რომლებისთვისაც ისტორიას დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ამ ამბის აქტიური თუ პასიური მონაწილენი იყვნენ და მოვლენებს თავიანთი ვიწრო აღქმით აკვირდებოდნენ.
ფსიქოლოგიის მოკლე კურსი
25,00 ₾სახელმძღვანელოში განხილულია ფსიქოლოგიის განვითარების ისტორია. მის დამოუკიდებელ მეცნიერებამდე განვლილი ორი ეტაპი: მეტაფიზიკური ფსიქოლოგია და ემპირიული ფსიქოლოგია. კვლევის
მეთოდები, ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები. მაგ. სიღრმის ფსიქოლოგია, კლასიკური ბიჰევიორიზმი, პოსტფროიდიზმი, კოგნიტური და ჰუმანისტური ფსიქოლოგია. ცალკე თავი აქვს დათმობილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიას.
წიგნში განხილულია პიროვნების ცნება ფსიქოლოგიაში, ფსიქიკური პროცესები და ფსიქიკური თვისებები, ქცევის ფსიქოლოგია.
ნაშრომი განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისთვისაც საინტერესოა ფსიქოლოგიის მეცნიერება.
მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე & წერილი შემწყნარებლობის შესახებ
28,50 ₾წიგნში შევიდა დიდი ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის (1632-1704) ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაშრომი.
პირველი (მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე), აყალიბებს ძირითად პრინციპებს, რასაც თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია ემყარება.
მეორე უფრო მცირე ზომის (წერილი შემწყნარებლობის შესახებ), ასაბუთებს სეკულარიზმს, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის აუცილებლობას როგორც გამართული სახელმწიფო წყობის, ისე ქრისტიანული (ან სხვა) რელიგიისთვის.
სულხან – საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე
19,95 ₾„სკოლას“ ორ ტომს აერთიანებს, პირველ ტომში შერჩევითაა მიმოხილული ჩვენი ლიტერატურა სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე, ხოლო მეორე ტომი მთლიანად გალაკტიონს მიეძღვნება.
პირველ ტომში საუბარია საბაზე, დავით გურამიშვილზე, გრიგოლ ორბელიანის ერთ ლექსზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილიასა და აკაკიზე, შედარებით ვრცლად – ვაჟაზე, ძალიან მოკლედ ალექსანდრე ყაზბეგსა და დავით კლდიაშვილზე და უფრო ვრცლად ჩვენს დიდ რომანისტებზე, მიხეილ ჯავახიშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიაზე. წიგნში მოკლედაა მიმოხილული ტერენტი გრანელისა და ცისფერყანწელების პოეზიაც. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ესეების კრებულია და არავითარ შემთხვევაში არ არის სახელმძღვანელო. მას არ გააჩნია პროგრამის სრულად ათვისების პრეტენზია. ამ წიგნებს მარტივი მიზანი აქვს – უბრალოდ დაეხმაროს მოსწავლეს.
შევეცადე, მელაპარაკა არსებითად და თანაც სკოლის მოსწავლისთვის გასაგები ენით, თუმცა წიგნი არც სტუდენტებისთვის და არც სხვა ასაკის მკითხველისთვის უნდა იყოს მიუღებელი.
გალაკტიონი
19,95 ₾ჩვენი სერია ორ ტომს აერთიანებს, პირველ ტომში შერჩევითაა მიმოხილული ჩვენი ლიტერატურა სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე, ხოლო მეორე ტომი მთლიანად გალაკტიონს ეძღვნება.
ეს წიგნი ახალგაზრდა მკითხველზეა გათვლილი და არაა გადატვირთული სოფისტიკით, მეცნიერული წიაღსვლებით ან გალაკტიონის ბგერწერაზე, მეტრიკასა და მეტაფორისტიკაზე ამომწურავი საუბრებით.
წიგნში შევეცადე, წარმომედგინა ჩემი პირადი დამოკიდებულება გალაკტიონისადმი.
და როგორია ჩემი პირადი დამოკიდებულება ჩვენი პოეზიის უკანასკნელი გენიოსისადმი?
გალაკტიონი არის მეოცე საუკუნის მსოფლიო პოეტი. როგორც რომაელი დრამატურგი, ტიტუს მაკკიუს პლავტუსი ამბობდა, Nomen est omen „სახელი თავად ლაპარაკობს საკუთარ თავზე“, გალაკტიონი არის გალაქტიკა, კოსმოსური პოეტი. შედევრების რიცხვით მას, ალბათ, ვერავინ ვერასოდეს ვერ გაუტოლდება. ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ, რომ ეს განძი მსოფლიოს ვაჩუქოთ. დიახ, გალაკტიონი მსოფლიოს ეკუთვნის და მსოფლიო მას საერთოდ არ იცნობს. იყო რამდენიმე გამონაკლისი, როდესაც ზოგიერთმა ჩვენმა კეთილმოსურნემ მსოფლიოს გალაკტიონი უხსენა ან გაახსენა, ან შეახსენა (ვგულისხმობ ბორის პასტერნაკის მაღალ შეფასებას, როდესაც ნობელიატმა პოეტმა ბრძანა, ბარათაშვილს, შექსპირსა და გოეთეს შევბედე თარგმნა და გალაკტიონს ვერ შევბედეო; ბულატ ოკუჯავას მიერ იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გალაკტიონის მსოფლიოს ნომერ პირველ პოეტად დასახელებას; ასევე ბელა ახმადულინას ყველაზე უფრო ადეკვატურ თარგმანებსა და მშვენიერ სიტყვას გალაკტიონზე ნიუ-იორკში), მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. ის ამბავი, რომ ზოგიერთ კულტურაში გალაკტიონი ცნობილია მხოლოდ როგორც ტიციანის ბიძაშვილი, კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმ სამუშაოთა მოცულობაზე, რომელიც დღევანდელი თაობის გასაკეთებელია.
ლევან ბერძენიშვილი
ქათქათა კბილების თავგადასავალი
19,95 ₾„იმ საღამოს როცა უფლისწული დაიბადა, სამეფო მამალს ყივილი დაავიწყდა, სათონეში ცომი არ გაღვივდა, მზემ კი საერთოდ ჭკუა დაკარგა: სამჯერ ამოვიდა, ორჯერ ჩავიდა, ბოლოს ისევ ამოვიდა და თქვა: „ამ ბავშვს სპეციალური განათლება სჭირდება!“. თუმცა, როგორც ჩანს, მალევე გადაიფიქრა და ასე გადავურჩით დამატებითი მზის არსებობას.“
ფსიქოტროპი
15,00 ₾“დრამატურგიით დაინტერესება ჩემმა მეგობრებმა განაპირობეს. დიდი ხნის წინ, ამ საქმეში
გამოუცდელს სრული ნდობა გამომიცხადეს და პიესის დაწერა მთხოვეს. წერის და ფიქრის
პროცესშიც ჩემს გვერდით იყვნენ და ის შიშიც გადამალახინეს, რაც საერთოდ, პირველად
მომხდარ ამბებს ახლავს. ასე დაიბადა „ბამბაზიის სამოთხე“ და ჩემი მეგობრები კი –
რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და რეჟისორი (და იმ დროს მსახიობიც) იოანე ხუციშვილი,
თეატრის ჯადოსნურ და ურთულეს სამყაროში ჩემს მუდმივ მეგზურებად იქცნენ. ამ კრებულში
შესული პიესების უმრავლესობა სწორედ სხვადასხვა თეატრის დაკვეთითაა დაწერილი,
შესაბამისად, ისინი დაიდგა კიდეც სცენაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი გიორგი
სიხარულიძესთან ურთიერთობა აღმოჩნდა – ჩვენ თითქმის ათ სპექტაკლზე ვიმუშავეთ და
ერთად გავიარეთ ის ძნელი და საინტერესო გზა, რაც პირველი რემარკიდან იწყება და
ფიცარნაგის ზღურბლთან მთავრდება. ეს იყო (და არის) დიდი თანამოაზრეობის,
თავისუფლების და საერთო იდეალების მიმართ ერთგულების ვნებით დამუხტული
შემოქმედებითი დრო, რის გამოც მუდმივად მადლიერი ვიქნები ღვთისაც და ამ
ადამიანებისაც.- ნინია სადღობელაშვილი
რჩეული
20,00 ₾ამ კრებულში თავი მოიყარა პოეტის თითქმის მთელმა შემოქმედებამ, რომელიც როგორც თემატურად, ასევე ჟანრობრივად განსხვავებულ ნიმუშებს მოიცავს. კრებულს წინ უძღვის ამონარიდები ქართველი კრიტიკოსების ნააზრევიდან ლია სტურუას შემოქმედებაზე. ამ ფრაგმენტებზე თვალის გადავლებაც კი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პოეტი მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის განვითარების ძირითადი გეზის განსაზღვრისთვის: სტურუას ან აკრიტიკებენ, ან უპირობოდ აღიარებენ, მაგრამ მთავარია, რომ ვერც მაქებარნი და ვერც დამწუნებელნი მისი შემოქმედებისადი გულგრილნი ვერასოდეს რჩებიან.
ქართული პოეზიის ანთოლოგია – 12 ქალი პოეტი
30,00 ₾წინამდებარე კრებული 12 ქართველი თანამედროვე პოეტი ქალის ლექსებს აერთიანებს. პოეზიის სამშობლოდ მიჩნეულ ქვეყანაში პოეტების სიმრავლე არავის უკვირს, თუმცა ნებისმიერი ახალი კრებული კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ხოლმე ქართული პოეზიის სივრცეებს, მის აქტუალობას და მარადისობის მძლავრ ანარეკლებს მასში. 12 პოეტი ქალი – სხვადასხვა თაობის, განსხვავებული ხმისა და სათქმელის, თვითმყოფადი მხატვრული სამყაროს შემოქმედია. მათი ფიზიკური და მეტაფიზიკური სამშობლო საქართველო და ქართული ენაა. სწორედ ამ წიაღიდან იშლება მათი მხატვრული აზროვნების ჰორიზონტები, რომლებიც თანამედროვე გლობალური სამყაროს ტკივილებს ირეკლავს.
ხიდი ტერაბითიაში
12,95 ₾ერთი თოკი, ერთი ნახტომი და შენ უკვე ტერაბითიაში ხარ! ჯეს აარონსს ეგონა, რომ მისი ზაფხული მხოლოდ სირბილში ვარჯიშით შემოიფარგლებოდა, სანამ მეზობლად უცნაური გოგონა, ლესლი ბერკი არ დასახლდა. მათ ერთად შექმნეს სამყარო, სადაც ჯადოქრობა რეალურია, ხოლო შიშები თითქმის არ არსებობს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც რეალობა მოულოდნელად იჭრება ზღაპარში? ეს არის ამბავი დიდ დანაკარგზე, გამბედაობასა და იმ უხილავ ხიდებზე, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთის გულებამდე ვაგებთ. „ხიდი ტერაბითიაში“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, რომელიც გვასწავლის, რომ ყველაზე ბნელ დროსაც კი, მეგობრის ხელი და ფანტაზიის უნარი გადაგვარჩენს, და შეგვახსენებს, რამდენად ფასდაუდებელია ბავშვობის პირველი, ყველაზე გულწრფელი ემოციები. „ხიდი ტერაბითიაში“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი 2007 წლის ეკრანიზაციის შემდეგ გახდა.
მდიდარი მამა ღარიბი მამა
19,95 ₾ეს მოტივაციური გზამკვლევი ამსხვრევს მითს, თითქოს სიმდიდრის მისაღწევად აუცილებელია მაღალი შემოსავალი – განსაკუთრებით დღეს, როდესაც ტექნოლოგიები, რობოტები და გლობალური ეკონომიკა თამაშის წესებს ცვლის; გვასწავლის, რატომ შეიძლება აქტივების შეძენა და შექმნა უფრო მნიშვნელოვანი იყოს თქვენი მომავლისთვის, ვიდრე მაღალი ხელფასი – და რა საგადასახადო უპირატესობებით სარგებლობენ ინვესტორები და ბიზნესის მფლობელები; ეჭვქვეშ აყენებს რწმენას, რომ თქვენი სახლი აქტივია – როგორც ეს მილიონობით ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი დაიწყო; გვახსენებს, რატომ არ უნდა ვენდოთ სასკოლო სისტემას, რომ ჩვენს შვილებს ფულის მართვა ასწავლოს და რატომ არის ეს კრიტიკული უნარი დღეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე; ხსნის, რა უნდა ასწავლოთ თქვენს შვილებს ფულის შესახებ რათა ისინი მზად იყვნენ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის და იცხოვრონ იმ მდიდარი ცხოვრებით, რომელსაც იმსახურებენ.
ძმები ჰოთორნები
18,95 ₾მსოფლიო ბესტსელერი! 4 მლნ-ზე გაყიდული ეგზემპლარი! The New York Times-ისა და USA Today -ს ბესტსელერების ტოპ-ათეულის წიგნი. Amazon-ის ეკრანიზაცია. Good Choice Awards-ის გამარჯვებული. Kirkus Review-ისა დაPublishers Weekly-ს ვერსიით წლის წიგნი. იატაკქვეშა სათამაშო სახლი; ფული, ძალაუფლება და ფსონები. ოთხი ძმა, მემკვიდრე ეივერი და ორი სახიფათო მისია-თამაში. საოცარი თავგადასავლები და ახალი საიდუმლოები, რომლებიც გრეისონ და ჯეიმსონ ჰოთორნებმა უნდა ამოხსნან. თამაშები გრძელდება!
უკანასკნელი გამბიტი
16,95 ₾„უკანასკნელი გამბიტი“ „მემკვიდრეობის თამაშების“ გაგრძელებაა. ეს არის უჩვეულო დეტექტივი-გამოცანა, მოულოდნელი სიუჟეტური გადახვევებითა და თავსატეხებით, რომანტიკით, ინტრიგებით, ვერაგობითა და ერთგულებით, სიყვარულის სამკუთხედითა და დაძაბული თამაშით. მემკვიდრეობისთვის ბრძოლა გრძელდება! ეივერის ბოლო თამაში დარჩა, რომ ჰოთორნების მემკვიდრეობა მიიღოს, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. მამაც გოგონას ბედი გაუღიმებს თუ ამჯერადაც მისი გონიერება გაიმარჯვებს?! ახლა მას ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავს, მაგრამ მის გვერდით ძმები ჰოთორნები არიან.
ურჩი
24,95 ₾პეიდინი დევნილია. მას შემდეგ, რაც ილიის სიმშვიდე დაარღვია, მისი ერთადერთი გზა სასტიკ მიწაზე გაქცევაზე გადის. აქ, უცხო და სახიფათო უდაბნოში, გადარჩენა მხოლოდ უდრეკი ნებისყოფითაა შესაძლებელი. თუმცა, პეიდინს კვალდაკვალ მიჰყვება ადამიანი, რომლისგან თავის დაღწევაც ყველაზე მეტად სურს და, ამავდროულად, ყველაზე მეტად უჭირს. როდესაც მონადირე და მსხვერპლი პირისპირ ხვდებიან, ზღვარი მოვალეობასა და ვნებას შორის იშლება. აქ მათ მოუწევთ ბრძოლა არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ იმ აკრძალული გრძნობების წინააღმდეგ, რომლებიც ორივეს განადგურებით ემუქრება. სასტიკი არჩევანი სამეფოსადმი ერთგულებასა და გულისხმას შორის – ამ სახიფათო თამაშში მხოლოდ ერთი გადარჩება. თუმცა, როდესაც სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთში ირევა, გამარჯვება შესაძლოა ყველაზე დიდ დამარცხებად იქცეს.
მხოლოდ სიმართლე! – თვითმხილველისა და მონაწილის ჩანაწერები
34,00 ₾“ძვირფასო მკითხველო! აი, ახლა თქვენ, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწისა და იურისტის, ვახტანგ გვარამიას მემუარების წიგნს გაეცნობით”
ბახტრიონი დახატული ლეგენდა
25,00 ₾ვაჟა-ფშაველას პოემის “ბახტრიონი” მიხედვით შექმნილი ილუსტრირებული პოემა. “ბახტრიონის” წინამდებარე ტექსტი ემყარება 1956 წლის გამოცემას. ილუსტრაციების ავტორი – ჟუჟა ქემოკლიძე