წიგნების კატალოგი
შიდა სამზარეულო
30,90 ₾25 წლის წინ „შიდა სამზარეულოს“ გამოცემას დიდი ხმაური მოჰყვა. ავტორს არც კი უცდია მკითხველის მადის დანდობა და ყველაფერი გამოამზეურა, რაც კი სამზარეულოს კარს მიღმა ხდება. დღეს უკვე საკულტო ნაწარმოები მაშინვე იქცა ბესტსელერად და დღემდე ინარჩუნებს წარმოუდგენელ პოპულარობას. შესაძლოა, კულინარია ვიღაცისთვის მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან ასოცირდებოდეს, მაგრამ „შიდა სამზარეულო“ მკითხველისთვის ის კერძია, რომელიც თავის გემოს არასდროს დაგავიწყებს.
ამერიკელმა შეფმა, მწერალმა და სამოგზაურო დოკუმენტალისტმა ენტონი ბურდეინმა, რომელიც საერთაშორისო ვარსკვლავად იქცა თავისი ტელეშოუების, დოკუმენტური ფილმებისა თუ ლიტერატურის საშუალებით, კულინარია სოციალური დაკვირვების, ანთროპოლოგიური კვლევისა თუ ფილოსოფიური განსჯის მედიუმად აქცია. მისი ტექსტები ისეთივეა, როგორიც თვითონ იყო – გონებამახვილური, დაუღალავი და ბასრი.
ბურდღუნა ბრუნოს გიჟური კვირა
19,90 ₾ბურდღუნა დათვი ბრუნო არასდროსაა მოწყენილი; ყოველდღე ჩვეულებრივ საქმეებში ჩაფლულა – ორშაბათობით საბანაოდ მიდის, სამშაბათობით მატარებლით თამაშობს… თუმცა, ყველა ჩვეულებრივი საქმე მეტად უჩვეულო და გიჟური გამოსდის ხოლმე. ხიფათთან გამკლავებაში ბურდღუნა ბრუნოს საუკეთესო მეგობრები, „ვეშაპი“ და მაჩვი ეხმარებიან. როგორ? გაიგებ, თუკი ამ წიგნს წაიკითხავ.
კვირაში 7 დღეა და წიგნშიც ბურდღუნა ბრუნოს 7 მხიარული ამბავია მოთხრობილი. ტექსტიცა და ილსუტრაციებიც გერმანელ ავტორს, დანიელ ნაპს ეკუთვნის
უკანასკნელი ღამე დედამიწაზე
20,90 ₾სამი განსხვავებული მოთხრობა სამი სხვადასხვა ქვეყნიდან – სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან – ქალების პერსპექტივით წარმოგვიდგენს უნიკალურ ხედვას ომების რთულ წარსულსა და აწმყოზე. წიგნში მოთხრობილია ქალების გამოცდილებაზე ომის პერიოდში და მათი დასრულების შემდგომ, ასახავს ომის შედეგების გავლენას მათზე. ამ პროექტით ჩვენ გვსურს, ქედი მოვიხაროთ ომის წინა ხაზზე მდგომი ყველა ქალის წინაშე, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილე და მსხვერპლია.
ამ პროექტით შევეცადეთ, გაგვეანალიზებინა ომები და კონფლიქტები, რომლებმაც კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაზე მძიმე გავლენა იქონია და, ამავდროულად, გვესაუბრა მსოფლიოში სამართლიანობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე. წიგნში წარმოდგენილი ისტორიები ასახავს აფხაზეთის ომს საქართველოში (1992-1993), რუსეთ-საქართველოს ომს (2008), მთიანი ყარაბაღის (არცახის) ომებს (1988-2023) და მიმდინარე ომს უკრაინაში (2014-დან დღემდე).
„წიგნში მოთხრობილი ისტორიები ომისა და ჩაგვრის შედეგად დაზარალებული მთავარი გმირების გარშემო არსებულ რთულ ვითარებაზე გვიქმნის წარმოდგენას. ისინი გვიზიარებენ გამოცდილებას, თუ რა ხდება მათში, როდესაც მათი სამყარო ნაწილებად იშლება. შესაძლოა, ეს გამოცდილება ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე მეტად დაგვეხმაროს საკუთარი დასკვნების გამოტანაში, რათა დავიცვათ ის, რაც გვაქცევს ადამიანებად. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს: მშვიდობა, სამართლიანობა, სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვისი ხმაც არ ისმის. სიყვარული“.
– რეინჰარდ კლეისტი
„ეს ამბები საშუალებას გვაძლევს, ომის შედეგები ქალების პერსპექტივიდან განვიცადოთ. ილუსტრაციები მათ ისტორიებს სიცოცხლეს სძენს და გადმოგვცემს ემოციებს – თანაგრძნობას გვიღვივებენ ჩვენთვის უცნობი ადამიანების მიმართ. ასეთია კომიქსების ძალა“.
ტანტრული პულსაცია
25,00 ₾„ტანტრული პულსაცია“ ენერგიის გამოღვიძებისა და შინაგანი ტრანსფორმაციის უნიკალური გზაა.
ეს წიგნი აერთიანებს ანიშას ოცდაათწლიან გამოცდილებას ნეო-რაიხიანულ ენერგეტიკულ პრაქტიკებსა და მედიტაციის ხელოვნებაში. მასში აღწერილია მისი მეთოდის — „პულსაციის“ — თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მიმართულებები. აქვე წარმოდგენილია მისი სამუშაოს ახალი განშტოება — ტანტრული პულსაცია.
ვილჰელმ რაიხი, ზიგმუნდ ფროიდის მოწაფე, მიიჩნევდა, რომ სექსუალური და ემოციური რეპრესია ფსიქოლოგიური პრობლემების ძირითადი მიზეზია. მან აღმოაჩინა, რომ სხეული ამ ჩახშობილ ენერგიას ინახავს კუნთების ქრონიკული დაჭიმულობის — „კუნთოვანი ჯავშნის“ — სახით და შეიმუშავა სუნთქვასა და მოძრაობაზე დაფუძნებული ტექნიკა, რომელიც გვეხმარება ამ დაჭიმულობის მოხსნასა და ჩახშობილი ენერგიის გათავისუფლებაში.
ოშოს სწავლების საფუძველს წარმოადგენს ცხოვრების მიღება, მოდუნება, მედიტაცია და ზეიმი — მისი ხედვა მოიცავს ადამიანის გამოცდილების სრულ სპექტრს: სექსიდან სუპერცნობიერებამდე.
ამ ორი განსხვავებული წყაროდან წარმოშობილი ანიშას მეთოდი ქმნის თვითშემეცნებისა და შინაგანი ტრანსფორმაციის უნიკალურ პროცესს, რომელიც სიღრმით, სიცოცხლით და ეფექტურობით გამოირჩევა.
ჩეჩნეთის ომი ჩეჩენი ქალები
19,90 ₾2002 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ლტოლვილთა ბანაკებში გატარებულ პერიოდში ჯო საკომ ათობით ინტერვიუ ჩაწერა ჩეჩენ ქალებთან, რომელთა მონათხრობის მიხედვითაც შექმნა დოკუმენტური კომიქსი. ეს ნაშრომი არა მხოლოდ მორიგ ჯერზე ავლენს რუსულ სამხედრო აგრესიას 90-იანი წლების კავკასიაში, არამედ მიმოიხილავს უფრო ადრეულ ისტორიულ პერიპეტიებსაც და გვიჩვენებს, რომ რუსეთის მიერ მცირერიცხოვანი ერების გენოციდს საუკუნოვანი ისტორია აქვს.
მალტური წარმოშობის ამერიკელი მხატვარი და ჟურნალისტი ჯო საკო ლიტერატურის დოქტორი და გუგენჰაიმის სტიპენდიანტია, რომელიც 1980-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად აქვეყნებს გრაფიკულ მოთხრობებსა და რეპორტაჟებს. მისი დოკუმენტური პროზა გამდიდრებულია დინამიური და ექსპრესიული – ფრანცისკო გოიას, ოტო დიქსისა და რობერტ კრამბის სტილით შთაგონებული ილუსტრაციებით, შედეგად, საკოს წიგნებს ხშირად თავზარდამცემი ეფექტი აქვს და მასთან ზიარებისას ბევრი მკითხველისთვის წარმოდგენა კომიქსზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, თავდაყირა დგება. სიღრმისეული თხრობისა და გამომსახველობითი ფორმების შესაშური სინთეზის გამო, ჯო საკო ლიტერატორთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიიჩნევა გრაფიკული ჟურნალისტიკის ფუძემდებლად და კომიქს-ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტორად.
მაგნიტური ანბანი
42,90 ₾თუ სკოლისთვის ემზადები, ან უკვე პირველკლასელი ხარ, ან სულაც სკოლობანას თამაში გიყვარს, სასკოლო დაფის მაგივრობას ეს ტრანსფორმერი ყუთი გაგიწევს, რომელიც მაგნიტურ დაფად გადაიქცევა; ქართული ანბანის სწრაფად და ხალისით შესწავლაში კი ყუთის მრავალფეროვანი კომპონენტები დაგეხმარება.
ყუთში დაგხვდება:
მაგნიტური ცალხაზიანი დაფა მარტივი დავალებების შესასრულებლად;
5 მაგნიტური დაფა წინასწარ განსაზღვრული სავარჯიშოებით;
66 მაგნიტური ასონიშანი;
40-გვერდიანი წიგნი ინსტრუქციითა და მზა სახალისო აქტივობებით;
ქართული ანბანის ილუსტრირებული პოსტერი.
მაგნიტური რიცხვები
42,90 ₾თუ სკოლისათვის ემზადები, ან უკვე პირველკლასელი ხარ, ან სულაც სკოლობანას თამაში გიყვარს, სასკოლო დაფის მაგივრობას ეს ტრანსფორმერი ყუთი გაგიწევს, რომელიც მაგნიტურ დაფად გადაიქცევა; მათემატიკის სწრაფად და ხალისით შესწავლაში კი ყუთის მრავალფეროვანი კომპონენტები დაგეხმარება.
ყუთში დაგხვდება:
მაგნიტური უჯრედებიანი დაფა მარტივი დავალებების შესასრულებლად;
8 მაგნიტური დაფა წინასწარ განსაზღვრული სავარჯიშოებით;
52 მაგნიტური რიცხვი და მათემატიკური სიმბოლო;
32-გვერდიანი წიგნი ინსტრუქციითა და მზა სახალისო აქტივობებით.
ჩემი პირველი სიტყვები საპირისპირო მნიშვნელობის 20 ფაზლი
22,90 ₾10-გვერდიანი წიგნი + 20 ფაზლი
პატარებს განუვითარებს მოტორულ და კონცენტრაციის უნარებს.
დააკვირდი ნახატებს და ისწავლე საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები!
ცხოველები 40 ფაზლი + წიგნი + 10 დასადგმელი ფიგურა
27,90 ₾10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, ისწავლო სხვადასხვა გარემოში მობინადრე ცხოველთა სახელები.
40-ნაწილიანი ფაზლი
12 ცხოველის დასადგმელი ფიგურა
ახალი წელი 40 ფაზლი + წიგნი + 10 დასადგმელი ფიგურა
27,90 ₾10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, ისწავლო ახალ წელთან დაკავშირებული სიტყვები, ფერები, ფორმები და რიცხვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა
7-9 პინოკიოს თავგადასავალი
9,90 ₾იყო და არა იყო რა…
– იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები.
არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა,
იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…~
მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.
მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.
პარიზის ქართული სიზმრები
10,90 ₾„პარიზის ქართული სიზმრები“ მოკლე ჩანაწერების კრებულია. ამ ჩანაწერებში ავტორი იხსენებს იმ ცნობილ თუ უცნობ ქართველებს, რომლებიც, სულხან-საბა ორბელიანიდან მოყოლებული, ბედმა საფრანგეთთან და პარიზთან დააკავშირა. საკუთარი სამშობლოდან მცირე თუ განუსაზღვრელი დროით წასულ ქართველებს მუდამ თან სდევდათ ნოსტალგია და სიზმრები, რომლებიც მშობლიურ მიწას და მის მომავალს უტრიალებდა; და ამას თვით მარადიული ქალაქის მშვენიერებაც ვერ ერეოდა.
ცნობილ „პარიზელ ქართველებზე“ და, ზოგადად, ემიგრანტებზე თავმოყრილ მოკლე ამბებს სამშობლოში დაბრუნების სურვილისა და ნოსტალგიის გარდა „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ ქვეყანასთან დაახლოების, მათი იდეალების საკუთარ იდეალებად ქცევის ჯიუტი სურვილი აერთიანებს – სწორედ ის, რითაც სულხან-საბა და მისი გზის გამგრძელებელი ერის სახელოვანი შვილები იყვნენ გამსჭვალულები.
მე და ოსკარი (7-9)
11,90 ₾ოსკარი და იდა ოდნავ ძველმოდურ, მორყეულ სახლში მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. იდა უფროსი დაა და, ერთი შეხედვით, ყველაფერს ის წყვეტს, თუმცა, ვერ წყვეტს იმას, როდის იხვრინოს ოსკარმა.
ხუთი წლის ოსკარი ცელქი, თავნება და ცოტათი აუტანელი ვინმეა. როგორც მამა ამბობს, „ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს~, სკამზე ჯდომა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ვახშმად მაჭკატებია; შეუძლია მარტოდმარტო პირველად წავიდეს მაღაზიაში, როცა მთელი ოჯახი ავადაა; ბატუტი ისე უნდა, საჩუქრად მისი მოთხოვნა უზრდელობა სულაც არ ჰგონია; შეუძლია ყველაფერი ჩააწყოს სკოლის ჩანთაში, რომელიც იმდენად უყვარს, რომ სულ სადღაც რჩება…
იდა ოსკარზე ყოველთვის ზრუნავს, თუმცა ზოგჯერ გული სწყდება, რომ თვითონ სულ ზრდილობიანად იქცევა, საჩუქრებს კი მაინც ოსკარი იღებს. ზოგჯერ ძალიან ბრაზობს ძმაზე, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ მასთან ერთად ყოველთვის დაუვიწყარ თავგადასავლებში ეხვევა. ზოგჯერ კი ერთი შეხედვით დიდურ რამეებზეც ფიქრობს ხოლმე… მაგალითად, იმაზე, თუ რა მოსდით ჩვენს შიშებს, როცა ჩვენზე პატარასა და მშიშარაზე ვიწყებთ ზრუნვას და როგორ შეიძლება იქცეს ბავშვობის პატარა ქოხი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოგონებად.
საოცარი მუმინების ხეობა
19,90 ₾ერთ ლამაზ ხეობაში ცისფერი სახლი დგას, რომელიც ფათერაკების მოყვარულმა მამა მუმინმა თავად ააშენა და თავის ოჯახთან – ალერსიან დედა მუმინთან და ცნობისმოყვარე მუმინტროლთან ერთად დასახლდა. ამ წიგნში, მუმინების ოჯახთან ერთად, გაიცნობ უშიშარ პატარა მის; მოგზაურობის მოყვარულ სნუსმუმრიკს; ყოყლოჩინა სნიფს; სილამაზის მოტრფიალე ფრეკენ სნორკს და კიდევ ბევრ საინტერესო პერსონაჟს, რომლებთან ერთადაც დაუვიწყარ თავგადასავლებში გაეხვევი.
აღმოხდება მზე
19,90 ₾1926 წელს გამოცემული „აღმოხდება მზე“ ერნესტ ჰემინგუეის პირველი რომანი იყო და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინგლისურ ლიტერატურაზე. ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნე ამტკიცებს, რომ მან შეცვალა რომანის წერის წესი. წიგნმა მსოფლიო აღიარება მოუტანა სან-ფერმინის ფესტივალს, რომელიც ესპანეთის ქალაქ პამპლონაში იმართება. ესაა რომანი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პარიზში მცხოვრებ ემიგრანტებზე, რომლებიც წარმოადგენენ „დაკარგულ თაობას“. მათი აზრით, ბავშვობაში ათვისებული ღირებულებები აღარაფერში არგიათ, ომმა ყველაფერი გადააფასა. პერსონაჟების უმრავლესობას ომი საკუთარი თვალით აქვს ნანახი ფრონტის ხაზზე და საკუთარ ტყავზე განცდილი, ომით გამოწვეულ მოუშუშებელ ტრავმებთან გამკლავებას კი ყველა თავისებურად ცდილობს: ზოგი კაფეებს სტუმრობს, ზოგი ღამის კლუბებში ცეკვავს, ზოგიც სვამს, ან კორიდას ესწრება, ან ბუნებაში განმარტოვდება… მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი თავდავიწყებაა, რადგან საკუთარ თავს ვერავინ ვერასდროს გაექცევა.
ჩვენ ორნი ერთად ყველაფერს შევძლებთ
19,90 ₾კურდღელი და ზღარბი განუყრელი მეგობრები არიან და ერთმანეთს ყველაფერში ეხმარებიან. თუმცა, ზოგჯერ კინკლაობენ, ჯიუტობენ, იბუტებიან… ხანდახან ასეთ შეკითხვებსაც სვამენ: რა არის მეგობრობა? ვინ არის საუკეთესო მეგობარი? რაც მთავარია, ზღარბმაც და კურდღელმაც იციან, რომ მეგობრობას მოფრთხილება სჭირდება.
უკრაინული სექსის საველე კვლევები
12,90 ₾ოქსანა ზაბუჟკო (დაიბადა 1960 წელს) უკრაინელი პოეტი, რომანისტი და ესეისტია. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
90-იანი წლებიდან ოქსანა კითხულობდა ლექციებს პენსილვანიის, ჰარვარდისა და პიტსბურგის უნივერსიტეტებში. ამან მას საშუალება მისცა, უკეთ გაეაზრებინა საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა გამოცდილება და ამ ფონზე საკუთარი, როგორც ქალის, პოეტი ქალის ადგილი ეკვლია, რადგან პირადი ცხოვრება, სექსუალობა, ეროვნული იდენტობა – ყველაფერი საბოლოოდ პოლიტიკურ ჭრილში იყრის თავს.
„უკრაინული სექსის საველე კვლევებში“ სექსი არა მხოლოდ ინტიმური აქტია, არამედ ძალაუფლების, ისტორიული მემკვიდრეობისა და პიროვნული თავისუფლების ძიების საშუალება. ის ერთ-ერთი რევოლუციური წიგნია უკრაინულ ლიტერატურაში. მთავარი გმირი ცდილობს, იკვლიოს საკუთარი, როგორც ქალის ტრავმული გამოცდილებები და ეძიოს მიზეზები. ნელ-ნელა ქალის სხეული ბრძოლისა და ძალადობის ველად იქცევა, რაც მკითხველს უჩენს ქალი-სამშობლოს სახე-სიმბოლოს განცდას, სამშობლოსი, რომელზეც ასევე ცდილობენ ძალადობასა და დომინანტობას.
ოქსანა ზაბუჟკოს რომანი „უკრაინული სექსის საველე კვლევები“ გამოირჩევა ინტენსიური, დაძაბული თხრობით; ის ერთგვარი ინტელექტუალური ექსპერიმენტია, თვითგამოხატვის მძაფრი, გულწრფელი მცდელობებით.
ბაბუაჩემის მაღაზია (7-9)
13,90 ₾ამ წიგნის მთხრობელი 10 წლის გოგონაა, რომელსაც, როგორც ყველა ბავშვს, ხშირად ეკითხებიან, რა უნდა გამოხვიდეო. ჰოდა, მანაც ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა ბაბუასავით საკუთარი მაღაზია ჰქონდეს. ბაბუას შეგირდობა არცთუ იოლი საქმეა.
ყოჩაღ შეგირდს მუშტრების მოსაზიდად ბრწყინვალე იდეები მოსდის თავში, მაგრამ ჯაჯღანა ბაბუა სულ უკმაყოფილოა. ბებია და დედაც ხშირად საყვედურობენ.
რას ერჩიან ბავშვებს უფროსები? უფროსებთან ურთიერთობის სირთულეებზე თავის დაკვირვებებს გოგონა სახელდახელოდ შექმნილ რვეულში ინიშნავს და პრაქტიკულ რჩევებს თქვენც გიზიარებთ.
შერმინ იაშარი თანამედროვე თურქი მწერალია. ის ამ იუმორით დაწერილ წიგნში 1990-იანი წლების თურქული სოფლის ყოფას გვაცნობს. ნაწარმოების ინსპირაცია ავტორის ბავშვობაა და ნაწარმოებიც გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია.
სირცხვილი
12,90 ₾ანი ერნოს რომანი „სირცხვილი“, ერთი შეხედვით, მშვიდ, გაწონასწორებულ ოჯახში მომხდარ დრამას ეხება, უეცარ აფეთქებას, რომელიც აღარასდროს მეორდება, მაგრამ მარადიულ დამღას უტოვებს რომანის მთავარ გმირს. ესაა სირცხვილი, რომელიც, როგორც ერნო ამბობს, უფრო დიდი სირცხვილით თუ გადაიფარება და ამიტომ გმირი იწყებს ძიებას, ფაქტების აღდგენას, თითქოს დოკუმენტურ თხრობას იმისას, რაც მომხდარ ამბავს ახლდა ფონად. ამით მწერალი კიდევ უფრო ღრმად იკვლევს სირცხვილის სხვადასხვა შრესა და ის ოჯახურიდან სოციალურ სივრცეში გადააქვს, უფრო ავრცობს, აშიშვლებს და ამგვარად აშუშებს.
ანი ერნოს ენა სათქმელის შინაარსს ესადაგება. ის არასდროს კეკლუცობს, არ მიმართავს მხატვრულ წიაღსვლებს. მძიმე, დატეხილი სინტაქსით, ხშირად დაუმთავრებელი, პუნქტუაციის გარეშე დატოვებული წინადადებებით ავტორი მშრალად ჰყვება სინამდვილეზე, მაგრამ მისი მონათხრობი ნაბიჯ-ნაბიჯ, შესაშური სიზუსტითა და თანმიმდევრულობით ანგრევს პატრიარქალურ წესრიგს, როგორც საზოგადოების მანკიერებისა და სირცხვილის ერთ-ერთ მთავარ ციტადელს.
პედრო პარამო
12,90 ₾აგვისტოს მცხუნვარე დღეს, როცა ცხელ ქარს საპნის ხის მყრალი ოხშივარი მოაქვს, მტვრიან გზაზე კაცი მიაბიჯებს. ეს ხუან პრესიადოა, კომალაში მამის, პედრო პარამოს, საძებნელად ჩამოვიდა.
აქ დრო ცნობიერებიდან ცნობიერებაში, სიზმრების, სურვილებისა და მოგონებების ჰიპნოზურ ნაკადში მიედინება, სადაც ყველაფერს პედრო პარამოს აჩრდილი გადაჰფარებია.
ხუან რულფოს მიერ აღწერილი ემოციური მხატვრული სახეების, მძაფრი ვნებებისა და გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლოებების უჩვეულო ნაზავმა უდიდესი გავლენა იქონია ლათინურ-ამერიკელი მწერლების მთელ თაობაზე, მათ შორის, კარლოს ფუენტესზე, მარიო ვარგას ლიოსასა და გაბრიელ გარსია მარკესზე. დღეს ამ ნაწარმოების კითხვისას ისეთივე ემოციები გვეუფლება, როგორიც 1955 წელს, როცა „პედრო პარამო“ მექსიკაში პირველად დაიბეჭდა.
„პედრო პარამო“ მე რომ დამეწერა, მთელი ცხოვრების განმავლობაში არაფერზე ვიდარდებდი და აღარაფერს დავწერდი“.
გაბრიელ გარსია მარკესი
იშმაელი არ დამიძახოთ!
14,90 ₾„სიმართლისთვის თვალის გასწორების დროა – თოთხმეტი წლის ვარ და იშმაელ ლესერის სინდრომი მაწუხებს. ჩემი განკურნება შეუძლებელია.“
იშმაელის მამას ძალიან უყვარს მოყოლა, როგორ დაარქვეს შვილს ორიგინალური სახელი. ამბავი მართლაც სახალისოა, თუმცა როცა მოზარდი ხარ და შენს კლასში მოძალადე ბარი ბეგსლი სწავლობს, უცნაური სახელი ძალიან ართულებს ცხოვრებას. წიგნის გმირიც ყველა უიღბლობას საკუთარ სახელს აბრალებს – სიმორცხვეს, სიმხდალეს და იმასაც კი, რომ საჯარო გამოსვლის შიში სტანჯავს.
საკუთარი თავის პოვნისა და მიღების ამბავს იშმაელი გამორჩეული იუმორით მოგვითხრობს და გვარწმუნებს, რომ ყველაზე რთული გამოცდილებაც კი შეიძლება იქცეს ისტორიად, რომელსაც ყოველთვის ღიმილით მოჰყვები.
არამზადის შვილი
27,00 ₾ათი წლის ასაკში სორჟ შალანდონმა ბაბუისგან შეიტყო, რომ მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდა. ანუ, ტყუილი გამოდგა ის საგმირო თავგადასავლები, რომლებითაც მამა შვილის წინაშე იწონებდა ხოლმე თავს. თუმცა, მშობლის კოლაბორატორობის ჭეშმარიტი მასშტაბი იმ დროისთვის უკვე ცნობილი ჟურნალისტისა და მწერლისთვის გაცილებით გვიან, 2020 წელს გახდა ცნობილი (მამის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ). მიღებული სულიერი ტრავმის მოშუშება შალანდონმა წიგნის დაწერით გადაწყვიტა. „არამზადის შვილი“ 2021 წელს გონკურის პრემიის პრეტენდენტთა მოკლე სიაში მოხვდა და საფრანგეთის წიგნის ბაზარზე წლის ერთ-ერთ მთავარ სენსაციად იქცა.
ჩარჩები
35,00 ₾ცნობილი ესპანელი მწერლის, ანა მარია მატუტეს (1925-2014) ტრილოგია „ჩარჩები“ გასული მე-20 ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამ ტრილოგიით მატუტემ ომისშემდგომი ესპანეთის ფილოსოფიური და ემოციური პანორამა შექმნა. როგორ შევინარჩუნოთ ზნეობა, პატიოსნება და ღირსება სამყაროში, სადაც ოპორტუნიზმია გამეფებული? როგორ გადავლახოთ საზოგადოებაში გაჩენილი ღრმა უფსკრული? რა ფასად გვიჯდება დუმილი იმ პირობებში, როცა ხმის ამოღება მორალური ვალდებულებაა? ეს ის საკითხებია, რომლებზეც მატუტე „ჩარჩებში“ მსჯელობს, თუმცა პასუხებს ყოველთვის როდი გვთავაზობს. აკი თავადაც ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში: „მე ვწერ იმისთვის, რათა მკითხველი დავაფიქრო, მისგან მივიღო ის პასუხები, თვითონ რომ ვერ მოვიძიე, ვწერ იმისთვისაც, რომ პროტესტი გამოვთქვა.“
ქართველი ერის სკოლა
36,60 ₾ოლივერ რაისნერის „ქართველი ერის სკოლა“ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების — პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის — შექმნისა და მოღვაწეობის ისტორიას.წიგნი აღწერს, თუ როგორ შეძლო ადამიანების მცირე ჯგუფმა ეროვნული იდეის გამოღვიძება, ცოდნის, განათლებისა და კულტურის გავრცელება, ქართველთა რამდენიმე თაობისთვის იმედისა და შთაგონების მიცემა.