წიგნების კატალოგი
ლავინია
18,95 ₾ლათინთა მეფის, ლათინუსის, ერთადერთმა ასულმა, ლავინია იცის, რომ მისი ბედი წინასწარმეტყველებებითაა განსაზღვრული: ის უცხოტომელს უნდა მისთხოვდეს, რის გამოც მისი სამშობლო სისხლიან ომში ჩაერთვება. როდესაც ტროელი გმირი, ენეასი, იტალიის ნაპირს მიადგება ქალაქის დასაარსებლად, ადგილობრივების მხრიდან მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება, თუმცა მთავარი ქალაქის, ლავრენტუმის, სამეფო ოჯახში ენეასს მშვენიერი გულშემატკივარიც გამოუჩნდება. ლავინია — ვერგილიუსის ლეგენდარული ნაწარმოების უმნიშვნელო გმირი, რომელიც დუმილისთვის იყო განწირული — ხმას იმაღლებს ამერიკელი მწერლის წყალობით და თავად მოგვითხრობს სიყვარულისა და ომის, არჩევანის სიმძიმისა და ბედისწერის დაუვიწყარ ამბავს.
მემო თამაში – კუპატასთან ერთად
12,95 ₾მეხსიერების (მემო) თამაში ერთ-ერთი საყვარელი თამაშია ყველა ასაკის ადამიანისთვის. ის ავითარებს დაკვირვების უნარსა და ვიზუალურ მეხსიერებას. კუპატას მეხსიერების თამაშში 40 (20 წყვილი) ბარათია. თამაშის მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი წყვილის ბარათის პოვნა.
პროცესი
14,95 ₾უცნაურობა და იდუმალება კაფკას როგორც ცხოვრების, ისე შემოქმედების განმსაზღვრელია. მისი უნიკალური წერის სტილი პესიმიზმითა და ლიტერატურული ფორმის ბუნდოვანებითაა ნასაზრდოები, თუმცა თანამედროვე სამყაროში შექმნილი პოლიტიკური კრიზისებისა თუ დროდადრო რეჟიმების გაჩენა გააქტიურების გათვალისწინებით, ერთგვარ წინასწარმეტყველება-მინიშნებადაც შეგვიძლია აღვიქვათ და მისი შემოქმედება ამდენადაც მნიშვნელოვანია. „პროცესი“ ასეთი წიგნია – აბსურდის დომინირება კანონზე და ამ კანონზომიერებით გამოჩარხული ადამიანის ბედი (უბედობა). მართალია, იოზეფ კ.-ს არაფერი დაუშავებია, მაგრამ „ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა“. ჰოდა, ერთ მშვენიერ დილას ის დააპატიმრეს! მაშ, რა გამოდის, ვარაუდი სიმართლის საპირწონეა? და იმ „მშვენიერი დი- ლიდან“ იწყება კ.-ს ცხოვრებაში პროცესი, უფრო სწორად, კ.-ს ცხოვრება თავად ხდება უსასრულოდ გაწელილი პროცესი. სამართლის მოძიების შეუძლებლობა ერთგვარი პირდაპირი მინიშნებაა ადამიანის უძლურებაზე მასზე ზემდგომი ძალებისადმი, მათ შორის იმ უმაღლესი სამსჯავროსადმი, რომელიც ადამიანის ინტერესების დასაცავად სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა აღასრულებდეს.
სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ
11,95 ₾წიგნი რუსულიდან თარგმნა პაატა ჩხეიძემ. ფიოდორ დოსტოევსკის მოთხრობა „სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ“ სატირულ-იუმორისტული ნაწარმოებია, თუმცა თავისი არსით ძალზე დრამატულია და „საშიში“ გრძნობის − ეჭვიანობის მსხვერპლზე გვიამბობს. გაეცანით ივან ანდრეევიჩის თავგადასავალს და გაიგეთ, რა შეიძლება გააკეთებინოს ეჭვიანობამ ადამიანს, სად შეიძლება აღმოჩნდეს, თუ რისხვამ დააბრმავა და რაციონალური განსჯის უნარი დააკარგვინა? სად და… არც მეტი, არც ნაკლები, სხვისი ცოლის საწოლქვეშ!
სიკვდილის დროს ყველა მარტოა
18,00 ₾“გასული საუკუნის 40-იანი წლები, ფაშიზმის ზეობის ხანა. ნაცისტები ზედიზედ იპყრობენ ევროპას, უკვე პარიზშიც შევიდნენ და გერმანელები ზეიმობენ _ მათი ფიურერი უძლეველია, ის დღენიადაგ თავის ხალხზე ფიქრობს, იმ დღეზე ოცნებობს, როცა არიელები მსოფლიოზე გაბატონდებიან. ჯერი ახლა ინგლისზეა და მასაც მოუვლის. აი, ასეთ დროს ერთი უბრალო მუშის ჩუმი ამბოხი მოსვენებას დაუკარგავს მესამე რაიხის დიდჩინოსნებს. ვინ არის ეს თავხედი, რომ დადის და აღმაშფოთებელი მოწოდებებით აჭრელებულ ღია ბარათებს ავრცელებს?! შეშლილია თუ მავნებელი?! ოტო კვანგელმა ერთადერთი ვაჟი დაკარგა ნაცისტების წამოწყებულ ამ სასტიკ ომში და ცოლთან ერთად ომი გამოუცხადა ნაციზმს, მაგრამ მის თანამემამულეებს დახშული აქვთ ყური და დაბრმავებული აქვთ თვალები… ჯერჯერობით. ჰანს ფალადას კვანგელების ისტორია არ გამოუგონებია _ ის ღია ბარათები გესტაპოს არქივშია შემონახული.”
ქარიშხლიანი უღელტეხილი
14,95 ₾,,იმხანად თვრამეტი წლის მომხივლავი ქალიშვილი იყო.ბავშვური მანერები ჰქონდა,საკმაოდ მახვილგონიერიც გახლდათ,გრძნობების მკვეთრად გამოვლენა და ძალზე ფიცხი ხასიათი გამოარჩევდა,თუ ვინმე გააბრაზებდა.მის ძმას,ნაზად რომ უყვარდა დაიკო, კინაღამ გული გაუსკდა, მისი არჩევანის ამბავი რომ შეიტყო.”
კუდგრძელა წრუწუნას ნაამბობი და სხვა მოთხრობები (10 წლიდან)
7,90 ₾ბავშვობა ის საძირკველია, რომელზეც ადამიანის მთელი შემდგომი ცხოვრება შენდება; რომელიც ხშირად სიცოცხლის ბოლომდე განსაზღვრავს მის ხასიათს და წარმართავს მის მოქმედებას. ეს კარგად იცოდა თედო რაზიკაშვილმა (1869-1922 წწ.). მან შეკრიბა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრების დიდებული კრებული. მარტო ეს ღვაწლი იკმარებდა მწერლის სახელის უკვდავსაყოფად, თუმცა მან თავისი ინდივიდუალური შემოქმედებითაც გაამდიდრა ბავშვების სულიერი სამყარო.
ჭკვიანი ბასარა და სხვა მოთხრობები (10 წლიდან)
6,90 ₾იროდიონ ევდოშვილის საბავშვო მოთხრობებს დღემდე არ დაუკარგავს მიმზიდველობა. ამ სევდიანი და სიკეთით სავსე მოთხრობების წაკითხვისას ხან თვალები აგიცრემლდებათ, ხან რომელიმე ცხოველისა თუ ბავშვის მწარე ხვედრი აგიჩუყებთ გულს, ხან კი პერსონაჟების ერთგულებითა და გონიერებით გაოცდებით.
წიგნში შეტანილია მწერლის ყველა რჩეული საბავშვო მოთხრობა.
ბედნიერი პრინცი (9 წლიდან)
8,90 ₾ხალხური ზღაპრების შეგროვებისა და გამოცემების კვალდაკვალ, მე-19 საუკუნეში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებმა შექმნეს შესანიშნავი ლიტერატურული ზღაპრები. მათ შორისაა ოსკარ უაილდის ზღაპრები, რომლებშიც ის მაღალმხატვრული ენით გვიხატავს სამყაროს სურათსა და ადამიანის შინაგანი განცდების მშვენიერებასა თუ სიღატაკეს. გვასწავლის, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს; რომ ცხოვრება ჩვენი საქციელის შესაბამისად გვექცევა; რომ ურთიერთთანაგრძნობის გარეშე, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით, ჩვენს სულებს კარგი არაფერი დაემართება;
წერილები დაჩის (13 წლიდან)
9,90 ₾ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის“ ეპისტოლური ჟანრის კრებულია. როგორც ავტორი შესავალ ნაწილში აღნიშნავს, მსგავსი შინაარსის ნაწარმოებები არაერთ დიდ მწერალს შეუქმნია, მაგრამ იმ „წინა კაცებმა“ თავიანთი ბილიკები და გზები გაჭრეს, ჩვენ კი „ჩვენს გზას ვეძებთ, ჩვენს ბილიკს ვიკაფავთ და ჩვენი გასასვლელი უნდა ვიპოვოთ“. წერილების ადრესატი თითქოს მწერლის ვაჟი დაჩია, მაგრამ ნოველების სახით დაწერილი ბარათები სცდება ერთი კონკრეტული პიროვნების საზღვრებს და არა მარტო ახალგაზრდა თაობის, არამედ ყველა ასაკის მკითხველს მოიაზრებს.
365 სავარჯიშო ქართულ ენაში
13,90 ₾ეს წიგნი იმ ბავშვებისთვისაა, რომლებმაც წერა-კითხვა უკვე ისწავლეს და ამ ცოდნის განმტკიცება სჭირდებათ. წიგნში მოცემულია მრავალფეროვანი სავარჯიშოები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის: კროსვორდები, ასოების ცხრილში სიტყვების ამოცნობა, ნახატების გაფერადება, შესაბამისი წინადადებების დაწერა, ერთნაირი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების ამოცნობა და ერთმანეთთან დაკავშირება, ტექსტების გააზრება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა, გამოტოვებული ასოების ჩაწერა, სიტყვების გამოცნობა, ბგერითი შედენილობით ერთნაირი სიტყვების გააზრება და სხვადასხვა კონტექსტში სწორად გამოყენება, მხოლობით რიცხვში მოცემული სიტყვების მრავლობით რიცხვში გადაყვანა და პირიქით, არასწორად მოცემული წინადადებების გააზრება და გასწორება და სხვ.
„365 სავარჯიშო ქართულ ენაში“ ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და შემდეგი უნარების განვითარებას:
ნატიფი მოტორიკა
მეტყველება
წარმოსახვა
ყურადღება
აზროვნება
მეხსიერება
პანი
12,90 ₾ხანგრძლივი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე კლასიკოსი მწერალი ადამიანის ცნობიერების ასპექტებს იკვლევდა. კნუტ ჰამსუნმა პირველმა გამოიყენა შინაგანი მონოლოგისა და ცნობიერების ნაკადის ტექნიკები, რითაც საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიურ და მოდერნისტულ პროზას, რომლის დადასტურებაცაა ეს რომანი. დიდერიკისა და იზელინის მსგავსად, მწერალმა შექმნა თავისი მითოლოგია, რომლის დახმარებითაც მთავარი პერსონაჟი თავისი ნაკლის გაცნობიერებას ცდილობს. პანი რთული ამოცანაა, რომლის ამოხსნაც ყველას როდი შეუძლია.