წიგნების კატალოგი
მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება
22,95 ₾საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსის, დაჩა მარაინის შემოქმედება მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. თავად მარაინი მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატია, 2014 წელს კი ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი.
“მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება” მეთვრამეტე საუკუნის იტალიის მასკულინურ საზოგადოებაში ქალის აუტანელ ყოფას ასახავს. რომანი ნახევრად ავტობიოგრაფიულია. მთავარი პერსონაჟი იტალიელი დიდგვაროვანი ქალია, რომლის დრამატული ცხოვრების ფონზე მეთვრამეტე საუკუნის იტალიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ყოფის მრავალფეროვანი პანორამა იშლება.
ეს არის ამბავი ქალზე, რომელიც სოციალური აკრძალვებისა და ტაბუების პირობებში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობს; რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს.
დაჩა მარაინი მარიანა უკრიას სახით ქალის დაუვიწყარ პროტოტიპს ქმნის – ინტელექტუალურს, მგრძნობიარეს, შეუპოვარს, დაუნდობლად გულწრფელსა და მებრძოლს, რომელიც მისჯილ სიჩუმეშიც კი პოულობს საკუთარ ხმას და ძალას, თავისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. მარიანა უკრია განსახიერებაა ყველა იმ ქალისა, რომლებიც წარსულში ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, დიდი ძალისხმევითა და შეუპოვრობით კი ცხოვრების გაგრძელება მოახერხეს.
ბაუმგარტნერი
16,95 ₾რატომ ვეჭიდებით სიყვარულს მაშინაც კი, როცა მასთან დაკავშირებული თითოეული მოგონება შესაძლოა, გამანადგურებელი აღმოჩნდეს?
71 წლის ბაუმგარტნერი, ფენომენოლოგი, ფილოსოფიის ლექტორი და მწერალი, 9 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულ მეუღლეს გლოვობს, დარდს კი ხან ანას საცვლების გადალაგება-გადმოლაგებით, ხანაც მისთვის უხამსი წერილების წერით უმკლავდება. ტკივილი ყოველ დღე, სხვადასხვა ფორმით ახსენებს თავს, თუმცა, თავად კარგად იცის, მისგან გაქცევა სიცოცხლეზე უარის თქმას რომ ნიშნავს.
ჩვენი დროის უდიდესი ამერიკელი პროზაიკოსის, პოლ ოსტერის, ბოლო რომანი “ბაუმგარტნერი” სიყვარულის, გლოვისა და მეხსიერების მრავალ განზომილებაზე გვიამბობს – ეს არის ამბავი გაუჩინარებაზე, მელანქოლიაზე, სევდასა და ერთ დარდისგან შეშლილ კაცზე.
ყინულის სასახლე
16,95 ₾ნორვეგიელი ავტორის, თარიაი ვესოსის რომანი “ყინულის სასახლე” პოეტური პროზის უნიკალური ნიმუშია.
რომანში ორი მეგობრის, სისისა და უნის ამბავია მოთხრობილი. ამ ორმა ახალგაზრდა გოგონამ მხოლოდ ერთი საღამო გაატარეს ერთად, თუმცა ერთმა ხანმოკლე საღამომ ორივეს ცხოვრება თავდაყირა დააყენა… ხოლო როდესაც სისი აღმოაჩენს, რომ უნი უეცრად უკვალოდ გაქრა, მის ცხოვრებაში აქამდე უცნობი, ტკივილისმაგვარი გრძნობა ისადგურებს.
„ყინულის სასახლე“ პოეტურად მოთხრობილი, ამაღელვებელი ამბავია მარტოობაზე, ბავშვურ საიდუმლოებებზე და იმ უხილავ ძაფზე, რომელიც ადამიანსა და ბუნებას ერთმანეთთან აკავშირებს.
ნიჭიერი მისტერ რიპლი
22,95 ₾ნიუ-იორკის თავბრუდამხვევ სამყაროში ახლად აღმოჩენილი მომხიბვლელი და ამბიციური ტომ რიპლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ტომს მდიდარი ოჯახი იტალიაში გაგზავნის. მისი მთავარი მისიაა, ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე, უდარდელი, მომნუსხველი და თავზეხელაღებული დიკი გრინლიფი შინ დააბრუნოს.
იტალიიის პეიზაჟებითა და დიკის ცხოვრებით თავბრუდახვეული ტომისთვის, ერთი შეხედვით, უწყინარი აღფრთოვანება მალე მომაკვდინებელ აკვიატებად იქცევა. სასოწარკვეთილი და, ამავე დროს, გონებამახვილი, ტომ რიპლი თავის დასამკვიდრებლად ნებისმიერ ფასს გადაიხდის, მაშინაც კი, თუ საწადლის მისაღებად მკვლელობის ჩადენა მოუწევს.
“ნიჭიერი მისტერ რიპლი” – ეს არის რომანი შიშზე, მანიპულაციაზე, ტყუილზე, მომაკვდინებელ ამბიციებსა და აკრძალულ ვნებაზე. პატრიშია ჰაისმითი მკითხველს თავსატეხს უჩენს, ამოხსნას პერსონაჟი, რომელიც არასდროსაა ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს.
ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ
29,95 ₾რიჩარდ ფლენეგანის რიგით მეექვსე, ბუკერის პრემიის მფლობელი რომანი “ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ” მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის ფონზე დრამატულ სასიყვარულო ამბავს გვიყვება. ავსტრალიელი ექიმი, დორიგო ევანსი ავსტრალიელი ჯარისკაცების სამხედრო მეთაურია. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს ბირმასა და ტაილანდს შორის რკინიგზა გაჰყავდათ. მტანჯველი შრომის პარალელურად კი მთავარი გმირის დამაინტრიგებელი სასიყვარულო ისტორია იშლება. დორიგო ევანსს ბიძამისის ახალგაზრდა ცოლთან გაბმული რომანის მოგონებები არ ასვანებს. ერთ დღესაც ექიმი წერილს მიიღეებს, რის შემდეგაც ყველაფერი იცვლება.
“ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ” არის ამბავი ბედისწერაზე, მეხსიერებაზე, სიყვარულსა და დანაკარგზე.
მკვლელი მწერლები
19,95 ₾მწერალი და მკვლელი თითქოს ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებები უნდა იყოს, თუმცა ლიტერატურის ისტორიას კარგად ახსოვს მწერლები, რომლებსაც კალმის ნაცვლად იარაღი ხელში არაერთხელ აუღიათ.
შოთა იათაშვილი დოკუმენტური ჰორორის ჟანრში დუელიანტების, სამხედრო დამნაშავეებისა და შურისმაძიებლების, მძარცველებისა და თაღლითების, მანიაკებისა და კანიბალების, შემდგარი და ვერშემდგარი მკვლელების შესახებ მოგვითხრობს.
“მკვლელი მწერლები” ერთდროულად დოკუმენტური ანთოლოგიაცაა და ინტელექტუალური პროვოკაციაც – ხელოვნების, შემოქმედებითობის ყველაზე ბნელ კუნჭულებში შეჭყიტვის მეტად წარმატებული მცდელობა.
ვესტიმენტარული მოდა პოსტსაბჭოთა საქართველოში
50,00 ₾ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოდა როგორც რთული სოციალურ-კულტურული ფენომენი არ არის სათანადოთ შესწავლილი. ჩემი წიგნი ამ პრობლემის შევსებაზეა მიმართული – მოდის თეორიის ზოგად კონტექსტში მოცემულია ქართული პოსტსაბჭოთა მოდის პრაქტიკების სხვადასხვა ასპექტების ანალიზის მცდელობა.
პირველად, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, განიხილება მოდის თეორია როგორც ინტერდისციპლინარული სფერო.
წარმოდგენილია : პოსტსაბჭოთა ქართული მოდური პროცესის განვითარება იდენტურობისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის, აგრეთვე ინდივიდუალობის გამოხატვის კონტექსტში – მოდის თეორია, საბჭოთა მოდა, Casual, მოდის ლიბერალიზაცია, სუბკულტურული კოდი ტანსაცმელში, სტრატიფიკაცია, მოდური კოდი ტანსაცმელში, მომხმარებლობა, Fashion-ბიზნესი, დიზაინ-განათლება) ; ქართული მოდის ბაზარი მისი ძირითადი პრობლემების კონტექსტში, როგორც მოვლენა, რომელიც იმყოფება ჩამოყალიბების სტადიაში თავისი სპეციფიკური კანონზომიერებებით, მოცემულია რეკომენდაციები ; წარმოდგენილია პოსტსაბჭოთა ქართული დიზაინერული განათლების ავტორისეული კონცეფციის ჩამოყალიბების პირველი მცდელობა (2013 წლიდან)
იოსები და ძმანი მისნი
49,95 ₾თომას მანმა 1926 წელს მეტად გაბედული „გონებისმიერი ექსპერიმენტი“ წამოიწყო. მან
გადაწყვიტა, იოსებ ეგვიპტელზე არსებული ბიბლიური ლეგენდის საფუძველზე შეექმნა
რომანების ციკლი – „იოსები და ძმანი მისნი“.
ეს რომანი-ტეტრალოგია, რომელსაც თომას მანი თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა,
მწერლის შემოქმედებაში ყველაზე ვრცელი ტექსტია. ალბათ, უპირველესად, მანის სწორედ ამ
ნაწარმოებს გულისხმობდა ენაკვიმატი ბერტოლდ ბრეხტი, როცა ირონიული ღიმილით
აცხადებდა: „ყოველთვის მიყვარდა მისი მოკლე მოთხრობებიო“.
თომას მანმა განავრცო და ხელახლა გადმოსცა იოსების ამბავი, რისთვისაც მის ხელთ
არსებული ყველა თანამედროვე ლიტერატურული საშუალება მოიშველია – „იდეური არსენალიდან
თხრობის ტექნიკამდე“. რაც მთავარია, ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის ზეობის ხანაში
სამშობლოდან გადახვეწილმა გერმანელმა მწერალმა მკითხველი „წარსულის“ უძირო „ჭაში“
ჩაახედა და ანტისემიტიზმის შხამით მოწამლულ თანამემამულეებს უძველეს იუდეურ
ტრადიციასთან დაკავშირებული ბიბლიური ამბავი ახლებურად წააკითხა. ამიტომაც მანს
განსაკუთრებით სწორედ ის ესახელებოდა, რომ ამ ნაწარმოებით „ფაშიზმს მითოსი ხელიდან“
გააგდებინა: მან ხომ რასობრივი უპირატესობის ბოდვითი იდეების ბრბოსათვის შეთითხნილ
ფაშისტურ მითს „იუდეველთა სულიერ სამყაროზე“ დაწერილი რომანი დაუპირისპირა. ალბათ
დიდწილად ამანაც განაპირობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელში თომას მანის
დამსახურების უპირობოდ აღიარება.
გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ
პერიოდში, მანის რომანში გაცოცხლებული ძველაღთქმისეული ლეგენდები მკითხველთა
მომდევნო თაობებისთვის ერთგვარი დროითი ხიდი გამოდგა უხსოვარ წარსულსა და მომავალს
შორის; თავად ავტორის თქმით, ტექსტში „წინა პლანზე გადმოინაცვლებს დაინტერესება
ტიპური, მარადსაკაცობრიო, მარადგანმეორებადი, დროის მიღმა არსებული მოვლენებით, ერთი
სიტყვით, მითოსური ამბებით“. აქ მსოფლიოს ყველა მითოლოგია: ებრაული, ბაბილონური, ეგ-
ვიპტური თუ ბერძნული – ერთ „ჭრელ გორგლადაა დაგრაგნილი“. ასე აღმოჩნდება თანამედროვე
მკითხველი არქაულ მითოსთან, როგორც ცხოვრების თავდაპირველ ნიმუშთან და ფორმასთან,
დროის მიღმა არსებულ სქემასთან და ძველთაგანვე დადგენილ ფორმულასთან გაშინაურებული.
თეთრი ღამეები
24,95 ₾ურშულა ჰონეკის ეს ორიგინალური, ცალკეული მოთხრობებისგან შემდგარი რომანი, რომელიც პრესტიჟული პრემიის, „კონრადის“ ლაურეატი გახდა, პოლონეთის ერთ-ერთი განაპირა პროვინციის ბინადარ ადამიანებზე მოგვითხრობს – სინათლისა და სიბნელის გზაგასაყარზე მცხოვრებ, ჩუმ, შეუმჩნეველ ადამიანებზე, რომელთაც, ავტორისავე სიტყვებითვე რომ ვთქვათ, არასოდეს მისცემიათ საკუთარ ხვედრზე ლაპარაკის შესაძლებლობა.
მწერალი ფრთხილად, სულიერი სიფაქიზითა და სინაზით უახლოვდება თავის გმირებს, თანაგრძნობით აკვირდება მათ ყოფას, სულით ხორცამდე ითავისებს ამ ადამიანთა ერთი შეხედვით უინტერესო, მოსაწყენ ყოველდღიურობას და ბევრ ისეთ რამეს ხედავს და განიცდის, რაც სხვებისთვის უხილავი და შეუმჩნეველი რჩება. ისინიც, თითქოს მისი ჩუმი თანაგრძნობით მოხიბლულნი, დაუფარავად უზიარებენ გულისნადებს, სხვისთვის, ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც, გაუმხელელ სურვილს, ოცნებას, სასოწარკვეთას, შიშსა და ტკივილს.
წიგნში შესული თითოეული მოთხრობა მარტოხელა ადამიანთა ან ოჯახების ცხოვრებაში მცირე ხნით შეღებული კარია, რომელსაც, ალბათ, თავიდანვე აჯობებს, გვერდი აუარო (ცხადია, თუ ამას მოახერხებ), მაგრამ თუ სულმა წაგძლია და ერთხელ მაინც შეიჭყიტე შიგნით, იქაურ გარემოს თვალს ვეღარ მოწყვეტ და ნანახის დავიწყებაც გაგიჭირდება.
ლიტერატურას აქვს უდიდესი უნარი იმისა, რომ სასტიკ რეალობაშიც სილამაზე გაპოვნინოს. ურშულა ჰონეკის ეს კრებული სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია.
პოლკოვნიკს არავის სწერს
24,95 ₾დაიბადა 1927 წლის 6 მარტს, კოლუმბიის პატარა სოფელ არაკატაკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, სადაც დედის მშობლებმა გაზარდეს. 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, თავისი პირველი მოთხრობა „მესამედ შეგუება“, 20 წლის ასაკში დაწერა, მომდევნო წელს კი ჟურნალისტობას მიჰყო ხელი და „საბეჭდი მანქანის ხიბლით მოჯადოებული“, ნახევარი საუკუნე ემსახურა ამ ორ პროფესიას. მისი პირველი რომანი „ფოთოლცვენა“ 1955 წელს დაიბეჭდა. დეკადის ბოლო წლები მან ჟურნალისტის რანგში, პარიზში, რომში, კარაკასში ბარანკიიაში, ბოგოტაში, ჰავანასა და ნიუ იორკში გაატარა, სანამ, 1961 წელს, მეხიკოში არ ჩაუშვა ღუზა, რომელიც მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იქცა.
იმ წლებში გამოაქვეყნა „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ და მოთხრობების კრებული „მამა გრანდეს დაკრძალვა“. გაჭირვების წლებისა და სამსახურებრივი პრობლემების შემდეგ, „მარტოობის ასმა წელიწადმა“ (1967) მსოფლიო აღიარება მოუტანა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. თხრობის მისეულმა მანერამ მარკესი მილიონობით ადამიანის საყვარელ მწერლად აქცია. 1975სა და 1985 წლებს შორის მან გამოაქვეყნა „პატრიარქის შემოდგომა“, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ და „სიყვარული ჟამიანობის დროს“. სამი რომანი, რომელთა სიუჟეტები დიდი ხნით ადრე მოიხარშა მის გონებაში. პუბლიცისტური ნაწარმოებებიდან გამორჩეულია „საზღვაო კატასტროფაში მოყოლილი კაცის ნაამბობი“. მისი სხვა სტატიები პუბლიცისტურ ხუთტომეულშია თავმოყრილი. ორმოცდაერთი მოთხრობა, რომელიც მან ოთხ წიგნში მოაქცია, ახლა ერთ გამოცემაშია შესული სათაურით „ყველა მოთხრობა“. 2002 წელს მწერალმა მოგონებების პირველი წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „იცხოვრო, რომ მოჰყვე“. მაგიური რეალიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ამტკიცებდა ჩემს ნაწარმოებებში ერთი სტრიქონიც არ არის რეალური ამბავი რომ არ ედოს საფუძვლადო. გარსია მარკესი 2014 წლის 17 აპრილს გარდაიცვალა მეხიკოში.
კაიროსი
29,95 ₾ჯენი ერპენბეკის „კაიროსი“, ერთი მხრივ, პოეტური ენით დაწერილი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც სქესის, ასაკობრივ თუ კლასობრივ კავშირებს იკვლევს. ამავე დროს სიყვარულის ბნელი მხარეების წარმოჩენასაც არ უშინდება და ძალაუფლების, თანადამოკიდებულების, ეროსის შრეებს საოცარი სიზუსტითა და სიმამაცით აშუქებს.
რომანი ერთი ქვეყნის, მისი იდეოლოგიის და ამ იდეოლოგიაში მცხოვრები განწირული საზოგა დოების ფაქიზ და მკაფიო ანალიზს გვთავაზობს. სრულიად განსხვავებული პერსპექტივით მოგვითხრობს ბოლო პერიოდის აღმოსავლეთ
გერმანიის (გდრ) შესახებ. დიდი ოსტატობით გვიყვება იმაზე, თუ რაოდენ პოლიტიკურია ყველაფერი, რასაც ჩვენ პირადს ვეძახით და როგორ წამლავს ტყუილზე, ძალაუფლების შენარჩუნებასა და ადამიანების კონტროლზე დაფუძნებული რეჟიმი ყველაზე სანატრელს და ძვირფასს, რაც ჩვენ, ადამიანებს, გვაბადია:სიყვარულს.
ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევა და მასთან გამკლავების გზები
24,95 ₾წიგნი მოიცავს ინფორმაციას ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევისა და წერა-კითხვის ათვისებისათვის აუცილებელი ბაზისური უნარების შესახებ. მოცემულია პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც აღნიშნულ უნარებში გავარჯიშებას უწყობს ხელს; წარმოდგენილია უშუალოდ წერისა და კითხვის ათვისებისა და ავტომატიზებისათვის არსებული ეფექტური სტრატეგიები. წიგნი განკუთვნილია, პირველ რიგში, იმ ბავშვებისთვის, ვისაც აქვს დისლექსია, ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევა, ასევე, მათი მშობლებისა და პედაგოგებისათვის, რადგან მოცემული სავარჯიშოებისა და სტრატეგიების დახმარებით ისინი შეძლებენ უფრო კომფორტული და სახალისო გახადონ წერა-კითხვის ათვისების პროცესი ბავშვებისათვის, დაეხმარონ მათ ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში, რომელთა საშუალებითაც ისინი კონკრეტული სუსტი მხარეების კომპენსირებას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ წიგნში შეტანილი სავარჯიშოები სასარგებლო იქნება არა მხოლოდ დისლექსიისა და ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის, არამედ ყველასთვის, ვინც იწყებს წერა-კითხვას.
ჩემი პირველი ორენოვანი წიგნი
22,90 ₾„ჩემი პირველი ორენოვანი წიგნის“ დახმარებით ბავშვები გაიმდიდრებენ ლექსიკას და აღმოაჩენენ უცხო ენას! ქართულად და ინგლისურად შეისწავლიან პირველ სიტყვებს – ცხოველებს, ფრინველებს, რიცხვებს, ფერებს, ფორმებს, ტრანსპორტსა და საპირისპირო ცნებებს. ლამაზი ილუსტრაციებით გაფორმებული, ამ დიდი ზომის წიგნის გამოყენება პლაკატადაც შესაძლებელია. ის მცირე ასაკიდანვე ავითარებს სწავლის სიყვარულს, ვიზუალურ აღქმას, წარმოსახვას და ხელს უწყობს ენობრივ-გონებრივ განვითარებასა და ადრეული კითხვის უნარების ჩამოყალიბებას.
გააფერადე და გაერთე – მანდალა არტთერაპია ბავშვებისათვის + სტიკერები
9,90 ₾არტთერაპია ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს. მისი ერთ-ერთი სახეა მანდალათერაპია, რომელიც სათავეს იღებს ინდუისტურ-ბუდისტური რელიგიური ტრადიციებიდან და მას „წმინდა ხელოვნებად“ მიიჩნევენ. მეცნიერულად დადგენილია, რომ არტთერაპია ბავშვს ხელს უწყობს: ნატიფი სამუშაოს შესრულებისა და გაფერადების პროცესში მიაღწიოს სიმშვიდეს და დაძლიოს სტრესი; გარკვეული ფორმებისა და ფერების საშუალებით გამოხატოს საკუთარი თავი; გაიუმჯობესოს ყურადღების კონცენტრაცია და დაკვირვების უნარი; განივითაროს ნებისყოფა, ხელისა და თვალის კოორდინაცია; განივითაროს გემოვნება, ხატოვანი აზროვნება და მეხსიერება.