წიგნების კატალოგი
დეტექტივობანა ამოხსენი თავსატეხები, გამოიძიე დანაშაული
8,90 ₾ყურადღება, ყურადღება!
ცნობილი დეტექტივი დამხმარეს ეძებს, რომელიც მასთან ერთად დანაშაულებს გამოიძიებს. თავსატეხების ამოხსნა თუ გეხერხება, მაშინ საუკეთესო კანდიდატი ხარ! შენ ნამდვილად შეძლებ დეტექტივის დახმარებას და 60 საიდუმლო დანაშაულის გამოძიებას.
აბა, მზად ხარ იპოვო დამნაშავეები?
მოიმარჯვე ფანქარი, წინ უამრავი გამოსაძიებელი საქმე გელოდება!
1Q84
44,90 ₾თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის სამნაწილიანი რომანი „1Q84“ 2009-2010 წლებში გამოვიდა იაპონურ ენაზე და მაშინვე მსოფლიო სენსაციად იქცა: სასიყვარულო თავგადასავლის, მისტიკის, ფენტეზის უცნაური ნაზავი, ასევე უცნაურად დაკავშირებული ჯორჯ ორუელის „1984“-თან, გამოსვლიდან ერთ თვეში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ქალაქი ტოკიო, 1984 წელი…
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ახალგაზრდა მწერალი-რედაქტორი ტენგო კავანა და სპორტული ინსტრუქტორი აომამე, 1984-დან 1Q84-ში მოხვდებიან – დროში, სადაც ორუელისეული „დიდი ძმა“ ყოველთვის ახერხებს თვალთვალს და თავისი „გრძელი ხელებით“ ყველგან სწვდება…
როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებენ თუ არა პერსონაჟები შიშითა და ხიფათით სავსე სამყაროდან თავის დაღწევას, ამას მკითხველი ტრილოგიის ბოლოს შეიტყობს.
სვანის მხარეს
24,90 ₾მარსელ პრუსტი (1871-1922) მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლადაა აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ მას „ერთი ნაწარმოების ავტორს“ უწოდებენ. ფრანგი მწერალი, რომელიც მოდერნიზმის მამამთავრად, დეკადენტური რომანის ფუძემდებლადაა მიჩნეული, ცნობილი გახდა შვიდი რომანისგან შემდგარი ციკლით – „დაკარგული დროის ძიებაში“. „სვანის მხარეს“ ამ ციკლის პირველი წიგნია.
მაღალი წრის შეძლებულ ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი მწერლის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მომხდარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა საფრანგეთის ისტორიაში. ფრანგული არისტოკრატიის ზეგავლენის შესუსტება და საშუალო კლასის მომძლავრება შემდგომ მის შემოქმედებაშიც აისახა. „დაკარგული დროის ძიებაში“ მარსელ პრუსტის რეალური ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული, გონებაში ღრმად დალექილი შთაბეჭდილებების ნაკრებია. ციკლის პირველ წიგნში მთხრობელი საკუთარ ბავშვობას იხსენებს. ცხრა წლის მარსელი ასთმით დაავადდა და იძულებული გახდა, ზაფხული ილიეში გაეტარებინა. ილიე „დაკარგული დროის ძიებაში“ კომბრედ იქცა. სწორედ იქ მიმდინარეობს რომანის უმთავრესი პერიპეტიები. „სვანის მხარეს“ გარდა მთხრობელის ბავშვობისა, ოჯახის ძველი მეგობრის, მესიე სვანის ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზეც გვიყვება. ღრმად ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური, „იმპრესიონისტული“ ტექსტი, რომელიც მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების ნაცვლად ინტუიციურ წვდომას, სუბიექტურ აღწერას გვთავაზობს, ღრმად იჭრება მკითხველის გონებაში და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
აღსანიშნავია, რომ „სვანის მხარეს“ ქართულად პირველად გამოიცემა – წიგნის გამოსვლიდან (1913 წ.) საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ.
დანიელ ფიფია – ბულათია
14,95 ₾ეს წიგნი გია ხარჩილავას ხსოვნას ეძღვნება. ისიც, როგორც დანიელ ფიფია, იყო წალენჯიხიდან და მთელი თავისი საქმიანობით რუსულ ტოტალიტარიზმს ებრძოდა. მან ერთადერთმა გაიმარჯვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, იყო არჩეული მერი და ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში შექმნა უნიკალური, სამოდელო კოალიციური თვითმმართველობა, სადაც პრიორიტეტად განათლება შეირჩა. ეს გამარჯვება ისტორიაში შევა, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალპარტიული მმართველობის მოდელი.
ამერიკული კომფორტ ფუდი
39,95 ₾რომელი საჭმელი ასოცირდება თქვენთვის ამერიკულ კულინარიასთან? ჩემთვის ეს უპირობოდ ბურგერია. ამით გავიცანი ეს ქვეყანა ჯერ კიდევ საქართველოში მცხოვრებმა. ამერიკელები ყველაზე ხსირად სწორედ ბურგერებს მიირთმევენ. როგორ ამზადებენე, ეგსხვა ამბავია და ამაზე დეტალურად წიგნში წაიკითხავთ. ასევე აღმოაჩენთ სხვა კერძებს, რასაც აქაურები ყოველდღიურად ან დღესასწაულებზე მიირთმევენ,ისტორიებს, თუ როგორც შემოვიდა და საფუძვლიანად დამკვიდრდა ეს კერძები რაციონში. ზოგი კერძო ოდნავ გადახალისებული და გამარტივებულია.