წიგნების კატალოგი
ბედნიერი პრინცი (9 წლიდან)
8,90 ₾ხალხური ზღაპრების შეგროვებისა და გამოცემების კვალდაკვალ, მე-19 საუკუნეში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებმა შექმნეს შესანიშნავი ლიტერატურული ზღაპრები. მათ შორისაა ოსკარ უაილდის ზღაპრები, რომლებშიც ის მაღალმხატვრული ენით გვიხატავს სამყაროს სურათსა და ადამიანის შინაგანი განცდების მშვენიერებასა თუ სიღატაკეს. გვასწავლის, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს; რომ ცხოვრება ჩვენი საქციელის შესაბამისად გვექცევა; რომ ურთიერთთანაგრძნობის გარეშე, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით, ჩვენს სულებს კარგი არაფერი დაემართება;
წერილები დაჩის (13 წლიდან)
9,90 ₾ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის“ ეპისტოლური ჟანრის კრებულია. როგორც ავტორი შესავალ ნაწილში აღნიშნავს, მსგავსი შინაარსის ნაწარმოებები არაერთ დიდ მწერალს შეუქმნია, მაგრამ იმ „წინა კაცებმა“ თავიანთი ბილიკები და გზები გაჭრეს, ჩვენ კი „ჩვენს გზას ვეძებთ, ჩვენს ბილიკს ვიკაფავთ და ჩვენი გასასვლელი უნდა ვიპოვოთ“. წერილების ადრესატი თითქოს მწერლის ვაჟი დაჩია, მაგრამ ნოველების სახით დაწერილი ბარათები სცდება ერთი კონკრეტული პიროვნების საზღვრებს და არა მარტო ახალგაზრდა თაობის, არამედ ყველა ასაკის მკითხველს მოიაზრებს.
365 სავარჯიშო ქართულ ენაში
13,90 ₾ეს წიგნი იმ ბავშვებისთვისაა, რომლებმაც წერა-კითხვა უკვე ისწავლეს და ამ ცოდნის განმტკიცება სჭირდებათ. წიგნში მოცემულია მრავალფეროვანი სავარჯიშოები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის: კროსვორდები, ასოების ცხრილში სიტყვების ამოცნობა, ნახატების გაფერადება, შესაბამისი წინადადებების დაწერა, ერთნაირი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების ამოცნობა და ერთმანეთთან დაკავშირება, ტექსტების გააზრება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა, გამოტოვებული ასოების ჩაწერა, სიტყვების გამოცნობა, ბგერითი შედენილობით ერთნაირი სიტყვების გააზრება და სხვადასხვა კონტექსტში სწორად გამოყენება, მხოლობით რიცხვში მოცემული სიტყვების მრავლობით რიცხვში გადაყვანა და პირიქით, არასწორად მოცემული წინადადებების გააზრება და გასწორება და სხვ.
„365 სავარჯიშო ქართულ ენაში“ ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და შემდეგი უნარების განვითარებას:
ნატიფი მოტორიკა
მეტყველება
წარმოსახვა
ყურადღება
აზროვნება
მეხსიერება
პანი
12,90 ₾ხანგრძლივი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე კლასიკოსი მწერალი ადამიანის ცნობიერების ასპექტებს იკვლევდა. კნუტ ჰამსუნმა პირველმა გამოიყენა შინაგანი მონოლოგისა და ცნობიერების ნაკადის ტექნიკები, რითაც საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიურ და მოდერნისტულ პროზას, რომლის დადასტურებაცაა ეს რომანი. დიდერიკისა და იზელინის მსგავსად, მწერალმა შექმნა თავისი მითოლოგია, რომლის დახმარებითაც მთავარი პერსონაჟი თავისი ნაკლის გაცნობიერებას ცდილობს. პანი რთული ამოცანაა, რომლის ამოხსნაც ყველას როდი შეუძლია.
ჩვენ, ყველანი…
23,30 ₾რომანში მოქმედება ერთ პროვინციულ ქალაქში ხდება, სადაც ყველაფერი ერთი შეხედვით ერთფეროვანია, თუმცა მაინც უზადო სიჭრელით გამოირჩევა. სიუჟეტის მთავარი ხაზი ორი, თითქმის თანადროული ისტორიაა, რომლებსაც უცნაური, მაგრამ მეტად სახასიათო ცხოვრებისეული ჯაჭვები კრავს. ეს არის ორი ისტორია იმაზე, რომ წლობით ნაგროვებ დარდს ბედნიერების წამები აქარწყლებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ხილული თუ უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთთან გადაჯაჭვულები. რომანი „ჩვენ, ყველანი…“ დაგვაფიქრებს საკუთარ არჩევანსა და, რაც მთავარია, ჩვენს ადგილზე საზოგადოებაში.
ფრაგმენტები ბუსთანიდან
11,95 ₾საადი შირაზელი კლასიკური სპარსული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მისი ლირიკული და დიდაქტიკური შემოქმედება ფართოდ არის ცნობილი პოეტის მშობლიურ ირანსა და ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ტკბილმოუბარი საადის (როგორც ირანში უწოდებენ) ორი დიდაქტიკური თხზულება — „ბუსთანი“ და „გოლესთანი“, ასევე მისი მრავალრიცხოვანი ყაზალები, რობაიები და სხვა პოეტური ტექსტები სპარსული ლიტერატურის ოქროს ფონდს განეკუთვნება. განსაკუთრებით პოპულარულია მისი სენტენციები და ერთგვარი აფორიზმები, რომელსაც თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სპარსულ მეტყველებაში. საადის შეგონებანი ირანელი კაცისთვის ჭირსა და ლხინში გამოსაყენებელ ფრაზებად იქცა.
„ბუსთანი“, შუა საუკუნეების სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუშის მსგავსად, საერთო სიუჟეტით შეკრული ერთი მთლიანი თხზულება კი არ არის, არამედ სხვადასხვა საკითხთა შესახებ შექმნილ იგავთა ერთიანობაა. როგორც წესი, ყოველი თავის დასაწყისში ავტორი მსჯელობს რომელიმე საკითხის შესახებ, ხოლო შემდეგ მოჰყავს მასთან დაკავშირებული იგავები.
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილი რჩეული იგავები ამოკრებილია „ბუსთანის“ რამდენიმე კარიდან. საადის შეგონებათა დიდ ნაწილს, ჟამთასვლის მიუხედავად, ყავლი არ
გასვლია. როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების აღმოსავლეთში საადის პოემა ხელიდან ხელში გადადიოდა და მასზე თაობები იზრდებოდა. ასწლეულთა მიუხედავად, „ბუსთანს“ არც თანამედროვე ეპოქაში მოჰკლებია მკითხველი.
კოქტეილის წვეულება
18,95 ₾ტ. ს. ელიოტის „კოქტეილის წვეულება“ 1948 წელს დაიწერა, 1949 წელს ედინბურგის ფესტივალზე დაიდგა და 1950 წელს გამოქვეყნდა. პიესა მე-20 საუკუნის დრამატურგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს, სადაც სალონური კომედიის მსუბუქი და თითქოს შემთხვევითი ფორმა თანდათანობით ღრმა სულიერ და ფილოსოფიურ კვლევად გარდაიქმნება. „კოქტეილის წვეულება“ იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც ელიოტის მიზანი პოეტური დრამის აღდგენა და კულტურულ სივრცეში ქრისტიანული აზროვნების დაბრუნება იყო. 1949 წელს წაკითხულ ლექციაში ტ. ს. ელიოტმა დაადასტურა, რომ პიესის ცენტრალური სიუჟეტური მოტივი – ქალი, რომელიც ქმრის გადასარჩენად სიკვდილს თანხმდება, – ევრიპიდეს ტრაგედიას, „ალკესტისს“, ეფუძნება.
მარანი ქვევრი ღვინო
79,90 ₾ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს მოსახლეობის იმ კატეგორიისათვის, რომელიც მისდევს, ან უბრალოდ, აფასებს ღვინის ქართულად დაყენების საქმეს.
ამბავს გეტყვი
100,00 ₾თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებას არაერთი შესანიშნავი არტისტი ჰყავს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნანა ყაულაშვილია. ამ შემოქმედმა საკუთარი ხელოვნება იმ ჯადოსნურ სამყაროდ აქცია, რომელში მოგზაურობაც ყველა ასაკის ადმიანს ხიბლავს. მისი თოჯინები უსულო ფიგურები არ არიან, ისინი მხატვრის შემოქმედებითი სულისკვეთების პატარა ნაპერწკალებს ატარებენ და ამიტომაც მათ გამოხედვაში, გრაციოზულ მოძრაობასა თუ ფერად ტანსაცმელში სიცოცხლე აშკარად იგრძნობა. წიგნი, მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.
პოლიტიკური გაკვეთილები
17,00 ₾წიგნი წარმოადგენს ანალიტიკურ-მხატვრულ ნაშრომს, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენებზე — 1989 წლის 9 აპრილიდან 2012 წლის ჩათვლით. ნაშრომი ავტობიოგრაფიული ელემენტებით აღწერს ეროვნულ მოძრაობას, 90-იანი წლების რთულ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს, სტუდენტურ აქტივიზმს, ვარდების რევოლუციას, აგვისტოს ომს და იმ პროცესებს, რომლებმაც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია.
წიგნში ასევე განხილულია სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკური ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკის გავლენა პატარა სახელმწიფოზე.
ავტორი — ირაკლი მეგრელიშვილი არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ორი აკადემიური წიგნის ავტორი.
რას გვიამბობს სახლი
Original price was: 55,00 ₾.36,00 ₾Current price is: 36,00 ₾.ამბობენ, რომ ადამიანები ჰგვანან თავიანთ სახლებს და პირიქით, სახლები ემსგავსებიან ადამიანებს, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ.
ეს წიგნი ადამიანებსა და მათ დიდ და პატარა საქმეებზეა, სიყვარულსა და ზრუნვაზე, სიხარულსა და ტკივილზე, რომელიც ადამიანების ცხოვრებას და მათი სახლის მაღალჭერს ავსებდა და ავსებს.
ეს წიგნი შენს ქვეყანაზეა, შენს სახლზე, რომელმაც ბევრი რთული და ნათელი დღე გადაიტანა, კიდევ გადაიტანს, მაგრამ ყოველთვის გადარჩება თავისი ადამიანების წყალობით.
ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის
ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი
10,00 ₾რატომ იტყუებიან და ატყუებენ თავს ადამიანები მაშინაც კი როცა ეს არ მათ ვნებთ? ეს შეკითხვა „ქაჯები, პატრიარქები და ერთი წიგნი“-ს ერთ-ერთი მთავარი გამოცანაა. ამ უცნაური სათაურის მქონე წიგნის პერსონაჟები ქაჯეთის მაცხოვრებლები არიან, სადაც სიცრუით ქვეყნის მართვა, რელიგიური ფარისევლობა და სიმართლისგან დაცლილი ურთიერთობები ყოველდღიური მოცემულობაა. წიგნი დენთის კასრივით ასაფეთქებლად გამზადებულ გარემოში მოხვედრილი ადამიანების საბედისწერო და ხიფათიან თავგადასავალს მოგვითხრობს.
ჩემი ფეხბურთი
100,00 ₾„ჩემი ფეხბურთი“ — ცნობილი ფოტოჟურნალისტის, ვარლამ (ვალიკო) გენგიურის არქივიდან შერჩეული კადრებია. მისი, როგორც ქართველი ფოტოხელოვანის, პროფესიული ბიოგრაფია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი 1961 წლიდან მუშაობს პრესაში და XX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრების ფოტომემატიანეა.
ალბომში თავმოყრილია ვარლამ გენგიურის თბილისის „დინამოსა“ და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული დაახლოებით 300 უნიკალური საავტორო ფოტო. წიგნს ახლავს ტექსტები — ავტორის ბიოგრაფია, შემოქმედების მიმოხილვა, კოლეგების მოგონებები.
წიგნი-ალბომი „ჩემი ფეხბურთი“ ინახავს სტადიონის ხმაურს, ემოციებსა და ეპოქის განწყობას — ესაა სპორტის, ფოტოგრაფიისა და მეხსიერების ისტორია, რომლის ნახვა ნებისმიერ ადამიანს გაახარებს, ვისაც უყვარს ფეხბურთი, ფოტოხელოვნება, ქართული სპორტი და კულტურა.
საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
133,00 ₾საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – კახეთი
ლაიბნიცის ფილოსოფია
30,00 ₾ბერტრან რასელის „ლაიბნიცის ფილოსოფიის კრიტიკული ექსპოზიცია“ (1900) წარმოადგენს ლაიბნიცის ფილოსოფიის ორიგინალურ-კრიტიკულ ინტერპრეტაციას.
ამ წიგნის გამოჩენამდე დამკვიდრებული აზრის საწინააღმდეგოდ, ლაიბნიცის ფილოსოფია მასში წარმოდგენილია როგორ ლოგიკურად ორგანიზებული და პრინციპულად ერთიანი პროექტი. იმ კრიტიკის მიუხედავად, რაც რასელის ამ კვლევას მოჰყვა, დღემდე ფართოდ არის აღიარებული, რომ სწორედ ამ ნაშრომმა შეუწყო ხელი ლაიბნიცის როგორც ნაწილობრივ მივიწყებული და არასათანადოდ შეფასებული მოაზროვნის შემდგომ რეცეფციას; მის არჩევას არა მხოლოდ ახალი დროის ფილოსოფიის მნიშვნელოვან წარმომადგენლად, არამედ დასავლური ფილოსოფიის ისტორიის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად.
აბსოლუტური სიკეთის პირობები
30,00 ₾თქვენს წინაშეა გამოჩენილი რუსი ფილოსოფოსის, ინტუიტივიზმისა და პერსონალისტური ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენლის, ნიკოლაი ლოსკის „აბსოლუტური სიკეთის პირობები“ (პარიზი, 1949), რომელიც ეძღვნება, მისივე თქმით, „ქრისტიანული ეთიკის სისტემას“.
პროკლეს მეტაფიზიკური სისტემის იდეური რეცეფცია და ტრანსფორმაცია
30,00 ₾წინამდებარე მონოგრაფიაში გამოკვლეულია პროკლეს მეტაფიზიკური სისტემის იდეური რეცეფცია და ტრანსფორმაცია დამასკიოსა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელთან. დღემდე არც ქართულ და არც საერთაშორისო მეცნიერებაში არ არსებობდა კვლევა, რომელიც ამ პროცესს ერთიანად გაანალიზებდა.
მოცემული ნაშრომი, მათ შორის, აღნიშნული დანაკლისის შევსებას ესწრაფვის.
ნაშრომს ასევე თან ახლავს დანართი, რომელშიც განთავსებულია 600 -ზე მეტი ბერძნული და ლათინურენოვანი ციტატა ზუსტი ქართული თარგმანებითურთ.
ბეთლემის შეშლილები
19,95 ₾თანამედროვე პალესტინელი მწერლისა და ჟურნალისტის, ოსამა ალ-ისას, რომანი “ბეთლემის შეშლილები” პირველად 2013 წელს გამოიცა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ, ისე დასავლურ ლიტერატურულ წრეებში. რომანმა 2015 წელს შეიხ ზეიდის წიგნის პრემია მოიპოვა – არაბულ ლიტერატურულ სამყაროში პრესტიჟული ჯილდო.
წიგნი აერთიანებს ავტორის მიერ შეკრებილ და გადმოცემულ, ადგილობრივთა მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალ, რამდენიმესაუკუნოვან ნარატივებს – რელიგიურ გადმოცემებსა და ლეგენდებს – “შეშლილთა” უცნაურ ისტორიებს ზოგჯერ ანეკდოტების, ზოგჯერ კი შიშისმომგვრელი, მისტიკური თქმულებების სახით; ეგზოტიკურ ამბებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების შესახებ – პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, მმართველები, ისტორიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები თუ სულაც რიგითი პალესტინელები, რომლებთანაც ავტორს მეგობრობა, ნათესაობა ან მეზობლობა აკავშირებს…
რომანის მთავარი იდეა სიგიჟის, როგორც ცნობიერების ერთ-ერთი ფორმის, წინ წამოწევაა. აქ შეშლილები ხშირად ისეთ ადევს, მათი სიგიჟე ერთგვარი სიმართლის მეტაფორაა – საზოგადოების კრიტიკისთვის გამიზნული, ისევე როგორც ბეთლემი – დაკარგული მშვიდობის სიმბოლო.
მკითხველს წიგნი თვალნათლივ წარმოუდგენს პალესტინის და პალესტინელი ხალხის მიერ გადატანილ პოლიტიკურ ქარტეხილებს ოსმალეთის იმპერიის დროიდან ოსლოს შეთანხმების შემდგომ, 2012 წლამდე – იმ დრომდე, როცა ავტორმა რომანის წერა დაასრულა.
ქვიდან ნაჟური სისხლი
19,95 ₾მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე
იბრაჰიმ ალ-ქუნი ლიბიელი არაბულენოვანი მწერალია. მან ბავშვობა უდაბნოში გაატარა, ასე აღმოჩნდა ეს სამყარო მის ნაწარმოებებშიც ღრმად ფესვგადგმული. “ქვიდან ნაჟური სისხლი“, როგორც ალ-ქუნის რომანების უმეტესობა, იკვლევს ადამიანებისა და უდაბნოს ბუნებას, მათ ფუნდამენტურ ურთიერთობას, რასაც გარდაუვალი ბედისწერა მართავს. აქ ერთმანეთში იხლართება მითოლოგიური ელემენტები, სულიერი ძიება და ეგზისტენციალური კითხვები.
რომანი მოგვითხრობს მარტოხელა ბედუინის, ასუფის, ამბავს. ის უდაბნოში განდეგილივით ცხოვრობს, თხებს მწყემსავს და ხანდახან კლდეზე ამოკვეთილი ნახატების სანახავად უცხოელები დაჰყავს. ასუფს სულიერი კავშირი აქვს უდაბნოსთან და განსაკუთრებით, მის ბინადარ ჯიხვსა და ქურციკთან, ადგილობრივ მითოლოგიაში წარმართულ ღმერთებსა და წმინდა რიტუალებთან რომ ასოცირდება. და როდესაც ორი მონადირე ჩამოდის და ასუფისგან მოითხოვს, რომ ჯიხვის საპოვნელად გაჰყვეს, ის ყველაფერს აკეთებს ამ არსებების დასაცავად. აქედან მოყოლებული, მკითხველი თვალს ადევნებს სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლას – ერთ-ერთი მონადირე, სიმბოლური სახელით კაენ ადამი, გაუმაძღარი ხორცისმჭამელია; ასუფი ვეგე-ტარიანელი. ერთი უდაბნოში დაუნდობლად დაშლიგინებს, მეორე თავმდაბლად ცხოვრობს გარემოსთან შერწყმული.
მისტიციზმის, სუფიზმის, ისლამის, ძველი აღთქმისა და ტრადიციული შეხედულებების უბადლო შერწყმა რომანს განუმეორებელს ხდის.
კრებულში, ასევე, შესულია ნოველა “ენა“. ამ ნოველაშიც ალ-ქუნი უდაბნოს ცხოვრების გარშემო ტრიალებს; ასახავს, რა შედეგები მოჰყვება ადამიანის ძალაუფლებასა და ადამიანისავე დაუცველობას. ამასთან, ეს არის ამბავი მეტყველე- ბის ტვირთთან გამკლავებაზე.