Showing 1681–1715 of 8338 resultsSorted by latest

პედრო პარამო

12,90 

აგვისტოს მცხუნვარე დღეს, როცა ცხელ ქარს საპნის ხის მყრალი ოხშივარი მოაქვს, მტვრიან გზაზე კაცი მიაბიჯებს. ეს ხუან პრესიადოა, კომალაში მამის, პედრო პარამოს, საძებნელად ჩამოვიდა.

აქ დრო ცნობიერებიდან ცნობიერებაში, სიზმრების, სურვილებისა და მოგონებების ჰიპნოზურ ნაკადში მიედინება, სადაც ყველაფერს პედრო პარამოს აჩრდილი გადაჰფარებია.

ხუან რულფოს მიერ აღწერილი ემოციური მხატვრული სახეების, მძაფრი ვნებებისა და გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლოებების უჩვეულო ნაზავმა უდიდესი გავლენა იქონია ლათინურ-ამერიკელი მწერლების მთელ თაობაზე, მათ შორის, კარლოს ფუენტესზე, მარიო ვარგას ლიოსასა და გაბრიელ გარსია მარკესზე. დღეს ამ ნაწარმოების კითხვისას ისეთივე ემოციები გვეუფლება, როგორიც 1955 წელს, როცა „პედრო პარამო“ მექსიკაში პირველად დაიბეჭდა.

„პედრო პარამო“ მე რომ დამეწერა, მთელი ცხოვრების განმავლობაში არაფერზე ვიდარდებდი და აღარაფერს დავწერდი“.

გაბრიელ გარსია მარკესი

იშმაელი არ დამიძახოთ!

14,90 

„სიმართლისთვის თვალის გასწორების დროა – თოთხმეტი წლის ვარ და იშმაელ ლესერის სინდრომი მაწუხებს. ჩემი განკურნება შეუძლებელია.“

იშმაელის მამას ძალიან უყვარს მოყოლა, როგორ დაარქვეს შვილს ორიგინალური სახელი. ამბავი მართლაც სახალისოა, თუმცა როცა მოზარდი ხარ და შენს კლასში მოძალადე ბარი ბეგსლი სწავლობს, უცნაური სახელი ძალიან ართულებს ცხოვრებას. წიგნის გმირიც ყველა უიღბლობას საკუთარ სახელს აბრალებს – სიმორცხვეს, სიმხდალეს და იმასაც კი, რომ საჯარო გამოსვლის შიში სტანჯავს.

საკუთარი თავის პოვნისა და მიღების ამბავს იშმაელი გამორჩეული იუმორით მოგვითხრობს და გვარწმუნებს, რომ ყველაზე რთული გამოცდილებაც კი შეიძლება იქცეს ისტორიად, რომელსაც ყოველთვის ღიმილით მოჰყვები.

არამზადის შვილი

27,00 

ათი წლის ასაკში სორჟ შალანდონმა ბაბუისგან შეიტყო, რომ მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდა. ანუ, ტყუილი გამოდგა ის საგმირო თავგადასავლები, რომლებითაც მამა შვილის წინაშე იწონებდა ხოლმე თავს. თუმცა, მშობლის კოლაბორატორობის ჭეშმარიტი მასშტაბი იმ დროისთვის უკვე ცნობილი ჟურნალისტისა და მწერლისთვის გაცილებით გვიან, 2020 წელს გახდა ცნობილი (მამის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ). მიღებული სულიერი ტრავმის მოშუშება შალანდონმა წიგნის დაწერით გადაწყვიტა. „არამზადის შვილი“ 2021 წელს გონკურის პრემიის პრეტენდენტთა მოკლე სიაში მოხვდა და საფრანგეთის წიგნის ბაზარზე წლის ერთ-ერთ მთავარ სენსაციად იქცა.

ჩარჩები

35,00 

ცნობილი ესპანელი მწერლის, ანა მარია მატუტეს (1925-2014) ტრილოგია „ჩარჩები“ გასული მე-20 ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამ ტრილოგიით მატუტემ ომისშემდგომი ესპანეთის ფილოსოფიური და ემოციური პანორამა შექმნა. როგორ შევინარჩუნოთ ზნეობა, პატიოსნება და ღირსება სამყაროში, სადაც ოპორტუნიზმია გამეფებული? როგორ გადავლახოთ საზოგადოებაში გაჩენილი ღრმა უფსკრული? რა ფასად გვიჯდება დუმილი იმ პირობებში, როცა ხმის ამოღება მორალური ვალდებულებაა? ეს ის საკითხებია, რომლებზეც მატუტე „ჩარჩებში“ მსჯელობს, თუმცა პასუხებს ყოველთვის როდი გვთავაზობს. აკი თავადაც ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში: „მე ვწერ იმისთვის, რათა მკითხველი დავაფიქრო, მისგან მივიღო ის პასუხები, თვითონ რომ ვერ მოვიძიე, ვწერ იმისთვისაც, რომ პროტესტი გამოვთქვა.“

Soft Machine

27,00 

In this surreal, savage sequel to ‘Naked Lunch’, Burroughs’ famous cut-up technique, the slicing and random folding in of words, was fully developed, transforming the narrative into a new form of prose poetry.

ქართველი ერის სკოლა

36,60 

ოლივერ რაისნერის „ქართველი ერის სკოლა“ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების — პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის — შექმნისა და მოღვაწეობის ისტორიას.წიგნი აღწერს, თუ როგორ შეძლო ადამიანების მცირე ჯგუფმა ეროვნული იდეის გამოღვიძება, ცოდნის, განათლებისა და კულტურის გავრცელება, ქართველთა რამდენიმე თაობისთვის იმედისა და შთაგონების მიცემა.