Showing 1821–1855 of 7734 resultsSorted by latest

პარიზის ქართული სიზმრები

10,90 ₾

„პარიზის ქართული სიზმრები“ მოკლე ჩანაწერების კრებულია. ამ ჩანაწერებში ავტორი იხსენებს იმ ცნობილ თუ უცნობ ქართველებს, რომლებიც, სულხან-საბა ორბელიანიდან მოყოლებული, ბედმა საფრანგეთთან და პარიზთან დააკავშირა. საკუთარი სამშობლოდან მცირე თუ განუსაზღვრელი დროით წასულ ქართველებს მუდამ თან სდევდათ ნოსტალგია და სიზმრები, რომლებიც მშობლიურ მიწას და მის მომავალს უტრიალებდა; და ამას თვით მარადიული ქალაქის მშვენიერებაც ვერ ერეოდა.

ცნობილ „პარიზელ ქართველებზე“ და, ზოგადად, ემიგრანტებზე თავმოყრილ მოკლე ამბებს სამშობლოში დაბრუნების სურვილისა და ნოსტალგიის გარდა „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ ქვეყანასთან დაახლოების, მათი იდეალების საკუთარ იდეალებად ქცევის ჯიუტი სურვილი აერთიანებს – სწორედ ის, რითაც სულხან-საბა და მისი გზის გამგრძელებელი ერის სახელოვანი შვილები იყვნენ გამსჭვალულები.

მე და ოსკარი (7-9)

11,90 ₾

ოსკარი და იდა ოდნავ ძველმოდურ, მორყეულ სახლში მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. იდა უფროსი დაა და, ერთი შეხედვით, ყველაფერს ის წყვეტს, თუმცა, ვერ წყვეტს იმას, როდის იხვრინოს ოსკარმა.

ხუთი წლის ოსკარი ცელქი, თავნება და ცოტათი აუტანელი ვინმეა. როგორც მამა ამბობს, „ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს~, სკამზე ჯდომა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ვახშმად მაჭკატებია; შეუძლია მარტოდმარტო პირველად წავიდეს მაღაზიაში, როცა მთელი ოჯახი ავადაა; ბატუტი ისე უნდა, საჩუქრად მისი მოთხოვნა უზრდელობა სულაც არ ჰგონია; შეუძლია ყველაფერი ჩააწყოს სკოლის ჩანთაში, რომელიც იმდენად უყვარს, რომ სულ სადღაც რჩება…

იდა ოსკარზე ყოველთვის ზრუნავს, თუმცა ზოგჯერ გული სწყდება, რომ თვითონ სულ ზრდილობიანად იქცევა, საჩუქრებს კი მაინც ოსკარი იღებს. ზოგჯერ ძალიან ბრაზობს ძმაზე, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ მასთან ერთად ყოველთვის დაუვიწყარ თავგადასავლებში ეხვევა. ზოგჯერ კი ერთი შეხედვით დიდურ რამეებზეც ფიქრობს ხოლმე… მაგალითად, იმაზე, თუ რა მოსდით ჩვენს შიშებს, როცა ჩვენზე პატარასა და მშიშარაზე ვიწყებთ ზრუნვას და როგორ შეიძლება იქცეს ბავშვობის პატარა ქოხი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოგონებად.

საოცარი მუმინების ხეობა

19,90 ₾

ერთ ლამაზ ხეობაში ცისფერი სახლი დგას, რომელიც ფათერაკების მოყვარულმა მამა მუმინმა თავად ააშენა და თავის ოჯახთან – ალერსიან დედა მუმინთან და ცნობისმოყვარე მუმინტროლთან ერთად დასახლდა. ამ წიგნში, მუმინების ოჯახთან ერთად, გაიცნობ უშიშარ პატარა მის; მოგზაურობის მოყვარულ სნუსმუმრიკს; ყოყლოჩინა სნიფს; სილამაზის მოტრფიალე ფრეკენ სნორკს და კიდევ ბევრ საინტერესო პერსონაჟს, რომლებთან ერთადაც დაუვიწყარ თავგადასავლებში გაეხვევი.

აღმოხდება მზე

19,90 ₾

1926 წელს გამოცემული „აღმოხდება მზე“ ერნესტ ჰემინგუეის პირველი რომანი იყო და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინგლისურ ლიტერატურაზე. ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნე ამტკიცებს, რომ მან შეცვალა რომანის წერის წესი. წიგნმა მსოფლიო აღიარება მოუტანა სან-ფერმინის ფესტივალს, რომელიც ესპანეთის ქალაქ პამპლონაში იმართება. ესაა რომანი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პარიზში მცხოვრებ ემიგრანტებზე, რომლებიც წარმოადგენენ „დაკარგულ თაობას“. მათი აზრით, ბავშვობაში ათვისებული ღირებულებები აღარაფერში არგიათ, ომმა ყველაფერი გადააფასა. პერსონაჟების უმრავლესობას ომი საკუთარი თვალით აქვს ნანახი ფრონტის ხაზზე და საკუთარ ტყავზე განცდილი, ომით გამოწვეულ მოუშუშებელ ტრავმებთან გამკლავებას კი ყველა თავისებურად ცდილობს: ზოგი კაფეებს სტუმრობს, ზოგი ღამის კლუბებში ცეკვავს, ზოგიც სვამს, ან კორიდას ესწრება, ან ბუნებაში განმარტოვდება… მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი თავდავიწყებაა, რადგან საკუთარ თავს ვერავინ ვერასდროს გაექცევა.

ჩვენ ორნი ერთად ყველაფერს შევძლებთ

19,90 ₾

კურდღელი და ზღარბი განუყრელი მეგობრები არიან და ერთმანეთს ყველაფერში ეხმარებიან. თუმცა, ზოგჯერ კინკლაობენ, ჯიუტობენ, იბუტებიან… ხანდახან ასეთ შეკითხვებსაც სვამენ: რა არის მეგობრობა? ვინ არის საუკეთესო მეგობარი? რაც მთავარია, ზღარბმაც და კურდღელმაც იციან, რომ მეგობრობას მოფრთხილება სჭირდება.

უკრაინული სექსის საველე კვლევები

12,90 ₾

ოქსანა ზაბუჟკო (დაიბადა 1960 წელს) უკრაინელი პოეტი, რომანისტი და ესეისტია. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

90-იანი წლებიდან ოქსანა კითხულობდა ლექციებს პენსილვანიის, ჰარვარდისა და პიტსბურგის უნივერსი­ტეტებში. ამან მას საშუალება მისცა, უკეთ გაეაზრებინა საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა გამოცდილება და ამ ფონზე საკუთარი, როგორც ქალის, პოეტი ქალის ადგილი ეკვლია, რადგან პირადი ცხოვრება, სექსუალობა, ეროვნული იდენტობა – ყველაფერი საბოლოოდ პოლიტიკურ ჭრილში იყრის თავს.

„უკრაინული სექსის საველე კვლევებში“ სექსი არა მხოლოდ ინტიმური აქტია, არამედ ძალაუფლების, ისტორიული მემკვიდრეობისა და პიროვნული თავისუფლების ძიების საშუალება. ის ერთ-ერთი რევოლუციური წიგნია უკრაინულ ლიტერატურაში. მთავარი გმირი ცდილობს, იკვლიოს საკუთარი, როგორც ქალის ტრავმული გამოცდილებები და ეძიოს მიზეზები. ნელ-ნელა ქალის სხეული ბრძოლისა და ძალადობის ველად იქცევა, რაც მკითხველს უჩენს ქალი-სამშობლოს სახე-სიმბოლოს განცდას, სამშობლოსი, რომელზეც ასევე ცდილობენ ძალადობასა და დომინანტობას.

ოქსანა ზაბუჟკოს რომანი „უკრაინული სექსის საველე კვლევები“ გამოირჩევა ინტენსიური, დაძაბული თხრობით; ის ერთგვარი ინტელექტუალური ექსპერიმენტია, თვითგამოხატვის მძაფრი, გულწრფელი მცდელობებით.

ბაბუაჩემის მაღაზია (7-9)

13,90 ₾

ამ წიგნის მთხრობელი 10 წლის გოგონაა, რომელსაც, როგორც ყველა ბავშვს, ხშირად ეკითხებიან, რა უნდა გამოხვიდეო. ჰოდა, მანაც ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა ბაბუასავით საკუთარი მაღაზია ჰქონდეს. ბაბუას შეგირდობა არცთუ იოლი საქმეა.

ყოჩაღ შეგირდს მუშტრების მოსაზიდად ბრწყინვალე იდეები მოსდის თავში, მაგრამ ჯაჯღანა ბაბუა სულ უკმაყოფილოა. ბებია და დედაც ხშირად საყვედურობენ.

რას ერჩიან ბავშვებს უფროსები? უფროსებთან ურთიერთობის სირთულეებზე თავის დაკვირვებებს გოგონა სახელდახელოდ შექმნილ რვეულში ინიშნავს და პრაქტიკულ რჩევებს თქვენც გიზიარებთ.

შერმინ იაშარი თანამედროვე თურქი მწერალია. ის ამ იუმორით დაწერილ წიგნში 1990-იანი წლების თურქული სოფლის ყოფას გვაცნობს. ნაწარმოების ინსპირაცია ავტორის ბავშვობაა და ნაწარმოებიც გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია.

სირცხვილი

12,90 ₾

ანი ერნოს რომანი „სირცხვილი“, ერთი შეხედვით, მშვიდ, გაწონასწორებულ ოჯახში მომხდარ დრამას ეხება, უეცარ აფეთქებას, რომელიც აღარასდროს მეორდება, მაგრამ მარადიულ დამღას უტოვებს რომანის მთავარ გმირს. ესაა სირცხვილი, რომელიც, როგორც ერნო ამბობს, უფრო დიდი სირცხვილით თუ გადაიფარება და ამიტომ გმირი იწყებს ძიებას, ფაქტების აღდგენას, თითქოს დოკუმენტურ თხრობას იმისას, რაც მომხდარ ამბავს ახლდა ფონად. ამით მწერალი კიდევ უფრო ღრმად იკვლევს სირცხვილის სხვადასხვა შრესა და ის ოჯახურიდან სოციალურ სივრცეში გადააქვს, უფრო ავრცობს, აშიშვლებს და ამგვარად აშუშებს.

ანი ერნოს ენა სათქმელის შინაარსს ესადაგება. ის არასდროს კეკლუცობს, არ მიმართავს მხატვრულ წიაღსვლებს. მძიმე, დატეხილი სინტაქსით, ხშირად დაუმთავრებელი, პუნქტუაციის გარეშე დატოვებული წინადადებებით ავტორი მშრალად ჰყვება სინამდვილეზე, მაგრამ მისი მონათხრობი ნაბიჯ-ნაბიჯ, შესაშური სიზუსტითა და თანმიმდევრულობით ანგრევს პატრიარქალურ წესრიგს, როგორც საზოგადოების მანკიერებისა და სირცხვილის ერთ-ერთ მთავარ ციტადელს.

იშმაელი არ დამიძახოთ!

14,90 ₾

„სიმართლისთვის თვალის გასწორების დროა – თოთხმეტი წლის ვარ და იშმაელ ლესერის სინდრომი მაწუხებს. ჩემი განკურნება შეუძლებელია.“

იშმაელის მამას ძალიან უყვარს მოყოლა, როგორ დაარქვეს შვილს ორიგინალური სახელი. ამბავი მართლაც სახალისოა, თუმცა როცა მოზარდი ხარ და შენს კლასში მოძალადე ბარი ბეგსლი სწავლობს, უცნაური სახელი ძალიან ართულებს ცხოვრებას. წიგნის გმირიც ყველა უიღბლობას საკუთარ სახელს აბრალებს – სიმორცხვეს, სიმხდალეს და იმასაც კი, რომ საჯარო გამოსვლის შიში სტანჯავს.

საკუთარი თავის პოვნისა და მიღების ამბავს იშმაელი გამორჩეული იუმორით მოგვითხრობს და გვარწმუნებს, რომ ყველაზე რთული გამოცდილებაც კი შეიძლება იქცეს ისტორიად, რომელსაც ყოველთვის ღიმილით მოჰყვები.

არამზადის შვილი

27,00 ₾

ათი წლის ასაკში სორჟ შალანდონმა ბაბუისგან შეიტყო, რომ მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდა. ანუ, ტყუილი გამოდგა ის საგმირო თავგადასავლები, რომლებითაც მამა შვილის წინაშე იწონებდა ხოლმე თავს. თუმცა, მშობლის კოლაბორატორობის ჭეშმარიტი მასშტაბი იმ დროისთვის უკვე ცნობილი ჟურნალისტისა და მწერლისთვის გაცილებით გვიან, 2020 წელს გახდა ცნობილი (მამის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ). მიღებული სულიერი ტრავმის მოშუშება შალანდონმა წიგნის დაწერით გადაწყვიტა. „არამზადის შვილი“ 2021 წელს გონკურის პრემიის პრეტენდენტთა მოკლე სიაში მოხვდა და საფრანგეთის წიგნის ბაზარზე წლის ერთ-ერთ მთავარ სენსაციად იქცა.

ჩარჩები

35,00 ₾

ცნობილი ესპანელი მწერლის, ანა მარია მატუტეს (1925-2014) ტრილოგია „ჩარჩები“ გასული მე-20 ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამ ტრილოგიით მატუტემ ომისშემდგომი ესპანეთის ფილოსოფიური და ემოციური პანორამა შექმნა. როგორ შევინარჩუნოთ ზნეობა, პატიოსნება და ღირსება სამყაროში, სადაც ოპორტუნიზმია გამეფებული? როგორ გადავლახოთ საზოგადოებაში გაჩენილი ღრმა უფსკრული? რა ფასად გვიჯდება დუმილი იმ პირობებში, როცა ხმის ამოღება მორალური ვალდებულებაა? ეს ის საკითხებია, რომლებზეც მატუტე „ჩარჩებში“ მსჯელობს, თუმცა პასუხებს ყოველთვის როდი გვთავაზობს. აკი თავადაც ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში: „მე ვწერ იმისთვის, რათა მკითხველი დავაფიქრო, მისგან მივიღო ის პასუხები, თვითონ რომ ვერ მოვიძიე, ვწერ იმისთვისაც, რომ პროტესტი გამოვთქვა.“

Soft Machine

27,00 ₾

In this surreal, savage sequel to ‘Naked Lunch’, Burroughs’ famous cut-up technique, the slicing and random folding in of words, was fully developed, transforming the narrative into a new form of prose poetry.

ქართველი ერის სკოლა

36,60 ₾

ოლივერ რაისნერის „ქართველი ერის სკოლა“ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების — პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის — შექმნისა და მოღვაწეობის ისტორიას.წიგნი აღწერს, თუ როგორ შეძლო ადამიანების მცირე ჯგუფმა ეროვნული იდეის გამოღვიძება, ცოდნის, განათლებისა და კულტურის გავრცელება, ქართველთა რამდენიმე თაობისთვის იმედისა და შთაგონების მიცემა.