წიგნების კატალოგი
ესე იტყოდა ზარატუსტრა
16,95 ₾რადგან სამყარო ადამიანისთვისაა, რადგან სამყარო ადამიანივითაა, დასაბამიდანვე მოაზროვნეთა და ფილოსოფოსთა საფიქრალი სწორედ ამ სამყაროში მისი ადგილისა და როლის განსაზღვრა იყო. მაგრამ არავის დაუსვამს საკითხი ისე, როგორც ეს ნიცშემ შემოგვთავაზა: როგორი უნდა იყოს ან როგორი არ უნდა იყოს ადამიანი სამყაროში, სადაც ღმერთი მკვდარია? ღმერთის სიკვდილი ნიცშეს მოძღვრების უმთავრესი თემაა, რომლის ფონზეც სხვა არანაკლებ ღრმა და მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.
მოახლე
16,95 ₾ციხიდან ციხეზე უარეს საპყრობილეში, რომელსაც სიმპათიური ურჩხული უსჯის სულ უბრალო შეცდომისთვისაც კი. უნებური მკვლელი ისევ მკვლელობის სურვილს ებრძვის. სხვა გზა არა აქვს, რადგან წამებას ვეღარ გაუძლებს. ერთხელ თავისუფლება დაკარგა იმისთვის, რომ სიბილწეს მოუღო ბოლო, მეორედ ამას ვეღარ აიტანს. არადა, სიყვარულზე ოცნებობდა, საშინელ ხაფანგში კი გაება მეორე ტანჯულის გულისთვის თუ სულსწრაფობისთვის?
მონა
23,95 ₾მე-17 საუკუნე. პოლონეთი. ადგილობრივებისა და ებრაული თემის თანაცხოვრება უნდობლობით, შუღლით და სისხლით არის სავსე. იაკობი წარჩინებული ებრაელია, დაწყებითი ებრაული ტრადიციული სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან ახალგაზრდას შეეხო ამ დაპირისპირების მსახვრალი ხელი _ ჰაიდამაკებმა დაარბიეს, გადაწვეს და გაჟლიტეს მისი ქალაქი და ამ დაუნდობელ ანგარიშსწორებას შეეწირა იაკობის ცოლ-შვილიც. ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, უპოვარი და უსახლკარო, პოლონელი გლეხის ოჯახს მონად მიჰყიდეს. განმარტოებული, გამრჯე, კეთილსინდისიერი და საკუთარ რწმენაში ჩაძირული იაკობისთვის ერთადერთი თავშესაფარი ლოცვაა. მაგრამ თანდათან მის გულს სხვაგვარი ფორიაქიც ეპარება, რომლის მიზეზიც პოლონელი ვანდაა _ სოფელში მარგალიტივით გამორჩეული, ოქროსფერნაწნავებიანი გლეხის ქალი. ორი რელიგია, ორი ხალხი, ორი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები _ ყველაფერი ამ სიყვარულის წინააღმდეგაა, მაგრამ ის უძლეველია, თუმცა მსხვერპლსაც ითხოვს… „მონა“ პოლონელ-ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის, მსოფლიო ბესტსელერია.