Воспоминания о военной службе на Кавказе и плене у Шамиля 1844-1854

34,95 

“პოლონელი კაროლ კალინოვსკის ბედ-იღბალი, ერთი მხრივ, სრულად ემსგავსებოდა ათეულობით თანამემულის ბედისწერას, 1840-იან წლებში საკუთარი ქვეყნის თვითმყოფადობისთვის ბრძოლის მიზეზით რომ დაისაჯნენ რუსეთის იმპერიისგან: თავისუფლებისმოყვარე ერის შვილები აიძულეს, რუსული სამხედრო მუნდირი მოერგოთ და ამავე მიზნისთვის მებრძოლი კავკასიელების დასაპყრობად დაეღვარათ სისხლი. მეორე მხრივ, მისი ათწლიანი ცხოვრება თავისუფლებისმოყვარე მთიელ ხალხთა შორის სრულიად განსაკუთრებულად წარიმართა.

მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო

9,95 

XIX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიამ სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველო ეტაპობრივად დაიპყრო და ძალმომრეობით შეეცადა მის ადმინისტრაციულ მართვასა და რუსულ იმპერიულ სისტემასთან შერწყმას. მიდგომა შეიცვალა 1845 წლიდან, მას შემდეგ, რაც კავკასიაში მეფისნაცვლად მიხეილ ვორონცოვი გამოგზავნეს.

წიგნი ეხება საქართველოს ისტორიის სწორედ ამ გარდამტეხი მომენტის, აგრეთვე მეფისნაცვლის ინსტიტუტისა და რუსული იმპერიული მმართველობის დამყარების პროცესის შესწავლას ინსტიტუციონალიზმის თეორიების მიხედვით.

ჯაყოს ხიზნები – პერსონაჟთა პროტოტიპები

8,95 

მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნები“ შესწავლის გზაზე სხვა მრავალ ასპექტთან ერთად მეტად საყურადღებო და აქტუალურია რომანის პროტაგონისტთა – ჯაყო ჯივაშვილის, თეიმურაზ ხევისთავისა და მარგო ყაფლანიშვილის – პროტოტიპთა იდენტიფიკაციისა და მხატვრულ სახე-პერსონაჟებად მათი ჩამოყალიბების საკითხი, რაც პირველადაა მონოგრაფიულად შესწავლილი წარმოდგენილ ნაშრომში.

უბის წიგნაკებიდან

29,95 

საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია „წითელი 70“ სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო, ეპოქალური გამოცემებით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გაააზრებინოს, რა მასშტაბის სისასტიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.

1937 წელს, უკვე დაპატიმრებული მიხეილ ჯავახიშვილის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკების სერიას მწერლის ქალიშვილის, ქეთევან ჯავახიშვილის წყალობით გადაურჩა უბის წიგნაკები, რომლებსაც დიდი მწერალი 1924 წლიდან 1935 წლამდე აწარმოებდა. ქართველი კლასიკოსის ბინაში მისული ჩეკისტები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ხელიდან გამოეცალათ ხელნაწერები, რომლებშიც ჯავახიშ- ვილს მთელ საბჭოთა რეჟიმზე უამრავი დაკვირვება ჰქონდა ჩანიშნული.

ჩანაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ მწერლის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება აღსავსე იყო კრიტიკით, ლანძღვითა და მუქარით. ფურცელ-ფურცელ იძერწებოდა მისი სულიერი ბიოგრაფია და მხატვრული ძიებანი. მკითხველის წინაშეა დიდი მწერლის ვნებანი უამრავი ყოფითი, ეროვნული, სოციალური თუ ლიტერატურული საიდუმლოს ამოსახსნელად.

თანამედროვის ჩანაწერები

12,95 

საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია “წითელი 70” სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო, ეპოქალური გამოცემით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გააზიარებინოს, რა მასშტაბის სისატიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.

გერონტი ქიქოძის “თანამედროვის ჩანაწერები” საბჭოთა საქართველოში იწერებოდა. ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ფაქტის გამოა საყურადღებო, როგორც საბჭოთა კავშირის სისხლიანი ეპოქის თანადროული აღმწერი.

დიდი ქართველი კრიტიკოსი ქვეყნის თითქმის 40-წლიან პერიოზე გვიამბობს ობიექტურობისა და ქრონოლოგიის დაცვით. გვიყვება საქართველოს დამოუკიდებელ რესპილიკაზე, დაკარგული თავისუფლები, დიდი ტერორის შემოქმედთა და რეპრესირებულთა შესახებ; წერს სტალინიზმის რეჟიმს შეწირულ ისეთ დიდ სახელებს, როგორებიც იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდენიძე, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწაშვილი…

ესაა წიგნი გამაოგნებელი სისასტიკის, აბსურდისა და ბოროტების მრავალწლიან სისხლიან ქრონიკაზე. მასზე მაშაობა კრიტიკოსმა 1954 წლის 12 მარტს დაასრულა.

“წითელი 70” სერიით პირველად გამოიცემა გერონტი ქიქოძის ოჯახში დაცული ავტორისეული ვერსია.

კრიშტიანო რონალდო

11,95 

ფეხბურთი მილიონების საყვარელი თამაშია. ის ოცნებების ახდენის საუკეთესო საშუალებაცაა. სპორტის ნომერ პირველი სახეობის მეშვეობით ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩენილა. ასე მოხდა ჩვენი გმირის შემთხვევაშიც. სწორედ ფეხბურთმა აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პოპულარულ, წარმატებულ და მდიდარ ადამიანად უბრალო მადეირელი ბიჭი, რომელიც, შესაძლოა საერთოდ არ დაბადებულიყო.

კრიშტიანო რონალდო შექმნა ფეხბურთმა და ამიტომაცაა, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ასე უზომოდ, რომ უყვარს მისი უდიდებულესობა. ცხადია, იდეალური ადამიანი არ არსებობს, თუმცა ახალთაობისათვის, ხვალ და ზეგ დიდი ფეხბურთელობა რომ სურს, რონალდო იდეალურთან მიახლოებული მაგალითია.

ლებრონ ჯეიმსი

11,95 

უმამოდ, სიღარიბეში, საეჭვო რეპუტაციის თანატოლების გარემოცვაში გაზრდილმა ბიჭუნამ ტალანტის, თავდადებული შრომის, კალათბურთისადმი უსაზღვრო სიყვარულის, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის წყალობით მთელ სპორტულ სამყაროში უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა, მილიონობით მოზარდის საყვარელ და მისაბაძ ადამიანად იქცა.

ლებრონ ჯეიმსი 40 წლის ასაკშიც ბავშვური მოტივაციითა და ჟინით გადის სათამაშოდ და ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას თვალები კვლავინდებურად მიამიტი ბავშვივით უბრწყინავს.

ცხოვრებისეულ-საკალათბურთო კრედო ყველაზე ზუსტად „კალათბურთის მეფის“ ამ გამონათქვამიდან მოჩანს: „ვცდილობ სამაგალითო ადამიანი ვიყო, შვილებს კეთილი საქციელის და საქმისკენ ვუბიძგო. როდესაც, შესაძლებლობის ზღვარს მიაღწევ, ახალი ამოცანის გადაჭრა უნდა სცადო. კალათბურთი ჰორიზონტივითაა – მას ვერ მისწვდები, მაგრამ მუდმივად მისკენ უნდა იმოძრაო. იოცნებე, თითქოს მუდმივად იცოცხლებ, იცხოვრე ისე, თითქოს ცხოვრების ბოლო დღეს ატარებ“.

სტივ ჯობსი

24,95 

ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელმაც არ მოისვენა მანამ, სანამ არ შექმნა ყველაზე დახვეწილი და კომფორტული კომპიუტერები, ტელეფონები და სხვადასხვა ტექნიტა.

ჯობსს ყოველთვის სჯეროდა, რომ დიზაინსა და ტექნოლოგიას შეეძლო ცხოვრების გამარტივება და სამყაროს შეცვლა – და მართლაც, მან ეს შეძლო.

ბავშვობაში სტივი დიდ დროს ატარებდა მამის სახელოსნოში და სწავლობდა, თუ როგორ მუშაობდა სხვადასხვა მოწყობილობა.

მალევე მეგობრებთან ერთად, პატარა გარაჟიდან დაიწყო დიდი ოცნების ახდენა – მან საკუთარი კომპანია დაარსა.

წიგნი შთააგონებს მილიონობით ადამიანს და პატარა მკითხველს ასწავლის, რომ კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა და თავდაუზოგავი შრომა შეუძლებელსაც კი შეგაძლებინებს.

„გაბედე და მიჰყევი შენს გულსა და ინტუიციას. ისინი გიკარნახებენ, ვინ გინდა, რომ დადგე.“ – სტივ ჯობსი

ვინსენტ ვან გოგი

24,95 

სერიის – „პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით“ – ახალი წიგნი დიდი ხელოვანის, ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. მზესუმზირებით სავსე მინდვრები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ხელოვნება, რომელსაც გულით გრძნობდა – ეს არის ვან გოგის სამყარო. მხატვარი სილამაზეს უბრალო ნივთებში პოულობდა. უყვარდა ბუნება, ფერები და ემოციები. ბავშვობიდანვე, მიუხედავად სირთულეებისა, არასოდეს შეუწყვეტია ხატვა და სვლა მთავარი მიზნისკენ. დღეს მის შედევრებს მთელი მსოფლიო იცნობს!

მოემზადეთ ხელოვნების სამყაროში შთამაგონებელი მოგზაურობისთვის ვან გოგის გამორჩეული ისტორიით. დიდი მხატვრის ცხოვრება მიზნისკენ სწრაფვისა და თვითგამოხატვის კიდევ ერთი ლამაზი ისტორიაა.

ფეხბურთის კაცი

16,95 

ზიგმუნდ ფროიდმა თქვა – ადამიანის ცხოვრების პრინციპი სიამოვნებაა.

მის გასაგონად ვიტყვი – ამ სიამოვნებას ფეხბურთი და მოგებული მატჩი ჰქვია!

პირადად ჩემთვის, ფეხბურთი ყველაფერზე მეტია, იმაზე მეტი, ვიდრე ნაციონალური გამოხატვის საშუალება, რადგან ფეხბურთი პირადად ჩემი – ლევან ბერძენიშვილის თვითგამოხატვის საშუალებაცაა!

სპორტში ფეხბურთი ისეთივე სახეობაა, როგორც ლიტერატურაში – პოეზია, ანუ ენის უმაღლეს დონეზე ფუნქციობა!

ფეხბურთი ყველაფერია!

ფეხბურთზე მაღლა მხოლოდ ღმერთია!

სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა ტ.II

58,00 

არტურ შოპენჰაუერის ,,გენიალურ-ფილოსოფიური და ყოველგვარ ქებაზე მაღლა მდგომი” (ჟან პოლი) ,,სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა” გამოიცა 1818 წელს,გერმანიაში. ,,ფრანკფურტელი განდეგილის” პესიმისტური ფილოსოფიით მოხიბლულნი იყვნენ დიდი ადამიანები.ნიცშე წერდა – ,,ვეკუთვნი შოპენჰაუერის იმ მკითხველებს,რომლებმაც მისი პირველი გვერდების წაკითხვისთანავე ,უეჭველად იციან,რომ ყველა გვერდს წაიკითხავენ და მის წარმოთქმულ ყოველ სიტყვას მოისმენენ.თავიდანვე ვენდე მას და ეს ნდობა ახლაც ისეთივეა…”

შეცვლის ნება : კაცები მასკულინობა და სიყვარული

20,90 

პატრიარქატი ბოროტებაა, რომელსაც სიყვარულით თუ დავამარცხებთ – ეს არის ამ წიგნის მთავარი დებულება, რადგან ადამიანი თავისთავად არის ღირებული და არა იმ როლებისთვის, რომლებსაც ასრულებს ან უნდა ასრულებდეს.

ჩვენი საუკუნის გარიჟრაჟზე დაწერილი ეს ტექსტი ინტერსექციური ფემინიზმის ნიმუშია. ის გვეუბნება, რომ პატრიარქატი ყველანაირ სოციალურ ქსოვილში კი არის გამჯდარი, თუმცა მისი ბუნება კულტურიდან კულტურამდე და ათწლეულიდან ათწლეულამდე იცვლება. ამიტომაც არის, რომ კითხვისას რაღაც გვეცნობა და გულს გვტკენს, რაღაც კი უცხოდ ან გადალახულად გვეჩვენება და შვებას გვგვრის.

ეს წიგნი ბეწვის ხიდზე გავლის ფენომენალური მაგალითიცაა. ამერიკელი ბელ ჰუკსი ყველა სქესის, გენდერისა თუ პოლიტიკური მრწამსის მკითხველის განაწყენებას რისკავს და როგორღაც, საბოლოოდ, ყველას გადმობირებას ახერხებს. ჩვენ უნდა გამოვააშკარაოთ როლი, რომელსაც ქალები პატრიარქალური კულტურის შენარჩუნებასა და დაცვაში თამაშობენ, რათა პატრიარქატი ქალებისა და კაცების მიერ თანასწორად მხარდაჭერილ სისტემად ვაღიაროთ, იმის მიუხედავად, რომ ამ სისტემით კაცები მეტად ხეირობენ. პატრიარქალური სისტემის ჩამოშლა და შეცვლა ის სამუშაოა, რომელიც კაცებმა და ქალებმა ერთად უნდა შეასრულონ.

დილა და საღამო

14,90 

იბადება ბავშვი, რომელსაც იუჰანესს დაარქმევენ. კვდება მოხუცი, სახელად იუჰანესი. იუნ ფოსე ამ ორ მოვლენას შორის მოქცეულ მთელ ცხოვრებას განიხილავს, თუმცა ეს განსჯა უკიდურესად დაწურულია. იწყებს იუჰანესის მამის ფიქრებით, რომლებიც მშობიარე ცოლს დასტრიალებს და ასრულებს იოჰანესის ფიქრებით ერთ დღეს, როცა ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის, მაგრამ, ამავდროულად, სრულიად განსხვავებულად. „დილა და საღამო“ არის რომანი მშვენიერ ოცნებაზე, რომლის მიხედვითაც ჩვენს ცხოვრებას აზრი აქვს.

სასოწარკვეთის აქტები

14,90 

ამ პროვოკაციული და მტკივნეული რომანის უსახელო მთხრობელი ქალი ხვდება მიმზიდველ მწერალ მამაკაცს, სახელად კირანს, და, თავისი რწმენის საწინააღმდეგოდ, მთლიანად ექცევა მისი გავლენის ქვეშ. ხანმოკლე, ყველაფრის წამლეკავი ვნებიანი რომანის შემდეგ მწერალი მოულოდნელად ტოვებს მას ეჭვების, აკვიატებულობისა და სევდის მორევში. და თუ ოდესმე დაუბრუნდება, ქალს გადაწყვეტილი აქვს, შეინარჩუნოს ის და მისი სიყვარული ნებისმიერ ფასად, თუნდაც ამ მცდელობამ განადგურებამდე მიიყვანოს.

ნაწილობრივ უსულო აღიარება, ნაწილობრივ აშკარა კრიტიკა. „სასოწარკვეთის აქტები“ გამოხატავს ცნობიერებას, განაწილებულს ამბოხებასა და მორჩილებას შორის, დამცირებისგან გაქცევასა და ამ დამცირების ეროტიზაციას შორის, გიყვარდეს და იყო სიყვარულის ობიექტი. ნოლანი საგანგაშო, ელექტრონული სიზუსტით განიხილავს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მოუხელთებელ საიდუმლოს: რატომ გვინდა ის, რაც გვინდა და როგორ გვინდა ეს.

ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები

11,90 

აკა მორჩილაძე ჩამთრევი თხრობითა და მსუბუქი ირონიით აგვიწერს 90-იანი წლების თბილისის კრიმინალურ გარემოს და საზოგადოებრივ ყოფას. მთავარი პერსონაჟი, ზაზა, ამ ყოველდღიურობას ოცნებებით გაურბის და ნიცაში მოგზაურობას ნატრობს. ახალგაზრდების მომავალი და ოცნებები თბილისის კრიმინალურ ქაოსში იკარგება და ვითარების გარდაუვალობას ვერც ზაზა გაექცევა. რომანში ცხადად და ხატოვნად არის გადმოცემული რამდენიმე პერსონაჟის თვალთახედვა, რაც მას მულტიპერსპექტიული თხრობის არაჩვეულებრივ ნიმუშად აქცევს.ახლად დამოუკიდებელი ქვეყნისთვის ყველაზე რთული დროების არსს გენიალურად გადმოსცემს მთავარი პერსონაჟის ერთი ფრაზა: „ვინც წელს გადავრჩებით,გაისად სურათი გადავიღოთ და „საქართველო“ დავაწეროთ