წიგნების კატალოგი
პიტნის შნაფსი
11,90 ₾„პიტნის შნაფსი“ გადარჩენის ისტორიაა. ეს ავტობიოგრაფიული მონათხრობია პატარა გოგონაზე, რომელიც ცდილობდა, უსიყვარულო, უგულო გარემოში თავი გადაერჩინა და საბოლოოდ შეძლო, ადამიანად დარჩენილიყო.
ნიტა ბავშვთა სახლში ცხოვრობს, სანამ ერთ დღეს დედა ახალ პარტნიორთან ერთად მიაკითხავს და თავისთან წაიყვანს. „ოჯახურ“ გარემოში გოგონა უფრო გულგრილ და სასტიკ მოპყრობას აწყდება, ვიდრე უწინ…
წიგნში აღწერილი ამბებიდან ბევრი წელი გავიდა. და ახლა, როცა ყველა ტკივილი, შიში და სევდა წარსულში დარჩა, ავტორი ეცადა, სხვა თვალით გაეაზრებინა დედის, ბებიისა და პერსონაჟებად ქცეული მისი ცხოვრების სხვა ადამიანების ქცევა და თავისი ისტორია სხვებისთვისაც მოეთხრო. მან ანონიმურობა არჩია, რათა ამ ამბავმა დამოუკიდელად გააგრძელოს არსებობა და ყველას, ვინც მას წაიკითხავს, რაღაც კარგი გაუღვიძოს.
კაპიტანი ტრიკო და ბოტოტიანი ბიონიკური ბიჭის ბინძური ბრძოლა (6)
12,90 ₾ოინებისა და ხრიკების ჭეშმარიტი ოსტატების, ჰაროლდისა და ჯორჯის მორიგი მსხვერპლი სკოლის ჭკუისკოლოფა, მელვინ სნიდლი ხდება. მელვინი სამაგიეროს გადახდას გადაწყვეტს, თუმცა თვალის ერთ დახამხამებასა და ცხვირის ერთ დაცემინებაში ცინგლის მონსტრად იქცევა. შეძლებს კაპიტანი ტრიკო ბოტოტიანი ბიონიკური ბიჭის შეჩერებას? ამას სერიის მეექვსე წიგნში შეიტყობ.
სიმდიდრის და კეთილდღეობის საიდუმლო
26,60 ₾ნაწარმოებში აღწერილია ფინანსების გონივრულად მართვის წესები და ფუნდამენტური პრინციპები. მათზე დაყრდნობით და პრაქტიკაში დანერგვით უზარმაზარი ბიზნეს-იმპერიები შექმნეს ჯონ როკფელერმა, ენდრიუ კარნეგიმ, კორნელიუს ვანდელბირტმა, ლელანდ სტენფორდმა, პიერ პონტ მორგანმა, ჰენრი ფორდმა და ამერიკული ბიზნესის კიდევ სხვა წარმატებულმა გიგანტებმა. ალბათ ყოველი ადამიანი ვერ გახდება მილიონერი და კიდევ უფრო ცოტას აქვს მილიარდერობის შანსი, მაგრამ ნებისმიერ პიროვნებას ჭეშმარიტად შეუძლია იცხოვროს უკეთესად, …
ის, რაც გაგვაძლიერებს (150+ მოსაზრება წინსვლისთვის)
14,95 ₾„ერი, რომელმაც არ იცის გარჩევა, ვინაა მისი მტერი, თავისუფლებას და მისგან გამომდინარე ყველა სიკეთეს, უბრალოდ, არ იმსახურებს. ყველა წარმატებული, კეთილდღეობას მოსწრებული სახელმწიფო მხნე და თავმოყვარე ხალხის აშენებულია. მონები და ყველა ჯურის ფარისევლები ვერ ქმნიან ვერაფერს, ყალბი კოლოსების გარდა, რომელთაც ისტორია ნანგრევებად ინახავს ხოლმე“.
წიგნმა პირველად 2016 წელს იხილა დღის სინათლე. ეს ხელახალი გამოცემაა. განხილული საკითხების, მოსაზრებებისა და შეხედულებების მიზანი მკითხველის მეტი ფიქრისა და მსჯელობისკენ მიმართვაა, რადგან, ავტორის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „მასში გამოთქმული ყველა პოზიცია ცხადად ოპონირებას საჭიროებს“. ცხოვრების მთავარ ხუთ წესს შორის, რომელიც ნიკა რურუამ თავად შეიმუშავა, უპირველესად კრიტიკულ აზროვნებას მიიჩნევდა ყველაფრის მიმართ – საკუთარი თავის, მოვლენების, ცხოვრებისადმი: „უამისოდ წარმოუდგენელია განვითარება, რომელიც თუ აღმასვლით ტენდენციას არ ინარჩუნებს, დაღმასვლას იწყებს“.
სად მივდივართ? ევროპაში
14,95 ₾წიგნი საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონტების ისტორიას ეძღვნება. გაეცნობით სტატიებს ილია ნანობაშვილის საფეხბურთო გვერდიდან „22 მოთამაშე“ – მამარდაშვილის, კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, ქოჩორაშვილის და ევროს მონაწილე სხვა ქართველი ფეხბურთელების შესახებ. ავტორი, დიდი ხანია, აკვირდება მათ კარიერას, იმ დროიდან, როცა მომავალი ევრობიჭები ცხრა-ათი წლისანი იყვნენ.
აქვეა მოყვანილი რამდენიმე ჩანახატი საქართველოს საფეხბურთო წარსულიდან, ევროპის წინა ჩემპიონატებიდან და საინტერესო საცნობარო მასალა.
Peter Lindbergh
110,00 ₾Peter Lindbergh photographed Dior’s most exceptional muses, Marion Cotillard and Charlize Theron among them, and signed campaigns for Lady Dior and J’Adore with his inimitable style. Throughout his career, the photographer was one of the house’s closest collaborators. This final book was an original cocreation that was close to the artist’s heart—and to ours.
Seventy years of Dior history projected against the effervescence of Times Square, New York: this was the concept behind Lindbergh’s project, extraordinary both in scope and dimension, for which Dior, in an unusual move, allowed an unprecedented number of priceless garments to be taken from its vaults in Paris and shipped across the Atlantic.
The result is electric. Amid the frenzy of Times Square, Alek Wek glows in the immaculate 1947 Bar suit, the storied ensemble that launched the House of Dior. In snatches of street scenes, models Saskia de Brauw, Karen Elson, and Amber Valletta flit through crowds and scaffolding, are reflected in building façades, and draped in haute couture, from pieces hand-sewn by Christian Dior to more recent designs by Maria Grazia Chiuri. Lindbergh’s trademark monochrome and color photographs masterfully highlight the intricacies, silhouettes, and textures of each garment.
Lindbergh himself is present in every aspect of this publication designed by his long-time collaborator and friend Juan Gatti. This volume features 165 never-before-published images from the shoot, including an introduction by Martin Harrison, and pays homage to Lindbergh’s profound relationship with the Parisian House by curating more than 100 of his photographs of Dior creations, from haute couture to ready-to-wear, men’s and women’s, originally published in some of the world’s most prestigious magazines such as Vogue and Harper’s Bazaar. A breathtaking tribute to two pillars of fashion and photography and their timeless collaborations.
20th Century Alcohol & Tobacco Ads
110,00 ₾Vices or virtues: drinking and smoking provided marketers with products to be forged into visual feasts. In this lush compendium of advertisements, we explore how depictions of these commodities spanned from the elegant to the offbeat, revealing how manufacturers prodded their customers throughout the 20th century to imbibe and inhale.Each era’s alcohol and tobacco trends are exuberantly captured page after page, with brand images woven into American popular culture so effectively that almost anyone could identify such icons as the Marlboro Man or Spuds MacKenzie, figures so familiar they could appear in ads without the product itself. Other advertisers devised clever and subliminal approaches to selling their wares, as the wildly successful Absolut campaign confirmed. Even doctors contributed to a perverse version of propaganda, testifying that smoking could calm your nerves and soothe your throat, while hailing liquor as an elixir capable of bringing social success.Whether you savor these visual delights, or enjoy inhaling and wallowing in forbidden pleasures, you will certainly be thrilled by this exploration of a decidedly vibrant—and sometimes controversial—chapter of advertising history.
Polaroid Book
110,00 ₾The Polaroid Corporation’s photography collection is the greatest portfolio of Polaroid images in the world. Begun by Polaroid founder Edwin Land and photographer Ansel Adams, the collection now includes some 23,000 images by hundreds of photographers throughout the world, including pieces by the likes of David Hockney, Andy Warhol, and Jeanloup Sieff.
The Polaroid Book dives into these archives, paying tribute to a medium that continues to defy the digital age. Like an oversized Polaroid film pack, this collection curates works by luminaries and unknowns alike, celebrating the boundless possibilities that develop inside the white borders of the original instant photograph.
Features: more than 250 works from the Polaroid Collections an essay by Polaroid’s Barbara Hitchcock on the beginnings of instant photography and the collection’s history a chapter featuring the various types of Polaroid cameras.
ნაცნობი უცხოები
20,00 ₾ერიკ სკოტი არის კანზასის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და რუსული,აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების ცენტრის დირექტორი.ის ასევე რედაქტორობას უწევს ჟურნალს The Russian Review. ის იკვლევს მრავალეთნიკურობას საბჭოთა კავშირში, მიგრაციისა და დიასპორის საკითხებს.
მისი წიგნი „ნაცნობი უცხოები:ქართული დიასპორა და საბჭოთა იმპერიის ევოლუცია“ მოგვითხრობს ქართველებზე როგორც საბჭოთა კავშირის შიდა დიასპორაზე, რომელმაც მოსკოვში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
წიგნი გვიყვება, თუ როგორ მიაღწიეს ქართველებმა, სსრკ-ს მოსახლეობის ორიოდე პროცენტმა, ჯერ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ხოლო შემდეგ მნიშვნელოვან კულტურულ და ეკონომიკურ წარმატებას.
რას ეფუძნება საბჭოთა კავშირში „კარგად ცხოვრების“ ნარატივი, როგორ გახდა ქართული სამზარეულო საყოველთაოდ ცნობილი და საიდან მოდის ქართველების თვით-ეგზოტიზაციის ვნება?
პასუხების ძიებაში ერიკ სკოტი მიმოიხილავს საბჭოთა იმპერიალიზმისა და ქართველების, როგორც „შიდა დიასპორის“, ურთიერთობას და იმ ფაქტორებს, რომლებმაც ცენტრსა და სამხრეთულ რესპუბლიკას შორის რთულ და მრავალგანზომილებიან ურთიერთობას განაპირობებდა
უაინსბურგი, ოჰაიო
19,90 ₾XX საუკუნის ამერიკული მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, შერვუდ ანდერსონი (1876-1941 წწ), კლივლენდის მახლობლად, ოჰაიოს პატარა ქალაქ კემდენში დაიბადა და ადრეული ასაკიდანვე ეზიარა ამერიკული პროვინციის ცხოვრებას, რაც შემდგომში მისი ლიტერატურული შემოქმედების საფუძველი გახდა.
ანდერსონს ეკუთვნის რვა რომანი, ნოველების ოთხი ციკლი, პოეზიის ორი კრებული და თორმეტ წიგნში გაბნეული უამრავ ესე, თუმცა, ლიტერატორების აზრით, ვერცერთი ვერ შეედრება `უაინსბურგი, ოჰაიოს~ მნიშვნელობითა თუ მხატვრული ღირებულებით; ვერც – გავლენით, რაც ამ წიგნმა ამერიკული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე მოახდინა; გავლენა კი იქონია ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჯონ სტაინბეკი, თომას ვულფი და სხვები.
„უაინსბურგი, ოჰაიოს” დაკვირვებულ მკითხველს დარჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად მასში მოთხრობილი მრავალი ამბისა, ანდერსონი მაინც დეტალების, ნიუანსების მწერლად რჩება. ის ქმნის დახვეწილ, ფილიგრანულ ქსოვილს, სადაც ყველა ელემენტი თავის ადგილზეა და ერთ მთლიანობად აღიქმება. მწერლის ოსტატობა ვლინდება მის უნარში, გააერთიანოს ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტები – თანაგრძნობა და კრიტიკული დისტანცია, სიმპათია და ირონია, პოეტური ლირიზმი და მკაცრი რეალიზმი. რიტმულობა, ყურადღება დეტალებისადმი, უნარი, შეაღწიოს არსებული რეალობის სიღრმეებში, ქმნის ფერების, სუნების, ხმებისა და ტექსტურების უნიკალურ ნაზავს.
მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწერა, „უაინსბურგი, ოჰაიო” აღმოჩენად იქცევა თანამედროვე მკითხველისთვისაც, რომელიც ყოველ ეპოქაში ეძებს ცხოვრების რეალისტურ და გულწრფელ ასახვას.
რომაული ცივილიზაცია
27,90 ₾„შენ, რომაელო, გახსოვდეს, გმართებს ხალხთა მართვა, ეს არის შენი ხელოვნება.“
ვერგილიუსი, „ენეიდა“
რომი დღემდე იპყრობს ადამიანების ყურადღებას როგორც კაცობრიობის ყველაზე შთამბეჭდავი იმპერია და ევროპული ცივილიზაციის დასაბამი. ის არ კარგავს აქტუალობას და ყველა ეპოქისთვის თანამედროვედ და საინტერესოდ გამოიყურება.
რისმაგ გორდეზიანის და გიორგი უგულავას წიგნი რომაულ ცივილიზაციას აღწერს მთელი მისი მრავალფეროვნებით და სიდიადით. წიგნში განხილულია როგორც რომის ისტორია, კულტურა და კავშირები კავკასიასთან, ასევე წარმოდგენილია რომის ყოველდღიურობა და სოციალური ყოფა – გზებით და არქიტექტურით დაწყებული რომაული კულინარიით და ღამის ცხოვრებით დასრულებული.
სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე დაწერილი „რომაული ცივილიზაცია“ განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის და საინტერესოა როგორც რომის მკვლევრებისათვის, ასევე უბრალოდ ამ სამყაროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ეს არის პირველი ქართულენოვანი წიგნი რომაული ცივილიზაციის შესახებ.
შავი ჭირის ღამეები
29,90 ₾გამოგონილი კუნძული – მინგერი – დაშლის პირას მყოფი ოსმალეთის იმპერიის ნაწილია და სადღაც, კრეტასა და კვიპროსს შორის მდებარეობს. მისი მოსახლეობა თითქმის თანაბრად იყოფა მუსლიმ თურქებად და მართლმადიდებელ ბერძნებად. გემი „აზიზიე“ კუნძულის პორტში შესასვლელად ემზადება იმისათვის, რომ კუნძულზე ოსმალეთის იმპერიის მთავარი სანიტარიული ინსპექტორი – ბონკოვსკი ფაშა გადასვას, რომელსაც მინგერში მოსალოდნელი შავი ჭირის ეპიდემიის თავიდან აცილება ევალება. გემით სულთან აბდულჰამიდის ძმისშვილი, ახლად დაქორწინებული ფაქიზე სულთანი და მისი მეუღლე – ექიმი ნურიც მოგზაურობენ. როდესაც სულ ცოტა ხანში მინგერის კუნძულზე ბონკოვსკი ფაშას კლავენ, ექიმი ნური იძულებული ხდება, მისი მისიის შესრულება საკუთარ თავზე აიღოს.
ნობელის პრემიის ლაურეატის, თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის ნაწილობრივ დეტექტივის, ნაწილობრივ რომანის ფორმით დაწერილი ისტორიული ამბის, „შავი ჭირის ღამეების“ თემები – ნაციონალიზმი, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტი, იმპერიის ნგრევა, პანდემიის პოლიტიკური შედეგები – საოცრად ეხმიანება თანამედროვე სამყაროს პრობლემებს და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს მათზე.
ლუბლინელი მაგი
19,90 ₾რომანის მოქმედება ხდება XIX საუკუნის ბოლოს პოლონეთში – ლუბლინსა და ვარშავაში. მთავარი გმირი, იაშა მაზური მაგია – პოლონეთში სახელგანთქმული მეფოკუსე, აკრობატი, ცხოველების მწვრთნელი, ჰიპნოტიზიორი. მას შეუძლია სხვისი აზრების კითხვა, ნებისმიერი საკეტის გაღება, კედელში გავლა… პოლონელ ებრაელთა თემში გაზრდილი იაშა, რომელიც მისი თანამედროვე დასავლური მეცნიერებისა და ცოდნის მიმართაც დიდ ინტერესს იჩენს, მუდმივად ორჭოფობს და ორ სამყაროს შორის იხლიჩება.
ერთ დღესაც ქალების გულთამპყრობელი მაგი გადაწყვეტს, რომ უფლის მცნება დაარღვიოს და თავისი ტალანტი ბოროტებას – ქურდობას მოახმაროს. მაგრამ მისცემს კი ბედისწერა ამის საშუალებას?
ისააკ ბაშევის ზინგერი (1904-1991) პოლონურ-ებრაული წარმოშობის დიდი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატია (1978). „ლუბლინელი მაგი“ მისი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანია და იდიშენოვანი ლიტერატურის გამორჩეულ ნაწარმოებადაა მიჩნეული.
კიშოტი
30,90 ₾წიგნში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შეიძლება, ბომბეიდან ლონდონამდე და ნიუ იორკამდე წარმოსახვითი გვირაბი გათხარო, გამოიარო, ბავშვობის მოგონებების ნაწილი თან წამოიღო, ზოგი კი უკან მოიტოვო ან, სულაც, ნაღმებივით გზადაგზა მიმოფანტო – ერთ დღესაც თავადვე რომ დაადგა არეული ფეხი.
შეიძლება, ვარსკვლავებს მინდობილმა ნატვრა ჩაუთქვა და ჯეპეტოს ახალი სადარდებელი გაუჩინო – საკუთარი წარმომავლობის, კანის ფერის, რელიგიური კუთვნილებისა და სიყვარულის საიდუმლოს მაძიებელი არსება.
შეიძლება, ერთდროულად ორი ადამიანიც იყო – მარადიული ღიმილით სახედადაღული მოხეტიალე მოხუცი ან ჯაშუშური რომანების ავტორი „დონ კიხოტეს“ გადაწერის ამბიციითა და თავის პერსონაჟზე არანაკლები ნაღმებით ფეხქვეშ.
პერსონაჟების კვალდაკვალ ამ გვირაბს კიდევ ერთხელ გაივლის სალმან რუშდი, რომელმაც თხრა მრავალი წლის წინ დაიწყო, უამრავ ნაღმზე გაიარა, სამყარო ორივე თვალით შეისწავლა და მიხვდა – შესაფასებლად ერთიც იკმარებდა.
ალასკა
12,90 ₾ამ წიგნს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს – ცამეტი წლის თანაკლასელები: სვენი და პარკერი. ამბავსაც ორივე ჰყვება, რიგრიგობით. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ერთი რამ აკავშირებთ – ალასკა, თეთრბეწვიანი რეტრივერი. პარკერი აღმოაჩენს, რომ მისი საყვარელი ძაღლი, რომელიც ერთი წლის წინ ოჯახმა გააჩუქა, ახლა სვენთან ცხოვრობს და ძალიან გაბრაზდება. არადა სვენი ერთი უცნაური ბიჭია. მან მხოლოდ იმით გაითქვა სახელი, რომ ეპილეფსიის შეტევები ემართება. უფრო მეტიც, სვენს ალასკა სულაც არ უყვარს, მისთვის ის უბრალოდ მეთვალყურე ცხოველია.
ამიტომ პარკერი გადაწყვეტს, რადაც უნდა დაუჯდეს, თავისი ძაღლი დაიბრუნოს, რაც არც ისე იოლია.
ვის დარჩება ძაღლი? – ვისაც უფრო უყვარს თუ ვისაც უფრო სჭირდება? ალასკა თვითონ ირჩევს…
ეს გულისამაჩუყებელი ამბავი, ისევე, როგორც „საოცრების“ ყველა წიგნი, მოზარდებს უანგარო მეგობრობასა და თანაგრძნობაზე აფიქრებს.
ნამდვილი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია
19,90 ₾რუსეთის სახელმწიფო – ჯალათი, რომელიც კლავს თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, თვით ადამიანებს, საღ აზრს, სიმართლეს, სიყვარულსა და ყოველივე საკაცობრიო სიკეთეს; კრემლის მზაკვრულმა, ბოროტმა სისტემამ ჩამოაყალიბა სამყარო, სადაც „ნამდვილი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია“. ეს ნაწარმოები გამაოგნებელი პორტრეტია თანამედროვე რუსეთისა, რომელიც ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პროდიუსერმა და რეჟისორმა პიტერ პომერანცევმა ამ ქვეყანაში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შექმნა. წიგნში დიდი ოსტატობით, დახვეწილი, გონებამახვილური სტილით მოთხრობილი ამბები მათთვისაც კი შემაძრწუნებელი აღმოჩნდა, ვისაც საბჭოთა იმპერიაში უცხოვრია, რადგან დღევანდელი რუსეთი საყოველთაო კორუფციაში, ძალადობაში, სიცრუეში, გამომათაყვანებელ პროპაგანდაში ჩაფლული უნუგეშო ადგილია. აქ ადამიანის პიროვნულ მთლიანობას სისტემა ხლეჩს: სიურრეალისტურ გარემოში არსებობენ მოძალადე „ჯოჯოხეთის ანგელოზები“, რომლებსაც თავი მესიად წარმოუდგენიათ, პროფესიონალი მკვლელები რომანებს წერენ, ხელოვანები კრემლის მეთოჯინეებად ქცეულან, ნებადართულ ტოტალურ სექტებს თავიანთი მიმდევრები თვითმკვლელობამდე მიჰყავთ, ოლიგარქების ქონება კი თვით პრეზიდენტის საკუთრებაა. რუსეთი მსოფლიო წესრიგს ახალ, სრულიად არაორაზროვან გამოწვევას უგზავნის და განუწყვეტლივ ემუქრება. მთელი ამ თვალთმაქცური, დამღუპველი პროცესის წარმმართველი ძალა კი ტელევიზიაა, რომელიც უზარმაზარი ქვეყნის ცნობიერებას კრემლის ნებით მართავს და პოლიტიკურ-ეთნიკურ ვაკუუმს ქმნის.
ვეგეტარიანელი
14,90 ₾ჰან კანგი 1970 წელს დაიბადა სამხრეთ კორეაში, ლიტერატურულ ასპარეზზე კი 1993 წელს გამოვიდა პოეტური ნაწარმოებებით. რომანი „ვეგეტარიანელი“ 2007 წელს გამოქვეყნდა კორეაში, შემდეგ კი ინგლისურად ითარგმნა და 2016 წელს ბუკერის პრემიის გამარჯვებული გახდა, რამაც ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
2024 წელს კანგმა ნობელის პრემია დაიმსახურა ლიტერატურის დარგში „მძაფრი, პოეტური პროზისთვის, რომელიც თამამად უპირისპირდება ისტორიულ ტრავმებს და დაუნდობელი გულახდილობით საუბრობს ადამიანურ სიმყიფეზე“. ის გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა.
„ვეგეტარიანელი“ მოგვითხრობს ქალზე, სახელად იონგჰეზე, რომელიც ქმართან ერთად მიჰყვება არაფრით გამორჩეული ცხოვრების მდორე დინებას, სანამ ერთ ღამეს კოშმარული ზმანება ეწვევა. საზარელი ხილვებისგან გასათავისუფლებლად ქალი ერთბაშად გადაწყვეტს, ხორცის ყოველგვარი პროდუქტი თავიდან (და სახლიდან) მოიშოროს. იონგჰეს ეს გადაწყვეტილება მისი გარშემომყოფების მიერ გაუგებარ ამბოხად ფასდება, თუმცა ამბავი სცდება ერთი ქალის მიერ ხორცის აკრძალვის გამო შექმნილ დისკომფორტს – რომანი, რომელსაც ბევრი კაფკას „გარდასახვას“ ადარებს, სამი ნაწილისგან შედგება და სამი განსხვავებული თვალთახედვით მიჰყვება იონგჰეს გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული მოვლენების უცნაურ ჯაჭვს. ავტორი უხერხულობამდე მისული გულახდილობით აშიშვლებს ადამიანის ბრუტალურ ბუნებას, სიმყიფისა და ძალადობის უცნაურ ტანდემს; ეძიებს საკუთარ სხეულთან დაპირისპირების, ეროტიზმის, რეალობის უარყოფის ღრმად მიმალულ საწყისებს.
პერუს დღიური
13,90 ₾„პერუს დღიურის“ დიდი ნაწილი ეთმობა ლათინოამერიკულ ლიტერატურას, რომელიც ავტორის თანმდევია სელვას ჯუნგლებიდან (ამაზონიის მზისგან მიუწვდომელი დაბლობი), ზღვის დონიდან 4600 მეტრზე მდებარე აუსაგანტას ტბებამდე მოგზაურობისას. მის მიმოხილვაში ხვდებიან სარმიენტო, ოტერო სილვა, როა ბასტოსი, არგედასი და ქართველი მკითხველის უმეტესობისთვის ჯერაც უცნობი სხვა ავტორები.
ამ დიდი ლიტერატურის წამყვანი თემები – რევოლუცია, წინააღმდეგობა და სასოწარკვეთა არჩილ ქიქოძის მონათხრობს რეფრენად გასდევს. ავტორის ფიქრი ვერ სცილდება ოჯახსა და მეგობრებს. მოგზაურობის პარალელურად, 2024 წლის დეკემბერში, თბილისში დემონსტრანტებს საპოლიციო ძალები გადამეტებული სისასტიკით უსწორდებიან. თითქოს მათთან არყოფნის საკომპენსაციოდ, სელვას ჯუნგლებში ხეტიალისას, თავადაც ხიფათში აღმოჩნდება.
წიგნი ხიფათიანი მოგზაურობის გულახდილ სურათთან ერთად მარიო ვარგას ლიოსასთან გამოსამშვიდობებელი ელეგიაცაა, მასთან საბოლოო გამოთხოვება.
ლიტერატურული მიმოხილვის პარალელურად, მკითხველის თვალწინ იშლება პერუს ფლორისა და ფაუნის საოცარი მრავალფეროვნება: ჰუაკაჩინას ოაზისი, სალკანტაის მარშრუტი, არეკიპას „თეთრი ქალაქი“, სელვას ხაფანგივით ჯუნგლები, სადაც ავი სული „ჩულია ჩაკი“ ბინადრობს; მთისა და ტყის ფრინველები: ჰოაცინი, კარაკარა, ანდური კლდის მამალი, და „ნატურალისტებისთვის საოცნებო“ ბევრი სხვა სახეობა.
მეორე სქესი- ცხოვრებისეული გამოცდილება (წიგნი მეორე)
29,90 ₾„მეორე სქესმა“, სიმონ დე ბოვუარის რევოლუციურმა ნაშრომმა, ბეჯითად გაკვალა მეცნიერების გაუვალი ბილიკი, სქესთა შესახებ საყოველთაოდ დამკვიდრებული მოდელები შეისწავლა და სტერეოტიპები დაანგრია. ამ ბილიკზე თანამედროვე ჰუმანისტური აზროვნება ახლაც წინ მიიწევს. მართალია, ბოვუარის ბევრი დასკვნა თუ შეხედულება გადაისინჯა, მაგრამ „მეორე სქესი“ კვლავ რჩება ერთ-ერთ ადრეულ მცდელობად, კაცობრიობის ისტორია ე.წ. „სუსტი სქესის“ თვალსაწიერიდან შევიმეცნოთ და განვიხილოთ.
თქვენ წინაშეა ამ „პროვოკაციული და თავზარდამცემი“ ნაშრომის მეორე წიგნი, რომელშიც ბოვუარი ქალის მძიმე ცხოვრებისეულ გამოცდილებას იკვლევს: როგორ აისახა მამაკაცების მიერ შექმნილი, „მარადიული ქალურობის“ მითი ქალის ხვედრზე? რას გვიყვება ფსიქიატრიული კვლევები ქალის ცხოვრებისულ გამოცდილებასა და მის მენტალობაზე? რა წვლილი მიუძღვის ლიტერატურას ქალის არსის თაობაზე უსაფუძვლო მითოსის შექმნაში? როგორ და რატომ თრგუნავს სხვადასხვა წრის ქალს წეს-ჩვეულებებით დაკანონებული აღზრდა? – ამ კითხვებზე პასუხს აღმოაჩენთ სწორედ ამ წიგნში, რომელსაც ერუდიცია, ღრმა აზროვნება და თხრობის მეტაფორული სტილი დიდი ლიტერატურის საფეხურამდე ამაღლებს.
სიმონ დე ბოვუარი (1908-1986), მწერალი, ფილოსოფოსი, ესეისტი, ნეოფემინისტი, მეათე ქალი იყო, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო, სადაც მათემატიკას, ფილოსოფიას, ისტორიას, ლათინურსა და ლიტერატურას სწავლობდა. ის მთელი ცხოვრება მცდარი სოციალური მოდელების დამსხვრევას ცდილობდა და დესპოტურ პატრიარქალურ საზოგადოებას ებრძოდა. ბოვუარი სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა თავისი შეურიგებელი შეხედულებების გამო სამსახურიდან ხშირად ათავისუფლებდნენ. „მეორე სქესი“ ორმოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და
მსოფლიო კლასიკად იქცა.
ჩიტინა (7-9 წელი)
12,90 ₾ერთ დღეს ვარენი ბუჩქის ქვეშ უცნაურ არსებას იპოვის – ის ან ჩიტია გოგონას გარეგნობით, ან გოგონაა ჩიტის გარეგნობით. ვარენი პატარა არსებას სახლში წაიყვანს და ცოლს – თინეს უჩვენებს. რადგან ცოლ-ქმარს საკუთარი შვილი არ ჰყავთ, დაუფიქრებლად გადაწყვეტენ, პატარა არსება იშვილონ. ასე იწყებს ჩიტინა ნამდვილი ბავშვივით ცხოვრებას.
მაგრამ ჩიტინას ხომ ფრთები აქვს…
ეს უჩვეულო ზღაპარი თანამედროვე ნიდერლანდურ ლიტერატურაში კლასიკადაა აღიარებული. ის აუცილებლად მოგნუსხავთ და დაგაფიქრებთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა თავისუფლების სიყვარული და ოჯახის მნიშვნელობა.
„ჩიტინას“ ავტორი, ნიდერლანდელი იოკე ვან ლეეუვენი, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. ის თავადვეა თავისი წიგნების ილუსტრატორი.
დემიანი
11,90 ₾უდიდესი გერმანელი მწერლის, ჰერმან ჰესეს (1877-1962) მიერ 1919 წელს დაწერილი „დემიანი“ ფილოსოფიური ნაწარმოებია, რომელსაც „აღზრდის რომანის“ ჟანრს მიაკუთვნებენ. წიგნი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. რომანში აღწერილია მთავარი გმირის – ახალგაზრდა კაცის, ემილ სინკლერის, ზნეობრივი და სოციალური ჩამოყალიბების ისტორია. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება პირმოთნე საზოგადოების მორალის ნორმებს და საკუთარ თავში თანდათანობით აღმოაჩენს სიღრმისეულ „მე“-ს. ამაში მას ეხმარება დემიანი, უცნაური ჭაბუკი თუ, უბრალოდ, გმირის წარმოსახვაში არსებული იდუმალი მეგობარი…