ფაქტოლოგიურობა

16,95 

“როდესაც გლობალური ტენდენციების შესახებ მარტივ შეკითხვებს ვსვამთ, მუდმივად არასწორ პასუხებს ვიღებთ. იმდენად არასწორს, რომ ალბათ, შემთხვევითობის პრინციპით, შიმპანზეებიც კი ჟურნალისტებზე, ნობელის პრემიის ლაურეატებსა და ბანკირებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. ფაქტოლოგიურობაში მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტი და TED-ის საერთაშორისოდ აღიარებული მომხსენებელი, ჰანს როსლინგი, თავის ორ ნაცად პარტნიორთან – ანასთან და ულასთან – ერთად აღნიშნული მოვლენის რადიკალურად განსხვავებულ ახსნას გვთავაზობს.

კაცი, სახელად უვე

14,95 

ფრედრიკ ბაკმანი შვედი მწერალი და ბლოგერია. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა… ამ წიგნის პერსონაჟი მის ბლოგში დაიბადა _ ათას მკითხველზე მეტმა ხმა მისცა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე, სახელად უვე. უვე ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია _ ის ჩვენი ნათესავია, მეზობელი, მეგობარი… აუტანელი ხასიათი აქვს, ადამიანები არ უყვარს… ასე გვგონია, სანამ კარგად გავიცნობთ… და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ მას დიდი და კეთილი გული აქვს. ხელმარჯვეც არის. რა ქნას, თუ ვერ იტანს უგერგილო, უქნარა ადამიანებს! უბრალოდ, მას წესრიგი უყვარს _ ყველაფერში… სიტყვაძუნწიც არის, სამაგიეროდ, გაჭირვებაში არავის მიატოვებს. რა საჭიროა ლაქლაქი, ზნეობასა და ადამიანობაზე ლაპარაკი?! მთავარია, საქმე… და ისიც ეხმარება ყველას, უპატრონო კატაც შეიფარა, მართალია, ბუზღუნ-ბუზღუნით, მაგრამ მაინც… იმიტომ, რომ მას ცხოველებიც უყვარს. ასეთია უვე – მარტოსული დიდი ადამიანი.

ქალბატონი თაგვის სახლი

19,95 

მოდი, ვნახოთ და ვითამაშოთ პატარა ხალისიანად გაატარებს დროს ქალბატონი თაგვის სახლში დამალული უამრავი ნივთის მოძებნისას. შეიხედე 50-ზე მეტი სამალავის მიღმა და დაეხმარე ქალბატონ თაგვს მეჯლისისთვის სამზადისში.

Тбилиси

25,00 

Восхитительное путешествие по изумительному городу Начни путешествие с этим албомом, знакомься с особенным городом, расположенным на перекрестке различных культур,и собственными глазами убедись в том,сколь чудесным образом переплетаются в Тбилиси европейские и азиатские обычяи.Этот албом послужит наилучшим путеводителем по столице грузии.

თამაში რიოში მარგალიტებით

25,90 

ჰერმან ჰესეს (1877-1962) – გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს – ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს.

ჰერმან ჰესე მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ მორალურ კრიზისს იმ ზოგადსაკაცობრიო იდეის რაკურსიდან ხედავს, რაც მის უკანასკნელ რომანში – „თამაში რიოში მარგალიტებით“ – „დიდი მეტაფორის“ სახით გაცხადდება.

ჰესეს „თამაშის“ მთავარ იდეად ჰარმონიისა და სრულყოფილებისკენ ადამიანის სწრაფვა მიაჩნია, რომანის გმირის, იოზეფ კნეხტის, ფილოსოფიურ არსს კი მწერალი ურთერთსაპირისპირო საწყისების ბრძოლაში და მათ გაერთიანებაში ხედავს.

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, ტიმოთი ლირი, ფიქრობს, რომ ჰერმან ჰესემ თავის ბოლო რომანში ნათელმხილველის გუმანით იმ ჯადოსნური, ინტელექტუალური მანქანის არსებობა იწინასწარმეტყველა, რომლის დახმარებითაც პოსტინდუსტრიულ ეპოქაში შესაძლებელი გახდა აზრების დიგიტალურ ნიშნებად გარდაქმნა. ტიმოთი ლირის აზრით, „თამაშის დიდი მეტაფორის“ გაშიფვრის შედეგად, 1976 წელს, ვიხილეთ ის ნაყოფი ცნობადის ხისა, რომელსაც „APPLE“ ჰქვია.

გადაარჩინე დედამიწა. 100 რამ, რაც უნდა იცოდე

22,90 

ფერადი, შთამბეჭდავი ილუსტრაციები
ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი ტექსტები
გასაოცარი ფაქტები დედამიწის შესახებ
სასარგებლო რჩევები

Maid in Tiflis

17,90 

აკა მორჩილაძის Maid in Tiflis ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

თორმეტი წიგნისგან შედგენილ რომანში თბილისურ-ჰოლანდიურ-სანტაესპერანსულ-ლენინგრადული ამბები ძალიან ბუნებრივად და ჩვეულებრივად უკავშირდება და აგრძელებს ერთმანეთს.

აქ წაიკითხავთ სრულიად სხვადასხვანაირად და ძალზე საინტერესოდ მოთხრობილ სასიყვარულო ამბებს ვარსქენ პიტიახშისა და დედოფალი შუშანიკის ისტორიიდან მოყოლებული პლეხანოველი მოგელასა და შირაზის ვარდის და ბარნოველი ლევიკოსა და ხუთი საბჭოელი ქალის თავგადასავლებით დამთავრებული.

დინო-დინოზავრები

14,95 

მოემზადე გიგანტურ დინოზავრებთან ერთად! ეს წიგნი ნამდვილად გაახარებს პატარა მხატვრებს თავისი 20 მშვენიერი პოსტერით, რომლებიც შეგიძლია ამოიღო, შენი გემოვნებით გააფერადო და კედელზე ჩამოკიდო.

ვისწავლოთ ქართული წიგნი-ჩანთა

27,95 

ვისწავლოთ ქართული იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით ეს თვალწარმტაცი წიგნი-ჩანთა სწორედ შენთვისაა. ის ჯერ ასოების კითხვა-გამოწერას გასწავლის, შემდეგ კი უამრავ თავშესაქცევს გთავაზობს – სავარჯიშოებს, ანდაზებს, მოთხრობებს. სავარჯიშოები რომ უფრო ხალისხიანად გააკეთო, ამისათვის ჩანთაში გამოსაჭრელი ანბანი, დაფა, ფლომასტერი და საშლელიც დაგხვდება. ასე რომ, შენ და ეს საოცარი ნაკრები ნამდვილად დამეგობრდებით. აბა, შენ იცი!

ვისწავლოთ: წერა, კითხვა თვლა,საათის ცნობა

27,95 

ჩვენს ჩანთაში ორი წიგნი, გამოსაჭრელი ანბანი, არითმეტიკულ ციფრები, საათი და ორი საწერი დაფაა. ეს წიგნები თქვენს პატარას დაეხმარება, ისწავლოს წერა-კითხვა, თვლა, საათის ცნობა, შეძლებს ერთმანეთისგან განასხვაოს ფერები და ფიგურები. იგი ხალისით შეასრულებს ჩვენ მიერ შედგენილ სახალისო და შემეცნებით სავარჯიშოებს. ჩანთაში დევს ორი დაფა, ერთი ქართული ანბანის, მეორე კი ციფრების დასაწერად გამოიყენეთ. საათი-სათამაშო კი უნიკალური საშუალებაა საათის ცნობის შესასწავლად.

რა მოხდება ვეფხვს რომ შევუღიტინო?

17,95 

გადაწიე მოძრავი ნახატები და ნამდვილად გაოცდები… ამ ზღაპრულ, სახალისო წიგნში შეხვდები და შეეხები საყვარელ ცხოველებს. ბოლოში კი დიდი სიურპრიზი გელის!

რა მოხდება გოჭუნას რომ მოვფხანო?

17,95 

გადაწიე მოძრავი ნახატები და ნამდვილად გაოცდები… ამ ზღაპრულ, სახალისო წიგნში შეხვდები და შეეხები საყვარელ ცხოველებს. ბოლოში კი დიდი სიურპრიზი გელის!

უფლის ტვირთი – ლენი ბელარდოს სახარება

28,00 

“უფლის ტვირთი, ანუ ლენი ბელარდოს სახარება” ტელესერიალ “ახალგაზრდა პაპის” გმირების და, უპირველეს ყოვლისა კი, თავად ახირებული ლენი ბელარდოს ბრწყინვალე, დახვეწილი, ირონიული, მეამბოხური, მოულოდნელობებით აღსავსე მოსაზრებების, სენტენციების და დიალოგების ნაკრებია, პაოლო სორრენტინოს გულწრფელი და ორიგინალური შესავლით.

Also sprach Zaratustra

13,95 

“Also sprach Zarathustra” ist eines der lebendigsten und umstrittensten Werke der modern Philosophie. Mit seiner Unruhe und gottlosen Leidenschaft wirkt es über alle Dogmen und Religionen hinweg gerade im 21. Jahrhundert aktueller denn je. Vor allem aber kann man von Nietzsche lernen, dass das Philosophieren keine rein akademische Angelegenheit ist, sondern ein großes Abenteuer, hinter dem sich unsere Sehnuscht nach einem intensiceren, lustoveleren Leben verbirgt.

სპეციალური შეთავაზება – “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა” სრულად

Original price was: 225,00 ₾.Current price is: 150,00 ₾.

ჯორჯ რ. რ. მარტინის ეპიკური სერია. (სატახტოთა თამაში, მეფეთა ჯახი, ხმლების გრიგალი, ყვავების ნადიმი, დრაკონებთან ცეკვა) ზამთრის ქარები ჯერ არ გვაქვს 🙂

Игры, в которые играют люди

26,00 

Перед вами одна из культовых книг по психологии человеческих взаимоотношений. Эрик Берн разработал систему, способную избавить человека от влияния жизненных сценариев, программирующих его поведение, научить его меньше играть в отношениях с собой и другими, обрести подлинную свободу и побудить к личностному росту. В этой книге вы найдете много полезных советов, которые помогут понять природу человеческого общения, мотивы собственных и чужих поступков и причины возникновения конфликтов. По мнению автора, судьба каждого из нас во многом определяется еще в раннем детстве, однако в зрелом возрасте можно научиться управлять ею, если этого захотеть. Именно с публикации этого международного бестселлера после падения железного занавеса в нашей стране начался психологический бум, когда миллионы людей осознали, что с помощью психологии можно многое понять в себе и окружающих.

როინ მეტრეველი – საისტორიო ნარკვევები III

49,95 

წინამდებარე გამოცემაში შესულია აკადემიკოს როინ მეტრეველის მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ისტორიული ნარკვევები.

ორი მთაწმინდელი – ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ილია ვეკუა

16,95 

შარავანდედით მოსილ მთაწმინდის პანთეონში სასიქადულო მამულიშვილთა შორის განისვენებს ორი დიდი ქართველი მათემატიკოსი – მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები და თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეები – ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა. ეს პატარა წიგნიც მათ შესახებაა.

იეგერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ

14,95 

წიგნში განხილულია ავსტრიელი მეცნიერისა და მოგზაურის – იეგერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ.

სრულყოფილი გზა

18,30 

“წიგნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ტრანსფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მკითხველს გამოიყენოს საკუთარ თავზე მუშაობის ინსტრუმენტად, რათა უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი და გააცნობიეროს, რომ ყველაფერი ჩვენშია და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
წიგნში განხილულია კვანტური/ენერგო-ინფორმაციული ველის შესახებ ინფორმაცია, ენერგიის არსი და მნიშვნელობა, ჩაკრალური სისტემა, ცნობიერის და ქვეცნობიერის არსი, იერარქიის კანონი, ბალანსის კანონი და ცხოვრების ოთხი მთავარი სფერო, დესტრუქციული პროგრამების, აზრების და ემოციების გავლენა ადამიანზე და სხვა. წიგნის ბოლო ნაწილში, აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს მთავარ სათქმელზე, რომელსაც ვუწოდეთ გზა ტრანსფორმაციამდე.
ჩვენი მიზანია, მკითხველს შევახსენოთ, რომ ბედნიერების, წარმატების, სიხარულის, ჰარმონიის სათავე ჩვენი „შინაგანი მე“ და განვლილი ცხოვრებაა. არსად არ უნდა ვეძებდეთ იმას, რაც უკვე ჩვენშია. ადამიანები არ ვცხოვრობთ სხვისი წესებით და სხვისი დაწერილი აზრების გათვალისწინებით, ჩვენ ვივითარებთ შინაგან ხედვას, ვითავისუფლებთ გზას შინაგან სამყარომდე, სადაც ყველაფერია, რაც კი ოდესმე წარსმოსახვაში, ფიქრებსა და ოცნებებში გვქონია. “

ეზოთერიკის ფსიქოლოგია

21,60 

შინაგანი მოგზაურობა

Gnosis or the Heart of an Angel

30,00 

‘A Guide for Seekers of Spiritual Knowledge’ – this is one possible title for Imma’s extensive work, which was written as a four-volume set and offers a truly unique perspective to interested readers. The book Gnosis, or the Heart of an Angel is remarkable both for its theme and content, as well as its style of narration. The author, who herself is a researcher in the natural sciences, employs an interdisciplinary approach to description, drawing from biology, physics, mathematics, philosophy, art, history, and cosmology. This method, in turn, serves to describe and share personal and collective mystical experiences throughout history.

The main theme of the book is the spiritual knowledge about the universe and humanity that once existed but is now lost. Throughout human history, the absence, distortion, or misuse of this knowledge has often led to disastrous consequences over long periods. Therefore, the transmission of spiritual knowledge in these books unfolds under the guidance and continuous supervision of the Light Hierarchy – humanity’s spiritual teachers – through direct contact with them. Using a special ability for dream visions and telepathy, combined with structured and rational analysis, the author systematically introduces us to the spiritual principles of the coexistence and collaboration between the universe and humanity.

Another unique feature of the book is its dialogue with readers: for several years, fragments of the work were published in the Facebook group ‘Gnosis.’ As a result, the reflections of readers on many important issues are included in all four volumes.

Gnosis, or the Heart of an Angel is a special work for those who are on a journey toward acquiring spiritual knowledge. Its appearance and development in the Georgian-speaking space, within this syncretic genre of knowledge, is both interesting and a joyful event.

ჟურნალი ქართული მწერლობა – ნოემბერი #1

6,00 

ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ: ლევან ბერძენიშვილი, რუსთაველი და ჰომეროსი;დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან; გიორგი კაკაბაძე, ფრაგმენტი დოკუმენტური რომანიდან: „დაწყევლილი დღესასწაული“;ეკა ქევანიშვილი, პოეზია; ნანა აბულაძე, პროზა, ნეტავ ბულბულად მაქცია…უცხო – საუბარი ელა გოჩიაშვილთან (ესაუბრა ირაკლი კაკაბაძე);თათია ჯგუშია, „რატომ ვთარგმნიდი, რა დროს ვწერდი“ დავით წერედიანის „შედევრები“;ნინო ხარატიშვილი, კატა და გენერალი (თარგმნა ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა).

ცხოვრების კონსულტანტი

30,00 

თეონა მეგრელიშვილის სადებიუტო რომანი, რომელიც სავსეა თავგადასავლებითა და სასიყვარულო ურთიერთობებით. ოსტატურად არის შეზავებული ფანტასტიკის ელემენტები

ცოდვის საზღაური

25,00 

რომანი ავტორისთვის დამახასიათებელი ექსპრესიულობით და თხრობის განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა. წიგნში ფეხდაფეხ მიჰყვები მთავარ გმირს, აკვირდები მის მოქმედებებს, რომელიც საკმაოდ წინააღმდეგობრივი ცხოვრებით ცხოვრობს, არცთუ მთლად დადებითი იმიჯითაა გამორჩეული და რომ არა ის საბედისწერო შემთხვევა, რამაც მისი არსებობა დიამეტრულად შეცვალა, ალბათ მისი ცხოვრება ძველებურად დუნე, ერთფეროვანი, მოსაწყენი, უემოციო დარჩებოდა. სუიციდამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩება და სწორედ მაშინ ხდება მის ცნობიერებაში გარდატეხა, გააზრება და მონანიება, რის გარეშეც სულიერი ამაღლების განცდა წარმოუდგენელი იქნებოდა…