Showing 2311–2345 of 8084 resultsSorted by latest

ფსიქოლოგია პოლიციის ოპერატიული თანამშრომლის საქმიანობაში

25,00 

წინამდებარე სახელმძღვანელოში გაშუქებულია პოლიციის ოპერატიული თანამშრომლის საქმიანობის ფსიქოლოგიის ძირითადი მახასიათებლები და სტრუქტურა. განხილულია მოქალაქეებთან ურთიერთობის ფსიქოტექნოლოგიები, დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა, ტყუილისა და ფარული გარემოებების დიაგნოსტიკის საკითხები. ყურადღება გამახვილებულია კრიმინალური გარემოსა და კრიმინალური ჯგუფების ფსიქოლოგიაზე, წინასწარი გამოძიების ფსიქოლოგიის საკითხებზე.

საერთაშორისო ფინანსური მენეჯმენტი მცირე და საშუალო ბიზნესში

33,00 

დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ფინანსების მართვის თეორია საერთაშორისო კომპანიებში,მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესში, ფინანსური მენეჯმენტის კანონზომიერებების გამოვლენის საფუძველზე. წარმოდგენილია მცირე და საშუალო ბიზნესში ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მაჩვენებლები და სტრუქტურა, ფინანსურ მენეჯმენტში გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები. განკუთვნილია ეკონომიკური უნივერსიტეტების სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე ბუღალტრებისათვის.

ცუდი ბოსებისა და ზარმაცი თანამშრომლების გარემოცვაში

45,00 

წიგნში წარმოდგენილია მარტივი ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ გამაღიზიანებელ უფროსებსა და არასანდო თანამშრომლებს. შეძლებთ თქვენს უფროსზე შთაბეჭდილების მოხდენას და წარმატების მიღწევას. ისწავლით როგორ მართოთ ყველაზე ზარმაცი თანამშრომლებიც კი. ეფექტური გუნდის შეკვრას.

პიროვნების 4 ძირითადი ტიპი

15,00 

ყველა ადამიანი უნიკალურია, ამაში ცუდი არაფერია. წარმატების მისაღწევად სხვა ადამიანების მიბაძვა არ არის აუცილებე­ლი, საკმარისია საკუთარ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით ინდივიდუალური ქცევის სტილის ჩამოყალიბება.

თითოეულ ჩვენგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენი პიროვნების სტრუქტურას განსაზღვრავს.

სიტუაციები და საგნები სხვადასხვა პერსპექტივიდან განსხვავებულად შეიძლება იქნეს დანახული და შეფასებული. ხშირად არ არსებობს „სწორი“ და „მცდარი“ პერსპექტივა; არის „განსხვავებული“ პერსპექტივა, რომელიც სხვადასხვა ხედვიდან გამომდინარეობს.

Shock Horror (Ripley’s Bureau of Investigation (Rbi)

12,00 

Join the Ripley’s Bureau of Investigation – a group of teen agents with special gifts – as they embark on a series of action-packed adventures, travelling the world in pursuit of extraordinary events and tales. These wonderful new stories are perfect for adventurously minded children between the ages of 7 and 11.In Shock Horror, reports of mysterious fires, exploding trees and unexplained power cuts in a remote Rocky Mountain town reach the RBI. Is there any truth in the terrifying stories of a strange figure in the forest with sparks flying from his fingertipsUsing their own powerful skills, the RBI are tested to their limits on the sizzling adventure.

Star Fighters crash landing

12,00 

It is the year 5012 and the Milky Way galaxy is under attack. After the Universal War, a war that almost brought about the destruction of every known universe, the planets in the Milky Way banded together to create the Intergalactic Force – an elite fighting team sworn to protect and defend the galaxy. Only the brightest and most promising students are accepted into the Intergalactic Force Academy, and only the very best cadets reach the highest of their ranks and become . . . STAR FIGHTERS!

Crash Landing
Peri and Diesel have succeeded in rescuing fellow crew member Selene, but now the Phoenix is under fire from not one but two alien armies – Xion and Meigwor. Whilst trying to escape the cross-fire they are sucked into the atmosphere of a mysterious planet. They survive the crash-landing unscathed, but now they must face the planets inhabitants . . . who aren’t pleased to have visitors.

მედიტაცია პირველი და უკანასკნელი თავისუფლება

28,00 

გარდა აღწერის იმ ტექსტებისა რომელიც რედაქტორებმა დაწერეს ეს წიგნი აერთიანებს შერჩეულ ტექსტებს ოშოს სხვადასხვა დისკურსიიდანრომლებიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიეწოდა ცოცხალ აუდიტორიას.

ნიცშე რომ ნარვალი ყოფილიყო

22,95 

ნიცშე ფიქრობდა, რომ ცხოველები სიამოვნებასა და ტანჯვას ისევე ღრმად არ განიცდიან, როგორც ჩვენ, რადგან მათ ინტელექტი არ აქვთ. ნიცშეს ცხოვრება კი გვასწავლის, რომ მეტისმეტად ღრმა აზროვნება სულაც არაა ყოველთვის სასარგებლო.

როგორც ნიცშე ამბობდა, ცხოველისგან განსხვავებით ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ მის არსებობას რაღაც მიზანი აქვს, თუმცა, ამგვარ ხედვას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. ცხოველებს მიზეზშედეგობრივი დასკვნების გამოტანა არ სჭირდებათ, რადგან ისინი ასოციაციური განსწავლის ძალას ფლობენ – მაგალითად, მტრედები უკეთესი რადიოლოგები არიან მათი ასოციაციური განსწავლის უნარის დამსახურებით.

რა არის ინტელექტი? რა არის კარგი ადამიანის ინტელექტში? რა მოხდებოდა, ნიცშე რომ უფრო მარტივი ცხოველი ყოფილიყო? რა მოხდებოდა, მას რომ ყოფიერების არსზე დაფიქრება არ შესძლებოდა? არის თუ არა ჩვენი გონება ევოლუციის საბოლოო მიღწევა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხით, მეცნიერი ჯასტინ გრეგი ამტკიცებს, რომ ყველა ცხოველს აქვს ცნობიერება და სუბიექტური გამოცდილება; ისინი აღიქვამენ დროს და სახავენ სამომავლო გეგმებს, თუნდაც ეს გეგმები რამდენიმე წამს მოიცავდეს.

ძველი დედაქალაქი

17,95 

იასუნარი კავაბატა — პირველი იაპონელი ავტორია, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. თავდაპირველად მხატვრობაზე მეოცნებე კავაბატა მწერლობის გზას 12 წლის ასაკში დაადგა და იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთ უმთავრეს ხმად იქცა.
„ძველი დედაქალაქი“ ავტორის ყველაზე ლირიკულ და პოეტურ რომანად ითვლება. კავაბატა ნატიფი, თითქმის მუსიკალური ენით აღწერს ტრადიციებისა და ბუნებრივი ჰარმონიის თანდათანობით გაქრობას თანამედროვე იაპონიაში — მტკივნეულ პროცესს, რომელსაც თითოეული პერსონაჟი დიდი სიფაქიზით და ღრმა სევდით ეხება.
კიოტოში, ძველ დედაქალაქში, ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი — ჩიეკო, რომელიც ბავშვობაში ტაძართან მიტოვებული იპოვეს და იშვილეს. მისი ცხოვრება, ერთი შეხედვით, ჰარმონიულია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მოულოდნელად ჩიეკო თავის ტყუპისცალს გადაეყრება. ეს შეხვედრა ჩიეკოს აიძულებს, თავისი წარსული, იდენტობა და მთელი სამყარო ხელახლა გადააფასოს

დღეთა ქაფი

20,95 

ბორის ვიანი მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ყველაზე უჩვეულო ავტორია. მისი ეს რომანი კი – სიურრეალიზმის, ტრაგედიისა და სიყვარულის სრულყოფილი სინთეზი. როგორც რემონ კენო ამბობდა, “დღეთა ქაფი” სიყვარულზე დაწერილ თანამედროვე რომანებს შორის ყველაზე მეტად მოგიკლავთ გულს.
ახალგაზრდა კლოეს შეძლებული და მიმზიდველი კოლენი უყვარდება და ეს, ერთი შეხედვით, მხიარული ამბავი სიყვარულზე, თვალსა და ხელს შუა, დიდ და უცნაურ ტრაგედიად გარდაიქმნება.

არანაკლებ საინტერესონი არიან რომანის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები: ჟან სოლ პარტრის (ჟან პოლ სარტრის პაროდია) ხელნაწერებისა და ჩიბუხისგან ამომწვარი შარვლების შემგროვებელი შიკი; ნიკოლა, რომელიც საეჭვოდ ჰგავს პ.გ. ვუდჰაუსის პერსონაჟ ჯივზს; სამზარეულოს თაგვები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ მზის სხივების ონკანზე შეხების ხმა…
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მარტივ, მეტიც, ბანალურ სასიყვარულო ისტორიასთან გვაქვს საქმე, “დღეთა ქაფი” ეპოქალური ტექსტია, რომელიც სიურრეალისტური სიმსუბუქით ანეიტრალებს ცხოვრების სიმძიმეს.

ინგლისელი პაციენტი

22,95 

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულით გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია: კანადელი ქურდი და სიქჰი გამნაღმველი. ეს წიგნი სწორედ ამ ოთხი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა ომით ერთნაირად დაღდასმული ადამიანის ამბავია. მაიკლ ონდააჩი (1943) შრილანკური წარმოშობის კანადელი რომანისტი და პოეტია. „ინგლისელი პაციენტი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია. სწორედ ამ რომანისთვის მიენიჭა ონდააჩის ბუკერის პრემია. „ინგლისელი პაციენტი“ კიდევ უფრო ცნობილი მას მერე გახდა, რაც წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

ნოტრ-დამ-დე-ფლერი

22,95 

„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (Notre-Dame-des-Fleurs — ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. ეს პოეტური და გროტესკული ტმარგინალი, შეშლილი, მამათმავალი, გენიოსი – ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში, მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. პირველ პირში დაწერილი რომანი უსიუჟეტოა. ავტორი პარიზელი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალების ცხოვრებას აღწერს.

კირჩხიბის ტროპიკი

22,95 

„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.
წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოსცეს.

ოთხი თანხმობა

14,95 

სამყაროს შესახებ არსებულ რწმენებსა და წარმოდგენებს ბავშვობიდანვე ვნებდებით – მაშინ, როცა მათზე თანხმობას ვაცხადებთ. ჩვენს გონებას სწორედ წარმოდგენების ეს სისტემა მართავს, ამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას კი გამბედაობა სჭირდება. დონ მიგელ რუიზი, ცნობილი სულიერი მოძღვარი და ტოლტეკური ტრადიციის მემკვიდრე მკითხველს ტოლტეკური სიბრძნის საიდუმლოებებს უზიარებს. რუიზის მიერ შემოთავაზებული ოთხი ახალი თანხმობა დაგანახებთ, რომ ჭეშმარიტებას მიგნება არ სჭირდება, სინამდვილეში, ისე ხელის ერთ გაწვდენაზეა.

ძენი: მარტივი ცხოვრების ხელოვნება

17,95 

სიმშვიდის მოსაპოვებლად არც იაპონიის უძველეს დედაქალაქებში ჩასვლაა აუცილებელი, არც ფუჯის მთაზე ასვლა და არც ოკეანის პირას გადასახლება. სიმშვიდისა და ბედნიერების განცდას საერთოდაც არ სჭირდება დიდი ძალისხმევა.

კოხტად დააწყვეთ გახდილი ფეხსაცმელები; მოიშორეთ ის, რაც არ გჭირდებათ; იპოვეთ თქვენი საყვარელი სიტყვები; მოიდუღეთ გემრიელი ყავა, ღრმად ამოისუნთქეთ…

ეს წიგნი სწორედ ამაზეა: მარტივ ცხოვრებაზე – ძენის სტილზე. პასუხები, რომლებსაც ეძებთ, აქ არის.

ა იწყებს ანბანს

14,00 

„ა იწყებს ანბანს“ კარგი დასაწყისი იქნება პატარებისთვის წიგნიერების სამყაროში სამოგზაუროდ. თუ ბავშვი ამ წიგნს ხუთი წლის ასაკში „წაიკითხავს“, მას სკოლაში მისვლისას საგრძნობლად გაუადვილდება წერა-კითხვის შესწავლა. გაოცდებიან მისი მასწავლებლები და მშობლები, რა იოლად აითვისა კითხვისა და წერის კომპეტენციაო… თუ ბავშვი ექვსი წლის ასაკში, ანუ როგორც სკოლის მოსწავლე, დედაენასთან ერთად ისარგებლებს ამ წიგნით, მარტივად აითვისებს ქართულად.

მსოფლიოს 10 ზღაპარი

4,90 

ამ კრებულში შეტანილია ბავშვებისთვის საყვარელი 10 უცხოური ზღაპარი, რომლებიც მათ აუცილებლად უნდა წაიკითხონ: „ცეროდენა“, „მძინარე მზეთუნახავი“, „მებადურისა და ოქროს თევზის ზღაპარი“, „თოვლის დედოფალი“, „გულადი თერძი“, „ზარმაცას თავგადასავალი“, „მხატვარი მელა“, „ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი“, „საგანძურის უძვირფასესი განძი“ და „პალე მარტოა ქვეყანაზე“.

პინოკიოს თავგადასავალი

6,90 

,,პინოკიოს თავგადასავალი‘‘ ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და გულისამაჩუყებელი კლასიკური საბავშვო ზღაპარია ხის კაცუნაზე. იგი 240 ენაზეა თარგმნილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პოპულარობას. ამ სასაცილო ისტორიას ხის კაცუნაზე, რომელიც ოცნებობს გახდეს ნამდვილი ბიჭი, უკვე მრავალი წელია ყველგან ინტერესით კითხულობენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მარტოხელა მოხუცმა ოსტატმა, ჯეპეტომ, მოლაპარაკე ხის ნაჭრიდან თოჯინა გამოთალა. გრძელცხვირა პინოკიო ცოტა მავნე, მაგრამ კეთილი ხის კაცუნაა; ურჩი, ჯიუტი და დაუდგრომელია, თუმცა ამავდროულად – ძალიან მგრძნობიარეც. ზარმაც პინოკიოს არ უნდა სკოლაში სიარული, უყვარს ტყუილები, რის გამოც, ისედაც გრძელი ცხვირი კიდევ უფრო ეზრდება. იგი ხშირად ხვდება უსიამოვნებებშიც: ცბიერი მელა და კატა მოატყუებენ, ციხეშიც ჩასვამენ, სახედრადაც გადაიქცევა და ბოლოს, მშიერი ზვიგენიც გადაყლაპავს. ამასობაში პინოკიო გაიაზრებს სიკეთისა და კარგი საქციელის ფასს და მიხვდება, როგორ უნდა აიხდინოს სანუკვარი ოცნება.

უსახლკარო

6,90 

ფრანგი რომანისტი ჰექტორ მალო (1830-1907) ამ წიგნში პატარა ბიჭის, რემის, თავგადასავალს გვიყვება. რემიმ არ იცის, ვინ არიან მისი მშობლები და მათ ეძებს საფრანგეთსა და ინგლისში. ამ ქვეყნებში მასთან ერთად თქვენც იმოგზაურებთ; გაეცნობით უბ­რალო ხალხის ყოფას, ადათ-წესებს; გაიგებთ, როგორია ცხოვ­რება იქ, სადაც ადამიანურ ღირსებაზე მაღლა ფული დგას. ფულის გამო ადამიანები სჩადიან დანაშაულს, ივიწყებენ ნათესაურ მოვალეობას, კეთილშობილებას…

5 ბავშვი და ის

8,90 

ინგლისელი კლასიკოსი საბავშვო მწერლის, ედიტ ნესბიტის ეს წიგნი მოგვითხრობს ხუთი ბავშვის უჩვეულო ისტორიაზე. ისინი ქვიშის კარიერზე გადაეყრებიან ელფს, რომელიც დღეში ერთ სურვილს უსრულებს. ბავშვები ისეთ სურვილებს იგონებენ, რომ მუდამ გაუგებრობაში ეხვევიან და წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ. მწერალი ურჩევს მათ: „იყავით ფრთხილები თქვენს სურვილებში, რადგან ყოველ სურვილს უარყოფითი მხარეც აქვს“. პატარა მკითხველი, პერსონაჟებზე დაკვირვებისკვალდაკვალ, თანდათან ხვეწს წარმოსახვის უნარს, ეცნობა ბუნების კანონებს, რეალიზდება საკუთარ ფანტაზიებში და ყოველგვარი ნოტაციის გარეშე აცნობიერებს: რას ნიშნავს გულწრფელობა, პასუხისმგებლობა, მშობლებისა და დედმამიშვილების სიყვარული… ამ წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი.

პატარა პრინცი

6,90 

ბავშვებს პატიებას ვთხოვ, რადგან ეს წიგნი ზრდასრულ ადამიანს მივუძღვენი. საამისოდ სერიოზული მიზეზი მქონდა _ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, და კიდევ ის ყველაფერში ერკვევა, საბავშვო წიგნებშიც კი და ბოლოს, ის საფრანგეთში ცხოვრობს. ამ ქვეყანაში ახლა შიმშილი და სიცივეა, ამიტომ მას გამხნევება სჭირდება. და თუ ეს ყველაფერი მე არ მამართლებს, მაშინ ამ წიგნს ვუძღვნი ჩემს უფროს მეგობარს, რომელიც ოდესღაც პატარა ბიჭი იყო. დიახ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, თუმცა ეს ძალიან ცოტას თუ ახსოვს. ამგვარად, ჩემს მიძღვნას ასე შევცვლი: ლეონ ვერტს, როცა ის ბავშვი იყო.

წვიმის წვეთი პაკი

8,90 

აკაკი დაუშვილის ზღაპარი „წვიმის წვეთი პაკი“ მარტივი, ბავშვებისთვის იოლად აღსაქმელი სიუჟეტითა და საუცხოო ილუსტრაციებით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ორიგინალური ფაბულა და საინტერესო პერსონაჟების სიმრავლეა. ერთ ღრუბლიან დღეს წვიმის წვეთი, სახელად პაკი, გოგონა მარიცას ქოლგაზე მოადენს ტყაპანს და მთავარი ამბებიც სწორედ აქედან იწყება.

ზღაპარში ბევრი საინტერესო ეპიზოდია, რომელიც პატარა მკითხველს ხან ცრემლს მოჰგვრის, ხან – ღიმილს. ნაწარმოებს შემეცნებით-საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, რადგან ბავშვებს სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენაზე უამბობს და ხელს უწყობს მათი წარმოსახვის განვითარებას. აქ ადამიანებს, ცხოველებსა და გამოგონილ არსებებს შორის ზღვარი იშლება. ეს ზღაპარი ბავშვებს ცნობისმოყვარეობასა და სიკეთის კეთების სურვილს აღუძრავს.

წადი, საითაც გული გაგიწევს

12,00 

ცნობილი იტალიელი მწერლის სუზანა ტამაროს ეს წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და მრავალ ენაზე ითარგმნა (დღემდე გაყიდულია 16 მილიონი ეგზემპლარი). ავტორი ცხოვრების არსსა და აზრზე უბრალოდ და ლაკონიურად წერს, თუმცა მძაფრ ემოციებს იწვევს. წიგნი ეხება თაობებს შორის ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობებში წარმოქმნილ კრიზისებს, აღზრდის პრობლემებს, რელიგიის გავლენას, საზოგადოებრივ მარწუხებს, ქალთა უფლებებსა და მარადიულ ღირებულებებს… ნაწარმოებს ფონად გასდევს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები: ომები, ფაშიზმი, კომუნიზმი, რევოლუციები… სათაურში ნახსენები გული მავანთათვის მხოლოდ სხეულის ორგანოა, ავტორის რწმენით კი, არჩევანის წინაშე მდგარმა ადამიანმა სწორედ გულისთქმას უნდა მისდიოს.