ლავინია

18,95 

ლათინთა მეფის, ლათინუსის, ერთადერთმა ასულმა, ლავინია იცის, რომ მისი ბედი წინასწარმეტყველებებითაა განსაზღვრული: ის უცხოტომელს უნდა მისთხოვდეს, რის გამოც მისი სამშობლო სისხლიან ომში ჩაერთვება. როდესაც ტროელი გმირი, ენეასი, იტალიის ნაპირს მიადგება ქალაქის დასაარსებლად, ადგილობრივების მხრიდან მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება, თუმცა მთავარი ქალაქის, ლავრენტუმის, სამეფო ოჯახში ენეასს მშვენიერი გულშემატკივარიც გამოუჩნდება. ლავინია — ვერგილიუსის ლეგენდარული ნაწარმოების უმნიშვნელო გმირი, რომელიც დუმილისთვის იყო განწირული — ხმას იმაღლებს ამერიკელი მწერლის წყალობით და თავად მოგვითხრობს სიყვარულისა და ომის, არჩევანის სიმძიმისა და ბედისწერის დაუვიწყარ ამბავს.

კუპატას წიგნი გასაფერადებელი

12,95 

კუპატა − ჩვეულებრივი და თანაც არაჩვეულებრივი ძაღლი − ბავშვის ერთგული მეგობარია. ეს გასაფერადებელი შენთვის შეიქმნა. გააფერადე კუპატა და მისი მეგობრები, მათთან ერთად გატარებული ყველა თავგადასავალი ხომ ჯადოსნური და დაუვიწყარია! აქვე დაგხვდება სტიკერები, რომელთაც სურვილისამებრ გამოიყენებ!