წიგნების კატალოგი
მოთხრობები
12,50 ₾დიანა მეტონიძე – მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურულ ჟურნალ “ისინდის” რედკოლეგიის წევრი. გამოცემული აქვს ისტორიული რომანი “ნაწვიმარი ჟამი” სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში : “განთიადი”, “ისინდი”, “ოლე” და ა.შ
ცეცხლი და მახვილი კავკასიაში
31,60 ₾ლუიჯი ვილარი (1876-1959) იყო იტალიელი ისტორიკოსი, დიპლომატი, ჟურნალისტი და მოგზაური. მან 1905 წელს იმოგზაურა კავკასიაში, რომელიც იმ დროს რევოლუციასა და ეთნიკურ დაპირისპირებას მოეცვა. ვილარი ჩავიდა გურიის რესპუბლიკაში, კარგა ხანს დარჩა ბათუმში, ქუთაისსა და ტფილისში, მოიარა ბაქო, ერივანი და ნახიჩევანიც. ყველგან ხვდებოდა მაღალჩინოსნებსაც და უბრალო ხალხსაც, ესაუბრებოდა სამხედროებს, პოლიციელებს, სასულიერო პირებსა თუ მეწარმეებს, აკვირდებოდა ხალხის ყოფასა და წეს-ჩვეულებებს. “ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” პირველად ითარგმნა ქართულად და საინტერესო იქნება ამ ეპოქით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის.
გააფერადე ტოპო-ტიპი
8,90 ₾მოიმარჯვე ფერადი ფანქრები ან საღებავები და შენი ხელით შექმენი თაგუნია ტიპის ფერადი სამყარო.
ტოპო-ტიპი პატარა ონავარი თაგუნაა. მისი ძალიან სახალისო და ფერადი ამბები 5 წიგნშია თავმოყრილი და არაერთი ბავშვის საყვარელი საკითხავია.
გაჭენებული ცხენები
27,90 ₾„გაჭენებული ცხენები“ უმნიშვნელოვანესი იაპონელი ავტორის, იუკიო მიშიმას (1925-1970) ტეტრალოგიის მეორე რომანია. სიუჟეტი ვითარდება 1930-იანი წლების იაპონიაში და მოგვითხრობს ისაო ინუმაზე, გულმხურვალე და იდეალისტ ახალგაზრდაზე, რომელიც შეპყრობილია იმპერატორის ძალაუფლების აღდგენითა და იაპონიის დასავლური გავლენებისგან განწმენდის იდეით. ისაო ღრმად არის შთაგონებული სამურაის ეთიკითა და წარსულის სულიერებით. ის სათავეში უდგას შეთქმულებას, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა და კორუმპირებული ბიზნესლიდერების დასჯაა.
რომანი ასახავს პატივისცემის, ერთგულების, მოდერნიზაციასა და ტრადიციას შორის კონფლიქტის თემებს. მიშიმა ამ რომანში იკვლევს ინდივიდუალურ იდეალებსა და საზოგადოებრივ რეალობას შორის ბრძოლას, ხაზს უსვამს ქმედებასა და ფიქრს შორის არსებულ კონფლიქტსა და მის ტრაგიკულ შედეგებს.
„გაჭენებული ცხენები“ დამაჯერებლად აღწერს სიკვდილის მშვენიერებას, მის არსს, მის მორალურ, რელიგიურ თუ პატრიოტულ მოტივებს. რომანში ნათლად იკვეთება წმინდად იაპონური ესთეტიკა გმირობისა, თუმცა, ამავდროულად, ცხადი ხდება სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და ღალატის, ღირსებისა და კომპრომისის ზოგადსაკაცობრიო ხასიათი.
დედისერთა
16,90 ₾მსოფლიოში ყოველდღიურად უამრავი ბავშვი იბადება ნევროლოგიური დაავადებებით, რაც მათ დანარჩენებისგან ძალიან განასხვავებს. ოჯახები ამ ფაქტს ხშირად აღიქვამენ უბედურებად, რომელიც სამუდამო დაღს დაასვამს მათ ცხოვრებას.
გვადალუპე ნეტელის რომანი „დედისერთა“ ორი ახალგაზრდა ქალის ამბავია, რომელთაგან ერთი – ლაურა გადაჭრით ამბობს უარს დედობაზე, ხოლო მის მეგობარ ალინას სულ უფრო უმძაფრდება სურვილი, რადაც უნდა დაუჯდეს, დაფეხმძიმდეს და შვილი გააჩინოს.
როდესაც ექიმების პროგნოზის მიუხედავად, ალინას ქალიშვილი დაბადებისთანავე არ გარდაიცვლება, ხოლო ლაურა მეზობლის შვილზე იწყებს ზრუნვას, ორივე ქალის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.
მწერლის სურვილია, ეს რომანი დაგვეხმაროს იმის გაცნობიერებაში, რომ ადამიანების სხვადასხვაგვარობა მშვენიერი და საინტერესოა და არ არსებობს განსხვავებულის მიმართ შიშის ან მისი უარყოფის საფუძველი.
რომანი „დედისერთა“ 2023 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემიის მოკლე სიაში მოხვდა.
ღამე ჩილეში
13,90 ₾2000 წელს გამოქვეყნებული „ღამე ჩილეში“, რომელშიც მოქმედება ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება, ოპუს დეის წევრისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, პადრე სებასტიან ურუტია ლაკრუას შემაძრწუნებელი მონოლოგია. ის ფიქრობს, რომ კვდება. ციებ-ცხელების დროს მეხსიერებაში ამოუტივტივდება ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები და როგორც რეალური, ისე წარმოსახვითი პერსონაჟები ურჩხულებად ევლინებიან. მისი მოგონებები მე-20 საუკუნის შუა ხანების ჩილეს ისტორიასა და ლიტერატურას ერწყმის.
ნაწარმოები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი აბზაცისგან შედგება: პირველი აბზაცი პადრე ურუტია ლაკრუას მონოლოგია, მეორე კი მხოლოდ ერთი სტრიქონია.
ბოლანიოს სიტყვებით, მან „ღამე ჩილეში“ შეუჩერებლად დაწერა და, სტილის თვალსაზრისით, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ოდესმე აღმოჩენილა.
საოცრებათა ქვეყანა და სამყაროს დასასრული
30,90 ₾ორი სხვადასხვა სამყაროს ჰარმონიული შეთავსება, თავიდან სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოდ რომ გეჩვენება, სიუჟეტური ხაზის განვითარებას ეხმარება. ავტორი მშვიდად გვპასუხობს ბუნებრივად გაჩენილ შეკითხვებზე: „ეს რა არის?“ „რატომ?“ „რას გულისხმობს?“ რომელიღაც მომენტში რომანის დასასრული ისეთი სისწრაფით ახლოვდება, რომ სუნთქვა გეკვრის. ფინალი, როგორც ყოველთვის, უამრავ კითხვას ტოვებს, და მხოლოდ ორიოდე მკაფიო პასუხს იძლევა.
ისე, სულ ორი სიტყვითაც შეიძლება ამ რომანის დახასიათება – არარეალურის რეალურობა! იქნებ სწორედ ეს ხიბლავს ჰარუკი მურაკამის მკითხველს!..
1978 წელს 29 წლის ჰარუკი მურაკამი ჯაზის ბარის მფლობელი იყო ტოკიოს ცენტრში. აპრილის ერთ დღეს, ბეისბოლის თამაშის ყურებისას, რომანის დაწერის მუზა ეწვია და მისი ცხოვრებაც შეიცვალა. პირველმა რომანმა, „ყური მიუგდე ქარის სიმღერას“, დებიუტანტი მწერლების კონკურსში გაიმარჯვა და მომდევნო წელს გამოქვეყნდა კიდეც. თუმცა მურაკამის პოპულარობა 1987 წელს „ნორვეგიული ტყის“ გამოცემამ განსაზღვრა. ნაწარმოებმა ის უბრალო მწერლიდან ფენომენად აქცია, მისი ყველა წიგნი ბესტსელერი გახდა და 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.
ჰარუკი მურაკამი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე
აღიარებული და პოპულარული მწერალია.
იაკობ ფონ გუნტენი
17,90 ₾შვეიცარიელი მწერალი რობერტ ვალზერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად მიიჩნევა, 1908 წელს გამოცემული იაკობ ფონ გუნტენი კი მის ყველაზე მნიშვნელოვან რომანად.
დღიურის ფორმით დაწერილი რომანის მთავარი გმირი იაკობ ფონ გუნტენი – ავტორის ალტერ ეგო – მაღალი წრის ოჯახიდანაა; ის ნებაყოფლობით მიდის ბერლინის მსახურთა აღზრდის ინსტიტუტში, რომლის მთავარი პრინციპი საგნების სწავლა კი არ არის, არამედ აღსაზრდელებში მსახურების, მოთმინების და თვინიერების გამომუშავება.
იაკობს სოციალური იერარქიის ყველაზე დაბალი საფეხურიდან აინტერესებს სამყაროს დანახვა და მისი შესწავლა, სურს, ქვევიდან შეხედოს იმათ, ვინც მაღლა დგას და დაინახოს საზოგადოების მექანიზმები, რომლებიც კლავს ყველაფერს, რაც ცოცხალია ადამიანში.
საიდუმლოებით მოცულ, უცნაურ და არცთუ უხიფათო სასწავლებელში სწავლისა და ცხოვრების ფიქციურპოეტური აღწერისას სიზმარი და ცხადი ერთმანეთში ირევა, დღიურის ახალგაზრდა ავტორის სტილს კი ხშირად გასდევს მელანქოლიური კომიკურობა და ირონია.
იაკობი პარაბოლურად აღწერს და აანალიზებს პირველი მსოფლიო ომის წინა წლების საზოგადოების სულიერ მდგომარეობასა და მისწრაფებებს.
ჩიტბატონა
49,90 ₾13 წლის მოზარდი თეო დეკერი დედასთან ერთად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ხელოვნების უდიდეს ნიმუშებს ათვალიერებს. ამ დროს ტერორისტები ბომბს აფეთქებენ. დედა იღუპება, თვითონ კი სასწაულის ძალით გადაურჩება ტერაქტს. როდესაც აფეთქების შემდეგ გონს მოდის, თავის გვერდით აღმოაჩენს მომაკვდავ მოხუცს, რომელიც აძლევს ბეჭედს და უბარებს, რომ უიშვიათესი სურათი, ძველი ჰოლანდიელი ოსტატის, კარელ ფაბრიციუსის შედევრი „ჩიტბატონა“, მუზეუმიდან გაიტანოს. მამისგან მიტოვებული თეო, სრულიად მარტოდმარტო, ნიუ-იორკში ხან მდიდარ ოჯახს აფარებს თავს, ხან ავეჯის რესტავრატორსა და ანტიკვარს, რამდენიმე წლის განმავლობაში დაეხეტება ლას-ვეგასსა და ამსტერდამში და ერთადერთ ნუგეშად რჩება მუზეუმიდან მოპარული სურათი, რომელიც წყევლაა, ფსკერისაკენ რომ მიაქანებს, და, ამავე დროს, იმედის სუსტი ძაფიცაა, რომელიც სინათლისკენ ეწევა…
დონა ტარტი (დ. 1963 წ.) ამერიკელი მწერალი და ესეისტია. მისი რომანები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მათგან საუკეთესო, „ჩიტბატონა“, 2013 წელს გამოქვეყნდა და 2014 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა. იმავე წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ დონა ტარტი „მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ სიაში შეიყვანა. 2019 წელს გამოვიდა ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი.
მეორე სქესი – სინამდვილე და მითები (წიგნი პირველი)
29,90 ₾მკითხველი ქართულ ენაზე პირველად გაეცნობა წიგნს, რომელსაც ფემინიზმის ბიბლიას უწოდებენ. „მეორე სქესმა“ ადამიანთა მსოფლმხედველობა სრულიად შეცვალა. როგორ მოხდა ადამიანთა ერთობის უთანასწორო გაყოფა? როდის და რა გარემოებათა გავლენით იქცა ქალი „მეორე სქესად“, მამაკაცზე დაქვემდებარებულად? რას მოგვითხრობს ისტორია, მითოლოგია ანდა სოციალური მეცნიერებანი „სუსტი“ სქესის დრამატულ თავგადასავალსა და ქალთა მძიმე ხვედრზე?
ХХ საუკუნის შუა ხანებში სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესმა“ ნამდვილი ინტელექტუალური „მიწისძვრა“ გამოიწვია. კრიტიკოსები აღიარებდნენ, რომ ამის შემდეგ კაცობრიობა ძველებურად ვეღარ იცხოვრებდა. ქალის ისტორიასა და მენტალურ არსს ავტორი ბიოლოგიის, ფსიქოანალიზის, მატერიალიზმის, ანთროპოლოგიისა თუ ფილოსოფიის ჭრილში განიხილავს. მოგვითხრობს, უძველესი ეპოქებიდან დღემდე რა როლი ერგებოდა ქალებს საზოგადოებაში. ეს წიგნი, გარკვეულწილად, ჩაგვრის, ცრურწმენებისა და ყალბი ფასეულობების, ზოგადსაკაცობრიო შეცდომებისა და საბედისწერო ცვლილებების ისტორიაა. ბოვუარი ასაბუთებს, რომ ქალი და მამაკაცი უპირობოდ თანასწორნი არიან.
სიმონ დე ბოვუარი (1908-1986) მწერალი, ფილოსოფოსი, ესეისტი, ნეოფემინისტი, მეათე ქალი იყო, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო, სადაც მათემატიკას, ფილოსოფიას, ისტორიას, ლათინურსა და ლიტერატურას სწავლობდა. ის მთელი ცხოვრება მცდარი სოციალური მოდელების დამსხვრევას ცდილობდა და დესპოტურ პატრიარქალურ საზოგადოებას ებრძოდა. ბოვუარი სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა თავისი შეურიგებელი შეხედულებების გამო სამსახურიდან ხშირად ათავისუფლებდნენ. „მეორე სქესი“ ორმოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიო კლასიკად იქცა.
სპილოს მოგზაურობა
12,90 ₾„სპილოს მოგზაურობა“ სარამაგუს ერთ-ერთი ბოლო რომანია. ავტორი ევროპაში სპილოს პირველად გამოჩენის ამბავს აღწერს. ის პორტუგალიის მეფემ ავსტრიის ერცჰერცოგს საქორწინო საჩუქრად მიართვა.
ლისაბონიდან ვენამდე გზა რთულია და გრძელი. მოგზაურობა სავსეა თავგადასავლებით. სპილო სულეიმანი და მისი მომვლელი გზად არაერთ უცნაურ ადამიანს გადაეყრებიან.
ევროპაში სპილო აქამდე ჯერ არავის ენახა. სულეიმანის (სოლომონის) გამოჩენამ ხალხი ისე აღაფრთოვანა, რომ ეს გაოცება ისტორიულმა წყაროებმაც შემოინახა.
სარამაგუ ჩვეული სტილით მოგვითხრობს ამბავს. მისი მსუბუქი იუმორი და ირონია მოგზაურებას მეტად საინტერესოს ხდის.
ბრმა მკვლელი
34,95 ₾რომანისთვის „ბრმა მკვლელი“ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს (1939) 2000 წელს ბუკერის პრემია მიენიჭა, ჟურნალმა „თაიმმა“ კი წიგნი იმავე წლის საუკეთესო რომანად გამოაცხადა და 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი ნაწარმოების სიაში შეიტანა. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც ოჯახური საგის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, სასიყვარულო ისტორიისა და დეტექტივის ელემენტებისგან შედგება, ჩინურ ყუთს ჰგავს: დების – აირის და ლორა ჩეიზების ამბავს თავად აირისი მოგვითხრობს, თუმცა რომან „ბრმა მკვლელში“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია…
ევროპის დაბადება
24,95 ₾ევროპის დაბადება – ამ საეტაპო ნაშრომში ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი მედიევისტი ჟაკ ლე გოფი თანამედროვე ევროპის წარმოშობის საფუძვლებს იკვლევს. ავტორი, პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ცვლილებების შესახებ ისტორიული წყაროების ანალიზსა და ღრმა განსჯაზე დაყრდნობით გვიხსნის, როგორ ჩამოყალიბდა შუა საუკუნეებიდან თანამედროვე ევროპის სტრუქტურები და მახასიათებლები.
ლე გოფი სიღრმისეულად განიხილავს ევროპული კონტინენტის ათსაუკუნოვან პერიოდს: ინსტიტუციების, იდეებისა თუ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობას, რამაც დღევანდელი ევროპის არსი და რაობა განაპირობა.
ისტორიისა და პოლიტიკური რეფლექსიის გამაერთიანებელი ამომწურავი ნაშრომი საშუალებას გვაძლევს, წარსულის პრიზმაში გავიაზროთ ევროპული სამყაროს განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გამოწვევები.
მუცალი
24,95 ₾გივი მარგველაშვილი (1927 – 2020) – მწერალი, ფილოსოფოსი, ენათმეცნიერი – დაიბადა 1927 წელს ბერლინში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. მამა, ტიტე მარგველაშვილი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი იყო. ის ბერლინის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და ქართულ ემიგრაციას ედგა სათავეში. 1946 წელს მამა-შვილი მარგველაშვილები საბჭოთა სპეცსამსახურმა მოიტაცა. მამა იმავე წლის შემოდგომაზე დახვრიტეს, ხოლო შვილი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს. გივი მარგველაშვილი წლების მანძილზე ასწავლიდა გერმანულ და ინგლისურ ენებს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში, ხოლო 1971 წლიდან გერმანიაში დაბრუნებამდე მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობდა.
რომან „მუცალს“ უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს პოსტმოდერნისტულ ნაწარმოებთა შორის. ეს თხზულება 1991 წელს დაიბეჭდა გერმანიაში, ხოლო მისი ქართული თარგმანი 2001 წელს გამოიცა. რომან „მუცალისათვის“ ამოსავალ ტექსტებად იქცა „მერანი“ და „ალუდა ქეთელაური“.
სირცხვილი
21,95 ₾ჯონ მაქსველ კუტზეე (1940) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი რომანისტია. მწერალი ბუკერის პრემიის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელსაც ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს. მეორე ბუკერი კუტზეეს სწორედ 1999 წელს გამოქვეყნებულ რომან „სირცხვილისთვის“ მიენიჭა. 2003 წელს კი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
წიგნის მთავარი გმირი კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლურია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუდენტ გოგონასთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი მჟღავნდება.
სუნამო
21,95 ₾„სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. რომანის მთავარი გმირი, ჟან-ბატისტ გრენუი, უცნაური, ყველასგან გამორჩეული ადამიანია. იგი გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია, ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბამისად, არც სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც გამძაფრებული ინტერესით შეისწავლის მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც, საბოლოოდ, სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.
პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება
17,95 ₾გერმანელი სოციოლოგის მაქს ვებერის (1864-1920) „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება“ 1905 წელს გამოიცა და რელიგიური სოციოლოგიის ფუძემდებლურ ნაშრომად არის მიჩნეული. ვებერი იკვლევს და ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას: რატომ განვითარდა მოდერნული კულტურა დასავლეთ ევროპაში და არა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში და როგორ ყალიბდებოდა შრომის ეთიკა საუკუნეების განმავლობაში. ამ კითხვაზე პასუხს ის დასავლურ რაციონალიზმში ეძებს და შესაბამისად, დასავლური რაციონალური აზროვნების თავისებურებებს იკვლევს. ვებერის თვალსაზრისით, პროტესტანტულ ეთიკასა და კაპიტალიზმს შორის მჭიდრო კავშირია. პროტესტანტული, შესაბამისად, კალვინისტური მხოფლმხედველობა და კაპიტალის დაგროვების კაპიტალისტური პრინციპი, ისევე როგორც მოგების რეინვესტიცია, ინდუსტრიალიზაციის საფუძვლად ჩამოყალიბდა.
ეკონომიკის მოდერნულ ეთოსსა და ასკეტური პროტესტანტიზმის რაციონალურ ეთიკას შორის კავშირის კვლევა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა. ავტორი ამტკიცებს, რომ კაპიტალის მფლობელებს, უმეტესად, პროტესტანტები წარმოადგენდნენ, კათოლიკეები კი, რომლებიც ჰუმანიტარულ განათლებას ანიჭებდნენ უპირატესობას, გერმანიის შრომით საქმიანობაში ნაკლებად იღებდნენ მონაწილეობას. ავტორის მიზანი კულტურის ყოვლისმომცველი ანალიზი არ გახლავთ, მისი კვლევის საგანი გარკვეული რელიგიური და ეკონომიკური პირობების თანხვედრაა.
მორალური წერილები ლუკილიუსს
17,95 ₾„მორალური წერილები ლუკილიუსს“ ცნობილი რომაელი ფილოსოფოსის, პოეტის, სახელმწიფო მოღვაწის, სტოიციზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ლუციუს ანეუს სენეკას (ძვ. წ. 4 – ახ. წ. 65) ნაშრომია. რომის იმპერიის ცნობილი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის, ლუკილიუს უმცროსისადმი გაგზავნილი წერილები ზნეობის საკითხებს ეხება. ავტორი მსჯელობს მეგობრობის, კეთილშობილების, თავისუფლების, სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ; გვთავაზობს რჩევებს, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა; ხსნის, რა არის ფილოსოფია და რას მატებს ის კაცთა მოდგმას.
სამი ქალი
16,95 ₾რობერტ მუზილი (1880 – 1942) იმ მწერალთა რიცხვს არ ეკუთვნოდა, რომლებიც ზურგს აქცევენ რეალურ სამყაროს წარმოსახვითის გულისთვის. მწერლის მიზანი არასდროს ყოფილა გამაბრუებელი, ლამაზი ფიქციის შექმნა, მკითხველს მახინჯ სინამდვილეს რომ გადაავიწყებდა. პირიქით, მუზილი თვლიდა, რომ ლიტერატურა ადამიანთა სულიერ განვითარებას უნდა ემსახურებოდეს.
უხილავი ქალაქები
16,95 ₾იტალო კალვინოს (1923 – 1985) „უხილავი ქალაქები“ ცნობილი პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია, რომელშიც გადმოცემულია მარკო პოლოს წარმოსახვითი საუბრები ყუბილაი ყაენთან. სახელგანთქმული მოგზაური უამრავ ზღაპრულ მხარეს აღუწერს ყაენს და ქმნის ფანტასტიკურ სურათებს უცნაური ქალაქებისა, სადაც ქუჩები კალითაა მოკირწყლული, შენობებს ვერცხლის გუმბათები ამშვენებს, სასახლეებს კი ზღვის ნიჟარებით ინკრუსტირებული ხვეული კიბეები აქვს, სადაც გარეგნობითა თუ ქცევით უცნაური ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა თვისებებით ჩვეულებრივი ადამიანებისაგან არ განსხვავდებიან.
გაცამტვერება
25,90 ₾2022 წლის იანვარში, „სეროტონინის“ გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ, მიშელ უელბეკი მერვე რომანით დაბრუნდა. და ალბათ ესაა მწერლის ყველაზე დახვეწილი, მელანქოლიური და მგრძნობიარე რომანი.
მოქმედება უახლოეს მომავალში ხდება: 2026 წელია, მომდევნო წელს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი კენჭს ვეღარ იყრის, რადგან ორი საპრეზიდენტო ვადა უკვე ამოწურული აქვს. ამიტომ ის უნდა შეცვალოს ადამიანმა, რომელსაც სრულიად ენდობა და თანაც, სამომავლოდ, თანამდებობაზე დასაბრუნებლად პრობლემას არ შეუქმნის. ამ შინაურ პოლიტიკურ დაძაბულობას ერთვის ტერორისტული თავდასხმები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ინტერნეტში გავრცელებული უცნაური ვიდეოები, მათ შორის – ყალბიც, თუმცა შემაშფოთებელი, რადგან საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის თავის მოკვეთას ასახავს.
როდესაც სამყაროში ასეთი ქაოსია, როდესაც ავადმყოფობა და სიკვდილი სულ უფრო ახლოსაა, ადამიანს რჩება მხოლოდ ოჯახი, ახლობელი ადამიანების თანადგომა და სიყვარული.
ესაა მიშელ უელბეკის ყველაზე დახვეწილი, მელანქოლიური და მგრძნობიარე რომანი, რომელიც მკითხველს სიყვარულის შესაძლებლობაში დაარწმუნებს.
ჩემი დასვენებისა და განტვირთვის წელიწადი
19,90 ₾გამხდარი, ლამაზი, ქერა, მდიდარი გოგო ზამთრის ძილისთვის ემზადება.
აბები, კაფსულები, დივანი, ვიდეომაგნიტოფონი და 80-იანი წლების კინო გოგოს ზამთრის ძილისთვის ამზადებენ.
ყურებმადე გაკრეჭილი ვუპი გოლდბერგი გოგოს ხელს ჩასჭიდებს და იმ ფანჯრის წინ აყენებს, საიდანაც ყველას დამავიწყებელი, ყველაფრის წამშლელი და ცხოვრების გადატვირთვისთვის აუცილებელი ვარდნა უნდა დაიწყოს.
ვარდნა იწყება, მაგრამ ეს სულ სხვა გოგოა, სულ სხვა ფანჯარა და მიზეზიც განსხვავებულია. თუმცა, სწორედ, ეს ვარდნა იქცევა ზამთრის ძილისგან გამორკვევისა და სრული განახლებისთვის გაღებულ მსხვერპლად.
ბუკერის პრემიაზე ნომინირებული ოტესა მოშფეგი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც გარდამტეხი მოვლენის კვალდაკვალ მიუყვება წარსულის ტყვე ადამიანის ცხოვრების ერთ წელიწადს, რომელიც ხსნას მხოლოდ მძლავრ შეჯახებაში, აფეთქებაში, სრულ განადგურებასა და ფერფლიდან აღდგენაში ხედავს.
5 დოგმენი რწყილთა ბატონი
14,90 ₾ყველა გიჟდება დოგმენზე!
მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია!
დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.
2 ზებრა იულიუსი ბრიტანელთა ბრდღვინვა
12,90 ₾გახსოვთ ის შეუპოვარი გლადიატორი, რომელმაც მთელი რომი აალაპარაკა? ისიც იცი, რომ ზებრა იულიუსი ხალხის ჩემპიონი გახდა? ჩვენს მომხიბვლელ ზებრა იულიუსს თავისმა დიადმა გამარჯვებებმა სახელი გაუთქვა და ხალხის საყვარელ ჩემპიონად აქცია. დამქანცველი ბრძოლების შემდეგ ერთ კარგ შვებულებას ნამდვილად იმსახურებს.
3 ჯუდი მუდი დედამიწის მხსნელი
10,90 ₾გაიცანით ჯუდი მუდი –
თავგუნება, განა ცუდი!
ჯუდი მუდი დედამიწის ხსნას აპირებს! ყოველდღიურად იჩეხება ტროპიკული ტყე, მაგრამ იქნებ თვითოეულ ადამიანს შეუძლია წვლილი შეიტანოს მის გადარჩენაში?
3 მე და ჩემი დრაკონები როგორ ვიფრინოთ დრაკონებთან ერთად
11,90 ₾გახსოვს ალბათ, რომ ტომასს პატარა დრაკონი, ციმცი, ჰყავს. ტედს, კეტსა და კაისაც ჰყავთ დრაკონები − ცმუკია, ბროლა და მზისა. მათთან ერთად ყოველი დღე თავგადასავალია. ერთი ციმციმებს, მეორე ყინულს აფრქვევს, მესამე ცეცხლით ცას ფარავს. მათ გარეშე ცხოვრება მეგობრებს ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ, შარს რომ არ გადაეყარონ, ერთ დღეს დრაკონები აუცილებლად უნდა გაუშვან.
როგორ უნდა შეელიონ ონავარ მეგობრებს? სად უნდა გაუშვან? სად არის დრაკონების სახლი?
ოთხეულს ბევრი თავსატეხის ამოხსნა, ფიქრი და კვლევა-ძიება მოუწევს და თავის თავბრუდამხვევ თავგადასავალში შენც გიწვევს.
მოთხრობები
11,95 ₾ეს ფერადი წიგნი დიდ ადამიანურ სიბრძნეს შემოგაგებებს. მასში შენი მეგობრები ცხოვრობენ – ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში მოძიებული, ევროპულ საყმაწვილო თხზულებებში მიგნებული და „გაქართველებული“ ბუნების შვილები – ადამიანი და მცენარე, უამრავი შინაური და ტყიური არსება. ასე რომ, არ გაიკვირვო, თუ მათ ხასიათსა და საქციელში საკუთარს დაინახავ.
იგავ-არაკები – ნანა მელქაძის ილუსტრაციებით
11,95 ₾ვენო პატარა მკითხველო! ეს წიგნი სამასი წლის წინ შექმნილი ქარაგმული ამბების ჯადოსნური სკივრია. მასში თავმოყრილი იგავები, მწერლის თხრობის სტილის შეუცვლელად, ძალზე გულდასმით დამუშადა, რომ შენთვის გასაგები ყოფილიყო. აქ შეხვდები დასამახსოვრებელ პერსონაჟებს: მართალ მებაღეს, ვირისგან დაშინებულ ვეფხვს, ხარბ გლახაკს, გამოუსწორებელ ავსიტყვას, სიკვდილთან მებრძოლ მეფეს, ქურდ მკერავს, უსამართლო შირვან-შაჰს, ჭკვიან კუს, სოფლის მკვეხარა მაშენებლებს… ეს წიგნი დაგანახვებს, როგორ ამარცხებს ბოროტს კეთილი, მტრობას – ერთობა, უგუნურებას – გონიერება, სიძულვილს – სიყვარული და სიმხდალეს – სიმამაცე.
თანმხლები მუსიკა
12,95 ₾“ფრანსუაზ საგანი — მეოცე საუკუნის ფრანგი ნოველისტი, რომანისტი და დრამატურგი — 1935 წლის 21 ივნისს ქალაქ კაჟარკში, ბურჟუაზიულ ოჯახში ფრანსუაზ საგანი დაიბადა. სწავლობდა დახურული ტიპის კათოლიკურ სასწავლებელსა და სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1954 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „სალამი, სევდავ!”, რომელსაც დიდი წარმატება ერგო — 840 000 ეგზემპლარი გაიყიდა — და რომელმაც ცხრა მეტი წლის მწერლისადმი საყოველთაო ინტერესი გააჩინა. აქედან მოყო ლებული ფრანსუაზ საგანი მკითხველის საყვარელი მწერალი ხდება. „თანმხლები მუსიკა” ფრანსუაზ საგანის მოთხრობების კრებულია. უჩვეულო, განსხვავებული ხასიათები, პორტრეტები, არაორდინარული ურთი ერთობები, სიყვარული, ღალატი, სევდა, მარტოობა… ეს საგანისეული თემები და ხელწერაა, რომელთაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანებიდან, ამჯერად კი ეს ყველაფერი მცირე პროზის სახითაა წარმოდგენილი.”
ადამიანები მოპირდაპირე ფანჯარაში
12,95 ₾“ადამიანი მოპირდაპირე ფანჯარაში” მოქმედება არც მეტი, არც ნაკლები, ბათუმში ვითარდება?ბოლშევიკებმა თან შიმშილი და სიღატაკე მოიტანეს, რასაც რეპრესიებითა და მყვირალა ლოზუნგებით ჩქმალავენ. ამ სასაზღვრო ქალაქში ყველას უთვალთვალებენ. შინაური თუ გარეული, ყველა საბჭოეთის მტერია, მათ შორის, თურქეთის კონსულიც. ორი რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის შეჯახების ფონზე ვითარდება თურქი დიპლომატისა და მისი მდივნის, რუსი გოგონას, სასიყვარულო ისტორია.
როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს, სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს, ჟორჟ სიმენონს, ამ სევდიანი რომანის დაწერა ბათუმში მოგზაურობამ შთააგონა. სიმენონი ბათუმში ორჯერ – 1933 და 1938 წლებში ჩამოვიდა. “შემიყვარდა ეს მხარე… განა შეიძლება დაგავიწყდეს
ბათუმის სანაპირო, პორტი, სამხრეთული ბობოქარი ფერები, ზღვის
ალერსიანი მოქცევა, მაგრამ მთავარი ხალხია… თუ ბათუმში მოხვდებით, სალამი გადაეცით ჩემს საყვარელ ქალაქს”, – უთხრა ჟურნალისტს ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა (1986)
ბათუმში ყოფნის დროს სიმენონმა გაიცნო სომხეთში თურქეთის კონსული. სწორედ მასთან შეხვედრამ უბიძგა დეტექტიური ჟანრის დიდოსტატად აღიარებულ მწერალს დაეწერა ეს მრავალმხრივ საინტერესო რომანი, რომელიც ქართველი მკითხველისთვის სრულიად ახალი რაკურსით წარმოაჩენს საუკუნის წინანდელი საქართველოს სოციალური და კულტურული ყოფის სურათებს
დიდი წიგნი პოლიტიკაზე
60,00 ₾რამდენად მართებულია უსამართლო მმართველის დამხობა? არის თუ არა დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმა? შესაძლებელია თუ არა ომის ამა თუ იმ მიზეზით გამართლება? კაცთა მოდგმა მთელი ისტორიის განმავლობაში სვამს ამ და სხვა ფუნდამენტურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ავაგოთ ჩვენი მმართველობა – გამოჩენილი მოაზროვნეები კი გვთავაზობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც ჩვენი სამყაროს სრულყოფისკენაა მიმართული. მარტივი ენით დაწერილ „დიდ წიგნში პოლიტიკაზე“ თქვენ შეხვდებით მოკლე, შინაარსიან განმარტებებს, რომლებიც სცილდება პროფესიული ჟარგონის ფარგლებს, თვალსაჩინო დიაგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდის დახლართულ თეორიებს, და მახვილგონივრულ ილუსტრაციებს, რომლებიც სახალისო ელფერს სძენს ჩვენს წარმოდგენებს პოლიტიკაზე. სრულიად გამოუცდელი მკითხველი ხართ, ცოდნას დაწაფებული სტუდენტი თუ დიდი ინფორმაციით აღჭურვილი „თეორეტიკოსი“, ამ წიგნში ფიქრის აღმძვრელ უამრავ ამბავს გადააწყდებით
ადამიანის სხეული – წიგნი მოძრავი ჩანართებით
19,95 ₾აწიეთ გადანაკეცები და აღმოაჩინეთ ფარული სამყარო. გაიგეთ, რას წარმოადგენს თქვენი სხეული თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე და რა ხდება კანქვეშ. წიგნში უამრავი საინტერესო ფაქტი და ნახატია, რომელთა გაცნობითაც გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი სხეული.