მემო თამაში – კუპატასთან ერთად

12,95 

მეხსიერების (მემო) თამაში ერთ-ერთი საყვარელი თამაშია ყველა ასაკის ადამიანისთვის. ის ავითარებს დაკვირვების უნარსა და ვიზუალურ მეხსიერებას. კუპატას მეხსიერების თამაშში 40 (20 წყვილი) ბარათია. თამაშის მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი წყვილის ბარათის პოვნა.

პროცესი

14,95 

უცნაურობა და იდუმალება კაფკას როგორც ცხოვრების, ისე შემოქმედების განმსაზღვრელია. მისი უნიკალური წერის სტილი პესიმიზმითა და ლიტერატურული ფორმის ბუნდოვანებითაა ნასაზრდოები, თუმცა თანამედროვე სამყაროში შექმნილი პოლიტიკური კრიზისებისა თუ დროდადრო რეჟიმების გაჩენა გააქტიურების გათვალისწინებით, ერთგვარ წინასწარმეტყველება-მინიშნებადაც შეგვიძლია აღვიქვათ და მისი შემოქმედება ამდენადაც მნიშვნელოვანია. „პროცესი“ ასეთი წიგნია – აბსურდის დომინირება კანონზე და ამ კანონზომიერებით გამოჩარხული ადამიანის ბედი (უბედობა). მართალია, იოზეფ კ.-ს არაფერი დაუშავებია, მაგრამ „ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა“. ჰოდა, ერთ მშვენიერ დილას ის დააპატიმრეს! მაშ, რა გამოდის, ვარაუდი სიმართლის საპირწონეა? და იმ „მშვენიერი დი- ლიდან“ იწყება კ.-ს ცხოვრებაში პროცესი, უფრო სწორად, კ.-ს ცხოვრება თავად ხდება უსასრულოდ გაწელილი პროცესი. სამართლის მოძიების შეუძლებლობა ერთგვარი პირდაპირი მინიშნებაა ადამიანის უძლურებაზე მასზე ზემდგომი ძალებისადმი, მათ შორის იმ უმაღლესი სამსჯავროსადმი, რომელიც ადამიანის ინტერესების დასაცავად სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა აღასრულებდეს.

სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ

11,95 

წიგნი რუსულიდან თარგმნა პაატა ჩხეიძემ. ფიოდორ დოსტოევსკის მოთხრობა „სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ“ სატირულ-იუმორისტული ნაწარმოებია, თუმცა თავისი არსით ძალზე დრამატულია და „საშიში“ გრძნობის − ეჭვიანობის მსხვერპლზე გვიამბობს. გაეცანით ივან ანდრეევიჩის თავგადასავალს და გაიგეთ, რა შეიძლება გააკეთებინოს ეჭვიანობამ ადამიანს, სად შეიძლება აღმოჩნდეს, თუ რისხვამ დააბრმავა და რაციონალური განსჯის უნარი დააკარგვინა? სად და… არც მეტი, არც ნაკლები, სხვისი ცოლის საწოლქვეშ!

სიკვდილის დროს ყველა მარტოა

18,00 

“გასული საუკუნის 40-იანი წლები, ფაშიზმის ზეობის ხანა. ნაცისტები ზედიზედ იპყრობენ ევროპას, უკვე პარიზშიც შევიდნენ და გერმანელები ზეიმობენ _ მათი ფიურერი უძლეველია, ის დღენიადაგ თავის ხალხზე ფიქრობს, იმ დღეზე ოცნებობს, როცა არიელები მსოფლიოზე გაბატონდებიან. ჯერი ახლა ინგლისზეა და მასაც მოუვლის. აი, ასეთ დროს ერთი უბრალო მუშის ჩუმი ამბოხი მოსვენებას დაუკარგავს მესამე რაიხის დიდჩინოსნებს. ვინ არის ეს თავხედი, რომ დადის და აღმაშფოთებელი მოწოდებებით აჭრელებულ ღია ბარათებს ავრცელებს?! შეშლილია თუ მავნებელი?! ოტო კვანგელმა ერთადერთი ვაჟი დაკარგა ნაცისტების წამოწყებულ ამ სასტიკ ომში და ცოლთან ერთად ომი გამოუცხადა ნაციზმს, მაგრამ მის თანამემამულეებს დახშული აქვთ ყური და დაბრმავებული აქვთ თვალები… ჯერჯერობით. ჰანს ფალადას კვანგელების ისტორია არ გამოუგონებია _ ის ღია ბარათები გესტაპოს არქივშია შემონახული.”

ქარიშხლიანი უღელტეხილი

14,95 

,,იმხანად თვრამეტი წლის მომხივლავი ქალიშვილი იყო.ბავშვური მანერები ჰქონდა,საკმაოდ მახვილგონიერიც გახლდათ,გრძნობების მკვეთრად გამოვლენა და ძალზე ფიცხი ხასიათი გამოარჩევდა,თუ ვინმე გააბრაზებდა.მის ძმას,ნაზად რომ უყვარდა დაიკო, კინაღამ გული გაუსკდა, მისი არჩევანის ამბავი რომ შეიტყო.”

კუდგრძელა წრუწუნას ნაამბობი და სხვა მოთხრობები (10 წლიდან)

7,90 

ბავშვობა ის საძირკველია, რომელზეც ადამიანის მთელი შემდგომი ცხოვრება შენდება; რომელიც ხშირად სიცოცხლის ბოლომდე განსაზღვრავს მის ხასიათს და წარმართავს მის მოქმედებას. ეს კარგად იცოდა თედო რაზიკაშვილმა (1869-1922 წწ.). მან შეკრიბა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრების დიდებული კრებული. მარტო ეს ღვაწლი იკმარებდა მწერლის სახელის უკვდავსაყოფად, თუმცა მან თავისი ინდივიდუალური შემოქმედებითაც გაამდიდრა ბავშვების სულიერი სამყარო.

ჭკვიანი ბასარა და სხვა მოთხრობები (10 წლიდან)

6,90 

იროდიონ ევდოშვილის საბავშვო მოთხრობებს დღემდე არ დაუკარგავს მიმზიდველობა. ამ სევდიანი და სიკეთით სავსე მოთხრობების წაკითხვისას ხან თვალები აგიცრემლდებათ, ხან რომელიმე ცხოველისა თუ ბავშვის მწარე ხვედრი აგიჩუყებთ გულს, ხან კი პერსონაჟების ერთგულებითა და გონიერებით გაოცდებით.

წიგნში შეტანილია მწერლის ყველა რჩეული საბავშვო მოთხრობა.

ბედნიერი პრინცი (9 წლიდან)

8,90 

ხალხური ზღაპრების შეგროვებისა და გამოცემების კვალდაკვალ, მე-19 საუკუნეში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებმა შექმნეს შესანიშნავი ლიტერატურული ზღაპრები. მათ შორისაა ოსკარ უაილდის ზღაპრები, რომლებშიც ის მაღალმხატვრული ენით გვიხატავს სამყაროს სურათსა და ადამიანის შინაგანი განცდების მშვენიერებასა თუ სიღატაკეს. გვასწავლის, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს; რომ ცხოვრება ჩვენი საქციელის შესაბამისად გვექცევა; რომ ურთიერთთანაგრძნობის გარეშე, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით, ჩვენს სულებს კარგი არაფერი დაემართება;

წერილები დაჩის (13 წლიდან)

9,90 

ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის“ ეპისტოლური ჟანრის კრე­ბულია. როგორც ავტორი შესავალ ნაწილში აღნიშნავს, მსგავსი შინაარსის ნაწარმოებები არაერთ დიდ მწერალს შეუქმნია, მაგრამ იმ „წინა კაცებმა“ თავიანთი ბილიკები და გზები გაჭრეს, ჩვენ კი „ჩვენს გზას ვეძებთ, ჩვენს ბილიკს ვიკაფავთ და ჩვენი გასასვლელი უნდა ვიპოვოთ“. წერილების ადრესატი თითქოს მწერლის ვაჟი დაჩია, მაგრამ ნოველების სახით დაწერილი ბარა­თები სცდება ერთი კონკრეტული პიროვნების საზღვრებს და არა მარტო ახალგაზრდა თაობის, არამედ ყველა ასაკის მკითხველს მოიაზრებს.

365 სავარჯიშო ქართულ ენაში

13,90 

ეს წიგნი იმ ბავშვებისთვისაა, რომლებმაც წერა-კითხვა უკვე ისწავლეს და ამ ცოდნის განმტკიცება სჭირდებათ. წიგნში მოცემულია მრავალფეროვანი სავარჯიშოები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის: კროსვორდები, ასოების ცხრილში სიტყვების ამოცნობა, ნახატების გაფერადება, შესაბა­მისი წინადადებების დაწერა, ერთნაირი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების ამოცნობა და ერთმანეთთან დაკავშირება, ტექსტების გააზრება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა, გამოტოვებული ასოების ჩაწერა, სიტყვე­ბის გამოცნობა, ბგერითი შედენილობით ერთნაირი სიტყვების გააზრება და სხვადასხვა კონტექსტში სწორად გამოყენება, მხოლობით რიცხვში მოცე­მული სიტყვების მრავლობით რიცხვში გადაყვანა და პირიქით, არასწორად მოცემული წინადადებების გააზრება და გასწორება და სხვ.

„365 სავარჯიშო ქართულ ენაში“ ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და შემდეგი უნარების განვითარებას:

ნატიფი მოტორიკა
მეტყველება
წარმოსახვა
ყურადღება
აზროვნება
მეხსიერება

პანი

12,90 

ხანგრძლივი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე კლასიკოსი მწერალი ადამიანის ცნობიერების ასპექტებს იკვლევდა. კნუტ ჰამსუნმა პირველმა გამოიყენა შინაგანი მონოლოგისა და ცნობიე­რების ნაკადის ტექნიკები, რითაც საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლო­გიურ და მოდერნისტულ პროზას, რომლის დადასტურებაცაა ეს რო­მანი. დიდერიკისა და იზელინის მსგავსად, მწერალმა შექმნა თავისი მითოლოგია, რომლის დახმარებითაც მთავარი პერსონაჟი თავისი ნაკლის გაცნობიერებას ცდილობს. პანი რთული ამოცანაა, რომლის ამოხსნაც ყველას როდი შეუძლია.

ჩვენ, ყველანი…

23,30 

რომანში მოქმედება ერთ პროვინციულ ქალაქში ხდება, სადაც ყველაფერი ერთი შეხედვით ერთფეროვანია, თუმცა მაინც უზადო სიჭრელით გამოირჩევა. სიუჟეტის მთავარი ხაზი ორი, თითქმის თანადროული ისტორიაა, რომლებსაც უცნაური, მაგრამ მეტად სახასიათო ცხოვრებისეული ჯაჭვები კრავს. ეს არის ორი ისტორია იმაზე, რომ წლობით ნაგროვებ დარდს ბედნიერების წამები აქარწყლებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ხილული თუ უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთთან გადაჯაჭვულები. რომანი „ჩვენ, ყველანი…“ დაგვაფიქრებს საკუთარ არჩევანსა და, რაც მთავარია, ჩვენს ადგილზე საზოგადოებაში.

ფრაგმენტები ბუსთანიდან

11,95 

საადი შირაზელი კლასიკური სპარსული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მისი ლირიკული და დიდაქტიკური შემოქმედება ფართოდ არის ცნობილი პოეტის მშობლიურ ირანსა და ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ტკბილმოუბარი საადის (როგორც ირანში უწოდებენ) ორი დიდაქტიკური თხზულება — „ბუსთანი“ და „გოლესთანი“, ასევე მისი მრავალრიცხოვანი ყაზალები, რობაიები და სხვა პოეტური ტექსტები სპარსული ლიტერატურის ოქროს ფონდს განეკუთვნება. განსაკუთრებით პოპულარულია მისი სენტენციები და ერთგვარი აფორიზმები, რომელსაც თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სპარსულ მეტყველებაში. საადის შეგონებანი ირანელი კაცისთვის ჭირსა და ლხინში გამოსაყენებელ ფრაზებად იქცა.

„ბუსთანი“, შუა საუკუნეების სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუშის მსგავსად, საერთო სიუჟეტით შეკრული ერთი მთლიანი თხზულება კი არ არის, არამედ სხვადასხვა საკითხთა შესახებ შექმნილ იგავთა ერთიანობაა. როგორც წესი, ყოველი თავის დასაწყისში ავტორი მსჯელობს რომელიმე საკითხის შესახებ, ხოლო შემდეგ მოჰყავს მასთან დაკავშირებული იგავები.

წინამდებარე წიგნში წარმოდგენილი რჩეული იგავები ამოკრებილია „ბუსთანის“ რამდენიმე კარიდან. საადის შეგონებათა დიდ ნაწილს, ჟამთასვლის მიუხედავად, ყავლი არ
გასვლია. როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების აღმოსავლეთში საადის პოემა ხელიდან ხელში გადადიოდა და მასზე თაობები იზრდებოდა. ასწლეულთა მიუხედავად, „ბუსთანს“ არც თანამედროვე ეპოქაში მოჰკლებია მკითხველი.

კოქტეილის წვეულება

18,95 

ტ. ს. ელიოტის „კოქტეილის წვეულება“ 1948 წელს დაიწერა, 1949 წელს ედინბურგის ფესტივალზე დაიდგა და 1950 წელს გამოქვეყნდა. პიესა მე-20 საუკუნის დრამატურგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს, სადაც სალონური კომედიის მსუბუქი და თითქოს შემთხვევითი ფორმა თანდათანობით ღრმა სულიერ და ფილოსოფიურ კვლევად გარდაიქმნება. „კოქტეილის წვეულება“ იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც ელიოტის მიზანი პოეტური დრამის აღდგენა და კულტურულ სივრცეში ქრისტიანული აზროვნების დაბრუნება იყო. 1949 წელს წაკითხულ ლექციაში ტ. ს. ელიოტმა დაადასტურა, რომ პიესის ცენტრალური სიუჟეტური მოტივი – ქალი, რომელიც ქმრის გადასარჩენად სიკვდილს თანხმდება, – ევრიპიდეს ტრაგედიას, „ალკესტისს“, ეფუძნება.

ამბავს გეტყვი

100,00 

თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებას არაერთი შესანიშნავი არტისტი ჰყავს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნანა ყაულაშვილია. ამ შემოქმედმა საკუთარი ხელოვნება იმ ჯადოსნურ სამყაროდ აქცია, რომელში მოგზაურობაც ყველა ასაკის ადმიანს ხიბლავს. მისი თოჯინები უსულო ფიგურები არ არიან, ისინი მხატვრის შემოქმედებითი სულისკვეთების პატარა ნაპერწკალებს ატარებენ და ამიტომაც მათ გამოხედვაში, გრაციოზულ მოძრაობასა თუ ფერად ტანსაცმელში სიცოცხლე აშკარად იგრძნობა. წიგნი, მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.

ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო

34,95 

შეაბიჯეთ ქართული მითების მაგიურ სამყაროში. შეხვდით ტყის დედოფალ ტყაშმაფასა და ღრუბლების მბრძანებელ ელიას, შეიტყვეთ, როდის ამოდიან ზღვიდან მესეფენი და რატომ იყო თეთრი მანგური იღბლიანი, როგორ დაამარცხეს იახსარმა და კოპალამ დევები, რისი ეშინიათ ჭინკებს, რატომ იქცა ლამაზი ახალგაზრდა მჭედელი პირქუშად და როგორ დააღწია თავი ხოგაის მინდიმ ქაჯებს, მიჯაჭვულმა ამირანმა კი ხანგრძლივ ტყვეობას. თქვენთან შესახვედრად ტყის, წყლისა და ნადირთ მბრძანებლები ემზადებიან. გაიცანით ქართული მითოლოგიის ოცი გამორჩეული გმირი და მათი სამყარო: დალი, ბეთქილი, თეთრი მანგური, ტყაშმაფა, ოჩოპინტრე, ოჩოკოჩი, მესეფენი, ალი, წყარიშდიდა, დევი, კოპალა, იახსარი, ნაწილიანი, პირქუში, ამირანი, ყურშა, ჭინკა, ხოგაის მინდი, კუდიანი, ელია.

პოლიტიკური გაკვეთილები

17,00 

წიგნი წარმოადგენს ანალიტიკურ-მხატვრულ ნაშრომს, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენებზე — 1989 წლის 9 აპრილიდან 2012 წლის ჩათვლით. ნაშრომი ავტობიოგრაფიული ელემენტებით აღწერს ეროვნულ მოძრაობას, 90-იანი წლების რთულ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს, სტუდენტურ აქტივიზმს, ვარდების რევოლუციას, აგვისტოს ომს და იმ პროცესებს, რომლებმაც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია.
წიგნში ასევე განხილულია სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკური ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკის გავლენა პატარა სახელმწიფოზე.
ავტორი — ირაკლი მეგრელიშვილი არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ორი აკადემიური წიგნის ავტორი.

Атлас мира

34,00 

Данный Атлас – обзорное картографическое справочное издание, состоящее из более чем 80 современных карт, представляющих все континенты и страны мира. Карты дополнены краткими актуальными сведениями о каждой стране (площадь территории, количество населения, столица, форма правления, официальный язык(и), денежная единица, национальный и конфессиональный состав населения, флаг страны, портрет главы государства). Россия представлена в новых границах: с Донецкой и Луганской Народными республиками, Запорожской и Херсонской областями, Республикой Крым и Севастополем.