წიგნების კატალოგი
გადაარჩინე დედამიწა. 100 რამ, რაც უნდა იცოდე
22,90 ₾ფერადი, შთამბეჭდავი ილუსტრაციები
ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი ტექსტები
გასაოცარი ფაქტები დედამიწის შესახებ
სასარგებლო რჩევები
Maid in Tiflis
17,90 ₾აკა მორჩილაძის Maid in Tiflis ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს.
თორმეტი წიგნისგან შედგენილ რომანში თბილისურ-ჰოლანდიურ-სანტაესპერანსულ-ლენინგრადული ამბები ძალიან ბუნებრივად და ჩვეულებრივად უკავშირდება და აგრძელებს ერთმანეთს.
აქ წაიკითხავთ სრულიად სხვადასხვანაირად და ძალზე საინტერესოდ მოთხრობილ სასიყვარულო ამბებს ვარსქენ პიტიახშისა და დედოფალი შუშანიკის ისტორიიდან მოყოლებული პლეხანოველი მოგელასა და შირაზის ვარდის და ბარნოველი ლევიკოსა და ხუთი საბჭოელი ქალის თავგადასავლებით დამთავრებული.
დინო-დინოზავრები
14,95 ₾მოემზადე გიგანტურ დინოზავრებთან ერთად! ეს წიგნი ნამდვილად გაახარებს პატარა მხატვრებს თავისი 20 მშვენიერი პოსტერით, რომლებიც შეგიძლია ამოიღო, შენი გემოვნებით გააფერადო და კედელზე ჩამოკიდო.
ტყის საიდუმლოებები
14,95 ₾ვიმოგზაუროთ ჯადოსნური ტყის იდუმალ სამყაროში! ეს წიგნი ნამდვილად გაახარებს პატარა მხატვრებს თავისი 20 მშვენიერი პოსტერით, რომლებიც შეგიძლია ამოიღო, შენი გემოვნებით გააფერადო და კედელზე ჩამოკიდო.
ვისწავლოთ ქართული წიგნი-ჩანთა
27,95 ₾ვისწავლოთ ქართული იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით ეს თვალწარმტაცი წიგნი-ჩანთა სწორედ შენთვისაა. ის ჯერ ასოების კითხვა-გამოწერას გასწავლის, შემდეგ კი უამრავ თავშესაქცევს გთავაზობს – სავარჯიშოებს, ანდაზებს, მოთხრობებს. სავარჯიშოები რომ უფრო ხალისხიანად გააკეთო, ამისათვის ჩანთაში გამოსაჭრელი ანბანი, დაფა, ფლომასტერი და საშლელიც დაგხვდება. ასე რომ, შენ და ეს საოცარი ნაკრები ნამდვილად დამეგობრდებით. აბა, შენ იცი!
ვისწავლოთ: წერა, კითხვა თვლა,საათის ცნობა
27,95 ₾ჩვენს ჩანთაში ორი წიგნი, გამოსაჭრელი ანბანი, არითმეტიკულ ციფრები, საათი და ორი საწერი დაფაა. ეს წიგნები თქვენს პატარას დაეხმარება, ისწავლოს წერა-კითხვა, თვლა, საათის ცნობა, შეძლებს ერთმანეთისგან განასხვაოს ფერები და ფიგურები. იგი ხალისით შეასრულებს ჩვენ მიერ შედგენილ სახალისო და შემეცნებით სავარჯიშოებს. ჩანთაში დევს ორი დაფა, ერთი ქართული ანბანის, მეორე კი ციფრების დასაწერად გამოიყენეთ. საათი-სათამაშო კი უნიკალური საშუალებაა საათის ცნობის შესასწავლად.
რა მოხდება პოლარულ დათვს რომ მოვეფერო?
17,95 ₾გადაწიე მოძრავი ნახატები და ნამდვილად გაოცდები… ამ ზღაპრულ, სახალისო წიგნში შეხვდები და შეეხები საყვარელ ცხოველებს. ბოლოში კი დიდი სიურპრიზი გელის!
უფლის ტვირთი – ლენი ბელარდოს სახარება
28,00 ₾“უფლის ტვირთი, ანუ ლენი ბელარდოს სახარება” ტელესერიალ “ახალგაზრდა პაპის” გმირების და, უპირველეს ყოვლისა კი, თავად ახირებული ლენი ბელარდოს ბრწყინვალე, დახვეწილი, ირონიული, მეამბოხური, მოულოდნელობებით აღსავსე მოსაზრებების, სენტენციების და დიალოგების ნაკრებია, პაოლო სორრენტინოს გულწრფელი და ორიგინალური შესავლით.
სპეციალური შეთავაზება – “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა” სრულად
Original price was: 225,00 ₾.150,00 ₾Current price is: 150,00 ₾.ჯორჯ რ. რ. მარტინის ეპიკური სერია. (სატახტოთა თამაში, მეფეთა ჯახი, ხმლების გრიგალი, ყვავების ნადიმი, დრაკონებთან ცეკვა) ზამთრის ქარები ჯერ არ გვაქვს 🙂
როინ მეტრეველი – საისტორიო ნარკვევები III
49,95 ₾წინამდებარე გამოცემაში შესულია აკადემიკოს როინ მეტრეველის მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ისტორიული ნარკვევები.
ორი მთაწმინდელი – ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ილია ვეკუა
16,95 ₾შარავანდედით მოსილ მთაწმინდის პანთეონში სასიქადულო მამულიშვილთა შორის განისვენებს ორი დიდი ქართველი მათემატიკოსი – მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები და თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეები – ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა. ეს პატარა წიგნიც მათ შესახებაა.
იეგერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ
14,95 ₾წიგნში განხილულია ავსტრიელი მეცნიერისა და მოგზაურის – იეგერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ.
ეზოთერიკის ფსიქოლოგია
21,60 ₾“წიგნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ტრანსფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მკითხველს გამოიყენოს საკუთარ თავზე მუშაობის ინსტრუმენტად, რათა უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი და გააცნობიეროს, რომ ყველაფერი ჩვენშია და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
წიგნში განხილულია კვანტური/ენერგო-ინფორმაციული ველის შესახებ ინფორმაცია, ენერგიის არსი და მნიშვნელობა, ჩაკრალური სისტემა, ცნობიერის და ქვეცნობიერის არსი, იერარქიის კანონი, ბალანსის კანონი და ცხოვრების ოთხი მთავარი სფერო, დესტრუქციული პროგრამების, აზრების და ემოციების გავლენა ადამიანზე და სხვა. წიგნის ბოლო ნაწილში, აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს მთავარ სათქმელზე, რომელსაც ვუწოდეთ გზა ტრანსფორმაციამდე.
ჩვენი მიზანია, მკითხველს შევახსენოთ, რომ ბედნიერების, წარმატების, სიხარულის, ჰარმონიის სათავე ჩვენი „შინაგანი მე“ და განვლილი ცხოვრებაა. არსად არ უნდა ვეძებდეთ იმას, რაც უკვე ჩვენშია. ადამიანები არ ვცხოვრობთ სხვისი წესებით და სხვისი დაწერილი აზრების გათვალისწინებით, ჩვენ ვივითარებთ შინაგან ხედვას, ვითავისუფლებთ გზას შინაგან სამყარომდე, სადაც ყველაფერია, რაც კი ოდესმე წარსმოსახვაში, ფიქრებსა და ოცნებებში გვქონია. “
შინაგანი მოგზაურობა
21,60 ₾“წიგნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ტრანსფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მკითხველს გამოიყენოს საკუთარ თავზე მუშაობის ინსტრუმენტად, რათა უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი და გააცნობიეროს, რომ ყველაფერი ჩვენშია და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
წიგნში განხილულია კვანტური/ენერგო-ინფორმაციული ველის შესახებ ინფორმაცია, ენერგიის არსი და მნიშვნელობა, ჩაკრალური სისტემა, ცნობიერის და ქვეცნობიერის არსი, იერარქიის კანონი, ბალანსის კანონი და ცხოვრების ოთხი მთავარი სფერო, დესტრუქციული პროგრამების, აზრების და ემოციების გავლენა ადამიანზე და სხვა. წიგნის ბოლო ნაწილში, აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს მთავარ სათქმელზე, რომელსაც ვუწოდეთ გზა ტრანსფორმაციამდე.
ჩვენი მიზანია, მკითხველს შევახსენოთ, რომ ბედნიერების, წარმატების, სიხარულის, ჰარმონიის სათავე ჩვენი „შინაგანი მე“ და განვლილი ცხოვრებაა. არსად არ უნდა ვეძებდეთ იმას, რაც უკვე ჩვენშია. ადამიანები არ ვცხოვრობთ სხვისი წესებით და სხვისი დაწერილი აზრების გათვალისწინებით, ჩვენ ვივითარებთ შინაგან ხედვას, ვითავისუფლებთ გზას შინაგან სამყარომდე, სადაც ყველაფერია, რაც კი ოდესმე წარსმოსახვაში, ფიქრებსა და ოცნებებში გვქონია. “
Gnosis or the Heart of an Angel
30,00 ₾‘A Guide for Seekers of Spiritual Knowledge’ – this is one possible title for Imma’s extensive work, which was written as a four-volume set and offers a truly unique perspective to interested readers. The book Gnosis, or the Heart of an Angel is remarkable both for its theme and content, as well as its style of narration. The author, who herself is a researcher in the natural sciences, employs an interdisciplinary approach to description, drawing from biology, physics, mathematics, philosophy, art, history, and cosmology. This method, in turn, serves to describe and share personal and collective mystical experiences throughout history.
The main theme of the book is the spiritual knowledge about the universe and humanity that once existed but is now lost. Throughout human history, the absence, distortion, or misuse of this knowledge has often led to disastrous consequences over long periods. Therefore, the transmission of spiritual knowledge in these books unfolds under the guidance and continuous supervision of the Light Hierarchy – humanity’s spiritual teachers – through direct contact with them. Using a special ability for dream visions and telepathy, combined with structured and rational analysis, the author systematically introduces us to the spiritual principles of the coexistence and collaboration between the universe and humanity.
Another unique feature of the book is its dialogue with readers: for several years, fragments of the work were published in the Facebook group ‘Gnosis.’ As a result, the reflections of readers on many important issues are included in all four volumes.
Gnosis, or the Heart of an Angel is a special work for those who are on a journey toward acquiring spiritual knowledge. Its appearance and development in the Georgian-speaking space, within this syncretic genre of knowledge, is both interesting and a joyful event.
Эволюция разума. Бесконечные возможности человеческого мозга
55,00 ₾В своей книге “Эволюция разума» известный американский футуролог, технический директор Google раскрывает бесконечный потенциал возможностей в сфере обратного проектирования человеческого мозга. Самый известный прогноз автора: в 2045 году должна произойти технологическая сингулярность, момент, после которого спрогнозировать что-то будет почти практически невозможно, т.к. к тому времени искусственный интеллект станет настолько мощным, что мозг не сможет понять. Технический прогресс человечества выйдет на новый уровень. “Эволюцию разума” невозможно пропустить всем тем, кто интересуется развитием искусственного интеллекта или просто будущим цивилизации.
ცხოვრების კონსულტანტი
30,00 ₾თეონა მეგრელიშვილის სადებიუტო რომანი, რომელიც სავსეა თავგადასავლებითა და სასიყვარულო ურთიერთობებით. ოსტატურად არის შეზავებული ფანტასტიკის ელემენტები
ცოდვის საზღაური
25,00 ₾რომანი ავტორისთვის დამახასიათებელი ექსპრესიულობით და თხრობის განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა. წიგნში ფეხდაფეხ მიჰყვები მთავარ გმირს, აკვირდები მის მოქმედებებს, რომელიც საკმაოდ წინააღმდეგობრივი ცხოვრებით ცხოვრობს, არცთუ მთლად დადებითი იმიჯითაა გამორჩეული და რომ არა ის საბედისწერო შემთხვევა, რამაც მისი არსებობა დიამეტრულად შეცვალა, ალბათ მისი ცხოვრება ძველებურად დუნე, ერთფეროვანი, მოსაწყენი, უემოციო დარჩებოდა. სუიციდამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩება და სწორედ მაშინ ხდება მის ცნობიერებაში გარდატეხა, გააზრება და მონანიება, რის გარეშეც სულიერი ამაღლების განცდა წარმოუდგენელი იქნებოდა…
ლავანდის სურნელი
20,00 ₾„…და მაინც, ღმერთო, რანაირია ჩვენი სიცოცხლე! ნატვრა ყოველთვის უფრო ლამაზია, ვიდრე სინამდვილე. ამიტომაცაა ალბათ, ოცნებებს რომ გულმოდგინედ ქსოვენ. მტკიცედ და მჭიდროდ, რათა მათმა მიუწვდომლობამ ვერ დაარღვიოს მათივე მარადიულობა. ჯანდაბას, თუ ისინი აუხდენელ ოცნებათა ვრცელი ნუსხაა და მათთან ერთად ადამიანებს სჭირდებათ სილამაზის გამოვლინებები თვალთა სანუგეშოდ – თუნდაც ისინი არ იყვნენ მათნი. სჭირდებათ ცნებებიც, მაცდუნებელი იდეები, ადეპტებად რომ აქცევენ მათ. ოცნებები კი ზოგჯერ ადამიანთა სახეს იღებენ, ისინი ვინმეში განსხეულდებიან და ქმნიან ხატს, დადგამენ კერპს, ხორცს შეასხამენ ქანდაკებას და ვაი, იმ გამოუსწორებელ მეოცნებეთა ბრალი, საკუთარი ქმნილებების ტყვეობაში უნუგეშოდ რომ კვდებიან“.
ასე იწყებს თავის ახალ რომანს მორის როსტიაშვილი – „ლავანდის სურნელი“, სადაც ის მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობითა და თხრობის უჩვეულო მანერით უცნაურ ამბავს გვიამბობს სიყვარულზე. შეიძლება ითქვას, წიგნი ურიერთობებზეა და ამავე დროს ყველაფერზე.
ერთი არაფრით გამორჩეული, თებერვლის ნესტიანი დღე თენდება, როცა მგზავრობის შემდეგ მყუდრო, პროვინციული საპორტო ქალაქის რკინიგზის სადგურზე მატარებლიდან ჩამოსული მთავარი გმირი, ანაზდად იაზრებს, რომ სამხატვრო ნივთები ვაგონში დარჩენია. იმის ნაცვლად, რომ რამე მოიფიქროს, საკუთარ თავზე მწარდება და მატარებელიც დაიძვრება.
დგას გაქვავებული იმაზე ფიქრით, რომ როგორი მხატვარიცაა, საქმესაც შესაბამისი დაუდევრობით ეპყრობა.
,,ამდენი საათი იმისთვის ვიმგზავრე, ავიღე შვებულება და მეძინა შმორის სუნით გაჟღენთილ ვაგონში, რომ დიდი ხელოვანივით ზამთრის ზღვა დამეხატა. ისევ მეგრძნო ადრინდელი აღტკინება. თუმცა, ამოდენა გეგმები სადგურამდეც ვერ ჩამოვიტანე.“ – ფიქრობს იგი.
მაგრამ იმასაც იაზრებს, რომ მისთვის ბოლო დროს ეს მხატვრობაც რაღაც ღირებულის შექმნის სურვილით შეპყრობა უფროა, ვიდრე თვითონ მხატვრობით აღტკინება; ერთ-ერთი მორიგი გეგმა, ისეთი აბსურდული ცხოვრებისათვის აზრის მისანიჭებლად, ნელ-ნელა რომ სჭამს.
თავისი ისედაც სასაცილო და ლამის დამამცირებელი ხელფასი ამ ,,დიდი“ მოგზაურობის სამზადის შეალია და მატარებელი კი მეტისმეტად მოულოდნელად წავიდა… და ასე უბარგოდ დარჩენილი ,,მოგზაური“, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია როგორ მოიქცეს, ქუჩაში ელინას სახეს მოჰკრავს თვალს. სახეს, რომელიც დიდი ხნის წინ ძალიან ნაცნობი იყო. ჯერ რაღაც სიმძიმე დააწვება მკერდთან, მერე მტკივნეულად ჩაივლის მთელ სხეულს, მაგრამ, ეს შეგრძნება ორიოდე წამში გაქრება და გადაწყვეტს რომ ქალის სახე უბრალოდ მოეჩვენებოდა.
მაგრამ, ყველაფერი იმაზე მეტად უცნაურად გრძელდება, ვიდრე ამას უფულოდ და უბარგოდ დარჩენილი უნიჭო მხატვარი იფიქრებდა…
იყო ასეთი ქვეყანა – СССР
17,95 ₾„იყო ასეთი ქვეყანა – CCCP“ ირაკლი ლაითაძის ერთგვარი გასეირნებაა უახლოეს წარსულში. ავტორი მომსწრე და მონაწილეა იმ მოვლენებისა, რომლებიც ძერწავდა საბჭოთა სისტემის საყრდენ თვისებებს: აბსურდს, სიყალბესა და სისასტიკეს. იგი აღწერს და აკავშირებს ტოტალიტარული სისტემის მმართველების პოლიტიკას, გატარებულ რეფორმებსა თუ ადამიანის განადგურების ერთმანეთზე შემზარავ ხერხებს. ირაკლი ლაითაძე პირადი გამოცდილებითაც ჰყვება ურჩხულზე, რომელიც ადამიანებს სულ უფრო და უფრო აშორებდა ცივილიზებულ სამყაროს. ცოტა რამ ნათელ ცხოვრებაზეცაა, ვეშაპის მუცელში აღმოჩენილი ავტორისთვის იმ სიბნელიდან რომ გამოკრთებოდა.
ვინც მოესწრო, გაიხსენებს. ვისაც გაუმართლა და მისთვის მხოლოდ ისტორიაა, გაიცნობს. ვინ იცის, იქნებ, ისე აქამდე რომ არ სმენია.
არაფერი შიშის გარდა
14,95 ₾დანიელი ავტორის, კნუდ რომენის სადებიუტო ავტობიოგრაფიული რომანი, დედისერთა ბავშვის შესახებ,რომელიც იზრდება 1960-იანი წლების ნიუკობინგ ფალსტერში შიზოფრენიით დაავადებულ გერმანელ დედასა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე მამასთან ერთად. რომანი მოგვითხრობს,თუ როგორ აღიქვამს სოციალურ გარიყულობასა და მრტოობას მხუთავ პროვინციულ ქალაქში ბავშვი, რომელიც ფანტაზიისა და სიცოცხლის წყურვილის მეშვეობით საკუთარ სამყაროს ქმნის,რათა თავი დააღწიოს არსებულ კოშმარს და იპოვოს საკუთარი გზა სამყაროში.
კოკო შანელი – პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით
24,95 ₾გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.ასტრიდს ადრეული ასაკიდან შეუყვარდა ზღაპრები. ბუნებაში გაზრდილი ისე ცხოვრობდა, როგორც მოუსვენარი პატარა გოგონა უნდა ცხოვრობდეს: სწავლობდა ტყის სამყაროს, თამაშობდა და ცელქობდა და-ძმასთან ერთად. პეპი გრძელწინდაც ამ გამოცდილებების შედეგად დაიბადა და დღემდე ბავშვურ მხიარულებას გვახსენებს.
ლეო მესი – პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით
24,95 ₾გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.ასტრიდს ადრეული ასაკიდან შეუყვარდა ზღაპრები. ბუნებაში გაზრდილი ისე ცხოვრობდა, როგორც მოუსვენარი პატარა გოგონა უნდა ცხოვრობდეს: სწავლობდა ტყის სამყაროს, თამაშობდა და ცელქობდა და-ძმასთან ერთად. პეპი გრძელწინდაც ამ გამოცდილებების შედეგად დაიბადა და დღემდე ბავშვურ მხიარულებას გვახსენებს.
მარილი ქვეყნისა
19,95 ₾ყოველ ახალ დროს თუ უდროობას თავისი აღმწერი სჭირდება. ძნელია რაიმე ისეთი გამორჩეული წარუდგინო მკითხველ საზოგადოებას, რაც მანამდე სხვას არ შეუთავაზებია, მაგრამ სხვა ვერავინ დაწერს იმას, რის თქმასაც შენ აპირებ, რაც დაინახე და შენში დაილექა.
გიმძაფრდება განცდა იმისა, რაც ქვეყნად ხდება. არც იმან უნდა შეგაჩეროს, რომ დამაჯერებელი პასუხები სულ უფრო იშვიათია, უპასუხო კითხვები კი – ხშირი. მაგრამ „განზე გადგომა განხიბლულთა და შეშინებულთა ხვედრია“ (ჭაბუა ამირეჯიბი).
კოტე ჯანდიერი ნამდვილად სხვა შემთხვევაა და ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება: „საზოგადოება ღრმად უნდა დაფიქრდეს, სამომავლოდ როგორი სამშობლო უნდა, რა თვისებების მქონე მოქალაქეები უნდა ქმნიდნენ ქვეყნის სხეულს და რა ადგილი უნდა ეკავოს ქართულ სახელმწიფოს ცივილიზებულ ერთა თანამეგობრობაში, ვინ უნდა ვიყოთ ჩვენ – სხვათა მიღწევებისა და მათი დაგროვილი დოვლათის რიგითი მომხმარებლები, სხვების მიერ გაკვალული გზის მტკეპნელები თუ საკუთარი მომავლის შემოქმედნი და ცივილიზაციის საგანძურში, სხვებთან ერთად, რაიმე ღირებულის შემტანნი“.
ინტერვიუ ტერორისტთან
14,95 ₾„თამარ ბელქანიას წიგნს „ინტერვიუ ტერორისტთან“ საინტერესოს ხდის ავტორის არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოცდილება, არამედ პედაგოგიური პრაქტიკაც. მისი მთავარი რეციპიენტები სტუდენტები არიან. სწორედ მათ უნდა გაფილტრონ მომავალში ქართული ჟურნალისტიკა მავნე ტენდენციებისგან და დაამკვიდრონ ისეთი სტანდარტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრივ განვითარებას ეკადრება. თამარ ბელქანიას გზავნილი სტუდენტებისადმი: „შრომისმოყვარეობა, დაუზარებლობა, გამბედაობა, სწრაფვა ახლის შემეცნებისაკენ“ ზუსტია, ხოლო არგუმენტები – სანდო და დამაჯერებელი, ვინაიდან ისინი ამოკრეფილია პირადი პრაქტიკიდან, რომელთა შორის არის მისი ექსკლუზიური ინტერვიუ ტერორისტთან“.
ყურსასმენების რევოლუცია
10,95 ₾ციკო ინაურის „ყურსასმენების რევოლუცია“ ბოროტებაზე გამარჯვების ამბავია. რა თქმა უნდა, სიკეთე და ბოროტება ყოველ ადამიანში თანაარსებობს და ხალხის ბოროტ და კეთილ ადამიანებად დაყოფაც არ არის სწორი, მაგრამ ზოგჯერ, როცა ქვეყანაში ავტორიტარიზმი იკიდებს ფეხს და მხარის არჩევა ხდება საჭირო, ეს ორი პოლუსი თვალსაჩინოდ გამოიკვეთება ხოლმე.
სწორედ ასე ხდება ამ წიგნის ფურცლებზე გამოგონილ სამყაროში, საშიშად რომ ჰგავს ნამდვილს. „ვიღაცას რომ ჰკითხოთ, ამ პატარა ქვეყანაში ომი არ არის“ – ამბობს ავტორი, როცა სისტემის მიერ დასახიჩრებულ, მოკლულ და ღირსებააყრილ ადამიანებზე გვიყვება და შეგვახსენებს, რისთვის არის საჭირო თითოეული ადამიანის შეუპოვრობა.
ლიტერატურას წინასწარმეტყველება შეუძლია. ამის არაერთი მაგალითი არსებობს და ეს, სიმართლე რომ ითქვას, მისი მაგიური კი არა, სრულიად კანონზომიერი მახასიათებელია. ჩვენც იმედი ვიქონიოთ, რომ ამ წიგნის ოპტიმისტურ დასასრულსაც ასეთივე ძალა ექნება.