BTS: კეი-პოპის კერპი
29,00 ₾
| ავტორი | ედრიენ ბესლი |
|---|---|
| მთარგმნელი | გიორგი გომართელი |
| გამომცემლობა | მოუბარი |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2025 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 472 |
| ISBN | 9789941997358 |
მარაგში
არტიკული:
9789941997358
კატეგორია: ახალი წიგნები, მუსიკა
აღწერა
სამხრეთკორეული პოპჯგუფი, რომლის დიდება კორეის საზღვრებს გასცდა და თანდათანობით მთელი მსოფლიო დაიპყრო, ფენომენალურ მოვლენად მიიჩნევა მუსიკალურ ინდუსტრიაში. BTS არა მხოლოდ კეი-პოპის კერპია მგზნებარე და განსაკუთრებულად ერთგული ფანკლუბებით, არამედ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კორეული მუსიკალური ჯგუფი, რომელმაც მილიონობით ადამიანის გულებში შეაღწია.
ედრიენ ბესლის ეს ბიოგრაფიული წიგნი BTS-ის თავბრუდამხვევ გზაზე მოგვითხრობს – გზაზე, რომელიც ჯგუფის შვიდმა წევრმა გაიარა პრაქტიკანტებიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე; კორეული გასართობი შოუებიდან მსოფლიოს უდიდეს არენებამდე. აქ წაიკითხავთ, როგორ მოახერხა სამხრეთკორეულმა პოპჯგუფმა მსოფლიოს დაპყრობა და რამ განაპირობა მისი თავბრუდამხვევი წარმატება.
