პოლკოვნიკს არავის სწერს

24,95 

დაიბადა 1927 წლის 6 მარტს, კოლუმბიის პატარა სოფელ არა­კატაკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, სადაც დედის მშობ­ლებმა გაზარდეს. 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, თავისი პირველი მოთხრობა „მესამედ შეგუება“, 20 წლის ასაკში დაწერა, მომდევნო წელს კი ჟურნალისტობას მიჰყო ხელი და „საბეჭდი მანქანის ხიბლით მოჯადოებული“, ნახევარი საუკუნე ემსახურა ამ ორ პროფესიას. მისი პირველი რომანი „ფო­თოლცვენა“ 1955 წელს დაიბეჭდა. დეკადის ბოლო წლები მან ჟურნალისტის რანგში, პარიზში, რომში, კარაკასში ბარანკიიაში, ბოგოტაში, ჰავანასა და ნიუ იორკში გაატარა, სანამ, 1961 წელს, მეხიკოში არ ჩაუშვა ღუზა, რომელიც მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იქცა.

იმ წლებში გამოაქვეყნა „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ და მოთხ­რობების კრებული „მამა გრანდეს დაკრძალვა“. გაჭირვების წლე­ბისა და სამსახურებრივი პრობლემების შემდეგ, „მარტოობის ასმა წელიწადმა“ (1967) მსოფლიო აღიარება მოუტანა, რაც მთე­ლი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. თხრობის მისეულმა მანერამ მარკესი მილიონობით ადამიანის საყვარელ მწერლად აქცია. 1975­სა და 1985 წლებს შორის მან გამოაქვეყნა „პატრიარქის შემოდგომა“, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ და „სიყვარუ­ლი ჟამიანობის დროს“. სამი რომანი, რომელთა სიუჟეტები დიდი ხნით ადრე მოიხარშა მის გონებაში. პუბლიცისტური ნაწარმოე­ბებიდან გამორჩეულია „საზღვაო კატასტროფაში მოყოლილი კაცის ნაამბობი“. მისი სხვა სტატიები პუბლიცისტურ ხუთტომეულ­შია თავმოყრილი. ორმოცდაერთი მოთხრობა, რომელიც მან ოთხ წიგნში მოაქცია, ახლა ერთ გამოცემაშია შესული სათაურით „ყველა მოთხრობა“. 2002 წელს მწერალმა მოგონებების პირვე­ლი წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „იცხოვრო, რომ მოჰყვე“. მაგიური რეალიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ამტკიცებდა ჩემს ნაწარმოებებში ერთი სტრიქონიც არ არის რე­ალური ამბავი რომ არ ედოს საფუძვლადო. გარსია მარკესი 2014 წლის 17 აპრილს გარდაიცვალა მეხიკოში.

სიყვარულსა და სხვა დემონებზე

27,95 

გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედებას ორი მთავარი სამკაული აქვს – სიყვარული და სიკვდილი. მისი პროზა ამათ გარეშეც პოეტურია, მაგრამ როცა თხრობა სიყვარულსა და გარდაცვალებას შეეხება ხოლმე, თითქოს სტრიქონებს შორის მეტი ჟანგბადი შემოდის, ტექსტი უფრო ჰაეროვანი ხდება. ხანდახან კი სულაც ისე ამჩატდება, ავტორს წონასწორობის დაცვა უწევს, რომ მაღალი ლიტერატურიდან ფეხი ბულვარულ საკითხავში არ ჩაუცდეს. სწორედ აქ ვერ მალავს თავს გარსია მარკესის ოსტატობა – იდეალურ ბალანსში. „სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ პირველად 1994 წელს გამოიცა. მაშინ, როცა კოლუმბიის მთავარ ავტორს სახელიც ჰქონდა და დიდებაც. არც მკითხველის სიყვარული აკლდა, არც კრიტიკოსის ქება და უკვე ათწლეულზე მეტი გასულიყო ნობელის პრემიის მიღებიდან. სწორედ ამ ლიტერატურული უდარდელობის დროს მას გონების ფსკერზე მიძინებული ამბავი ამოუტივტივდა, რომელსაც ბებიამისი ბავშვობაში ხშირად უყვებოდა ხოლმე. ეს ამბავი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის კარტახენაში გადაგისვრით და მცირე რომანისთვის უჩვეულოდ ვრცელ სამყაროს გადაგიშლით თვალწინ, სადაც დიდი უსიყვარულობაცაა და მოულოდნელად მოვარდნილი დიდი სიყვარულიც. იმათ რიცხვში არა ვარ, ვისაც უბრალო დამთხვევებისა არ სჯერა, მაგრამ ხანდახან გამორჩეულად აღმაფრთოვანებს ხოლმე ასეთი დამთხვევები: რამდენიმე წლის წინ მეხიკოში მიუსაფარმა ძაღლმა გამომდო კბილი. იმავე დღეს ბედმა გაბრიელ გარსია მარკესის სახლის კართან მიმიყვანა (სადაც მან სამ ათწლეულზე მეტი იცხოვრა), სადაც პირველი სწორედ „სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ გამახსენდა. და თუ რატომ, ამას თავადვე მიხვდებით.
დათო გორგილაძე