დათო ტურაშვილი
მზესუმზირა
15,95 ₾უკვე ქართველი კაცებიც კი აღიარებენ, რომ ქართველი ქალები ძალიან ყოჩაღები არიან, მაგრამ ქართველი ქალები თუ ნიუ-იორკსაც ასე მოკლე დროში დაიპყრობდნენ, ჩვენც არ გვეგონა. არადა, მანჰეტენზე პირველი “Chama Mama” – ს გახსნიდან ძალიან მალე, ყველაფერ ქართულზე ისეთი მოთხოვნა გაჩნდა, რომ თამარ ჩუბინიძემ მეორე ქართული რესტორანიც გახსნა და მერე მესამეც და ახლა ამერიკაში უკვე ამ სახელწოდების მთელი ქსელი არსებობს.
თუმცა “ჩამა მამა” სინამდვილეში არა რესტორანი, არამედ ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიის ცოცხალი მუზეუმია და განსაკუთრებით მყუდრო, წერისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო (ჩემი სუბიექტური აზრით) მაინც ბრუკლინის “ჩამა მამაა” მონტეგის ქუჩაზე.
შექსპირის მიხედვით, რომეოც მონტეგების გვარს ეკუთვნოდა (ზოგ თარგმანში მონტეკებსაც უწოდებენ ქართველები) და ჩემი ნება რომ იყოს, ვიჯდებოდი იმ კედელთან, რომელსაც გალაკტიონის მზის სადარი სიტყვები ამშვენებს (ან ვიჯდებოდი ფანჯარასთან) და როცა წერისგან დავიღლებოდი, სანაპიროსკენ გავისეირნებდი.
იმ სანაპიროდან (იქამდე დაახლოებით სამასი ნაბიჯია) მარჯვნივ ჩანს ბრუკლინის ლეგენდარული ხიდი, პირდაპირ ქვემო მანჰეტენის სასწაული და მარცხნივ კი ის კუნძული, სადაც სხვა ემიგრანტებთან ერთად, ზურაბ აბდუშელმაც გაიარა სავალდებულო კარანტინი 1945 წელს, როცა ამერიკას მიადგა.
სწორედ იქ ვნახე ძალიან ასაკოვანი წყვილი, ქალი და კაცი, რომლებიც ისხდნენ ბაღის სკამზე, მზესუმზირას მიირთმევდნენ და იმავე ელისის კუნძულს გაჰყურებდნენ (რომელსაც მე) და უცებ ვიფიქრე, რომ მათ ერთმანეთი, სწორედ იქ, კარანტინის დროს გაიცნეს ოდესღაც და უცებ მომინდა მზესუმზირასავით წიგნი დამეწერა.
რა უნდა იყოს წიგნი-მზესუმზირა – არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ აკნატუნებ და არ მთავრდება, უფრო სწორად კი, არ გინდა რომ დამთავრდეს, მიუხედავად იმისა, რომ გზაში დაწერილია და ავტორიც მწერალს კი არა, მგზავრს უფრო ჰგავს…
პარიზის ქართული სიზმრები
10,90 ₾„პარიზის ქართული სიზმრები“ მოკლე ჩანაწერების კრებულია. ამ ჩანაწერებში ავტორი იხსენებს იმ ცნობილ თუ უცნობ ქართველებს, რომლებიც, სულხან-საბა ორბელიანიდან მოყოლებული, ბედმა საფრანგეთთან და პარიზთან დააკავშირა. საკუთარი სამშობლოდან მცირე თუ განუსაზღვრელი დროით წასულ ქართველებს მუდამ თან სდევდათ ნოსტალგია და სიზმრები, რომლებიც მშობლიურ მიწას და მის მომავალს უტრიალებდა; და ამას თვით მარადიული ქალაქის მშვენიერებაც ვერ ერეოდა.
ცნობილ „პარიზელ ქართველებზე“ და, ზოგადად, ემიგრანტებზე თავმოყრილ მოკლე ამბებს სამშობლოში დაბრუნების სურვილისა და ნოსტალგიის გარდა „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ ქვეყანასთან დაახლოების, მათი იდეალების საკუთარ იდეალებად ქცევის ჯიუტი სურვილი აერთიანებს – სწორედ ის, რითაც სულხან-საბა და მისი გზის გამგრძელებელი ერის სახელოვანი შვილები იყვნენ გამსჭვალულები.
მე რომ ფეხბურთელი ვიყო
19,95 ₾დათო ტურაშვილმა წიგნი დაწერა ფეხბურთის შესახებ და მინდოდა ორიოდ სიტყვით მეთქვა, როგორ თამაშობდა, ფეხბურთს თვითონ ტურიკა. ფეხბურთზე არასდროს უვლია ბავშვობაში ცოტა ხანს დადიოდა ჭადრაკზე, მაგრამ ფეხბურთს თამაშობდა ძალიან მაგრად. ასეთი რამე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტურიკას დაემართებოდა. ჭადრაკზე დადიოდე და თამაშობდე ფეხბურთს მაგრად. თამაშობდა ზედმეტების გარეშე, ძალიან რაციონალურად და სუფთად, სწრაფად და სწორად და იყო ძალიან ტექნიკური. ურტყამდა იმგვარად, ძველი გულშემატკივრები რომ ზუსტს ეძახდნენ ძევიატკები, რამე, თითქმის მოქნევის გარეშე. ბურთს არ ათრევდა, რადგან მსუბუქიც იყო და მოქნილიც, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოუდიოდა. ჭადრაკი თუ იყო რამე კავშირში ამასთან, ძნელი სათქმელია. დიდ მოედანზე რომ ეთამაშა, ოდესმე ან ფეხბურთელი გამოსულიყო, ალბათ. გარემარბი იქნებოდა. მუხლები სულ ტკიოდა, ეგეც მახსოვს საერთოდ, ძალიან კარგია, რომ ფეხბურთზე დაწერა. არ წერენ ჩვენთან ფეხბურთზე, მაგაზე ვინ დაიხარჯებაო თუ რა არის არ ვიცი. მწერლებსაც ნაკლებად უყვართ ფეხბურთი, ტურიკას კი ფეხბურთი დღესაც ისე უყვარს როგორც 30 წლის წინ, თორემ ხომ იცით, როგორც არის ხოლმე, უამრავი რამე უფერულდება და ქრება. ჰოდა, ეს სიყვარული კი მაინც არ გამქრალა… (აკა მორჩილაძე)