თამარ ჟღენტი
წამისყოფა
11,95 ₾ოცდამეერთე საუკუნის ქართულმა პოეზიამ ერთი აშკარა მახასიათებელი შემოგვთავაზა: ბანოვანთა რიცხობრივი უპირატესობა, რომელსაც ახლახან კიდევ ერთი ახალი სახელი და გვარი შეემატა: თამარ ჟღენტი.
კანონიკური ლექსი თუ ვერლიბრი? – ისევ აქტიურია ეს შეკითხვა და ავტორი პასუხობს: ორივე!
სხვაგან წაგვიყვანა:
თითქოს განთიადს მზემ დაუბარა:
„ჩემს ამოსვლამდე – ცა გალილეო!“
ისე გალურჯდა, – ვერ დაუფარავს
აღფრთოვანება ყრმა გალილეოს.
უცნობი ლოგოსიც მოგვაწონა: გასისხლთესლება.
საცხოვრისიც დიდი ბრიტანეთის სამეფო.
თამამი სტრიქონი წაგვაკითხა:
პირველი ლექსი უსათუოდ ქალმა დაწერა.
მინდა არ დავეთანხმო, მაგრამ როგორ?
მელიას კუდი
14,95 ₾„თამარ ჟღენტის ლირიკულ ხილვებში ერთმანეთში გადაედინება სიყვარულის მიწიერი და ზეციური ბუნება, მძაფრი დრამატიზმი მიწიერებისა, ღვთიური ნათელით რომ უნდა განელდეს და გაცისკროვნდეს და ჩააცხროს ხოლმე დროდადრო ამოხეთქილი ფორიაქი და მღელვარება:
„როგორც ზეცაში ამაღლებულს,
სიტყვას, რული
არ ეკიდება,
ისე სიყვარულს – ყოფის მტვერი,
თითქოს არ იცი!“
როგორც ამ სტრიქონებში შემოდის დიდი სიფაქიზით მისტიკური ფონი, ისე მთელ კრებულში და მისგან ამოიზრდება ის იმედი, საშველად რომ უნდა მოევლინოთ ყველასაგან მიტოვებულ ან ვერავისგან ვერშეცნობილ შეყვარებულებს, იმედი, რომელიც უნდა გარდაისახოს ლექსად – შეყვარებულ სულთა უცნაურ მესაიდუმლედ.“ – როსტომ ჩხეიძე