იოკო ოგავა
მეხსიერების პოლიცია
14,90 ₾იაკო ოგავა თანამედროვე იაპონელი მწერალია. მას მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის აკუტაგავას პრემია.
ოგავას ალეგორიული რომანი „მეხსიერების პოლიცია“ დიქტატორულ რეჟიმებში ადამიანის, მისი მეხსიერების გაქრობის ლიტერატურული სურათია, ოღონდ ეს გაქრობა იმდენად მშვიდი და თანმიმდევრულია, უზარმაზარი შფოთვისა და საფრთხის ნაცვლად, ასევე მშვიდ, კომფორტულ სივრცეს აჩენს მკითხველისთვის.
ავტორი თითქოს მუდმივად მართავს დიალოგს ბეკეტთან, კაფკასა თუ ორუელთან, მაგრამ მაინც მძაფრად ინდივიდუალისტურ სამყაროს ქმნის, რომელშიც ადამიანზე ტოტალური კონტროლი უფრო რბილად და, შესაბამისად, უფრო საშიშად დგება. ამ სიმძიმეს უწყვეტ ხაზად მიჰყვება ერთგვარი რომანტიკულობა და ფინალიც თითქოს ზუსტად ამგვარ, რომანტიკულ გამოსავალს გვთავაზობს.
რომანს იაპონურად „დამალული კრისტალი“ ჰქვია, რაც იაპონურ მითოლოგიას უკავშირდება და გაუგებარია დანარჩენი სამყაროსთვის. ამიტომ თავად ავტორის თანხმობით ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ახლა უკვე ქართულ ენაზეც მას „მეხსიერების პოლიცია“ ეწოდა.