გალაპაგოსი

14,95 

კურტ ვონეგუტის „გალაპაგოსი“ მკითხველს მილიონი წლით უკან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1986 წელში აბრუნებს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოგზაურობა მოულოდნელად გარდაიქმნება ევოლუციის გზად — გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოჩენილი, აპოკალიფსს გადარჩენილი მოგზაურთა პატარა ჯგუფი ცივილიზაციის გადარჩენის ბოლო იმედია. სწორედ ისინი გახდებიან ახალი, სრულიად განსხვავებული ადამიანური მოდგმის წინაპრები. რომანის მთხრობელი მოჩვენება ლევ ტროცკი-სტრაუტია. იგი საკუთარ ირონიულ და ფილოსოფიურ დაკვირვებებს გვიზიარებს, გვიამბობს, როგორ განიცდის კაცობრიობა ევოლუციის ნაცვლად დევოლუციას და სვამს კითხვებს ეთიკის, ტექნოლოგიების გავლენისა და კოლექტიური ინტელექტის როლის შესახებ. შემდეგ კი ამბობს: „ეს უზომოდ დიდი ტვინები რომ არა, დედამიწა ერთი უწყინარი პლანეტა იქნებოდაო“. „გალაპაგოსი“ მკითხველს დაანახვებს, რამდენადაა შესაძლებელი „დიდი ტვინის“ გარეშე კეთილდღეობისა და სიმშვიდის მიღწევა.

ჟამთაძვრა

14,95 

კურტ ვონეგუტის რომანის მთავარი იდეა ეფუძნება კონცეფციას, რომ 2001 წელს სამყარო მოულოდნელად ჟამთაძვრას განიცდის — დროის ანომალიას, რომელიც ყველასა და ყველაფერს 1991 წელში აბრუნებს. ადამიანები იძულებულნი არიან, განცვლილი ცხოვრება თავიდან გაიარონ, ყოველგვარი ცვლილებების შესაძლებლობის გარეშე. „ეს გახლდათ Déjà vu, რომელიც ათი ხანგრძლივი წელიწადი გრძელდებოდა“. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ნიშნავს ხელახლა განიცადოს მძიმე დანაკარგები, ზოგისთვის კი — იგივე ბედნიერი მომენტების განმეორებას. თუმცა, როგორც კი 2001 წელი კვლავ დგება და თავისუფალი ნება უბრუნდებათ, კაცობრიობა პარალიზებულია — მათ უკვე დაავიწყდათ, როგორ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ამ მოვლენას კილგორ ტრაუტი — ავტორის ალგერ ეგო, განსაკუთრებულად განიცდის და სვამს შეკითხვებს თავისუფალი ნების, ბედისწერისა და ადამიანის პიროვნული განვითარების შესახებ. ტრაუტი ცდილობს, ადამიანებს დაანახოს, რომ თავისუფლების დაბრუნებასთან ერთად, მათ კვლავ შეუძლიათ ცხოვრებისა და მომავლის შეცვლა. მისი ფილოსოფია შეგვიძლია შევაჯამოთ სიტყვებით: „შენ ავად იყავი, მაგრამ ახლა კვლავაც კარგად ხარ, გასაკეთებელი კი ბევრია!