Showing all 9 resultsSorted by latest

სულხან – საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე

19,95 

„სკოლას“ ორ ტომს აერთიანებს, პირველ ტომში შერჩევითაა მიმოხილული ჩვენი ლიტერატურა სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე, ხოლო მეორე ტომი მთლიანად გალაკტიონს მიეძღვნება.

პირველ ტომში საუბარია საბაზე, დავით გურამიშვილზე, გრიგოლ ორბელიანის ერთ ლექსზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილიასა და აკაკიზე, შედარებით ვრცლად – ვაჟაზე, ძალიან მოკლედ ალექსანდრე ყაზბეგსა და დავით კლდიაშვილზე და უფრო ვრცლად ჩვენს დიდ რომანისტებზე, მიხეილ ჯავახიშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიაზე. წიგნში მოკლედაა მიმოხილული ტერენტი გრანელისა და ცისფერყანწელების პოეზიაც. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ესეების კრებულია და არავითარ შემთხვევაში არ არის სახელმძღვანელო. მას არ გააჩნია პროგრამის სრულად ათვისების პრეტენზია. ამ წიგნებს მარტივი მიზანი აქვს – უბრალოდ დაეხმაროს მოსწავლეს.

შევეცადე, მელაპარაკა არსებითად და თანაც სკოლის მოსწავლისთვის გასაგები ენით, თუმცა წიგნი არც სტუდენტებისთვის და არც სხვა ასაკის მკითხველისთვის უნდა იყოს მიუღებელი.

გალაკტიონი

19,95 

ჩვენი სერია ორ ტომს აერთიანებს, პირველ ტომში შერჩევითაა მიმოხილული ჩვენი ლიტერატურა სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე, ხოლო მეორე ტომი მთლიანად გალაკტიონს ეძღვნება.

ეს წიგნი ახალგაზრდა მკითხველზეა გათვლილი და არაა გადატვირთული სოფისტიკით, მეცნიერული წიაღსვლებით ან გალაკტიონის ბგერწერაზე, მეტრიკასა და მეტაფორისტიკაზე ამომწურავი საუბრებით.

წიგნში შევეცადე, წარმომედგინა ჩემი პირადი დამოკიდებულება გალაკტიონისადმი.

და როგორია ჩემი პირადი დამოკიდებულება ჩვენი პოეზიის უკანასკნელი გენიოსისადმი?

გალაკტიონი არის მეოცე საუკუნის მსოფლიო პოეტი. როგორც რომაელი დრამატურგი, ტიტუს მაკკიუს პლავტუსი ამბობდა, Nomen est omen „სახელი თავად ლაპარაკობს საკუთარ თავზე“, გალაკტიონი არის გალაქტიკა, კოსმოსური პოეტი. შედევრების რიცხვით მას, ალბათ, ვერავინ ვერასოდეს ვერ გაუტოლდება. ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ, რომ ეს განძი მსოფლიოს ვაჩუქოთ. დიახ, გალაკტიონი მსოფლიოს ეკუთვნის და მსოფლიო მას საერთოდ არ იცნობს. იყო რამდენიმე გამონაკლისი, როდესაც ზოგიერთმა ჩვენმა კეთილმოსურნემ მსოფლიოს გალაკტიონი უხსენა ან გაახსენა, ან შეახსენა (ვგულისხმობ ბორის პასტერნაკის მაღალ შეფასებას, როდესაც ნობელიატმა პოეტმა ბრძანა, ბარათაშვილს, შექსპირსა და გოეთეს შევბედე თარგმნა და გალაკტიონს ვერ შევბედეო; ბულატ ოკუჯავას მიერ იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გალაკტიონის მსოფლიოს ნომერ პირველ პოეტად დასახელებას; ასევე ბელა ახმადულინას ყველაზე უფრო ადეკვატურ თარგმანებსა და მშვენიერ სიტყვას გალაკტიონზე ნიუ-იორკში), მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. ის ამბავი, რომ ზოგიერთ კულტურაში გალაკტიონი ცნობილია მხოლოდ როგორც ტიციანის ბიძაშვილი, კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმ სამუშაოთა მოცულობაზე, რომელიც დღევანდელი თაობის გასაკეთებელია.

ლევან ბერძენიშვილი

ფეხბურთის კაცი

16,95 

ზიგმუნდ ფროიდმა თქვა – ადამიანის ცხოვრების პრინციპი სიამოვნებაა.

მის გასაგონად ვიტყვი – ამ სიამოვნებას ფეხბურთი და მოგებული მატჩი ჰქვია!

პირადად ჩემთვის, ფეხბურთი ყველაფერზე მეტია, იმაზე მეტი, ვიდრე ნაციონალური გამოხატვის საშუალება, რადგან ფეხბურთი პირადად ჩემი – ლევან ბერძენიშვილის თვითგამოხატვის საშუალებაცაა!

სპორტში ფეხბურთი ისეთივე სახეობაა, როგორც ლიტერატურაში – პოეზია, ანუ ენის უმაღლეს დონეზე ფუნქციობა!

ფეხბურთი ყველაფერია!

ფეხბურთზე მაღლა მხოლოდ ღმერთია!

საუბრები ვეფხისტყაოსანზე

19,95 

ცხოვრებამ რუსთაველის უამრავ ჭეშმარიტ მოყვარულთან შემახვედრა. დიაპაზონი უზარმაზარი იყო – ფილოლოგიდან ფიზიკოსამდე, აკადემიკოსიდან გლეხამდე, ასი წლის ბერიკაციდან სამი წლის ბავშვამდე. პირადად ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდნენ.

ბევრი რამ, რაც რუსთაველზე წამიკითხავს, საინტერესო იყო, ბევრი – გულუბრყვილო, ბევრი – დაუჯერებელი, მაგრამ თითქმის ყველა რაღაცით მნიშვნელოვანი იყო, ალბათ იმიტომ, რომ ყველა სიყვარულით იწერებოდა. რამდენჯერმე წავაწყდი ასეთ მოვლენასაც – ცხოვრების ბოლოს, განურჩევლად პროფესიისა და განვლილი გზისა, ბევრი ქართველი ცდილობს, თავი მოუყაროს და შთამომავლობას დაუტოვოს თავისი აზრები რუსთაველსა და მის პოემაზე, როგორც მთავარ ქართულ მოვლენაზე. მეგონა, რომ ეს ამბავი მე ამცდებოდა. ასე მეგონა დიდხანს, სანამ არ გამიჩნდა რწმენა, რომ ქართველი ლიტერატორი, უბრალოდ, ვალდებულია, რუსთაველზე თავისი ნააზრევი დაგვიტოვოს.