დეტექტივი ელიკე (9-11)

10,90 

11 წლის ელიკე, დეტექტივების მოყვარული დეიდა გატას აზრით, „ხან საშინელება, ხან უშინელება“ გოგოა. სინამდვილეში, ელიკე მოუსვენარი და, ამავე დროს, ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვია, ცნობისმოყვარე ბავშვებს კი ხშირად იმაზე მეტი კარგი საქმის კეთება შეუძლიათ, ვიდრე უფროსებს წარმოუდგენიათ.

ელიკე რომ არა, პატარა ქალაქში ალბათ დიდხანს ვერავინ გაიგებდა, რა შეემთხვა საბავშვო მწერალს, ეულელია ც.-ს. იქნებ უბრალოდ, სამოგზაუროდ წავიდა? ან ხომ არ მოკლეს? სად შეიძლება დაკარგულიყო?!

ამ კითხვებზე პასუხებს თანამედროვე საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის დეტექტივში იპოვი.

რაკრაკ–რუკრუკა ამბები

6,90 

რაკრაკ-რუკრუკა ამბები~ ისეთ მოთხრობებსა თუ ზღაპრებს აერთიანებს, რომლებსაც, გინდა, არ გინდა, სწრაფად ჩაარაკრაკებ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პატარა ამბებია, მეორე _ ადვილად წასაკითხია და მესამეც, ცოტა არ იყოს, სასაცილო და უცნაური პერსონაჟებითაა სავსე. თანაც, ეს პერსონაჟები შენხელა გოგონები და ბიჭები არიან.