ლიონელ მესის ამბავი

15,95 

„თუ გსურს, რომ საუკეთესო იყო, სხვებზე მეტი უნდა იშრომო“, — ასეთია ლიონელ მესის საფეხბურთო ფილოსოფია.

თუ ბუნებამ ნიჭიც დაგამადლა, გაგიმართლა და დაიბადე არგენტინაში, მოხვდი „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადე მიაში,შეგიძლია მესიდ იქცე.

დიახ, დღეს სიტყვა „მესი“ მხოლოდ გვარი არ არის — საუკეთესოობის ეპითეტია, რომელსაც როსარიოელმა მორცხვმა ბიჭმა თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლო ბაში მიაღწია.

როგორ მიაღწია? — ამ კითხვაზე პასუხს წიგნის გაცნობისას მიიღებთ, რომელიც ეკუთვნის ლუსიანო ვერნიკეს, არგენტინელ მწერალს, ლიონელ მესის ბიოგრაფიას ბევრ სხვა ავტორზე უკეთ რომ იცნობს, არგენტინისა და ლეოს გულშემატკივრებისთვისაც კი უამრავ უცნობ და საინტერესო ამბავს გვიამბობს.

არგენტინა. ნაკრების ისტორიები

16,95 

დედამიწის ვერც ერთმა ადგილმა ვერ შეითვისა ფეხბურთი ისე სწრაფად და მტკიცედ, როგორც არგენტინამ. „არგენტინის ნაკრების უჩვეულო ისტორიები“ არ გთავაზობთ წარმატებებისა თუ წარუმატებლობების ზუსტ ქრონოლოგიას და არც რიცხვებით დაგახვევთ თავბრუს. ეს წიგნი ბევრ, ასზე მეტ ისტორიას მოგითხრობთ „ალბისელესტეს“ შესახებ; სააშკარაოზე გამოიტანს როგორც უცნაურ, ისე სახალისო ამბებს.

გაგახსენებთ დღეს, როცა არგენტინელ მოთამაშეებს ეცვათ უცნაური ყვითელი მაისურები. აქ ნაამბობი ბევრი ისტორიის მთავარი მოქმედი პირები იქნებიან დიეგო მარადონა, ლიონელ მესი, მარიო კემპესი, კარლოს ბილარდო და სესარ მენოტი, მაგრამ გამოჩნდებიან უცნობი გმირებიც. წიგნი დაგეხმარებათ 2022 წელს ყატარში გამარჯვებული ნაკრების სიღრმისეულად გასაცნობად. იმედია, ისიამოვნებთ!