მე და ოსკარი (7-9)

11,90 

ოსკარი და იდა ოდნავ ძველმოდურ, მორყეულ სახლში მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. იდა უფროსი დაა და, ერთი შეხედვით, ყველაფერს ის წყვეტს, თუმცა, ვერ წყვეტს იმას, როდის იხვრინოს ოსკარმა.

ხუთი წლის ოსკარი ცელქი, თავნება და ცოტათი აუტანელი ვინმეა. როგორც მამა ამბობს, „ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს~, სკამზე ჯდომა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ვახშმად მაჭკატებია; შეუძლია მარტოდმარტო პირველად წავიდეს მაღაზიაში, როცა მთელი ოჯახი ავადაა; ბატუტი ისე უნდა, საჩუქრად მისი მოთხოვნა უზრდელობა სულაც არ ჰგონია; შეუძლია ყველაფერი ჩააწყოს სკოლის ჩანთაში, რომელიც იმდენად უყვარს, რომ სულ სადღაც რჩება…

იდა ოსკარზე ყოველთვის ზრუნავს, თუმცა ზოგჯერ გული სწყდება, რომ თვითონ სულ ზრდილობიანად იქცევა, საჩუქრებს კი მაინც ოსკარი იღებს. ზოგჯერ ძალიან ბრაზობს ძმაზე, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ მასთან ერთად ყოველთვის დაუვიწყარ თავგადასავლებში ეხვევა. ზოგჯერ კი ერთი შეხედვით დიდურ რამეებზეც ფიქრობს ხოლმე… მაგალითად, იმაზე, თუ რა მოსდით ჩვენს შიშებს, როცა ჩვენზე პატარასა და მშიშარაზე ვიწყებთ ზრუნვას და როგორ შეიძლება იქცეს ბავშვობის პატარა ქოხი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოგონებად.