პატრიკ ზიუსკინდი
ბატონი ზომერის ამბავი
19,00 ₾ბატონი ზომერი ცარიელი ზუგჩანთითა და უცნაური ჯოხით ხელში, ჩქარი ნაბიჯით, სიტყვის უთქმელად დაიარება სოფლიდან სოფელში, აჩრდილივით დაეხეტება ტყეში თუ ველზე, პატარა ბიჭის ოცნებებსა თუ სიზმრებში. როცა პატარა ბიჭი უკვე აღარ დაძვრება ხეებზე, იდუმალებით მოცული ბატონი ზომერი გაუჩინარდება. პატრიკ ზიუსკინდი 1949 წელს დაიბადა ამბახში, ბავარიაში. სწავლობდა ისტორიას მიუნხენსა და ექს-ან-პროვასში და თავიდან სცენარებს წერდა. 1984 წელს გამოქვეყნდა მისი მონოდრამა „კონტრაბასი“, 1985 წელს რომანი „სუნამო“, 1987 წელს „მტრედი“ და 1991 წელს „ბატონი ზომერის ამბავი“ (სამპეს ილუსტრაციებით). მისი ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ფრანგი კარიკატურისტის, ჟან-ჟაკ სამპეს (1932–2022) პირველი ნამუშევრები იბეჭდებოდა L’Express-ში, 1978 წლიდან მოყოლებული მას ასეულობით კარიკატურა აქვს გამოქვეყნებული New Yorker-ში. მისი შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული რენე გოსინისთან, მოდიანოსთან და პატრიკ ზიუსკინდთან. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდნენ ისეთი გმირები, როგორებიც არიან პატარა ნიკოლა, კატრინი, პატარა მოცეკვავე და ბატონი ზომერი.
სუნამო
21,95 ₾„სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. რომანის მთავარი გმირი, ჟან-ბატისტ გრენუი, უცნაური, ყველასგან გამორჩეული ადამიანია. იგი გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია, ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბამისად, არც სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც გამძაფრებული ინტერესით შეისწავლის მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც, საბოლოოდ, სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.