საიმონ სებაგ მონტეფიორე
სტალინი, წითელი მეფის კარი – ტომი I
25,00 ₾ეს საყოველთაოდ აღიარებული ბიოგრაფიული წიგნი სტალინის ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდსა და მის გარემოცვაზე, სრულად გარდაქმნის ჩვენს წარმოდგენას საბჭოთა დიქტატორის, მარქსისტი ლიდერის და რუსეთის „მეფის“ შესახებ. უახლეს ისტორიულ კვლევაზე დაყრდნობით, საიმონ სებაგ მონტეფიორე ნათელს ჰფენს სტალინის ბურუსით მოცულ სამყაროში დამკვიდრებულ შიშსა და ღალატს, მასში არსებულ პრივილეგიესა და გარყვნილებას, ოჯახური ცხოვრების ამბებსა და ცივსისხლიან სისასტიკეს. სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული, დამაჯერებლად და მკაფიოდ მოთხრობილი ისტორია თანამედროვე ისტორიული ლიტერატურის კლასიკა იქცა. მონტეფიორე აღწერს, თუ როგორ განაპირობა სტალინის ფანატიკურმა მარქსიზმმა, მისმა მრავალმხრივმა ნიჭიერებამ და ამავდროულად, ნაკლოვანებით აღსავსე ხასიათმა, მისი ბევრი ტრიუმფი და დანაშაული. მონტეფიორე ქმნის ინტიმურ პორტრეტს კაცისას, რომელიც ისეთივე რთული და ადამიანურია, რამდენად სასტიკი და შემზარავი.
ახალგაზრდა სტალინი
25,00 ₾” საიმონ სებაგ მონტეფიორე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ავტორიტეტული ისტორიკოსია. იგი არაერთი მსოფლიო ბესტსელერის ავტორია როგორც დოკუმენტური პროზის, ისე მხატვრული ლიტერატურის ჟანრში და მისი წიგნები 48 ენაზეა გამოცემული.
განსაკუთრებით საგულისხმოა მონტეფიორეს წვდომა სტალინის ეპოქის არქივებთან. 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში, მას საშუალება ჰქონდა ემუშავა საბჭოთა კავშირის უშიშროების იქამდე დახურულ არქივებში, მოსკოვსა თუ თბილისში.
„ახალგზარდა სტალინი“ ბიოგრაფიული ნარკვევია და მასში თავმოყრილია საზოგადოებისთვის უცნობი და გაუხმაურებული ისტორიები, რომლებიც მთლიანად დოკუმენტურ მასალებს ეყრდნობა. ამ მასალების კვლევას მონტეფიორემ ათ წელზე მეტი მოანდომა.
მონტეფიორე გვიყვება ქარიზმატული, ტურბულენტური ხასიათის მქონე, სიღარიბეში დაბადებული ბიჭის ამბავს, რომელსაც მისმა აღზრდამ დაღი დაასვა. ბევრი უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული სტალინი რომანტიკოსი და პოეტი იყო, სწავლობდა სასულიერო აკადემიაში, თუმცა ცხოვრების მთავარი მიზანი გულანთებული და დაუნდობელი რევოლუციის როლში ჰპოვა. ეს არის წიგნი მის ურთიერთობებზე მეგობრებთან და მტრებთან, საყვარლებთან, მეფის საიდუმლო პოლიციასთან. ეს არის წიგნი, რომელიც გვიყვება, როგორ გამოძერწა სტალინმა საბჭოთა კავშირი მისი სასტიკი ხასიათის კვალდაკვალ.
„ახალგაზრდა სტალინი“ 2007 წელს გამოიცა და არაერთი პრესტიჟული პრემია დაიმსახურა. მონტეფიორეს წიგნების ჩამონათვალში შედის: „ეკატერინე დიდი და პოტიომკინი“; „სტალინი: წითელი მეფის კარი“; „იერუსალიმი: ბიოგრაფია“; „რომანოვები: 1613-1918 წწ.“ და სხვა.
საიმონმა დოქტორის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო და ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრია. ცხოვრობს ლონდონში.