საშა კაცმანი
კაცმანობის გარეშე
19,95 ₾” „რა გვაღვიძებს ღამით ტკბილად ძილისას? კოშმარი, ხმაური გარეთ, ბუნებრივი მოთხოვნილება…მიზეზი ბევრია, მაგრამ საფუძველი ერთი: უნდა შეწუხდე, რომ გამოიღვიძო. მექანიზმი, რომელიც გაღვიძებისას თითს მაშინვე snooze ღილაკზე გვაჭერინებს, მუდმივად ასეა მომართული – ურჩევნია დარჩეს კოშმარში თუ ტკბილ სიზმარში და ნებისმიერი წამიერი გამოფხიზლებაც კი უგულებელყოს, გვერდი იცვალოს და ძილის გაგრძელება სცადოს~. საშა კაცმანი ანტრეპრენერი, პოდკასტერი, პიროვნული და ორგანიზაციული ცნობიერების განვითარების მენტორია, რომელიც თვითგამორკვევის გზაზე 3000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა. ამავდროულად, ის არის ადამიანი, რომელიც, კლასიკური გაგებით წარმატების ზენიტში მყოფი, „თვითშემეცნების ორმოში~ ჩავარდა, „გმირის მოგზაურობის გზას~ დაადგა და საკუთარი ხელით დაანგრია ქოხი, სარდაფში განძის მოსაძებნად. გზა გამთლიანებისკენ რთული და მტკივნეულია – საკუთარი ეგოს მხილებას, სისუსტეების გამოაშკარავებასა და ტყუილების გაშიშვლებას მოითხოვს. ბოლოსდაბოლოს, ვინ არის საშა კაცმანი კაცმანობის – რეგალიების, ფულის, გავლენის, რეპუტაციისა და ძალაუფლების – გარეშე? ვინ ხარ შენ იმის გარეშე, რაც გასწავლეს საკუთარ თავზე? რამდენად იცნობ შენს ეგოს? ის ხარ, ვინც აკვირდება, თუ ის, ვისაც აკვირდებიან?”