Showing all 2 resultsSorted by latest

კოქტეილის წვეულება

18,95 

ტ. ს. ელიოტის „კოქტეილის წვეულება“ 1948 წელს დაიწერა, 1949 წელს ედინბურგის ფესტივალზე დაიდგა და 1950 წელს გამოქვეყნდა. პიესა მე-20 საუკუნის დრამატურგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს, სადაც სალონური კომედიის მსუბუქი და თითქოს შემთხვევითი ფორმა თანდათანობით ღრმა სულიერ და ფილოსოფიურ კვლევად გარდაიქმნება. „კოქტეილის წვეულება“ იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც ელიოტის მიზანი პოეტური დრამის აღდგენა და კულტურულ სივრცეში ქრისტიანული აზროვნების დაბრუნება იყო. 1949 წელს წაკითხულ ლექციაში ტ. ს. ელიოტმა დაადასტურა, რომ პიესის ცენტრალური სიუჟეტური მოტივი – ქალი, რომელიც ქმრის გადასარჩენად სიკვდილს თანხმდება, – ევრიპიდეს ტრაგედიას, „ალკესტისს“, ეფუძნება.

ოთხი კვარტეტი

24,95 

1943 წლის ოქტომბერში, როცა გამომცემლობამ Faber & Faber ტომას სტერნზ ელიოტის „ოთხი კვარტეტი“ გამოსცა, ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო მიმდინარე მსოფლიო ომის ბედი, ჯერაც რეალური იყო ლონდონის განადგურების საფრთხე, რომელსაც თითქმის ყოველღამ ბომბავდნენ გერმანული მოიერიშე თვითმფრინავები. ამ დროისთვის ტომას ელიოტი უკვე მოიაზრებოდა ანგლოამერიკული ლიტერატურული მოდერნიზმის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად, რომელიც დიდწილად განსაზღვრავდა დასავლური პოეზიის ტენდენციებსა და იერსახეს. ავტორის ასეთი რეპუტაციის წყალობით „ოთხი კვარტეტი“ გამოცემისთანავე იქცა განსაკუთრებული ყურადღებისა და განხილვის საგნად, პირველივე წლებში ითარგმნა მსოფლიოს თითქმის ყველა დომინანტ ენაზე, ისწავლებოდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში, თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს იყო 55 წლის ავტორის უკანასკნელი პოეტური ნაწარმოები.