თეთრი ღამეები

11,95 

ფიოდორ დოსტოევსკის „თეთრი ღამეები“ სენტიმენტალური რომანია ახალგაზრდა მეოცნებე კაცის შესახებ, რომელსაც აქვს უნარი, ოთხ ღამეში შეიგრძნოს ცხოვრების მთავარი საზრისი — სიყვარული, ამ დროის განმავლობაში განცდილი ბედნიერება კი დარჩენილი ცხოვრების საგზლად აქციოს. “განა ცოტაა ნეტარების თუნდაც ერთი წუთი ადამიანის სიცოცხლისთვის?” — სვამს კითხვას მთხრობელი, პასუხს კი თავად ნაწარმოები სცემს.

მკვდარი სახლის ჩანაწერები

16,95 

„მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ეფუძნება ავტორის ციმბირის კატორღაში ყოფნის გამოცდილებას და არის ლიტერატურული ძიება იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდე გაუსაძლის ყოფას იმ სივრცეში, სადაც ფიზიკური თავისუფლება შეზღუდულია. ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვი ცოლის მკვლელობისთვის ციმბირის სასჯელაღსრულებით ბანაკში, „მკვდარ სახლში“ იგზავნება. პატიმრები, რომელთაც გორიანჩიკოვი ხვდება, ინარჩუნებენ იმედს გარემოში, სადაც ყოველი დღე ერთია; გამოხატავენ თანაგრძნობას მაშინ, როცა თავად ყველაზე მეტად იტანჯებიან, და განიცდიან ღრმა სინანულსა და თვითგვემას წარსულში სასტიკი დანაშაულების ჩადენის გამო. დოსტოევსკი აღწერს ციხის რეალობას, იქაურ მონოტონურობასა და „უსარგებლო შრომას“… „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ არის მცდელობა გახსენებისა და გააზრების — როგორ შეიძლება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტყვეობაში მყოფმა იპოვო შინაგანი თავისუფლების ფორმა. “