ფრედრიკ ბაკმანი
ბებიამ მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის
14,95 ₾ელსას, საოცრად საზრიან გოგონას, თავისი სუპერგმირი ჰყავს – ბებია, სხვათა აზრით, უხიაგი, სინამდვილეში კი სიმართლის მთქმელი და წესების მოყვარულების, პედანტების დაუძინელბელი მტერი… კიდევ, ბებიას ზღაპრების მოყოლა უყვარს: მის ზღაპრულ ქვეყანაში რაინდებიც არიან და ურჩხულებიც, პრინცებიც და პრინცესებიც, კეთილებიც და ბოროტებიც, მაგრამ, როგორც ყველა ზღაპარში, იმ ქვეყანაშიც სიყვარული და მეგობრობა იმარჯვებს. ბებიამ ასწავლა ელსას თანაგრძნობა, მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, მიტევება.
კაცი, სახელად უვე
14,95 ₾ფრედრიკ ბაკმანი შვედი მწერალი და ბლოგერია. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა… ამ წიგნის პერსონაჟი მის ბლოგში დაიბადა _ ათას მკითხველზე მეტმა ხმა მისცა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე, სახელად უვე. უვე ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია _ ის ჩვენი ნათესავია, მეზობელი, მეგობარი… აუტანელი ხასიათი აქვს, ადამიანები არ უყვარს… ასე გვგონია, სანამ კარგად გავიცნობთ… და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ მას დიდი და კეთილი გული აქვს. ხელმარჯვეც არის. რა ქნას, თუ ვერ იტანს უგერგილო, უქნარა ადამიანებს! უბრალოდ, მას წესრიგი უყვარს _ ყველაფერში… სიტყვაძუნწიც არის, სამაგიეროდ, გაჭირვებაში არავის მიატოვებს. რა საჭიროა ლაქლაქი, ზნეობასა და ადამიანობაზე ლაპარაკი?! მთავარია, საქმე… და ისიც ეხმარება ყველას, უპატრონო კატაც შეიფარა, მართალია, ბუზღუნ-ბუზღუნით, მაგრამ მაინც… იმიტომ, რომ მას ცხოველებიც უყვარს. ასეთია უვე – მარტოსული დიდი ადამიანი.