ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი

20,00 

წიგნი “ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი” 1921 წლიდან ბერლინში პოლიტიკურ ემიგრაციაში მცხოვრები ქალის, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის მოგონებებს აერთიანებს. იგი თავის სოციალ-დემოკრატ მეუღლეს, მიხეილ წულიკიძეს გაჰყვა ემიგრაციაში და დასახლდა ბერლინში, სადაც ქრისტინემ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება და წარმატებული საექიმო პრაქტიკის მოწყობა შეძლო. მოგონებებში ის სწორედ თავისი ურთულესი ცხოვრებისეული გზის შესახებ მოგვითხრობს. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც პოლიტიკური ემიგრაცია ქალის თვალთახედვით არის გადმოცემული.

აქვეა წარმოდგენილი ქრისტინე წულუკიძის ძმის, იონა თოდუას ე.წ. “გაქცევის დღური”. ლამის ყოველდღიური ჩანაწერები, რომლებიც 1921 წლის 6 მარტიდან 28 აპრილამდე იწერებოდა. ისინი ზედმიწევნითი სიზუსტით ასახავს ქრისტინე და მიხეილ წულუკიძეების საქართველოდან გადახვეწის ამბავს. იონა თოდუა ამ პერიოდში მათ თან ახლდა. ეს დღიური ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ჩანაწერების გაკეთება მოგვიანებით კი არა, პროცესების კვალდაკვალ ხდებოდა.