ჩარლზ დიკენსი
დიდი იმედები
24,95 ₾„დიდი იმედები ჩარლზ დიკენსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ამაღელვებელი ნაწარმოებია. აქ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. რომანის მთავარი გმირი, ობოლი პიპი გვიყვება საკუთარ ამბავს – თუ როგორ ცხოვრობდა ერთ მყუდრო სოფელში დასა და სიძესთან ერთად, სანამ მის ცხოვრებაში უცნაური ადამიანები გამოჩნდებოდნენ, რათა მისთვის გული გაებზარათ იმედები ჩაესახათ, ერთგულება ეჩვენებინათ ანდა უმადურად ექციათ. დასაწყისშივე მკითხველის თვალწინ მოღუშული პეიზაჟი იშლება ჭაობები, სასაფლაო და ციხიდან გამოქცეული პატიმარი, რომელიც პატარა პიპს გზად გადაეღობება. მალევე ერთი, ამქვეყნიერებას მოწყვეტილი ქალი ბიჭს სახლში მიიწვევს და მშვენიერ ესტელას გააცნობს. აქედან პიპის უჩვეულო თავგადასავალი იწყება – უცნაური დამთხვევებითა და ფათერაკებით სავსე. ჰიპი ძალზე ემოციურად, სევდიანად და ირონიულად აღწერს მთელ ამბავს. ნაწარმოებში შეხვდებით ტრაგიკომიკურ სცენებსაც, კრიმინალურ დრამასაც, გოტიკურ პასაჟებსაც, სასიყვარულო ისტორიებსაც, იდეით შეპყრობილობასაც და სინდისის ქენჯნასაც. „დიდი იმედები“ ლიტერატურული ჟანრების, ანტაგონისტური პერსონაჟებისა და ემოციების ნამდვილი თაიგულია. „დიდმა იმედებმა“ არაერთი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო – მის მიხედვით გადაიღეს მრავალი ფილმი და დადგეს სპექტაკლები სხვადასხვა ენაზე.
მძიმე დროება
16,95 ₾ჩარლზ დიკენსის შემოქმედება, როგორც კრიტიკული რეალიზმის ბრწყინვალე ფურცელი, ეპოქალურია ინგლისური ლიტერატურის ის ტორიისთვის და, იმავდროულად, უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობაა მსოფლიო ლიტერატურისთვის. მწერალმა „მძიმე დროება“ 1854 წელს გამოაქვეყნა. მასში წარმოჩენილია ინდუსტრიალიზაციისა და უტილიტარიზმის გავლენებით მოცული ვიქტორიანული ინგლისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს პიროვნების ბედზე, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრება-განმტკიცებაზე, დადგენილი წესების მნიშვნელობასა და თავისუფლების არსის გაგებაზე. ამბავი ხდება ქალაქში, „სადაც ფაქტს ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც სიწმინდეს, სადაც ფაქტი განუკითხავად ზეიმობდა და ბატონობდა. იტყვით, წესით, ასეთი ქალაქი კეთილდღეობის განსახიერება უნდა ყოფილიყოო, არა? რა გითხრათ… ალბათ ძალიან გაიოცებთ, მაგრამ არც მთლად ასე იყო საქმე.