დღეების დასასრულს

19,95 

როგორი იქნებოდა ცხოვრება, თუ…

ჯენი ერპენბეკის რომანი „დღეების დასასრულს“ ლიტერატურული ექსპერიმენტია – ის აღწერს, თუ როგორ კვეთს ადამიანის ტრაგედია ისტორიას, შემთხვევითობა – არჩევანს. ცხოვრება შემთხვევითობათა უწყვეტი ჯაჭვია, სადაც დასასრული შესაძლოა ახალი დასაწყისი აღმოჩნდეს. რომანი იკვლევს, რამდენად არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება წვრილმან, შემთხვევით გადაწყვეტილებებსა და გარემოებებზე. ერთი ჩასუნთქვა, მუჭა თოვლი ან დროულად გაღებული კარი – ზოგჯერ საკმარისია სრულიად შეცვალოს ბედისწერა.

რომანი ხუთ წიგნს, ხუთ თავგადასავალს აერთიანებს და განსხვავებული პერსპექტივიდან აღწერს ერთი ქალის ცხოვრების სხვადასხვა ვერსიას. მთავარი პერსონაჟის ბედისწერას მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენები განსაზღვრავს: პირველი მსოფლიო ომი, ჰაბსბურგთა იმპერიის დასასრული, სტალინური ტერორი, გერმანიის დაყოფა, ავტორიტარიზმი მის აღმოსავლეთ ნაწილში. რომანის მთავარი გმირი რამდენჯერმე კვდება – ბავშვი, ან იქნებ შეყვარებული, ანდა, ღვაწლმოსილი, ყველასგან მივიწყებული, ან იქნებ არც? – ცხოვრება ხომ არა სწორი ხაზი, არამედ შემთხვევითობებისა და არჩევანის რთული ლაბირინთია.

ჯენი ერპენბეკის „დღეების დასასრულს“ თანამედროვე გერმანელი ავტორის მეორე რომანია, რომელსაც „ინტელექტი“ გამოსცემს. ბუკერის პრემიით დაჯილდოებული და მრავალ ენაზე ნათარგმნი „კაიროსი“ 2025 წელს გამოიცა ქართულ ენაზე.

კაიროსი

29,95 

ჯენი ერპენბეკის „კაიროსი“, ერთი მხრივ, პოეტური ენით დაწერილი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც სქესის, ასაკობრივ თუ კლასობრივ კავშირებს იკვლევს. ამავე დროს სიყვარულის ბნელი მხარეების წარმოჩენასაც არ უშინდება და ძალაუფლების, თანადამოკიდებულების, ეროსის შრეებს საოცარი სიზუსტითა და სიმამაცით აშუქებს.

რომანი ერთი ქვეყნის, მისი იდეოლოგიის და ამ იდეოლოგიაში მცხოვრები განწირული საზოგა დოების ფაქიზ და მკაფიო ანალიზს გვთავაზობს. სრულიად განსხვავებული პერსპექტივით მოგვითხრობს ბოლო პერიოდის აღმოსავლეთ

გერმანიის (გდრ) შესახებ. დიდი ოსტატობით გვიყვება იმაზე, თუ რაოდენ პოლიტიკურია ყველაფერი, რასაც ჩვენ პირადს ვეძახით და როგორ წამლავს ტყუილზე, ძალაუფლების შენარჩუნებასა და ადამიანების კონტროლზე დაფუძნებული რეჟიმი ყველაზე სანატრელს და ძვირფასს, რაც ჩვენ, ადამიანებს, გვაბადია:სიყვარულს.