გადავიკითხოთ
ბაში-აჩუკი
22,00 ₾აკაკი წერეთლის ისტორიული რომანი ბაში-აჩუკი, 1659 წლის კახეთის აჯანყებას ეხება. რომლის დროსაც, მთელი საქართველო გაერთიანდა სპარსეთის წინააღმდეგ.
ხევისბერი გოჩა
22,00 ₾არ მეგულება სხვა ქართველი მწერალი, რომელიც ასეთი ემოციითა და გატაცებით, სუნთქვის შეკვრითა და მღელვარებით გაკითხებს ამბავს, მჩქეფარე ადამიანების მჩქეფარე ამბავს. არ მეგულება სხვა ტექსტი, სადაც ასე იგრძნობა სისხლის მღელვარება, აჩქარებული პულსი, სასოწარკვეთა, ცრემლები, ტემპი, ცვლილება, დარდი, მრისხანება და, რაც ყველაზე მთავარია, ბედისწერა. ყაზბეგთან ბედი ზუსტად ისეთი მბრძანებელი, ბრმა და სასტიკია, როგორიც ძველ ბერძნულ დრამაში. წამი წყვეტს ყველაფერს, შემთხვევითი წამი, ადამიანი თითქოს ძაფებს გამობმული სათამაშოა, რომელსაც ალალბედზე ათამაშებენ მოირები.
ქრისტინე
22,00 ₾ეგნატე ნინოშვილი „ქრისტინეში მხოლოდ ერთი ტიპის ქალს არ აღწერს, რითაც თავს არიდებს მათ თუნდაც დადებით კლიშეებში მოქცევას. თუკი ქრისტინე ხალასი, მორალური, მგრძნობიარე ადამიანია, მის გვერდით არიან პერსონაჟები, რომელთათვისაც ეს თვისებები უცხოა. ასევე სიმპტომატურია სახე დედისა, რომელიც ძალადობს ქრისტინეზე და, როგორც ძირითადად სახლში, ქრისტინეს გვერდით მყოფი პერსონაჟი, ერთ-ერთი უმთავრესი დამნაშავეა მისი ამ სახლიდან გაქცე- ვისა. თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ, მეორე მხრივ, დედა თავადაა პატრიარქალური ძალადობის მსხვერპლი […]. მოთხრობაში კარგად იკვეთება მთელი ის ძალადობრივი ჯაჭვი, რომელსაც პატრიარქატი ქმნის და რომელიც თავის მსხვერპლად თუ იარაღად აქცევს ირგვლივ ყველას.