მოსწავლის ბიბლიოთეკა
დეტექტივი ელიკე (9-11)
10,90 ₾11 წლის ელიკე, დეტექტივების მოყვარული დეიდა გატას აზრით, „ხან საშინელება, ხან უშინელება“ გოგოა. სინამდვილეში, ელიკე მოუსვენარი და, ამავე დროს, ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვია, ცნობისმოყვარე ბავშვებს კი ხშირად იმაზე მეტი კარგი საქმის კეთება შეუძლიათ, ვიდრე უფროსებს წარმოუდგენიათ.
ელიკე რომ არა, პატარა ქალაქში ალბათ დიდხანს ვერავინ გაიგებდა, რა შეემთხვა საბავშვო მწერალს, ეულელია ც.-ს. იქნებ უბრალოდ, სამოგზაუროდ წავიდა? ან ხომ არ მოკლეს? სად შეიძლება დაკარგულიყო?!
ამ კითხვებზე პასუხებს თანამედროვე საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის დეტექტივში იპოვი.
ჩიტინა (7-9 წელი)
12,90 ₾ერთ დღეს ვარენი ბუჩქის ქვეშ უცნაურ არსებას იპოვის – ის ან ჩიტია გოგონას გარეგნობით, ან გოგონაა ჩიტის გარეგნობით. ვარენი პატარა არსებას სახლში წაიყვანს და ცოლს – თინეს უჩვენებს. რადგან ცოლ-ქმარს საკუთარი შვილი არ ჰყავთ, დაუფიქრებლად გადაწყვეტენ, პატარა არსება იშვილონ. ასე იწყებს ჩიტინა ნამდვილი ბავშვივით ცხოვრებას.
მაგრამ ჩიტინას ხომ ფრთები აქვს…
ეს უჩვეულო ზღაპარი თანამედროვე ნიდერლანდურ ლიტერატურაში კლასიკადაა აღიარებული. ის აუცილებლად მოგნუსხავთ და დაგაფიქრებთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა თავისუფლების სიყვარული და ოჯახის მნიშვნელობა.
„ჩიტინას“ ავტორი, ნიდერლანდელი იოკე ვან ლეეუვენი, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. ის თავადვეა თავისი წიგნების ილუსტრატორი.
ბილი და ბო (9-11 წელი)
10,90 ₾არსებობენ ადამიანები, რომელთან მეგობრობითაც ჩვენი გულები ერთიორად იზრდება, მათ გვერდით სამყაროც ჩვეულებრივზე ლამაზი ჩანს. მაგრამ ზოგჯერ საუკეთესო მეგობრის ყოლა სარისკოა – ერთ დღეს შეიძლება ის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდეს და შენი გული ისე შეიკუმშოს, ახალი მეგობრისთვის ადგილი აღარ დარჩეს.…
თუმცა, ცხოვრება ხომ უცნაურობებითაა სავსე! და თუ ვინმე რჩეულს გიწოდებს, გულიც ისევ გახსნის კარს. მით უმეტეს მაშინ, თუ ეს ვინმე სულ სხვანაირი, გიჟმაჟი, ონავარი, მხიარული, გამბედავი და თავქარიანი გოგონაა, სახელად ბილი. ჰოდა, ბოც – გულითადი ბიჭუნა და ერთგული მეგობარი, დაუფიქრებლად ირგებს რჩეულის როლს და თავდავიწყებით გადაეშვება ბილისთან ერთად მოულოდნელ და საინტერესო თამაშებში.
„ბილი და ბო“ ნორვეგიელი ავტორის საბავშვო ნაწარმოებია, რომელში მოთხრობილი მხიარული ამბების მიღმა ისეთი საკითხებიც დაგვაფიქრებს, ზრდასრულთა ცხოვრებასაც რომ სდევს თან: რას ნიშნავს ადამიანებისთვის ერთმანეთის რჩეულობა, ნდობა, გულითადი მეგობრობა, თანასწორობა, გულწრფელობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება…